● ბარონის მუხლუხი
ჩვეულებრივი ბარონი, ან უბრალოდ ბარონი, ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. გამოჩეკვისას მათი ზომა 4 მმ-ია და პატარა გამონაზარდები აქვთ, თუმცა ზრდის მეოთხე-მეხუთე სტადიაზე 45 მმ-ს აღწევენ. მათი ფორმა და შეფერილობა არაჩვეულებრივად ეხამება ფოთლებს, რისი მეშვეობითაც მომწიფების ასაკამდე მტაცებლებს თავიდან იცილებენ.
ჩვეულებრივი ბარონი, ან უბრალოდ ბარონი, ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. გამოჩეკვისას მათი ზომა 4 მმ-ია და პატარა გამონაზარდები აქვთ, თუმცა ზრდის მეოთხე-მეხუთე სტადიაზე 45 მმ-ს აღწევენ. მათი ფორმა და შეფერილობა არაჩვეულებრივად ეხამება ფოთლებს, რისი მეშვეობითაც მომწიფების ასაკამდე მტაცებლებს თავიდან იცილებენ.
● მერლეტის სკორპენი
მერლეტის სკორპენი ბევრი სხვა სახელითაც მოიხსენიება, რომლებშიც „მაქმანი” ურევია. ამის მიზეზი ისაა, რომ მას უამრავი საცეცი და ფარფლი აქვს, ასევე ზოგადად უჩვეულო ფორმა, რაც მაქმანის მსგავს შესახედაობას აძლევს. ამ ფაქტორების გამოყენებით სკორპენი მცენარეს ემსგავსება და ერევა მარჯნის რიფებს, სადაც შეიძლება საათობით ელოდოს მსხვერპლს, გამოჩენისას კი ისკუპოს და უზარმაზარი პირი წაატანოს.
● ჯუჯა ზღვის ცხენი
2 სმ სიგრძის სხეულისა და შეხამების გამორჩეული უნარის ქონის გამო ეს არსება მხოლოდ 1969 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ კიდევ 6 სახეობას წააწყდნენ (ექვსივეს 2000 წლის შემდეგ). მათი პოვნა შესაძლებელია 10-40 მეტრ სიღრმეში, ძირითადად ავსტრალიის, ინდონეზიის, იაპონიის, ახალი კალედონიისა და პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროებთან.
● ავსტრალიური უფეხურა
ავსტრალიური უფეხურა ბუა, რომელიც დღისით მშვიდად, თვალებდახუჭული ზის, ხანდახან კისერს ჭიმავს ან ბუმბულებს ისწორებს, კამუფლაჟის თვისების წყალობით კი შორიდან ხის ტოტს ჰგავს. თუმცა ბედის ირონიით, ეს მათი ყველაზე დიდი მტერიცაა: ისინი ღამით ნადირობენ მწერებზე, რომელთა შემჩნევაც ყველაზე ადვილია მოძრავი მანქანისგან განათებულ ადგილას. მაგრამ რადგანაც ძნელია მათი ტოტისგან გარჩევა, ნადირობა შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს.
● ფოთლოვანი ზღვის დრაკონი
ფოთლოვანი ზღვის დრაკონი ავსტრალიის დასავლეთით და სამხრეთით მდებარე ოკეანის წყლებში ბინადრობს. მისი გრძელი და წვრილი სხეულის ზომა 35 სმ-მდეა, ფორმით კი ფოთლებს მიაგავს და წყალმცენარეებთან ყოფნისას მისი გარჩევა ძალიან ძნელია. ბიოლოგიურად ფოთლოვანი ზღვის დრაკონი ყველაზე ახლოს დგას ზღვის ცხენებთან და ნემსთევზასთან.
● ლენტისებრი ჩრჩილი
ლენტისებრი ჩრჩილის 200-ზე მეტი სახეობა არსებობს და მათი უმეტესობა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული. ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ეს არსებები სპეციალურად ირჩევენ ხეებს ქერქის ისეთი ფერით, რომელიც მათი სხეულის შეფერილობას შეესაბამება, რათა უკეთ დაიცვან თავი.
● რიფის მეჭეჭიანა
რიფის მეჭეჭიანა ავსტრალიის სანაპიროსთან, ქვის მარჯნებთანაა გავრცელებული და მისმა ზომამ შეიძლება 50 სმ-ს მიაღწიოს. მეჭეჭიანა ყველაზე საშიში შხამიანი თევზია მსოფლიოში, მას შხამის გამოსაშვებად 13 ღარი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სიკვდილის შემთხვევა არაა დაფიქსირებული, ნესტართან შეხება უკიდურესად საშიში და მტკივნეულია. მის არსენალში ასევე შედის კამუფლაჟი, თუმცა მისგან დაცული არც ხმელეთზე ხართ – მეჭეჭიანა წყლის გარეშე 24 საათს ძლებს.
● ფოთლის პეპელა
ცხოველთა სამყაროში კამუფლაჟის ერთ-ერთი სრულყოფილი მაგალითია ფოთლის პეპელა, რომელიც ტროპიკულ აზიაშია გავრცელებული, უფრო მეტად კი ინდოეთსა და იაპონიაში. ის წელიწადში ორ თაობას ტოვებს, რომელთა გარეგნობა ამინდზეა დამოკიდებული – წვიმიან პერიოდში უნდა გაჩდნენ თუ მშრალში. ფრთები ძალიან ემსგავსება ფოთლებს, ზოგჯერ ისეთი ნახვრეტებიც კი აქვს, როგორიც გამხმარ ფოთოლს.
● ფოთლის მწერი
ეს არსება გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ავსტრალიამდე. კამუფლაჟის უნარის მეშვეობით ისინი ისე სრულყოფილად ემსგავსებიან ფოთლებს, რომ მტაცებლები მათ აღმოჩენას უმეტესწილად ვერ ახერხებენ. ზოგჯერ კიდეებზე ისეთი ფორმა აქვთ, თითქოს ფოთოლი მოკბეჩილია ან გახეული. უფრო მეტად რომ დააბნიოს მტაცებლები, ფოთლის მწერი მოძრაობაშიც ნიავისგან ატაცებულ ფოთოლს ბაძავს.
● ფოთლისკუდიანი გეკონი
მადაგასკარზე მობინადრე ფოთლისკუდიანი გეკონი, ფოთლის პეპლის მსგავსად, ემსგავსება გამომშრალ, გამხმარ, დამპალ ფოთლებს, ასევე შეიძლება, შეეხამოს ხის ქერქს ან ხავსს. მისი სიგრძე კუდის ჩათვლით 6-15 სმ-ია, სხეულის შეფერილობა შეიძლება იყოს მოყვითალო, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, მეწამული, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ყავისფერია.
● მიმიკრიის რვაფეხა
ბიოლოგ როჯერ ჰენლონის გადაღებულ ვიდეოში ნათლად ჩანს მიმიკრიის რვაფეხის უნარი, შეიცვალოს ფერი, ფორმა და გარეგნობა, რათა სრულყოფილად შეერწყას გარემოს. მათ შეუძლიათ დაემგვანონ როგორც წყალმცენარეებსა და მარჯნებს, ისე ზღვის სხვა ბინადრებსაც. იმის მიხედვით, რომელი მტაცებლისგან ცდილობს თავის დაღწევას, მიმიკრიის რვაფეხა ირჩევს შესაბამისი ცხოველის სახეობას და ბაძავს, რაც მას წყლის ბინადრებში უნიკალურად აქცევს.
Комментариев нет:
Отправить комментарий