среда, 26 июня 2013 г.

ადამიანის "ვარსკვლავური" წარმოშობა



სამყაროში არსებულ ყველა ობიექტს ერთიანი წარმოშობის წერტილი აქვთ. 13 მილიარდი წლის წინ სამყაროში მომხდარი დიდი აფეთქება გახდა საწყისი ყველაფრის დასაწყისის, რომლის შემდგომაც კოსმოსში არსებული ნივთიერება ყველა მიმართულებით თანაბრად იშლება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დიდ აფეთქებამდე ყველაფერი ერთ, უკიდურესად შეკუმშულ ნაწილაკში იყო მოქცეული. აქედან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ისეთ სამყაროს, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ ჰქონდა პირველწყარო, პირველი წერტილი საიდანაც დაიწყო ყველაფერი.
საინტერესოა ორი გარემოება: სამყაროში არსებულ ობიექტებს აქვთ ერთიანი წარსული და აქედან გამომდინარე თითქმის იდენტური შემადგენლობა. ეს არ ეხება მხოლოდ ცალკეულ ვარსკვლავებს, არამედ თავად პლანეტები, ნისლეულები და სხვა ციური ობიექტები თუთქმის იდენტური ნივთიერებისაგან შედგებიან. ადამიანი, როგორც დედამიწისა და შესაბამისად დედამიწასთან ერთად სამყაროს განუყოფელი ნაწილი შედგება სწორედ იმ ნივთიერებებისაგან, რითაც დანარჩენი ობიექტები კოსმოსში. ოქსიგენი, კარბონი, ჰიდროგენი, ნიტროგენი, კალციუმი, ფოსფორიუმი და სხვა – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ადამიანი და მათ შორის ვარსკვლავები და სხვა ციური ობიექტები შედგებიან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მაგალითად ჰიდროგენი, რომელიც დღეს სხვა ციურ ობიექტებზე გაიშვიათებულია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილაკი იყო სამყაროს ობიექტების ფორმირების პროცესში.
პრაქტიკულად შეგვიძლია აღვნიშნოთ რომ ადამიანი თავის თავში ატარებს იმავე სახის ნივთიერებებს და წარმოადგენს ისეთივე ობიექტს, როგორც სამყაროს სხვა სხეულები. ვარსკვლავებისაგან ადამიანს ძირითადად მხოლოდ ჰელიუმის არარსებობა განასხვავებს, თუმცაღა მიუხედავად ამისა, ადამიანი, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი ციური სხეულის – დედამიწის – მცხოვრები სწორედ ისეთივე სახის ფენომენია, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენი უსაზღვრო კოსმოსში.
გიორგი კობერიძე
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий