რეალურ ცხოვრებაში ბევრია ოცნება და სევდა სიყვარულზე,მაგრამ დეფიციტია თავად სიყვრულის. ბევრს საუბრობენ მასზე,თუმცა ნაკლებად უყვართ.
აღიარებულია სიყვარულის ტიპები:ეროსი-ვნება,სტორგე-სინაზე,ფილია-მეგობრობა,აგაპე-პლატონური. ფსიქოლოგები თვლიან ,რომ სიყვარულს 3 ფაქტორი განაპირობებს:ფიზიკური,ინტელექტუალური და სულიერი. ეზოთერულად- პირველი-კარმულია,ამ დროს პარტნიორებს ბევრის გაღება უწევთ,რომ ვალები გამოისყიდონ. მეორე ერთ მისიაზე,მსგავსებაზე და მეგობრობაზე მიუთითებს,მაგრამ აღმაფრენა აკლია. მესამე სულიერი ტყუპების ნიშანია. ასეთი წყვილები სხვადასხვა სამყაროებშიც კი ინარჩუნებენ ემოციურ კავშირს,თუმცა მათი ფიზიკური ორბიტები ხშირად არ იკვეთება. ესაა არისტოტელეს ''ერთი სული ორ სხეულში'',სიკვდილის შიშს რომ ამარცხებს. რუდოლფ შტაინერის აზრით,მხოლოდ ასეთი სულები იქნებიან ერთად სასუფეველშიც.
ინდოელები მიჯნურში ღმერთს ხედავენ.მასში ერთიანდება მშობლისა და მეგობრის სახეც. ნეტარი ავგუსტინე წერდა:გიყვარდეს მიჯნურში ადამიანი, ანუ ის რაც ჩვენს სულთან ერთად შეიძლება წავიღოთ ცათა სასუფეველშიო. წმ. მამათა სწავლებების მიხედვით,სულიერი ოჯახი პატარა ეკლესიაა სიყვარულის სივრცის შესაქმნელად და დიდი მადლი. .ოშოს აზრით,როდესაც ურთიერთობა დროთა განმავლობაში ფუჭდება,ე.ი. ის არც თავიდან ყოფილა სრულყოფილი და ადამიანები თავს იტყუებდნენ. თუ სულიერი კავშირი არაა,მიჯნურის თბილი ხელის პოეზია ქრება და მხოლოდ ოფლიანი ხელი რჩებაო. როდესაც ადამიანები ყვირილით საუბრობენ ,მათი სულები შორსაა ერთმანეთისგან,როდესაც წყნარად საუბრობენ,კარგი მეგობრები არიან,ხოლო როდესაც სიტყვების გარეშეც ესმით ერთმანეთის,ე.ი მათი გულები ერთ მთლიანს ქმნიან.
მედიკოსები მიიჩნევენ,რომ სიყვარულის დროს ხდება ორგანიზმის მეტამორფოზა,გააქტიურება სასიცოცხლო რეზერვებისა.ამ დროს ტვინი გამოყოფს ჰორმონებს,რომელსაც ყოველგვარი სნეულების დამარცხება შეუძლია. მეტაფიზიკოსების აზრით, სიყვარულის დროს სხეულის ვიბრაციები იმდენად მაღლდება,რომ სულის ვიბრაციებს უტოლდება. ამიტომ ჩნდება სრულყოფილების შეგრძნება და უკვდავების განცდა.
რაც ფაქიზია ადამიანის შინაგანი სამყარო,რაც მეტადაა ზეციური ქროლვით გაჯერებული,მით მეტია ხარისხი სიყვარულისა. როდესაც სიყვარული ამაღლებულია და წმინდა,მაშინ ის იქცევა იმ ძალად,დანტესის აზრით,მზეს და ვარსკვლავებს რომ აბრუნებს!
სტენდალმა ტრაქტატი უძღვნა სიყვარულის თემას. მას მიაჩნდა, რომ ვნება და გრძნობა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ვნება ეგოისტურია,უხეში,გრძნობა კი გალანტური, ფაქიზი,უანგარო . ვნება სისხლში ანთებს ცეცხლს,გრძნობა კი გულში. ვნება მიწისკენ ექაჩება,გრძნობა კი ცისკენ. ვნება აღელვებს,გრძნობა ამშვიდებს. ვნებაა ბრმა და არა გრძნობა,გრძნობა ხედავს ნაკლს,მაგარამ არ აღიზიანებს. ასტრალურ სამყაროში ვნება ცეცხლის ალის,გრძნობა კი სინათლის სახეს იღებს. ამ ლოგიკით ზოგიერთი ცოლქმრული ურთიერთობა პროსტიტუციადაც შეიძლება ჩაითვალოს.
რაა სიყვარულის უზენაესი არსი?-ამ საკითხზე ფილოსოფოსებს,ხელოვანებს,მეცნიერებს სხვადასხვა პასუხები აქვთ,მაგრამ ყველა აღიარებს,რომ ესაა შენი თავისა და ადგილის პოვნა სამყაროში ,ეს სიმშვიდეა,ჰარმონია ,შინაგანი სინათლე , სიბნელეს რომ ფანტავს,შინაგანი სითბოა,ზამთრის ყინვაც რომ ვერაფერს დააკლებს. ამ დროს მზად ხარ შეიცვალო , საკუთარი ბედნიერებაზე მეტად სხვისი გაბედნიერების სურვილი გამოძრავებს, მსახურებას ტვირთად აღარ თვლი, გასცემ და სამაგიეროს არ ითხოვ.ამ დროს ბრუნდები აწმყოში,ახლა და აქ, არსებობა სასიამოვნო რეალობა ხდება,აღარ ხარ რობინზონ კრუზო ,ურიგდები სამყაროს,საკუთარ თავს და უახლოვდები შენს უმაღლეს ''მე''-ს. ბაირონი წერდა:ლოცვისას ჩვენ ზეცას ვწვდებით,სიყვარულისას კი ცა თავად ჩამოდის მიწაზეო. გიყვარდეს,ნიშნავს მოკლა სიკვდილი.
ამბობენ,თუ გულის გზით ივლი,შეხვდები მას,ვინც სიყვარულის ღვთაებებმა შენი ცხოვრების სცენარში ჩაწერესო. ანუ დამოკიდებულება ღვთისადმი შეიცავს ასეთი ადამიანის პოვნის გასაღებს .როგორც ერთ კინოფილმშია: შეიძლება სადღაც,შორს,მართლაც არის ის,ვინც შენთვისაა და ისე უნდა იცხოვრო,მისი ღირსი იყო,როდესაც შეხვდები. .ის სიზმრებში ტკივილს გირჩენს, შენი მოსმენა სიამოვნებს, მაშინაც გინათებს სულს ,როდესაც გძინავს, შენი შიფრია სამყაროს შესაცნობად ,შენს გულს გაუფრთხილდება, შენი ესმის ნახევარტონებში, შენი სულის მუსიკის აღმოჩენა შეუძლია,მასთან ურთიერთობაც მანამდე დაიწყო,სანამ შეხვდებოდი,ყველაზე მძიმე მდგომარეობაში წარმოიდგენ და მაინც გინდა მის გვერდით ყოფნა, მისთვის შეგიძლია სიკვდილი და უფრო დიდი მსხვერპლის გაღება -შეიცვალო ...
ნებისმიერი ადამიანური გრძნობა - ადამიანთა განვითარების საშუალებაა. ეს ერთად მოგზაურობაა სამყაროს საიდუმლოთა შესაცნობად. როდესაც ორს ჭეშმარიტად უყვართ ,ისინი ეხმარებიან ერთმანეთს სრულყოფაში და უფრო დიდი,უნივერსალური სიყვარულის შეცნობაში. მათ უჩნდებათ მოთხოვნილება ადამიანური გრძნობების ფარგლებს გასცდნენ. ესაა სვლა სამყაროს უმაღლეს ენერგიებთან მისაახლოვებლად..ეს ღვთაებრივი სიყვარულის დაგროვების საშუალებაა.
მეტაფიზიკოსები მიიჩნევენ,რომ ორის ბედნიერება აურათა მსგავსებაზეა დამოკიდებული. ამის გარეშე,მიუხედავად მიზიდულობისა,ჩნდება შინაგანი აგრესია,შემდეგ კი სხვა პრობლემები. ასეთი კავშირით ადამიანები ერთმანეთის კარმას ამძიმებენ. მსგავსი აურების მქონეთა გრძნობები კი იმ ენერგიად გარდაიქმნება,ორივეს კარმას რომ აწონასწორებს. არამსგავსი ენერგიების ურთიერთობის შედეგად ჩნდება ფსიქიკური აშლილობები,ალკოჰოლიზმი,ღალატი. ოჯახში დისჰარმონია ყველაზე დიდი მტერია ადამიანის სულიერებისათვის...სხვადასხვა სიხშირის ენერგიები ვერასდროს იქნებიან ჰარმონიაში,ორი შეთანხმებული აურა და სტიქია კი ბედნიერი შთამომავლობის გარანტიაა. ''მხოლოდ ენერგეტიკული ინტიმის შემდეგაა ფიზიკური კავშირი ''ღვთიური თრთოლვა''-თვლის დიპაკ ჩოპრა.
ინურ ენერგიას სურვილი აქვს დაუკავშირდეს თავისზე ძლიერ იანურ ენერგიას.ერთის მხრივ, ის იბრძვის დამოუკიდებლობისთვის,მეორეს მხრივ,მზადაა თავისი ინდივიდუალობა ჩააბაროს სხვას,ემსახუროს მას,ვისაც უყურებს,როგორც ზეკაცს. შთანთქმა ძლიერი ენერგიის წიაღში ერთგვარი რელიგიური სულისკვეთებაა. იანურ ენერგიას სურს თავისი ინდივიდუალობა გააფართოვოს ინური ენერგიით და ამით იგრძნოს თავისი სისრულე და უკვდავება. ეს ღრმა ,მეტაფიზიკური საფუძვლებია სიყვარულისა. დაკარგული საწყისისადმი ,მონათესავე ნახევრისადმი მისწრაფება სულიერ სამშობლოში დაბრუნებაა. ეს ერთი სულის ზიარებაა მეორეში,რომ თავდაპირველ ადამიანში ჩადებულმა მაგნიტებმა იპოვნონ დაკარგული ნახევარი და გათიშულმა საწყისებმა აღიდგინონ პირვანდელი სრულყოფილება. ასეთი მისწრაფებები ევოლუციის ახალ საფეხურად მოიაზრება თეოსოფიაში.
ძველი ინდური ტრადიციის მიხედვით,შეყვარებულები მხოლოდ მას შემდეგ ქორწინდებოდნენ,რაც ერთმანეთისთვის დასმულ შეკითხვაზე:''ვინ ხარ შენ?''-სწორ პასუხს გასცემდნენ...სწორი პასუხი კი ასეთი იყო:''მე ვარ შენ".
ხანდახან შეხვედრა მხოლოდ დროებითია ოდესღაც ახლობელი ადამიანებისა ცხოვრების გზაჯვარედინზე,საიდანაც სხვადასხვა გზებით ისევ აგრძელებენ გზას სინათლისაკენ. ეს ბედის პატარა საჩუქრებია, უმეტესობა არც დაწყებულა,რომ მთავრდება უკვე, თუმცა მომავალზე მაინც ტოვებს სინათლის სხივს,ბნელ,ქარიშხლიან ღამეში სულს რომ ათბობს.... მადლიერებას იმსახურებს ის,ვისი წყალობითაც ადამიანის გული დროებით მაინც იყო ანთებული.
ავტორი თამარ არაგველი
Комментариев нет:
Отправить комментарий