ტერმინი „არქეტიპი“ დაკავშირებულია ბერძნულთან, რაც სიტყვასიტყვით „ძველ ტიპს“ ნიშნავს. ფსიქოლოგიაში არექტიპები კარლ გუსტავ იუნგის განვითარებულია, თუმცაღა მისი წარმომავლობა ასევე ძველ საბერძნეთამდე მიდის, სადაც ამ სიტყვის მიღმა იგულისხმებოდა ადამიანთა ისეთი სულიერი მახასიათებელი, რომელიც დაკავშირებული იყო ზებუნებრივთან, ადამინის დაბადებამდე არსებულ საწყისთან.
კარლ გუსტავ იუნგმა არქეტიპების კონცეფცია გადაამუშავა და შეცვალა და დაასკვნა, რომ არქეტიპები გაზიარებული მითები, რწმენები და შეხედულებებია, რომელიც საერთოა ინდივიდების, ჯგუფებისა და კულტურებისათვის სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა სივრცეში. იგი მდებარებობს კოლექტიურ არაცნობიერში, ანუ ცნობიერების ისეთ დონეზე, სადაც ინდივიდის მიერ საკუთარი თავის გააზრება მცირე და ბუნდოვანია. ცნობიერების ამ დონეზე არსებული ინფორმაცია შედგება წარსულის გამოცდილებით, პიროვნების მიერვე განდევნილი და უარყოფილი ფიქრებითა და ემოციებით, ფარული სწრაფვებითა და სურვილებით, მიბაძვითკენ სწრაფვებითა და სხვა ისეთი შეხედულებებით, რომლებიც თავად ინდივიდსაც კი არ აქვს გააზრებული.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სწორედ კოლექტიურ არაცნობიერში არსებული არქეტიპები ხდებიან ადამიანთა ქცევების ერთ-ერთი ძირითადი მოტივატორები და შეხედულებების ჩამომყალიბებელი. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს აქვთ სწრაფვა მოახდინონ გააზრებული დაყოფა ამა თუ იმ ადამიანისა და ჯგუფისა ისინი მიმართავენ თავიანთ თავში არსებულ შეხედულებებს და იყენებენ მათ კატეგორიზაციისათვის. შესაბამისად თუ ცალკეულ პიროვნებას სურს გახდეს სოციალურად მისაღები ან მიუღებელი, სასურველი ან საძულველი შეუძლია დაეყრდნოს სხვადასხვა არქეტიპს და იქცეს ისეთად, როგორიც იქნებოდა იდეალური პიროვნების არქეტიპი კოლექტიური საზოგადოებისათვის. გარდა ამისა საინტერესოა ისიც, რომ ადამიანის სიამოვნება და თვითკმაყოფილებაც უკავშირდება არქეტიპებს. მაგალითად პიროვნება თუ იქცევა ისეთ იდეალად, როგორადაც მისი იდეალური პიროვნების არქეტიპი იყო (წარმოედგინა), მაშასადამე მისი თვითკმაყოფილების დონე გაიზრდება. შეიძლება მოხდეს პირიქითაც, მისი ქცევები და თვისებები თუ დაუკავშირდა ისეთ არქეტიპებს, რომელიც ნეგატიურ პიროვნებას წარმოადგენს მისი თვითშეფასება დაეცემა.
განვიხილოთ რამდენიმე არქეტიპი:
- გმირის არქეტიპი – ადამიანი, რომელსაც აქვს ძლიერი სწრაფვა და ნება, არის კომპოტენტური და მცოდნე, აქვს მიზანი და ცდილობს იქცეს პასუხისმგებელ პირად. მისი მიზანია რაც შეიძლება გამბედავი და ვაჟკაცური ქმედება განახორციელოს და იქცეს წარმოსადეგად და მისაბაძ პიროვნებად. დამარცხების შემთხვევაშიც კი არ ჩერდება და განაგრძნობს ხელახალ ბრძოლას. ასეთი თვისებების მქონე ადამიანი ხშირ შემთხვევაში დანახულია, როგორც გმირი, მეომარი, გამარჯვებული, ლიდერი და სხვა.
- მზრუნველის არქეტიპი – მოსიყვარულე, გულღია, უანგაროდ მზრუნველი პიროვნება, რომელიც გამოირჩევა ყურადღებიანობითა და აქვს დიდი თანაგრძნობა. მასთან შეიძლება იპოვო სიმშვიდე და მიიღო მზრუნველობა და იმედი. ასეთი არქეტიპის მიკუთვნება შეიძლება მოახერხოს უახლოესმა მეგობარმა, მშობელმა, ახლობელმა და სხვა.
- მაგის არქეტიპი – განდობილი, ადამიანი რომელმაც იცის სამყაროს დაფარული, ამოუცნობი, ბურუსით მოცული ძალების შესახებ მეტი, ვიდრე სხვა ყველამ. იგი ფლობს რაღაც განსაკუთრებულსა და მიუღწეველს. თავდაჯერებულია და აქვს ცხოვრების განსაკუთრებული სტილი. არ არის განდგომილი, მაგრამ ფლობს მომნუსხველ თვისებებს და ქმნის მოიღწეველობისა და ბოლომდე შეუცნობელობის სურათს. ყოველთვის აქვს ალტერნატიული ხედვა და შეუძლია დაინახოს ყველაფერი სხვა მხრიდან. ახერხებს სხვების დარწმუნებასა და აყოლიებას. ცდილობს ადამიანებს მოუტანოს რეალური სარგებელი თავისი არსებობით. წარმოადგენს ქარიზმატულ პიროვნებას.
- შეყვარებულის არქეტიპი – მომხიბვლელი, კომუნიკაბელური, სოციალურად აქტიური და ურთიერთობაზე ორიენტირებული პიროვნება. აქვს ძლიერი ემოციური ველი, შეუძლია შემოვიდეს ღრმად ინტიმურ ურთიერთობაში და მყარად შეინარჩუნოს პიროვნული ურთიერთობა და მასთან დაკავშირებული საიდუმლოებანი. ასეთი არქეტიპის მქონე ადამიანი შეიძლება იყოს უახლოესი მეგობარი, პარტნიორი, შეყვარებული და სხვა.
- აჯანყებულის არქეტიპი – პიროვნება, რომელიც ეწინააღმდეგება არსებულ მდგომარეობას, არ სურს მორჩილება, მიუთითებს უმოქმედობაზე და მიმდინარე რეალობის ნეგატიურობაზე, მიმართულია სწრაფ ცვლილებებზე, რისთვისაც მიმართავს თამამ ქცევას, ხშირ შემთხვევაში საზოგადოებაში აღირებულ ზოგიერთი ნორმის დარღვევას. მიუთითებს თავისუფლების მნიშვნელობაზე და უპირატესობას ანიჭებს მისთვის ბრძოლას.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ადამიანი რელიგიური არსებაა, შესაბამისად მისი შეხედულება ღმერთზე უძველესი პერიოდიდან დღემდე მრავალ ასპექტში ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად ღვთიური არექტიპის რამდენიმე მახასიათებლიდან აღსანიშნავია ღვთის განხილვა, როგორ სიყვარულით აღსავსე ძალის, ყოვლისმცოდნის, ბოროტთან მებრძოლის, ყოვლის მხილველის, შემნდობის, მამობრივი და დედობრივი სიყვარულის მატარებლის, დამსჯელისა და სხვა. შესაბამისად უძველეს დროშიც კი კერპები თუ ღვთაებები მსგავსი თვისებებით იყვნენ დაჯილდოებულნი, რაც ბუნებრივია ადამიანში არსებული არქეტიპებით იყო განპირობებული.
საინტერესოა ის გარემოება, რომ არექტიპები რთულად იცვლება, თუმცაღა განსაკუთრებით დროში შესაძლოა ზოგიერთი არქეტიპი ხელახალ სოციალიზაციასთან ერთად (აღზრდა, გარემო) გარკვეულწილად შეიცვალოს. მაგალითად წარმატებულისა და მმართველის არქეტიპმა მცირე მოდიფიკაცია განიცადა, რადგან მართვის შესახებ შეხედულებები ფორმირდა, თუმცაღა აქაც შეხედულება მმართველის შესახებ, როგორც ადამიანის ან ძალის, რომელიც მართავს – კვლავ უცვლელად დარჩა.
გიორგი კობერიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий