რას გვეუბნება სჯულისკანონი ეკლესიაში ფიზიკური ძალის გამოყენების თაობაზე.
“თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი სცემს ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს ან ძალადობის ჩამდენ ურწმუნოს, ვბრძანებთ მის განკვეთას, რადგან ეს კი არ უსწავლებია ჩვენთვის (მაცხოვარს) არამედ ამის საწინააღმდეგო (გვასწავლა), ვინაიდან მას სცემდნენ და ნაცვლად ამისა იგი არ სცემდა, აგინებდნენ და არ აგინებდა, იტანჯებოდა და არ პასუხობდა.”
წმიდა მოციქულთა კანონები – კანონი 27
სამოციქულო და საღვთო კანონი განკვეთს მღვდლებს, რომლებიც სცემენ ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს ან შემავიწროებელ და მოძალადე ურწმუნოს. ზოგიერთები, თავისი გულისწყრომის ასრულების მსურველნი და სამოციქულო განწესების ცილისმწამებლები კრძალავენ მხოლოდ თავისი ხელით ცემას, თუმცა კანონში არაფერი ასეთი არ ჩანს, არც მართალი სიტყვის გაგებას ასე არ ბრძანებს კანონი. ნამდვილად ამაო და დიდად მცდარია ის აზრი, რომ განკვეთის ღირსია მხოლოდ ის, ვინც თავისი ხელით ცემის დროს ორჯერ ან სამჯერ დაარტყამს, ხოლო ის, ვინც მცემელსა და მტანჯველს უწყალოდ, სიკვდილამდე ცემის უფლებას მისცემს ბრძანებით, დატოვებულ იქნას განკანონების გარეშე. კანონი კრძალავს საერთოდ ცემას და მცემელს სჯის. ჩვენც ასევე თანახმანი ვართ, რომ საღვთო მღვდელმა სწავლითა და სჯულდებით, როდესაც საჭიროა, საეკლესიო განკანონებით უნდა შეასმინოს უწესობას და არა ცემით, შოლტით დასეროს ადამიანის სხეული. თუ ზოგიერთები სრულ ურჩობას გამოიჩენენ და განკანონების შეგონებას არ დაემორჩილებიან, არავინ კრძალავს მათ გადაცემას მათი ადგილების საერო მთავრებისათვის.
კონსტანტინოპოლის წმიდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი
ორგზისი წმიდა კრების დადგენილი კანონები – კანონი 9
Комментариев нет:
Отправить комментарий