წარმოგიდგენთ ცნობილი მკვლევარის უილიამ ჯ. თიგის (William J. Tighe) სტატიას მაცხოვრის შობის თარიღთან დაკავშირებით.
ბევრი ქრისტიანი თვლის რომ ქრისტიანები ზეიმობენ ქრისტეშობას 25 დეკემბერს იმიტომ, რომ ეკლესიის მამები ანგარიშს უწევდნენ წარმართულ დღესასწაულს. ამერიკული ევანგელიზმის ფუძემდებლების რამდენიმე ჯგუფის გარდა, თითქმის არავინ წარმოიდგენს იმას, რომ ეს დასკვნა თავად აქცევს ქრისტეშობას წარმართულ დღესასწაულად. სავარაუდოდ საინტერესო უნდა იყოს იმის ცოდნა, რომ არჩევანი 25 დეკემბერზე არის ქრისტიანების მრავალი მცდელობის შედეგი, ჩამოექნათ ) (figure out) კალენდარულ გამოთვლებზე დაყრდნობილი იესოს დაბადების დღე ისე რომ არაფერი ჰქონოდა ამას საერთო წარმართულ დღესასწაულებთან.
შესაძლოა რომის იპერატორის – აურელიანეს მიერ დაარსებული დღესასწაული „უძლეველი მზის შობისა“ 274 წლის 25 დეკემბერს იყო მცდელობა შექმნილიყო წარმართული ალტერნატივა იმ დღისა, რომელიც უკვე იყო რაღაც მნიშნველობის რომაელი ქრისტიანებისათვის. ასე რომ, „შობის წარმართული ფესვები“ არის მითი ისტორიული სინამდვილის გარეშე.
შეცდომა
თეორია, შობის წარმართული ფესვების შესახებ, მოდის ორი მეცნიერისაგან, ერთი – გვიანი მე17 საუკუნე, მეორე – ადრეული მე-18 საუკუნე. პოლ ერნესტ იანბლონსკის, (Paul Ernst Jablonski) გერმანელ პროტესტანტს უნდოდა ეჩვენებინა, რომ შობის 25 დეკემბერს აღნიშვნა იყო ერთ-ერთი, იმ მრავალ „პაგანიზაციათა“ შორის ქრისტიანობისა, რომელშიც ჩაფლული იყო მეოთხე საუკუნის ეკლესია. და რომ, სწორედ ამ „გადაგვარებამ“ მიიყვანა ნამდვილი სამოციქულო რწმენა კათოლიკობამდე (ორთოდოქსიამდე). დომ იან ჰარდვინი (Dom Jean Hardouin), ბენედიქტელი ბერი, ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ კათოლიკე ეკლსიამ „იშვილა“ წარმართული დღესასწაულები ქრისტიანული მიზნებისათვის სახარების შებღალვის გარეშე.
იულიანურ კალენდარში, რომელიც ქრისტემდე 45 წელს შეიქმნა იულიუსის კეისრობის დროს, ზამთრის ბუნიობა დგებოდა 25 დეკემბერს და სწორედ ეს იწვევდა ეჭვს იაბლონსკისა და ჰარდვინის თეორიებში, რომ ამ დღეს ჰქონდა რამე საკრალური დანიშნულება წარმართებისათვის უფრო ადრე ვიდრე ქრისტიანები დაიწყებდნენ შობის აღნიშვნას. მაგრამ ფაქტიურად, ამ დღეს არ ჰქონდა არანაირი საკრალური დანიშნულება რომაულ კალენდარში ვიდრე იულიანემდე, და არც მზის კულტი თამაშობდა განსაკუთრებულ როლს რომში.
რომში იყო მზისადმი მიძღვნილი ორი ტაძარი, ერთი მათგანი (შენარჩუნებული იმ ოჯახის მიერ სადაც აურელიანე დაიბადა ან იშვილეს) ზეიმობდა დღესასწაულს 9 აგვისტოს, ხოლო მეორე – 28 აგვისტოს. მაგრამ ორივე მათგანი მეორე საუკუნეში დაცარიელდა როდესაც, აღმოსავლურ მზის კულტებს, როგორიც არის მითრაიზმი, გაუჩნდათ მიმდევრები რომშიც. მაგრამ, არც ერთ მათგანს არც ერთ ამ კულტს, ახალს თუ ძველს, არ ჰქონდათ დღესასწაულები ბუნიობისას ან ნაბუნიობისას.
აურელიანე, რომელიც მეფობდა 270 წლიდან ვიდრე მის მკვლელობამდე – 275 წლამდე, იყო მტერი ქრისტიანობისა და ცნობილია, რომ მან დაარსა დღესასწაული უძლეველი მზისა, როგორც სხვადასხვა რომაული წარმართული კულტების გაერთიანების საშუალება. მან დაიხსნა დანგრევამდე მისული იმპერია, რომელსაც ჰქონდა პრობლემები შინა აშლილობის, პროვინციებში აჯანყებების და ეკონომიკური გამოფიტვის სახით. ასევე იყო მუდმივი შემოტევები გერმანული ტომებისაგან და სპარსეთის იმპერიისაგან.
ახალი დღესასწაული მოიაზრებდა დღის ნათლის გახანგრძლივების დასაწყისს და ღამის შემოკლებას, 25 დეკემბერი უნდა ყოფილიყო სიმბოლო იმისა, რომ რომაელებმა მფარველად და განსადიდბლად მიიღეს ღმერთები, რომელთა მეურვეობამ რომი მიიყვანა ახალ გაძლიერებამდე და მსოფლიო მმართველობამდე შედეგად კი მიიღეს ხელახალი შობა; მუდმივი აყვავება რომისა, რომელსაც ასე ელოდნენ. და თუ ეს დღესასწაული შეეთავსებოდა ქრისტიანების დღესასწაულს, კარგიც იქნებოდა.
შედეგი (by-product)
მართალია, რომ ქრისტიანების მიერ შობის 25 დეკემბერს აღნიშვნა მოდის რომიდან აურელიანეს იმპერატორობის ცოტა მოგვიანებით 336 წელს, მაგრამ ბერძნული აღმოსავლეთიც და ლათინური დასავლეთიც ცდილობდა ჩამოეყალიბებინა ქრისტეს შობის კალენდარული გამოანგარიშება ბევრად ადრე ვიდრე დაიწყებდნენ ამ დღის აღნიშვნას ლიტურგიულად მეორე თუ მესამე საუკუნეებშიც კი. შობის 25 დეკემბერს აღნიშვნა ერთგვარი გვერდითი მოვლენა იყო ჯვარზე აღსრულების და აღდგომის კალენდარულად დაკანონების შედეგად.
როგორ მოხდა ეს? სინოპტიკურ სახარებებსა და იოანეს სახარებას შორის აშკარა წინააღმდეგობაა უფლის სიკვდილის თარიღთან დაკავშირებით. სინოპტიკოსები წერენ, რომ ეს მოხდა პასექის დღეს (მას შემდეგ რაც უფალმა აღნიშნა საპასექო ვახშამი წინა საღამოს) ხოლო იოანე მახარობელი ამბობს რომ ეს მოხდა პასექის წინა საღამოს, სწორედ მაშინ, როცა პასექის კრავები იკვლებოდნენ იერუსალიმის ტაძარში დღესასწაულისათვის რომელიც უნდა დამდგარიყო მზის ჩასვლის შემდეგ.
ამ პრობლემის გადაჭრა მოიცავს პასუხს კითხვაზე იყო თუ არა უფლის ბოლო ვახშამი საპასექო? შეუძლებელია ამ კითხვას ჩვენ აქ შევეჭიდოთ. საკმარისია იმის თქმა, რომ ადრეული ეკლესია უფრო მეტად იოანეს ეყრდნობოდა ვიდრე სინოპტიკოსებს და შესაბამისად სჯეროდა, რომ ქრისტე აღესრულა ნისანის 14-ში ებრაული მთვარის კალენდრის მიხედვით. (თანამედროვე მეცნიერები ეთანხმებიან ამას ვინაიდან, ქრისტეს სიკვდილი უნდა მომხდარიყო მხოლოდ 30 ან 33 წელს, ვინაიდან მხოლოდ ამ ორ წელს იყო პასექი ხუთშაბათს. ან 30 წლის 7 აპრილს, ან 33 წლის 3 აპრილს)
რაკი ადრეული ეკლესია ნაუცბათევად გამოეყო იუდაიზმს, აღმოჩნდა სრულიად სხვა კალენდრის მქონე სამყაროში, შესაბამისად ვალდებული იყო ჰქონოდა საკუთარი გამოთვლა უფლის ვნებისა მაგრამ ნაწილობრივ დამოკიდებული რაბინული პასექის გამოთვლაზე. ასევე, რაკი ებრაული კალენდარი იყო მთვარეზე დამოკიდებული 12 30დღიანი თვით, ყოველ რამდენიმე წელიწადში სინედრიონის დეკრეტით, ემატებოდა მეცამეტე თვე; ერთის მხრივ რომ შენარჩუნებულიყო კავშირი კალენდარსა და ბუნიობა-ნაბუნიობას შორის და მეორეს მხრივ, რომ არ დარღვეულიყო სეზონთა ცვლა.
რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სიძნელეზე, რომელიც ექნებოდათ ქრისტიანებს პასექის დათარიღებაში ყოველ წელს რომ მიყოლოდნენ მთვარის კალენდარს რაბინებისაგან დამოუკიდებლად გამოიწვევდა მათ გაუცხოებას როგორც ებრაელებისაგან ასევე წარმართებისაგან და იყო ალბათობა, რომ ჩააბამდა მათ დაუსრულებელ დისპუტებში. (მეორე საუკუნეში იყო რამდენიმე დისპუტი უნდა ეზეიმათ თუ არა პასექი სულ კვირას.)
ეს სირთულეები სხვადასხვა გვარად გამოვლინდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანებში. ჩანს რომ ბერძენ ქრისტიანებს სურდათ, ეპოვათ ნისანის 14-ის ეკვივალენტური დღე თავიანთ, სოლარულ, კალენდარში და ვინაიდან ნისანი იყო თვე, როდესაც ხდებოდა გაზაფხულის ბუნიობა, მათ აირჩიეს 14-ე დღე არტემისიონისა, იმ თვისა რომელიც ყოვეთვის ემთხვეოდა ბუნიობას. დაახლოებით 300 წლისათვის რომაულმა კალენდარმა ჩაანაცლვა ბერძნული კალენდარი და რადგანაც ამ ორი კალენდრის თვეების პირველი და ბოლო დღეები ზუსტად არ ემთხვეოდა ერთმანეთს, არტემისიონის 14 იქცა აპრილის 6-ად
საწინააღმდეგოდ, მეორე საუკუნის ლათინურ ენოვან ქრისტიანებს რომსა და ჩრდილოეთ აფრიკაში სურდათ დაედგინათ ისტორიულად ზუსტი დღე როდესაც იესო ჯვარზე მიიცვალა. ტერტულიანეს თანამედროვეები ამტკიცებდნენ, რომ ის მიიცვალა პარასკევს 29 მარტს 25 წელს. (დამატებით შევნიშნავ რომ, ეს შეუძლებელია: 25 წლის 29 მარტი არ იყო პარასკევი, და პასექის წინა საღამო 25 წელს არ დამდგარა პარასკევს, და არ იყო 25 მარტს.)
შერწყმის ეპოქა
ასე რომ, აღმოსავლეთში გვაქვს 6 აპრილი, ხოლო დასავლეთში 25 მარტი. ამ ეტაპზე ჩვენ გვმართებს გავიცნოთ რწმენა რომელიც მასობრივად იყო ქრისტეს თანამედროვე იუდეველებში განვრცობილი მაგრამ, რაკი ამაზე არაფერს ამბობს ბიბლია, ქრისტიანებმა არაფერი იციან ამის შესახებ. არსებობს იდეა, სრულ ასაკზე და ამ თვისებას მიაწერდნენ ებრაელ წინასწარმეტყველებს, რომ ისრაელის წინასწარმეტყველები გარდაიცვალნენ მათი ან შობის ან ჩასახვის დღეს.
ეს ტრადიცია ერთგვარი გასაღებია ადრეული ქრისტიანების ნაწილის რწმენისა, რომ 25 დეკემბერი ქრისტე შობაა. ადრეული ქრისტიანები ეთანხმებოდნენ ზემოთ აღნიშნულ დაანგარიეშებას წინასწარმეტყველებთან დაკავშირებით და ასე, რომ, 25 მარტი და 6 აპრილი იყო არა უბრალოდ ქრისტეს სიკვდილის სავარაუდო თარიღები, არამედ მისი შობის ან ჩასახვის ასევე. ცხადია, რომ პირველი და მეორე საუკუნის ქრისიტიანები 25 მარტს და 6 აპრილს აღიქვავდნენ ქრისტეს შობის სავარაუდო თარიღებად, მაგრამ, მალევე აღმოჩნდა რომ 25 მარტის აღქმა ჩასახვად უფრო ხშირად მოიაზრებოდა.
სწორედ ეს დღე მოიხსენიებოდა თითქმის საყოველთაოდ ქრისტიანებში ხარების დღედ, როდესაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს მოუტანა სახარება მხსნელის შესახებ და მარიამის მორჩილების დადასტურების შემდეგ მარადიული სიტყვა(ლოგოსი) ღმრთისა (მხოლოდ შობილი მამისაგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა) მაშინვე ჩაისახა მის საშოში. რამდენ ხანს გრძელდება მშობიარობა? ცხრა თვე. დავუმატოთ ცხრა თვე 25 მარტს და მივიღებთ 25 დეკემბერს. დავუმატოთ იგივე 9თვე 6 აპრილს და მივიღებთ 6 იანვარს. დეკემბრის 25 შობაა, ხოლო იანვრის – 6 ნათლისღება, გამოჩინება.
შობა (25 დეკემბერს) არის აშკარად დასავლური ფესვების დღესასწაული. ცნობილია, რომ კონკსტანტინოპოლში ეს დღესასწაული 379-380 წლებში დამკვიდრდა. იმდროინდელი ცნობილი ასკეტისა და მქადაგებელის იოანე ოქროპირის ქადაგებებიდან ვიცით, რომ შობის დღესასწაული პირველად იზეიმეს 386 წლის 25 დეკემბერს მის მშობლიურ ანტიოქიაში. სწორედ აქედან გავრცელდა ეს ტრადიცია მთელს აღმოსავლეთში, ალექსანდრიის შემოგარენში 432 წელს იერუსალიმში ამ დღესასწაულის შეღწევას დაახლოებით ერთი საუკუნე დასჭირდა. სომხებს კი, განსხვავებით სხვა აღმოსავლური ეკლესიბისგან, არასოდეს დაუნერგიათ ეს დღესასწაული, ისინი ქრისტეს შობას, მოგვების მიერ ჩვილი იესოს მონახულებას, და ნათლობას ერთად აღნიშნავენ 6 იანვარს
დასავლეთის ეკლესიებმა კი თანდათანობით დანერგეს 6 იანვარი გამოჩინების (ნათლისღება) დღედ 366 წლიდან 394 წლამდე. მაგრამ, დასავლეთში დღესასწაული ძირითადად აღქმული იყო, როგორც ჩვილი იესოს მოგვების მიერ მონახულება. და აი ამიტომ ეს დღე აღქმული იყო როგორც მნიშვნელოვანი დღესასწაული მაგრამ არა საუფლო. (But in the West, the feast was generally presented as the commemoration of the visit of the magi to the infant Christ, and as such, it was an important feast, but not one of the most important ones—a striking contrast to its position in the East, where it remains the second most important festival of the church year, second only to Pascha (Easter).)
აღმოსავლეთში ნათლობა (გამოჩინება) შობაზე მნიშნველოვანია. მიზეზი ამისა არის ის რომ, ეს დღესასწაული ზეიმობს უფლის ნათლობას იორდანეში და ის გარემოება, რომ მამის ხმა და გარდმომავალი სული წმიდა პირველად უცხადებს ცოდვილი კაცობრიობას ქრისტეს განხორციელების სიწმიდესა და სამი პერსონის ერთ ღმერთობას.
ქრისტიანული დღესასწაული
ამგვარად, აშკარაა რომ, ეკლესიის პრაქტიკისათვის (25 დეკემბრის შობად დადგენა) კონსტანტინეს დროს და მის შემდეგ, ეკლესია არ უნდა უმადლოდეს წარმართების დღესაწაულებს. წარმოუდგენელია, რომ ეს იყოს ისტორიული სინამდვილის მქონე დღე ქრისტე შობისა, მაგრამ პირველი საუკუნეების რომაელი ქრისტიანების ძალისხმევამ განესაზღვრათ ისტორიულად იესოს დაბადების დღე, წარმოშვა 25 დეკემბერი.
ხოლო, აურელიანეს მიერ 274 წელს დაწესებული წარმართული დღეობა არ იყო მხოლოდ ზამთრის ნაბუნიობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა, არამედ ასევე ქრისტიანების მიერ უკვე დაწესებული დღესასწაულისთვის წარმართული მნიშვნელობის მიცემა. ქრისტიანებმა მოგვიანებით შეძლეს გამოეყენებინათ წარმართული „უძეველი მზის შობა“ ქრისტეს შობის კონტექსტში გაბრწყინება „ხსნის მზისა“ ან „სიმართის მზისა
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий