среда, 26 июня 2013 г.

ადამიანთა კომპლექსები და მათი წარმოშობა


კომპლექსები წარმოადგენს იმ ემოციების, ფიქრების, რწმენების ერთობლიობა რომელიც გვიბიძგებს მოქმედებისაკენ ან ხელს გვიშლის რაიმეს რეალიზაციაში.
განვიხილოთ არასრულფასოვნების კომპლექსი, როგორც სხვა მსგავსი კომპლექსების უთავრესი წყარო და დავაკავშიროთ იგი სხვა კომპლექსებთან. არასრულფასოვნების განცდა უკავშირდება წარსულ გამოცდილებას. მაგალითად, როდესაც არაზრდასრული პიროვნება დგება გარკევული სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე, რომლის გადალახვასაც იგი სხვებისაგან განსხვავებით (რომლების შეიძლება მასზე დიდებიცა და გამოცდილებიც კი იყვნენ) ვერ ახერხებს ჩნდება საკუთარი თავით უკმაყოფილების განცდა და ემოცია. თუ აღნიშნული ემოცია განმეორდება რამდენჯერმე მას უკვე შეიძლება მიეცეს კომპლექსის სახე, რაც ზრდასრულ ასაკში გამოიხატება დაბრკოლებებისა და საკუთარი თავის ურწმუნოების სახით თუმცაღა იგი შეიძლება მეგალომანიაშიც კი გადაიზარდოს.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვაც, რომ არასრულფასოვნების კომპლექსს აძლიერებს გარემოება, თუ სხვა, გარე ძალები მიგვითითებენ ჩვენს წარუმატებლობასა და მოუხერხებლობაზე. ეს კიდევ უფრო აძლიერებს დაჩაგრულობისა და უუნარობის განცდას თუმცა ხშირ შემთხვევაში ქმნის სურვილს, რომ ინდივიდმა გარე ძალებს დაუმტკიცოს მათი შეხედულებების სიმცდარე.
მეგალომანია დაკავშირებულია რაიმე დიდის, განსაკუთრებულისა და განსხვავებულის შექმნის სწრაფვასთან. მეგალომანი ადამიანი საკუთარ თავს არწმუნებს, რომ მან რაღაც ისეთი უნდა შექმნას, რითიც ყველას გააოცებს, რაც ერთგვარი დამამტკიცებელი საბუთი იქნება, რომ ის ისეთივე სრულყოფილი ადამიანია, როგორც სხვები, ან მეტიც, აღმატებულია სხვა ყველაზეც. ეს არასრულფასოვნების გადალახვის ერთ-ერთი გზაა ასეთი ადამიანებისათვის.
საინტერესოა კომპენსაციის თეორიაც, რომელიც დაკავშირებულია უმეტესად საზოგადო ცხოვრებასთან. ადამიანები, რომლების ბავშვობაში რაიმე მიზეზით იყვნენ დაჩაგრულები და ჩამოუყალიბდათ არასდრულფასოვნების განცდა ცდილობენ, რომ ეს დაჩაგრულობა და სიყვარულის ნაკლებობა აინაზღაურონ საზოგადოებრივი სიყვარულითა და სიმპატიით. მაგალითად ჯორჯები მიიჩნევენ, რომ ვუდრო ვილსონი მამის მხრიდან დაჩაგრულობის განცდის გამო წავიდა პოლიტიკაში, გახდა აშშ-ს პრეზიდენტი და ცდილობდა მოეპოვებინა საზოგადოების მხრიდან სრულყოფილი სიყვარული.
არასრულფასოვნების განცდამ შეიძლება მიგვიყვანოს ძალიან დესტრუქციულ ქმედებებამდე, როგორიც არის ერთგვარი შურისძიება ყველასა და ყველაფერზე, როგორც მთავარი წარმოსახვითი წყარო ამ კონკრეტული პერსონის წარუმატებლობისა და არასრულფასოვნებისა. ეს კი შეიძლება მოხდეს ოჯახში ძალადობის გამოვლენით, მუდმივი ეჭვანობით, საკუთარ თავში დაურწმუნებლობითა და სხვა მძაფრი და არასასრუველი ქცევებითა და შედეგებით როგორც პირად, ისე საზოგადო ცხოვრებაში.
კომპლექსების გადალახვა არ არის მარტივი, რადგან პირველ რიგში საჭიროა მოვიძიოთ კომპლექსის წყარო და წარმოშობის მომენტი ანუ ის თუ როდის და რატომ გაჩნდა იგი. როდესაც ეს მომენტი ან მომენტები იქნება ნაპოვნი ამის შემდეგ იწყება ანალიზი თუ რამდენად ადეკვატური იყო ის გამოწვევა რომელიც ვერ ან არ გადაილახა ჩვენ მიერ და ამის შემდეგ გავიაზროთ თუ რამდენად მოხერხდა მისი საბოლოო გადალახვა. ამასთან გასააზრებელია ისიც თუ რა სტანდარტებს ვუწესებთ ჩვენ ჩვენს თავს და რამდენად არის იგი დაკავშირებული წარსულ გამოცდილებასთან. ანუ თუ კომპლექსები ხელოვნურად დაბალი ან მაღალი პიროვნული და ქცევითი სტანდარტების ნაყოფია ხომ არ სჯობს რომ იგი მოვარგოთ რეალურ შესაძლებლობებს, რადგან ხელოვნური სტანდარტი კმაყოფილების გრძნობას აიშვიათებს. ამის შემდეგომ კი იწყება მოცემული მდგომარეობს გადაფასება, შედარება და ადეკვატური შეფასება. სწორედ ასეთი სიღრმისეული ანალიზის შემდგომ შესაძლოა გადაილახოს წარსულში წარმოშობილი კომპლექსები.
გიორგი კობერიძე
   
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий