среда, 28 августа 2013 г.

გამოვლენილია სალამანდრას ორგანოებისა და კიდურების რეგენერაციის საკვანძო ფაქტორი


ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს სალამანდრას რეგენერაციის საკვანძო ფაქტორი. შესაძლოა, რომ ამის წყალობით ადამიანის შემთხვევაშიც მოიძებნება ახალი კიდურის გაზრდის ხერხი.

სალამანდრა ხერხემლიანთა უნიკალური სახეობაა, ვინაიდან მას რეგენერაციის უნარი აქვს, ანუ შეუძლია სერიოზული ტრავმის ან ამპუტაციის შემდეგაც კი მთლიანად აღადგინოს სხეულის უმნიშვნელოვანესი ნაწილები და ორგანოები, კიდურების, კუდის, გულისა და ზურგის ან თავის ტვინის ჩათვლით. აღდგენის საშუალების უზრუნველმყოფი უნიკალური ნერვული სისტემა აინტერესებს მეცნიერებს ადამიანისათვის რეგენერაციის ანალოგიური მეთოდიკის შექმნის კუთხით. გასაგებია, რომ ასეთ მეთოდიკას გრანდიოზული პერსპექტივა მოჰყვება: დაზიანებული, გაცვეთილი გულის სრული აღდგენა ან ახალი ფეხის გაზრდა მილიონობით ადამიანისათვის ახალი სიცოცხლის ჩუქებას ნიშნავს.
სამწუხაროდ, სალამანდრების მასშტაბური კვლევის მიუხედავად, აქამდე ამ ცხოველის რეგენერაციის უნარის გადაღება ვერ ხერხდებოდა. ახლა კი ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მოახერხეს სალამანდრას ამ სუპერ-უნარის საკვანძო ფაქტორის აღმოჩენა.
როგორც ჩანს, რეგენერაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მაკროფაგი – იმუნური სისტემის უჯრედები, რომლებიც განკუთვნილია ბაქტერიების, სოკოს, მკვდარი უჯრედებისა და ორგანიზმისათვის სხვა უცხო ობიექტების გასანადგურებლად.
0000000045143839.OrangeSalamander3s
„მომღიმარე " სალამანდრამ შეიძლება ადამიანს აჩუქოს აბსოლუტური რეგენერაციის უნარი: ახალი კიდურის ან ორგანოს გაზრდა დაზიანებულის ნაცვლად. უფრო მეტიც, ეს მიჩნეულია სიცოცხლის რადიკალური გახანგრძლივების ერთ-ერთ გზად.

როგორც აღმოჩნდა, ეს უჯრედები არა მარტო ორგანიზმს „ნაგავს აცილებს", არამედ ქსოვილის შეკეთების აქტიურ კორექტირებასაც ახდენს; მაგალითად, წარმართავს ადამიანის კუნთის აღდგენას. ექსპერიმენტის მსვლელობისას მეცნიერებმა გაწმინდეს სალამანდრას ორგანიზმი მაკროფაგებისაგან და დააფიქსირეს ცხოველის უნიკალური რეგენერაციის უნარის „გამორთვა". ჭრილობაზე უბრალოდ ნაწიბური შეიქმნა, იმის ანალოგიურად, როგორც ეს ხდება ადამიანის სერიოზული ტრავმის შემთხვევაში.
ავსტრალიელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მაკროფაგი აწარმოებს რეგენერაციის პროცესისათვის უმნიშვნელოვანეს განსაკუთრებულ ქიმიურ ნივთიერას. შესაძლოა, რომ ეს ნივთიერება გამოიყოფა უშუალოდ ტრავმის ადგილას; მეცნიერები ძიების პროცესის დაწყებას სწორედ აქედან გეგმავენ.
ამჟამად ავსტრალიელები ამზადებენ გრძელვადიან პროექტს, რომლის მიზანია ადამიანისა და სალამანდრას მაკროფაგების შესწავლა. სავარაუდოდ, უახლოეს რამდენიმე წელიწადში მოხერხდება იმ განსხვავების გამოვლენა, რომლის წყალობითაც სალამანდრა ახერხებს კიდურებისა და ორგანოების აღდგენას. ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ მოხერხდა მხოლოდ ნაწიბურის ეფექტურად მოშორების ხერხის შემუშავება, ეს პროექტი მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან ნაწიბურის წარმოქმნა სერიოზული პრობლემაა არა მარტო კოსმეტოლოგიისა, არამედ ისეთი დარგებისა, როგორიცაა ტრანსპლანტოლოგია და პროტეზირება.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий