суббота, 29 июня 2013 г.

გამოკითხვის შედეგები:”რამ შეიძლება დააშოროს ადამიანები ეკლესიას”



ავტორი: სერგო ფარულავა
წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი სხვა, მართლმადიდებლურ, დაძმობილებულ საიტებთან ერთად,  უკვე სამი კვირაა აწარმოებს  კითხვარის სისტემით სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე გამოკითხვებს.
ჩვენი პირველი შეკითხვა ეხებოდა ქრისტიანთა შენარჩუნებას  ეკლესიაში, რათა სხვადასხვა, შიგა თუ გარე დაბრკოლებისა და ცდუნების გამო, ისინი არ მოწყდნენ  ეკლესიას, და მიზანი იყო იმ საშიშროებათა  წარმოჩენა , რომელებიც შეიძლება ერთერთი ყველაზე დიდი მიზეზი გახდეს ეკლესიისაგან ადამიანთა დაშორებისა.
გთავაზობთ შედეგებს და ახალ თემას გამოკითხვაში

ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად, რამ შეიძლება დააშოროს ადამიანები ეკლესიას?

ჩვენ შემოგთავაზებთ იმ პასუხების პირველ სამეულს, რომლებმაც ჩვენს გვერდზე ყველაზე მეტი ხმა მიიღეს:

ფსევდოქრისტიანობამ და უსიყვარულობამ მრევლში (34%, 77 Votes)
სასულიერო პირთა აგრესიამ და გაუნათლებლობამ (31%, 71 ხმა)
სასულიერო პირების ანგარებიანმა და პატივმოყვარულმა დამოკიდებულებამ (17%, 39 Votes)

მსგავსი შედეგები დაფიქსირდა ჩვენს მეგობარ სხვა ბლოგზეც ბლოგზეც

ფსევდოქრისტიანობამ და უსიყვარულობამ მრევლში
41.18%

სასულიერო პირთა აგრესიამ და გაუნათლებლობამ
23.53%

სასულიერო პირთა ანგარებიანმა და პატივმოყვარულმა დამოკიდებულებამ
14.71%

ხოლო დანაჩენმა პასუხებმა გაცილებით ნაკლები ხმა მიიღო ორივე საიტზე:

გადატვირთული ცხოვრების სტილმა (6%, 13 Votes)

უცხო, ბნელმა ძალებმა და სექტანტებმა (4%, 10 Votes)

სხვა (4%, 8 Votes)

ტექნიკურმა პროგრესმა და თანამედროვეობამ (3%, 7 Votes)

მეცნიერებამ და სწავლულობამ (1%, 2 Votes)

გადატვირთული ცხოვრების სტილმა
5.88%

ტექნიკურმა პროგრესმა და თანამედროვეობამ
5.88%

მეცნიერებამ და სწავლულობამ
2.94%

უცხო, ბნელმა ძალებმა სექტანტებმა
2.94%

სხვა
2.94%

როგორც გამოჩნდა,  ორივე გვერდზე გამოკითხვისას  მთავარი მიზეზებად რის გამოც შეიძლება ადამიანი მოწყდეს ეკლესიის წიაღს, არის თავად ამ წიაღიდან მომდინარე პრობლემები,  მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილის  არაქრისტიანული მიდგომა ადამიანებისადმი,  აშკარაა, რომ ადამიანები ეკლესიაში ქრისტიანულ სიყვარულს, სიკეთესა და სითბოს გამოვლინებას ელიან მრევლისაგან, ასევე სათანადო განათლებას და უანგარო, მამობრივ დამოკიდებულებას სასულიერო პირებისაგან.
***

ამჯერად ჩვენ გთავაზობთ ახალ გამოკითხვას, რომელიც შეეხება იმ მიზეზების გამოვლენას, რომლემაც მორწმუნე ადამიანთა ქრისტიანული ცხოვრების დაწყების გადაწყვეტილება განაპირობა.
ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად რამ განაპირობა თქვენში ქრისტიანული ცხოვრების დაწყება?
გამოკითხვა

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი სხვა, მართლმადიდებლურ, დაძმობილებულ საიტებთან ერთად  მადლიერია ყველა იმ პირისა ვინც გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო და იმედს ვიტოვებთ გამოკითხვაში ჩართულობა კიდევ უფრო აქტიური გახდება.

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий