воскресенье, 28 апреля 2013 г.

გამოჩენილ ადამიანთა აზრი ქართველებსა და საქართველოზე



მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას… აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას, და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია. მონღოლები წყალდიდობასავით მოშავდებიან, წამიერად ანგრევენ და სამაგიეროდ არაფერს არ აშენებენ, მხოლოდ აფერხებენ პროგრესს. მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება.*
ჰეგელი
__________
* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39.
* * *
ქართველი ხალხი, მთლიანობაში აღებული, მშვენიერია, კარგი გარეგნობისა, მკვირცხლი, გონებამახვილი… კავკასიის ისთმოსი მეორე საბერძნეთად იქცევა.
ქრისტოფ რომელი, გერმანელი ისტორიკოსი,
«კავკასიის ხალხები», ვაიმარი, 1808
* * *
დასავლეთში მე ვარ, აღმოსავლეთში კი პრინცი ერეკლე, ქართველთა მეფე.
ფრიდრიხ დიდი
* * *
გაუმარჯოს პრინც ერეკლეს!
ლესინგის გმირი, «მინა ფონ ბარნჰელმი»
* * *
ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.*
ვინკელმანი
__________
* Winckelmann, Kleine Schriften.
* * *
არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არც ითვლება რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე.
* * *
დიოსკურიის მახლობლად სვანები(სოანები) ცხოვრობენ… ისინი ძალაგულოვანნი არიან და თავიანთი გამბედაობითა და საბრძოლო ძლირებით თითქმის ყველა ხალხზე შეუპოვარნი არიან. კავკასიის მაღალი მთებიც უჭირავთ და ყველა მეზობელ გვარ-ტომს განაგებენ. ჰყავთ მეფე და სამკაციანი საბჭო. ამბობენ, რომ სვანებს შეუძლიათ გამოიყვანონ ორასი ათასი კაცისაგან შემდგარი ლაშქარი, რადგან მთელი ხალხი ერთნაირი ძალის მებრძოლია.
სტრაბონი (ძვ. წ. I – ახ. წ. II საუკ.), «გეოგრაფიკა»
* * *
ალეპოში პიეტრო დელა ვალე ერთ მოგზაურს გაეცნო. იმასაც აღტაცებით მოეთხრო ერთი ახალგაზრდა ქართველი ქალიშვილის მანანას მშვენიერების ამბავი (შემდეგ მოჰყვება მისი თავგადასავალი).
იოჰან ვოლფგანგ გოეთე*
__________
* ცნობა აღებულია «დასავლეთ-აღმოსავლეთის დავანის» დამატებებიდან, სადაც ქართველი ქალის ხსენებაა
* * *
არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღტაცება ქართველი ერისადმი, თაყვანს ვცემ საქართველოს და მწამს, რომ ესაა დიადი ქვეყანა, სადაც დიდი ერი ცხოვრობს.
სიუზან ეიზენჰაუერი
პრეზიდენტ დ. ეიზენჰაუერის შვილიშვილი
* * *
ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან, მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი, რასაც ასევე ახსენებს პაპის დესპანი, ბერი რუბრუკი, წმინდა ჯვაროსანი ლუი მეცხრისა. – ა.გ.)… საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსად არ არის ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც… აქ ბევრია მთა, ხევი, და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა (შემდეგ დიდი მოგზაური ლაპარაკობს დედათა მონასტერზე, ტბაზე, ზღვაზე, თევზაობაზე, და განაგრძობს გზას აღმოსავლეთისაკენ, ჩინეთისაკენ, სადაც ბოგდიხანს ემსახურებოდა ჩვიდმეტი წელი. მისი ცნობები საქართველოზე უფრო სარწმუნო და კეთილსინდისიერია, ვიდრე ზოგი თანამედროვე «მეგობრისა» , რომელიც უნდო, გაუმართლებელი ფანტასტიკის სფეროში გადადის).
მარკო პოლო (1254 – დაახ. 1324)
ვენეციელი ვაჭარი, იმოგზაურა ჩინეთში, სადაც დაჰყო 17 წელი (1275-1292). მის ცნობილ წიგნში მცირე ადგილი დაეთმო საქართველოსაც, რომელიც გზად გავლისას მიმოიხილა.
* * *
მარტყოფის ბრძოლის შემდეგ რამდენიმე დღეში შაჰ აბასმა მიიღო მოურავის მეტად შეურაცხმყოფელი წერილი, რომელშიაც მოურავი მას ღალატიანს, ცბიერსა და ვერაგს უწოდებდა, ბრალს სდებდა ყველა ბოროტებაში, რაც მას ჩაედინა… და ახლა სწერდა მოურავი შაჰს, სამართლიანმა უფალმა ღმერთმა, რომელიც შენ გჯის და დაგსჯის კიდეც, მართლმსაჯულების იარაღად მე ამირჩიაო.
კლოდ მალენგრი, ფრანგი მოღვაწე, 1635
( პროფ. ილია ტაბაღუას მიხედვით )
* * *
მისიონერების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მიიღეს ცნობა ამ ნავსადგურში (მესინაში) ქართველი ელჩის ჩამოსვლის შესახებ, რომელსაც ქართველი მეფე (თეიმურაზ I) აგზავნიდა პაპთან (ურბან XVIII), ესპანეთის მეფესთან (ფილიპე IV) და იტალიის მთავრებთან, რათა მათთვის ეთხოვა დახმარება სპარსელებისა და თურქების წინააღმდეგ… ეს ელჩი იყო წმ. ბასილის წესის ბერი, ნიკიფორე ირბახი (ირუბაქიძე – ჩოლოყაშვილი), უმაღლესი კეთილშობილებით აღსავსე და თავმდაბალი ადამიანი… ტანად მაღალი ქართველი სარდლის შვილი. იმ სარდლის გამარჯვებათა შორის განსაკუთრებით დიდი გამარჯვება იყო მოპოვებული იმ სისხლიან შეტაკებაში, როდესაც ბრძოლის ველზე დარჩა 90 000 სპარსელი და 20 000 დაღუპული ქართველი… ირბახი გახლდათ ელჩი ქართველებისა, რომელებიც უფლის საფლავს იცავენ იერუსალიმში…
ბართოლომეო ფერო, იტალიელი მოღვაწე, 1626 წ.
( ილ. ტაბაღუას წიგნიდან «საქართველო ევროპის არქივებში», ტ. II ).
* * *
… დადგა თეიმურაზთან მოურავის შეთანხმების დღე. სხვა მეთაურებთან ერთად მოურავიც ეახლა სპარსელთა სარდალს, მას თან ახლდა თავისი კეთილშობილი ქართველების ამალა. ყველა გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ყოფილიყვნენ… სპარსელთაგან ვერავის აეხსნა, როგორ გამოჩნდა ჩუმად და მოულოდნელად თეიმურაზი. ყველა სარდალი თავთავისადგილზე გავარდა. მთავარსარდალთან დარჩა მარტო მოურავი. სარდლები გაოცებული იყვნენ თეიმურაზის გამბედაობით. როცა სარდალმა ჯავშნის ჩასაცმელად თავი დაიხარა, გიორგიმ ანაზდეულად შუბი გამჭოლ გაუყარა და თავიც გააგდებინა. სპარსელთაგან ვერავინ გებედა, რომ გიორგისათვის ხელი ეხლო… უსარდლოდ დარჩენილი სპარსელები ქართველებმა გაჟლიტეს. გამარჯვებული თეიმურაზი კახეთში ჩავიდა…
არქანჯელო ლამბერტი ( ილ. ტაბაღუა,
«საქართველო ევროპის არქივებისა და წიგნსაცავებში», II)
* * *
თეიმურაზ მეფის მშვენიერი დესპანის ქება – დიდებამ სპარსეთშიც შეაღწია… შაჰი დიდი ხანია მასთან შეხვედრაზე ოცნებობდა და მისმა სილამაზემ იმდენად შეიპყრო, რომ უსირცხვილოდ შესთავაზა დამორჩილებოდა მის აულაგმავ ვნებას. დედოფალმა, რომლის პატიოსნება და უმწიკვლობა კიდობნიდან ამოფრენილი ქათქათა გვრიტისას შეედრებოდა, შაჰს უხამს წინადადებაზე მტკიცე უარით უპასუხა*.
ამბროსიო დუშ ანჟუში, პორტუგალიელი მისიონერი,
მონასტრის წინამძღვარი, ქეთევანის მოძღვარი შაჰის საპყრობილეში (ილ. ტაბაღუას ცნობებიდან)
__________
* პროფ. ილია ტაბაღუა, რომელიცამ ძვირფას ცნობებს უფრო დაწვრილებით გვაწვდის, აქ რატომღაც არ ასახელებს XVII საუკუნის დიდი გერმანელი პოეტის ანდრეას გრიფიუსის დრამას «ქეთევან ქართველს» , სადაც შაჰის ამაო ტრფობა კლასიკური ძალითაა გადმოცემული (ამ პრობლემებზე დიდი მუშაობა აქვს გაწეული თამაზ ნატროშვილს). გრიფიუსი ადასტურებს ასეთი ტრფობის ფაქტს, რაც ზ. ავალიშვილს არ სჯერა, ქეთევანის ხანდაზმულობის გამო, მაგრამ ქეთევანი 1614 წელს სულაც არ იყო ხანდაზმული.
* * *
როდესაც ქეთევანს საბჭოს გადაწყვეტილება აცნობეს, ეს დიდსულოვანი და კეთილშობილი ქალბატონი მაშინვე დათანხმდა (სპარსეთს წასვლაზე), არც კი უფიქრია იმ საფრთხეზე, რომლის წინაშეც ის შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, ვინაიდან იცოდა, რომ ეს ხიფათი თავისი სამშობლოს გადარჩენის შესაძლებლობასთან შედარებით მისთვის უმნიშვნელო იქნებოდა.
დუშ ანჟუში
* * *
ქეთევან დედოფალი სამსხვერპლოზე მეორე მარიამ სტიუარტი იყო…იგი დაიტანჯა ისეთი მრავალგვარი წამებით, რომელთაგან თითოეული ბევრ მოწამეს დიდებით შემოსავდა.
დუშ ანჟუში
* * *
ეს ქალბატონი (ქეთევანი) არანაკლებ მამაცი იყო, ვიდრე რომაელ მხედარმთავარ კორიოლანუსის დედა ვიტორია, რომელიც მშობლიური ქალაქის გადასარჩენად წავიდა საკუთარ შვილთან, რითაც განსაკუთრებული რისკი გაწია. რომაელთა მიერ შეურაცყოფილი და განკიცხული კორიოლანუსი რომის გასანადგურებლად მივიდა, მაგრამ მშობელი დედის გახსნილი მკერდი რომ იხილა, შესძახა: «დაიპყარი და გაიმარჯვე!» – და თავისი არმია უკან გააბრუნა… ქეთევანი კი აწამეს!
დუშ ანჟუში
* * *
იბერიელებისა და ქართველთა მოქცევის თაობაზე ბორონიუსთან* ვკითხულობთ, რომ მათ ქრისტიანული სარწმუნოება მიიღეს 100 წელს წმინდანი პაპის კლემენტის ქადაგების შედეგად, რომელიც იმპერატორმა ტრაიანემ გადაასახლა ქერსონესის კუნძულზე (ყირიმი). მე უფრო დასაბუთებულად მიმაჩნია მამა თომას დე იეზუს კარმელიტის თვალსაზრისი… იგი ამბობს, რომ იბერიელები მოაქცია ბრწყინვალე განმანათლებელმა წმ. ნინომ…
ჟან შარდენი (1643-1713),
«მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში» (ფრანგი მოგზაური)
__________
* ბარონიუსი (1538-1607) – იტალიელი ისტორიკოსი, «საეკლესიო ანალების» ავტორი
* * *
ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.
იმანუილ კანტი, II, 279
* * *
საქართველო მზეთუნახავთა ორენჟერეა გახლავთ.
იმ. კანტი
* * *
შაჰ აბასი იყო ტირანი. არც მტერს ინდობდა, არც მოყვარეს. მას მარტო ქრისტიანობის საკითხი არ აღელვებდა. უნდოდა ქართველების სრული მოსპობა და მდიდარი ქვეყნის ხელში ჩაგდება… შაჰს განსაკუთრებით ეშინოდა ქართველებისა, რადგან იცოდა, მათი საბოლოოდ დამორჩილება შეუძლებელი იყო.
პიეტრო დელა ვალე, «სპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა» , 1628
( პროფ. ილია ტაბაღუას პუბლიკაცია ).
* * *
ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი, ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ… საერთოდ, წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება.
ქეთევან დედოფალმა უარი თქვა მაჰმადიანობის მიღებაზე, შაჰის ბრძანებით ის წამებით მოკლეს. მან უფლის შემწეობით ჩაშალა შაჰის ზრახვები. ქეთევან დედოფლის მოკვდინება – ეს იყო უდიდესი სისასტიკე, როგორიც კი შაჰ აბასს ოდესმე ჩაუდენია. მან ხელი გაისვარა ასეთი ღირსეული მანდილოსნის სისხლით. ღირსეულისა არა მარტო წამების ატანით, არამედ იმ დიდი პატივისცემით, რაც მან სავსებით დაიმსახურა.
პიეტრო დელა ვალე
* * *
მცირე აზია ოდესღაც თითქმის მთლიანად დასახლებული იყო იმ ხალხებით, რომლებიც ხეთებთან ერთად შეადგენდნენ ერთ მონოლითურ ეთნიურ ჯგუფს.იმ ძველ ხალხთა უშუალო მონათესავედ უნდა ჩავთვალოთ ქართველებიც.
ფრიც ჰომელი, ( ჰომელლ, დაიბად. 1854 წ. )
ორიენტალისტი, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი.
* * *
… ძნელია, ძნელი, მიატოვო წმინდა სავანე,
სადაც შობილხარ, გიცხოვრია, გალაღებულხარ…
ასე ფიქრობენ: მსგავსი მხარე სად იქნებაო!
სად ვიცხოვრებთო ასე ლაღად და ბედნიერად!
მე კი მიმიწევს მაინც გული კავკასიაში!
რადგან მსმენია, თითქოს ზღაპრად გამიგონია:
რომ იქ მგოსნები მერცხლებივით დანავარდობენ –
მათი ხვედრია თავისუფლება!
გარდა ამისა, ბავშვობაში მიამბეს ისიც,
რომ გერმანული ტომი ჩვენთა მამა-პაპათა
სამხრეთს წასულა, გაჰყოლია დუნაის ზვირთებს,
ჩრდილს დაეძებდა მზიან დღეში, და მზის შვილებთან
შავი ზღვის პირას გაშლილ ველზე დასახლებულა. –
იმ დალოცვილი ქვეყნისათვის განა ტყუილად
უწოდებიათ სტუმართმოყვარე! –
რადგან ესტუმრა კოლხებს უცხო ხალხი თუ არა,
მიუახლოვდნენ უცნობსა და ცნობის მოყვარეს,
ზეთისხილის ქვეშ დასვეს თურმე მშვიდობიანად…
უცხოდ ემოსათ, უცხო იყო ენაც მოსულთა,
და ვერაფერი ვერ გაუგეს ერთიმეორეს.
ის იყო, უნდა ჩამოეგდოთ განხეთქილება,
მაგრამ ფოთლები აშრიალდნენ მაცოცხლებელნი,
სტუმარ-მასპინძელს გაებადრა ღიმილით სახე;
ერთხანს ერთმანეთს შესცქეროდნენ მშვიდი ღიმილით,
მერე მარჯვენა გაუწოდეს ერთი მეორეს.
ძმურად გაცვალეს იარაღი, გაცვალეს სიტყვა,
სიამტკბილობა გადავიდა მამიდან შვილძე,
წმინდა კავშირი საქორწინო შეიკრა შემდეგ,
იზარდა ტომი…
სად ცხოვრობ ახლა, ხალხო, ჩემო სისხლო და ხორცო? –
რათა ხელახლა შევკრათ იგი კავშირი წმინდა
და მოვიგონოთ მამა-პაპა დაუვიწყარი?…
ფრიდრიხ ჰოლდერლინი,
დიდი გერმანელი პოეტი (1770-1843)
* * *
თამარი იყო მატრიარქი, ბრძენი და პურიტანი მმართველი, ფრთხილი და გონიერი დიპლომატი, ურყევი მებრძოლი, ღვთისმოსავი, გულმოწყალე და შემწყნარებელი ხელმწიფე.
უილიამ ალენი (1901-1973)
ინგლისელი (ირლანდიელი) ისტორიკოსი, «საქართველოს ისტორია», 1932
* * *
თბილისი ედემია, ზღაპრული ქალაქი, მიჯნურთა საამებლად აშენებული.
მონტესკიე (1689-1755)
* * *
ქართველები უნიკალური, ყოველმხრივ დაჯილდოებული ხალხია.
ბარონი ფონი
* * *
მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში – ქართულ სამოთხეში, და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავნია, როგორც თბილისში.
ალ. დიუმა (1803-1870)
* * *
ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ.
ალ. დიუმა
* * *
სანკტ-პეტერბურღის სამეცნიერო აკადემიის წევრი უფ. ბროსე, რომელიც ასე მცოდნეა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურისა, ამჟამად თ. ილია ჭავჭავაძის შესანიშნავ მოთხრობას «კაცია ადამიანს» სთარგმნის ფრანცუზულს ენაზედ და აბეჭდინებსო.
«დროება», 1876, 26 ნოემბერი.
* * *
სადაც უნდა ყოფილიყო მარი ბროსე – საქართველოში, საფრანგეთში, თუ სხვაგან – იგი მდიდარი ქართული კულტურის გამავრცელებლად, საქართველოს ისტორიისა და ფოლკლორის გატაცებულ მკვლევარად გვევლინება. ეს იყო ორიენტალისტიკის ფუძემდებელთაგანი, «ენთუზიაზმის კულტურის» წარმომადგენელი…
პროფ. გასტონ ბუაჩიძე
( წიგნიდან «მარი ბროსე», რომელშიაც განხილულია საქართველოს დიდი ფრანგი მეგობრის, მეცნიერ ფილოლოგის, «ქართლის ცხოვრებისა» და მრავალი სხვა ქმნილებების მთარგმნელის მრავალხმრივი ღვაწლი).
* * *
«ვეფხისტყაოსნის» სურათების დადგმა – პატარა ჩაგრული ერის დემონსტრაციას წარმოადგენდა. თეატრი მაყურებლით იყო გაჭედილი. აღფრთოვანებას საზღვარი არა ჰქონდა… კატკოვისა და კომპანიის ცხვირწინ…
მიხაი ზიჩი, სახელოვანი უნგრელი მხატვარი,
ალექსანდრე მეორის კარის მხატვარი (1827-1906), აკადემიკოსი, დაასურათა «ვეფხისტყაოსანი» (34 სურათი უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს. ინახება ხელოვნების მუზეუმში).
* * *
«კაცია ადამიანი» მშვენივრად დაწერილი, იუმორით გაჟღენთილი, ზნეჩვეულების ამსახველი ნაწარმოებია.
პროფ. მარი ბროსე, ფრანგი ქართველოლოგი
«ქართლის ცხოვრების» მთარგმნელი (მისი ხსოვნის დღის აღნიშვნისათვის ი.ჭავჭავაძემ მიიღო საფრანგეთის განათლების მინისტრის ჟორჟ ლეგის მადლობის წერილი.)
* * *
მარი ბროსემ დაუფასებელი ღვაწლი დასდო (ერს)… სამეცნიერო შრომით საქართველოს ისტორიისა არხეოლოგიის შესახებ, გააცნო ქვეყნიერებას ჩვენი მამული, რომელიც სამუდამოდ შეინახავს მის სახსოვარს ქართველთათვის ყოვლად ძვირფას სახელთა შორის.
ილია ჭავჭავაძე, «ცნობის ფურცელი», 1902
* * *
პატივცემულო პროფესორო ხახანაშვილო! გუშინ აქ მივიღე თქვენ მიერ დაწერილი ბარათი და წერილიც შოთა რუსთაველზე. ამისათვის დიდს მადლობას გაძღვნით. უღრმესი სიამოვნებით წავიკითხე წერილი, რომელიც არის ჩემთვის ძალიან საყურადღებო. ჩვენ გადავთარგმნეთ ინგლისურს ენაზედ ცხოვრება წმინდა ნინოსი… თქვენმა წერილმა დიდად მოგვეხმარა. ბევრჯერ წავიკითხე ჩინებული წერილი, რომელიც მოსკოვში მოსწავლე ქართველმა სტუდენტებმა გამომიგზავნენ, როდესაც მე თქვენი მშვენიერი და ჩემგან საყვარელი სამშობლოში ვიყავი… თქვენი ღრმად პატივისმცემელი მარჯორი უორდროპი.
მ.უორდროპი, წერილი ალ.ხახანიშვილს, 1896.
* * *
ქართველთა ზნე-ჩვეულებების და მათი ისტორიის მრავალ სხვა საკითხზე ცნობების შეგროვება მე შევძელი ილია ჭავჭავაძესთან ნაცნობობის წყალობით… ილია ჭავჭავაძე ჭეშმარიტად ითვლებოდა თავისი ერის წინამძროლად და ბელადად… ილია ჭავჭავაძე იყო ერთ პიროვნებაში განსახიერებული მწერალი, პოლიტიკოსი და ფინანსისტი… სათავეში ედგა ეროვნული შეგნების გამაძლიერებელ გაზეთ «ივერიას»… მისი ჯმუხი აღნაგობა, მისი ღია, ინტელიგენტური სახის ნაკვთები და მიმზიდველი ბუნება ჩემთვის სამუდამოდ დაუვიწყარია.
კარლ ლემან-ჰაუპტი (1861-1938) ,
ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი, ორიენტალისტი, ილიას სტუმარი (1898)
* * *
… ვამზადებ დიდ სტატიას ქართული ლიტერატურის, ისტორიისა და ენის შესახებ… ყოველდღე ვკითხულობ ქართულ წიგნებს. ვიმედოვნებ სრულყოფილად დავეუფლო ამ ძნელ ენას… ყველაზე უშესანიშნავესი ახლანდელი დროის პოეტებიდან თავადი ილია ჭავჭავაძეა. იგი სახელგანთქმული მოქალაქეა თბილისისა, ფრიად სტუმრის მოყვარე კაცი… ჭეშმარიტი პატრიოტი, რომელმაც თავისი ქვეყნის ლიტერატურაში მაღალი, საპატიო ადგილი დაიმკვიდრა…
უილამ რიჩარდ მორფილი (1834-1909) ,
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბრიტანეთის აკადემიის წევრი, ქართველოლოგი. ოქსფორდში შეისწავლა ქართული ენა. საქართველოში ჩამოვიდა
1888 წ., ესტუმრა ილიას. იხ. გ. შარაძე «ილია ჭავჭავაძე».
* * *
ქართველთაგან პირველმა ილია ჭავჭავაძემ გამომიწოდა ხელი, მან გამიღო ფართოდ კარები თავისი სახლისა, მანვე გამიღო თავისი გული და სული… დიდი სურვილი მქონდა ჩემი თანამემამულე ევროპელებისათვის ქართული ლიტერატურა გამეცნო. ილია ფიქრობდა, რომ მე უნდა შემედგინა ლექსთაკრებული გერმანულ ენაზე… ილია სიტყვა-სიტყვით მითარგმნიდა ქართულ ტექსტს… ბედნიერად ვრაცხ თავს, რომ დამაკავშირა კეთილშობილ ქართველ ერთან.
არტურ ლაისტი (1852-1927) გერმანელი მწერალი ,
ჩვენი ერის დიდი მეგობარი, ვეფხისტყაოსნის მთარგმნელი გერმანულ ენაზე, დაწერა « საქართველოს გული»
* * *
ღმერთს დაუბერტყია უხვი კალთა ამ ქვეყანაში!
არტურ ლაისტი, «საქართველოს გული»
* * *
მთელი საქართველო მშვენიერ წალკოტს წარმოადგენს, ხოლო კახეთი საქართველოს ედემია… მომხიბლა ქართულმა ხელოვნებამ , გამოფენამ… ქართველი განსაკუთრებით პატივისცემელია მანდილოსნისა (და როგორც ვიცით, ასეთ პატივისცემას აღმოსავლეთში ქალი მოკლებულია). აქ მის სურვილს ხშირად უსიტყვოდ ემორჩილებიან. საკმარისია ქალმა მანდილი ჩააგდოს სამკვიდრო-სასიცოცხლოდ შებმულთა შორის, რომ ჩხუბი მყისვე შეწყვიტონ, თითქოს ზეციური შუამავალი ჩაერია…
ბარონ დე-ბაი, ფრანგი არქეოლოგი,
აქვს არაერთი წიგნი საქართველოზე. 1903 წ. მეოთხედ ჩამოვიდა. მის მოგზაურობაზე წერდა ილია «ივერია», ასევე «ცნობის ფურცელი» და სხვ.
* * *
გასაოცარია! აქ ჩვენთან ვპოულობთ ძალუმ, დიდებულ ხუროთმოძღვრებას და სრულიად სხვადასხვაგვარი სტილის ჰარმონიულ ანსამბლს. ერთგან სრულიად ნათლად გამოკვეთილი ისრისებური (გოთურის მსგავსი) სტილია, სხვაგან მრგვალი სტილის თაღი, სადაც მზერას ახარებს ნაირნაირი სამკაული, არაბესკები, ჩუქურთმები, რითაც მთელი კლდე ქალაქია დამშვენებული. დიდი კლდის შვერილზე, ფართო ბაქანის სიგნით ვიპოვეთ ერთი ბრწყინვალე დარბაზი, რომლის შუაგულიც ოთხი დიდი თაღი მთელი კლდისგან გამოკვეთილ სვეტებზე ეყრდნობოდა… გასაოცარია! თითქოს თანამედროვე ადამიანისათვის გაეწყოთ საცხოვრებელი დარბაზი წინაპრებს! რა ნიჭით იქმნებოდა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს და რა დიდი ისტორია ამ საკვირველ ქალაქს! ქუჩა მიგვიძღვის სიღრმეში…
ავგუსტ ფრაიერ ჰარტჰაუზენი
ორტომიანი შრომიდან «ამიერკავკასია», 1856.
* * *
ჩვენ ვჩერდებით თბილისის უმშვენიერეს ქუჩაზე, ჩვენთვის უცნობი ეგზოტიკური წიწვიანი მცენარეებითა და ტანსარო ჩინებული ჭადრებით დამშვენებულ რუსთაველის პროსპექტზე. ქუჩას ეწოდა შუა საუკუნეების საქართველოს დიდი პოეტის, სახელგანთქმულ თამარ მეფის თანამედროვე შოთა რუსთაველის სახელი. მისი «ვეფხისტყაოსანი» ყოველმა ქართველმა იცის და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად ითვლება.
რობერტ ბლაიხშტაინერი (1891-1954),
ავსტრიელი ქართველოლოგი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი, ქართველი ხალხის მეგობარი. თარგმნა ხალხური ვეფხისტყაოსანი, ქართველ მწერალ
თხუზულებები (ილია, ნ. ბარათაშვილი, ჭ. ლომთათიძე… ), ამტკიცებდა ქართული ენის ნათესაობას ბას კურთან; აქვს ნარკვევი ქართულ ანდაზებზე.
* * *
ურიცხვი მტრის დამარცხებით დავით აღმაშენებელმა საქართველოს მიწა-წყალი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ჩრდილოეთ კავკასიამდე განავრცო… უკანასკნელი დარბევის შემდეგ გამჭრიახმა მეფე ერეკლემ, ლესინგმა რომ «მინა ფონ ბარნჰელმში» ჰერაკლიუსად მოიხსენია, სპარსელთა მუდმივ შუღლს რუსეთთან შეერთება ამჯობინა.
რობერტ ბლაიხშტაინერი
* * *
მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალების კონტრასტია მწვანე ხეობა, რომლის, შუაგულშიც გადაშლილა დიდმშვენიერი ქალაქი. ეს გახლავთ თბილისი! დიდებული სახლები ჭადრაკის ფიგურებს მოგაგონებენ. დიდი ქუჩები თითქოს უზარმაზარ ფიანდაზებში ჩაწნული ნატიფი ბაფთებია. ვდგავარ შუაგულ თბილისში და შევყურებ მთებს, ყოველი მხრიდან რომ გალავნად აკრავს ქართველთა ძველ სატახტოს, შორს კი აქლემის ზურგივით აწვდილი ყაზბეგი ღრუბლებზე ამაღლებულა. ქაიროს შემდეგ აღმოსავლეთის არც ერთი ქალაქი არ გვთავაზობს იმდენ საინტერესო, ცვალებად სურათს, რამდენსაც, თბილისი. აღმოსავლეთი და დასავლეთი, ეგზომ განსხვავებული ორი სამყარო ამ ერთ ვიწრო უბანზე ხვდება ერთიმეორეს. აღმოსავლურად განკიდეგანებულ ამ ერთ ქალაქში ევროპის კულტურა იფურჩქნება.
არსად არ დაღვრილა იმდენი სისხლი, არსადაც არ ყოფილა იმდენი ნგრევა და ხანზარი, რამდენიც მტკვარზე ნაგები ამ დიდებული ქალაქის გულში… თათრის ურდოები, დიდი თემურლენგის აფრები, მაჰმად-ხანის ბრბოები, თურქთა და სპარსთა ურდოები რისხვის ნაკადივით გადავლებია თავზე საქართველოს ტანჯულ დედაქალაქს. ხშირად დამსგავსებია მტკვარი სისხლის მდინარეს, ნაპირებზე რომ გადადიოდა. ქრისტიანთა ტაძრები და ძველი სასახლეები თუ მაჰმადიანთა მეჩეტები ხშირად ერთნაირად იფარებოდა მტვრითა და ფერფლით. მაგრამ ყოველთვის ახლად აშენებდა და ამშვენებდა ეს საოცარი ხალხი თავის შედევრებს.
რობერტ ბლაიხშტაინერი
* * *
… დავითის ბადიშმა გიორგი მესამემ სახელმწიფო ძალაუფლება მტკიცე ხელით შეკრა. კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე გადაჭიმული ქვეყანა ემორჩილებოდა… როცა ეს ძლიერი მეფე გარდაიცვალა, მის ასულს თამარს გზა გახსნილი ჰქონდა. მისი მბრძანებლობის დროს საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერება უმაღლეს მწვერვალზე ავიდა… საქართველოს უდიდესი ეპიკოსი შოთა რუსთაველი მისი მეფობის დროს ცხოვრობდა და, ამრიგად, მისი საუკუნე კულტურული თვალსაზრითითაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, ამიტომღაც სამართლიანად ადიდებს სიმღერებსა და თქმულებებში ქართველი ხალხის თავის კეთილ, სამართლიან და მშვენიერ დედოფალს, რომელიც ომის, მშვიდობის და სეხელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა საკითხში ერთნაირად დიდებამოსილი იყო, ამასთან დიდ გულმოდგინებას იჩენდა სწავლა-განათლების გავრცელებისათვის.
ო. გ. ფონ ვეზენდონკი
«კავკასიურ სამყაროს ცხოვრებიდან» , ბერლინი, 1925, გვ.367
* * *
საინტერესო ხელოვანთა სამშობლოა საქართველო. გარდასული ეპოქების მოსაგონებელი უთვალავი ნივთი მაქვს, XVIII საუკუნის ნახელავი, იმ დროისა, როცა საქართველოს სახელოვანი დროშის დიდება ისე ბრწყინავდა, რომ მამაც ერეკლეს ფრიდრიხ დიდი თავის ჯგუფთ სარდლად და მბრძანებლად თვლიდა.
ო. გ. ფონ ვეზენდონკი
* * *
ამაყ ქართველ ქალებსაც შეუძლიათ თავი ამორძალთა შთამომავლად ჩათვალონ. საქართველოს ჰყავს პალიტრის მანდილოსანი ოსტატები, მსახოიბი ქალები, მოცეკვავეები, მაგრამ ამ ხალხის ბუნებრივი ნიჭი განსაკუთრებით სიმღერაში იფურჩქნება. ქართული ხალხური მელოდიები თავიანთი უზადო ჟღერადობით მსმენელს აჯადოებენ, და კიდევ უფრო ამაღლებულია მათი ჰარმონია, როცა გუნდი მღერის. მრავალი ტალანტი იფურჩქნება ერის ცხოვრების ყველა სფეროში… ხალხურ თქმულებებსა და სიმღერებში დღესაც ცოცხლობს ბრძენი, მშვენიერი თამარი და მისი კურთხეული დრო, საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების მწვერვალი, ერთნაირად დიდებული ომში, მშვიდობაში და სახელმწიფოს ცხოვრებაში. თვით თამარი დიდად განათლებული და ხელოვნების გაფურჩქვნისათვის მზრუნველი მეფე ყოფილა.
ო. გ. ფონ ვეზენდონკი
* * *
ქართველთა მშვენიერება ხომ საანდაზოდ ქცეულა! ქართველთა შორის არანაირად არაა მოსალოდნელი რაღაც აზიზად ჩამტკბარი მშვენიერება, რასაც XVIII საუკუნის სპარსელ მხატვრებთან ვხვდებით. არა, ქართველი კაცი უდავოდ ვაჟკაცური და შემმართებელია… თავიანთი სილამაზით ქართველები სრულიად სამართლიანად არიან სახელგანთქმულნი.
ო. გ. ფონ ვეზენდონკი
* * *
ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში მოხვედრა, საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი გაიტაცა… ჩვენს წინაშე მოულოდნელობით აღსავსე ახალი სამყარო გადაიშალა.
ბერტა ფონ ზუტნერი (1843-1914),
მოგონებანი. ბერტა ფონ ზუტნერი და არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი (1850-1902) ავსტრიელი მწერლები იყვნენ ( ცოლ-ქმარი საქართველოში ცხოვრობდა 1876-1885 წლებში), არაერთი ნაწარმოები უძღვნეს საქართველოს (მოთხრობები, მემუარები, ნარკვევი რუსთაველზე – არტურ ზუტნერისა, და სხ.) დაწვრილებით – ნ. კაკაბაძის და ნ. რუხაძის წიგნში – «კავკასია და საქართველო გერმანულ ლიტერატურაში.»
* * *
რუსთაველი უდიდესი სიყვარულით ეკიდებოდა თავის მთავარ საქმეს. პოემას თავიდან ბოლომდე გასდევს ერთი მთავარი აზრი: ამაღლებული, წმინდა და მტკიცე სიყვარული. რომანის ეპიზოდები დახატულია უაღრესად ნათლად. მკითხველი იოლად აღიქვამს გმირების გონიერებასა და მშვენიერებას. გმირთა გამოკვეთის საშუალებები მოგვაგონებს ოთხი საუკუნით დაშორებულ ტასოს ხერხებს… სადაც არ უნდა მიმდინარეობდეს მოქმედება, «ვეფხისტყაოსანი» იყო და იქნება ქართული ნაწარმოები. ის მაღლა დგას «როლანდზე» და საერთოდ ვერაფერს ამნაირს იოლად ვერ იპოვით დასავლეთის ლიტერატურაში.
არტურ გუნდაკარ ზუტნერი
* * *
ინგლისში ვამაყობთ იმით, რომ მთელს მსოფლიოში რუსთაველის შემსწავლელთა შორის პიონერებად ვითვლებით… რით აიხსნება პოემის ასეთი პოპულარობა? იმით, რომ რუსთაველი აერთიანებს უშუალო ადამიანურ განცდებს ღრმა ფილოსოფიურ გაგებასთან… «ვეფხისტყაოსანი» მარტო სასიყვარულო ამბავი არ გახლავთ. ეს არის ჰიმნი მეგობრობისა, ერთგულებისა, მაღალი მისწრაფებებისა. იშვიათად სადმე ყოფილა პოეტური ხედვა ასე ფართო, ყოვლის მომცველი და მშფოთვარე, იმდენად აბობოქრებული, რომ თითქოს ეს-ეს არის სამყარო უნდა შეეჯახოს რაღაცას, აღრიოს ის პირველყოფილ ქაოსში. მაგრამ დიადი პოეტის შემოქმედებითი სუნთქვა აშოშმინებს ამ აზავთებას, დაჰყავს ის მკაცრ ჰარმონიულობამდე…*
დევიდ მარშალ ლანგი,
ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, ქართველოლოგი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი, აქვს ბევრი შრომა ქართულ კულტურაზე, სიტყვით გამოვიდა რუსთაველის ძეგლის გახსნაზე ახალციხეში, თბილისში და სხ. (1966 წ.).
__________
* თავის შესანიშნავ სიტყვებში და ნარკვევებში ინგლისელი მეცნიერი ჩინებული ალღოთი შენიშნავს რუსთაველის სიდიადეს, აჰყავს მსოფლიო ჰარმონიის მესადუიმლეთა რანგში; ყველა სხვა უცხოელი და ქართველი მკვლევარიც ხაზს უსვამს პოემის ფილოსოფიურ სიღრმეს, და მხოლოდ უვიცთა თვითნებობით შეიძლება აიხსნას რუსთაველის სახელის ამოღება ფილოსოფიური ლექსიკონის ბოლო გამოცემებში, რაც ქართულადაც ითარგმნა.
* * *
საქართველო – საოცრებათა ქვეყანაა, ცათა სწორი კავკასიონის მწვერვალებით, მშვენიერი ხალხით, რომანტიკული ციხე-ბურჯებითა და ქალაქებით, იშვიათი ლეგენდებითა და მძლავრი ისტორიული ტრადიციებით.
აქ აზიდულა პრომეთეს ამაყი მთა, ღრუბლებს ახევს მისი მწვერვალი, აქაა წარღვნისმერმინდელი ხალხის აკვანი დარწეული.
აქ მომხდარა მსოფლიოს შემძვრელი დიდი საქმეები, აქ გამართულა ბევრი გადამწყვეტი ბრძოლა. აქ გადიოდა ყველა ძველი ხალხის დამაკავშირებელი საქარავნო და საცალფეხო გზები, აქეთ ისწრაფვოდენ ძველად და შუა საუკენეებში გამოჩენილი სარდლები და დამპყრობლები, უხსოვარ წარსულშიც და რომანოვების მეუფების ჯამსაც.
აქ დამარცხდა პირველად ნიმვროდი, ბაბილონის სამეფოს დამფუძნებელი ბიბლიური გმირი, და აქვე ნახა სამარე. ძველ კოლხეთში უვლიათ არგონავტებს, დამარცხებულნი გაბრუნებულან, ასევე დამარცხდა ცბიერი ოდისევსი.
კავკასიაში გაუვლიათ სკვითების ურდოებს, აქ ულაშქრია მძლე კიროსს, ალექსანდრე მაკედონელს. აქ მეფობდა მითრიდატე. აქ გაავრცელეს ქრისტიანობა ყოველ ხალხზე უწინარეს ნინომ და გრიგოლმა…
აქ დაძრულა დიდი ნაკადები ხალხთა დიდი გადასახლების ჯამს, უმსხვერპლია ყველა კულტურა, ვაჭრობა, მეცნიერება, მაგრამ სამუდამოდ კი არა.
ბერნჰარდ შტერნი
* * *
ძველი კოლხეთი!
ბრწყინვალე, საოცრად ბრწყინვალეა ეს ქვეყანა კურთხეული! ის ემსგავსება უზარმაზარ სასმისს, რომელიც ბუნების გენიებს უტკბილესი ბადაგით აუვსიათ, რათა ხალხები გაეხარებინა… საითაც არ უნდა გახედო, ვერსად იხილავ შიშველ ქვას, შიშველ კლდეს. ყველაფერი მწვანითაა დაფარული.
ბერნჰარდ შტერნი, 1896
* * *
ძველი ქუთაისის ღრმად შთამბეჭდავი ხელოვნება, არქეოლოგია თვალნათლივ გვიჩვენებს ძველ საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლის – ქუთაისის მონუმენტურობას. არა ოდენ ამისათვის ატარებს გულში საქართველო ქუთაისის. ესაა მისი განძსაცავი, ერის საუნჯე, მარად ერის დიდებისა და ერთიანობის იდეის სიმბოლო.
ჟურნალი «მორგენლანდი», 1922
* * *
«საქართველოსაკენ მეწევა გული, მოსვენება მაქვს დაკარგული», – ასე მისწერა თავის უკანასკნელ წერილში მიხეილ თამარაშვილმა თედო სახოკიას. ორი საათის შემდეგ დიდი ქართველი მკვლევარი და პატრიოტი რაღაც ვერაგული ხრიკის მსხვერპლი გახდა: ტირენის ზღვის სანაპიროზე, რომის მახლობლად მყოფ მოძღვარს და მის მეგობარს, პროფ. ავგუსტოს შემოესმათ განწირული კაცის ყვირილი… დაუფიქრებლად გადაეშვა ზღვაში უცნობის გადასარჩენად, გადაარჩინა კიდეც, თვითონ კი დაიღუპა. ეს მოხდა 1911 წ. 16 სექტემბერს. იტალიელი მეგობრები და ქართველი საზოგადოება ერთნაირად დაამწუხრა 53 წლის სიცოცხლით სავსე მოღვაწის დაღუპვამ. პრესა გლოვობდა: « ვიტიროთ ჩვენი ღირსეული შვილი. ვიგლოვოთ ჩვენი უდროოდ დაღუპული მოძმე, გმირობის მსხვერპლი » ( «თემი» 1911, 40).
გლოვობდა მოხუცი მოღვაწე ივ. გვარამაძე: « … წამოგვექცა ანაზდეულად თავზე ჩვენი ციხე-ქალაქი, შეგვემუსრა კარი, გაგვიტყდა ტახტი, გაგვებნა საუნჯე, დაგველეწა კოლოფი, სიკეთე წაგვივიდა ხელიდან… უცხო ტომნი შემოგვსევიან, ეკლესიებს გვირღვევენ, მათი ჩარჩ-ვაჭრები მევახშეობით ძარცვავენ ჩვენ საწყალ ხალხსა. უნუგეშოდ ვტირი მსხვერპლსა, მამულის მცველსა…»
მ. თამარაშვილი მუშაობდა ვატიკანის, პალერმოს, ლონდონის, პარიზის, მოსკოვის, ტრაპეზუნდის არქივებში, წერდა, იბრძოდა… მასთან ერთად დაიღუპა ხელნაწერები, ბიბლიოთეკა, ძვირფასი მონაპოვარი… დარჩა დიდი მკვლევარის სახელი, მაგალითი და დიდი შრომები: «ისტორია კათოლიკობისა საქართველოში», «ქართული ეკლესისს ისტორია» და სხვ. მან ზღვა მასალა დაამუშავა, «ამ საქმეში მას ბადალი არა ჰყოლია» (შოთა ლომსაძე, «მიხეილ თამარაშვილი»). იტალიელმა მოღვაწეებმა, წმინდა იოსების კოლეგიის წევრებმა თამარადი პატივით დაკრძალეს.
1978 წ. მწერალ რეზო თაბუკაშვილის თაოსნობით, საელჩოს და იტალიელთა შეწევნით ერისკაცის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს და ზეიმით მიაბარეს დიდუბის მიწას. ცხედართან იყო მთელი საქართველო. ერი გლოვობდა…
პრესიდან ( იხ. ილ. ტაბაღუა «საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში», ტ. II. ).
* * *
ქართული ეკლესიის ისტორიის შესწავლის საქმეს ფასდაუდებელი ამაგი დასდო კათოლიკე პატრმა მიქელ თამარათემ… თავისი შესანიშნავი შრომებით მან ყველა მეცნიერის გულში საპატიო ადგილი დაიმკვიდრა… ამ კაცში ბუნებრივად იყო შეთავსებული თავისი მშობელი ქართველი ერისთვის დამახასიათებელი ერთგულება და კაცთმოყვარეობა, გმირული თავდადება და რწმენის სიმტკიცე… იტალიის საზოგადოებრივობამ გადაწყვიტა სანტა-მარინელის ეკლესიის ეზოში, სადაც დაიკრძალა მკვლევარი, დადგმულიყო მისი ძეგლი… იტალიელთა კომისიამ თავისი გადაწყვეტილება აუწყა თბილისის საზოგადოებას.
გაზ. «ეკო დელ პონტიფიკატო…», 1911, 30. IX
* * *
აღმოსავლეთის ეკლესიებში საქართველოს ეკლესია უსათუოდ ერთი უწარჩინებულესთაგანის, არა მარტო იმ წმინდანებითა და მეცნიერებით, რომლებიც მან წარმოშვა, და სასულიერო ხელოვნების ნამოქმედარითა, რომლის ზოგიერთმა ძვირფასმა ნიმუშებმა ჩვენამდე მოაღწია, არამედ თავის ბრწყინვალებითა და ზედ-გავლენით, მრავალ უცხო ქვეყნებში რომ მიოპოვა, და აგრეთვე მუდმივი ბრძოლით, ყოველთვის რომ აწარმოებდა თავის შვილთა სარწმუნოების დასაცავად. მისი ეს ბრწყინვალე სხივოსნობა თვალსაჩინო შეიქმნა განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერიის საზღვრებში, უფრო მეტად კი მთა-წმიდასა და პალესტინაში. საშუალო საუკუნეთა რამდენიმე ასი წლის
განმავლობაში მას სახელი გაუთქვა მისმა სამხედრო ძლიერებამ, საზღვარგარეთ გაფანტულ ასობით ბერ-მონაზონთა სათნოებამ, სასულიერო-საქველმოქმედო დაწესებულებებმა და მისი მწერლობის სამწიგნობრო და სასულიერო ღვაწლმა… ინებოს ღმერთმა და წარსული დიდების ხსოვნამ შთააგონოს ქართველებს, რათა დაიბრუნონ ის საპატიო ადგილი, რომელი მათ უნდა ეკუთვნოდეს იესო ქრისტეს მიერ დამყარებულ ერთადერთ მსოფლიო ეკლესიის წიაღში.
რ. ჟანენი,
ქართველები იერუსალიმში, სტამბოლი, 1921 ( წიგნი ფრანგულიდან თარგმნა შალვა ვარდიძემ. – ივ. ჯავახიშვილის ბიბლიოთეკიდან ).
* * *
საქართველოს წარსულში ჰქონია ისეთი პერიოდი, როცა ქვეყანა იფურჩქნებოდა, როცა ქართველთა მეფეები მთელი კავკასიის ისთმოსს – ორ ზღვას შუა მდებარე მხარეს განაგებდნენ – ტამანის ტალახიანი ვულკანებიდან ვიდრე მარად ცეცხლოვან ბაქომდე, ბეშთაუს ხუთი მთაგრეხილიდან ვიდრე სომხეთის ზეგნის სიღრმემდე გაშლილ ვრცელ ქვეყანაზე ბატონობდნენ.
პროფ. დ-რი კარლ კოხი «მოგზაურობა საქართველოში», 1847
* * *
საქართველო ძველთაგანვე ცნობილი კლასიკური მიწა წყალია… ჯერ კიდევ სამი ათასზე მეტი წლის წინათ იყო მაღალი კულტურის ქვეყანა, შემდეგ მტერთა სათარეშოდ ქცეული, არაერთხელ გაპარტახებული და კვლავ გამოცოცხლებული, აყვავებული.
კარლ კოხი
* * *
მიწიერი სამოთხის – საქართველოს ლაღ მკვიდრთა შუბლზე წარსული ძნელბედობის კაეშნის ღრუბლად წვება, მაგრამ სახე ებადრებათ დიდების დღეთა გახსენებაზე, რაც ყოველ ნაბიჯზე იცნობა. ქართველი უფრო მხიარულად გამოიყურება, ვიდრე მისი რომელიმე კავკასიელი თანამოძმე… მაგრამ რა დაღვრემილი გამოხედვაც არ უნდა ჰქონდეს, ქართველი კაცი მაინც მშვენიერია გარეგნულად და მის გამოხედვას სავსებით ეხამება მისი ჩაცმულობა.
რობერტ კერ პორტერი, «მოგზაურობა საქართველოში 1817-1820 წლებში», I.
* * *
საქართველოს ვრცელ აღწერას აქ არ შევუდგები. არის საგნები, რომლებიც კაცმა თავისი თვალით უნდა ნახოს, სიტუაციები, რომლებიც თვითონ უნდა განიცადოს, სიტყვით ან ფუნჯით მათი გადმოცემა შეუძლებელია.
ალ. პეცჰოლდტი, « კავკასია» (1863-1864)
* * *
განცვიფრებული ვარ სვანეთის მთების სიდიადით. სვანთა გაცნობას კი ამ მწვერვალებზე ასვლას ვადარებ. მათ აუშენებიათ ეს მონუმენტური კოშკები, თავისუფლების ბურჯები.
ვილემ ჰეკელი, «მზიური კავკასია», 1959
* * *
მეც მინახავს ტურფა მხარე, ნათელი და ცხოველი,
სადაც მეფობს სიყვარული და სიკეთე ყოველი,
ცა და მიწა ზეიმობენ მშვიდობას და სიამეს,
ვერ გაუდგამს ვერსად ფესვი დავასა და სიავეს.
… კლდის ზეთავზე ძველი ციხე იდგა, გმირთა ნაგები,
რომ დაეცვა საქართველოს სილამაზე ნაქები.
მთიდან მთამდე გაზიდულა მისი მტკიცე კედელი,
ოდინდელი იმედი და ელდა განუწყვეტელი…
ფრიდრიხ ბოდენშტედტი,
პოეტი და სწავლული. «ათას ერთი ღამე აღმოსავლეთში», 1844
* * *
საქართველოს დედაქალაქი მუზებისა და გრაციების უმაღლესი სასწავლებელია.
ფრიდრიხ ბოდენშტედტი
* * *
სვანები, რომლებიც თავიანთი ქართველი ძმებისაგან ენით, ჩვეულებებით და ცხოვრების ნირით თითქოს გამოირჩევიან, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ არა იმდენად ისტორიული მნიშვნელობით, რამდენადაც იმით, რომ ბუნების მრისხანებით განკიდეგანებულს საუკუნეების განმავლობაში შეუნარჩუნებია ეროვნული ნიუანსები, ხასიათი, სიმტკიცე, რაც ყოველ მოაზროვნე ადამიანს გააოცებს.
ფრიდრიხ ბოდენშტედტი
* * *
ქართველები – კოლხები, კახელები, იმერლები, გურულნი, მეგრელნი, სვანები და სხვანი ერთ მშობლიურ ენაზე – ქართულად მეტყველებენ დასაბამიდან და ეს იყო მათი ენა აყვავების ხანაშიც, როცა კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, თერგიდან არაქსამდე მეფობდნენ.
ფრიდრიხ ბოდენშტედტი
* * *
მტკვრის ქალაქო, სავანეო სიუხვის და სიყვარულის,
დარჩეული ქალ-ვაჟი გყავს, ხარ სიკეთის მაგალითი!
ზღვაო ჩემთა სატანჯველთა, ზღვაო ჩემი სიხარულის,
რომლის ფსკერზეც მიპოვნია ბევრი სიბრძნის მარგალიტი!
ფრიდრიხ ბოდენშტედტი
* * *
სვანთა სტუმართმოყვარეობა ისევე წმინდაა, როგორიც ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც უცხოელთა მიმოსვლა იშვიათია… სისხლის აღება აქ სულაც არ ითვლება საძრახისად. მეტიც: ის გაკეთილშობილებულია ადათ-წესებით და კანონ-სამართალით… აბა რა არის იმაზე ბუნებრივი, რომ სადღაც ადამიანის დაცვა კანონს არ შეუძლია, ადამიანი თვითონ უნდა გამოდიოდეს თავისი გამარჯვების იმედით!…
სვანები ბუნებამ განსაცვიფრებით ფიზიკური გამძლეობით, ტანადობით და ნიჭით დააჯილდოვა. სვანი თავდაჯერებული, მხიარული, ამაყი და სანდოა, თუ მასზე გამხრწნელად არ იმოქმედებს ჭირი და უბედურება.
ფრიდრიხ ბოდენშტედტი
* * *
საქართველოვ, მშვენიერო ჩემო მხარევ!
შენს დიდებას ვერ დაფარავს ჟამთა რიდე,
ძველთაგანვე განთქმულიხარ კიდით-კიდე,
უკვდავ მგოსნებს უმღერიათ ქება შენი,
ვაჟკაცობა გქონდა ღმერთთა შესაშვენი.
საქართველოვ, მშვენიერო ჩემო მხარევ!
სწორედ შენზე დაბერტყილა უფლის კალთა,
შენს წალკოტში დადის გუნდი ტურფა ქალთა,
სილამაზით მათი მსგავსი არსად არი,
არც ყოფილა ქვეყნად მათი დასადარი…
ფრიდრიხ ბოდენშტედტი
* * *
ძლიერი და დალოცვილი მხარე იყო კოლხიდა
მის წყაროებს ჩამოჰქონდა მარგალიტი და ოქრო,
მის ბორცვებზე, გაშლილიყო ხეხილი და ვენახი,
მის ნაკადებს მიაპობდნენ დატვირთული გემები.
ქალაქები შენდებოდა მის დალოცვილ მიწაზე,
ჩუქურთმებით მშვენდებოდა ტაძარი და სასახლე,
და ქვეყანა ერთიანი ბაღი გეგონებოდათ…
ფრიდრიხ ბოდენშტედტი
* * *
ურარტუს ენის გაგება შეუძლებელია ქართულის გაუთვალისწინებლად.
ფრანსუა ლენორმანი (1837-1883)
დიდი ორიენტალისტი, სორბონის პროფესორი, არქეოლოგი
* * *
ტიტან პრომეთეს არაერთმა შთამომავალმა
მოსტაცა ღმერთებს უკვდავების ცეცხლი ციური.
რამდენი ხელი წაეტანა ციურ ნაპერწკალს,
ვის არ ხიბლავდა ხალხის ბედის ვარსკლავმორბედი!
ტიტან პრომეთეს დიდებულმა შთამომავლობამ
გაიზიარა ღვთაებრივი წინაპრის ბედი:
ტანჯვა, ბორკილი, დამცირება, განდევნილობა,
ადრე სიკვდილი ველურსა და უცხო მხარეში.
ახლაც ასეა, მეგობრებო! მეფობს წყვდიადი.
ხმა აღიმაღლეთ! საშინელი სუფევს ქაოსი.
თავისუფალი, გაბედული მესმოდა ხმები,
ვითარცა ტყეთა, სალთა კლდეთა გამოძახილი.
ახლა ის მიწყდა, და დუმილი მზარავს უმეტეს,
მაგრამ მგონია, გავხდი, ძმებო, იმად, რაც ვიყავ,
პრომეთეოსის ქედუხრელი შთამომავალნო.
არა, არწივი არ კორტნიდა თქვენს მკერდს არასდროს,
თვით ასპიტები გისერავდნენ, მამაცნო გულებს.
თქვენ არ ყოფილხართ მიჯაჭვული კავკასიონზე,
რომლის გვირგვინი დათოვლილი ციმციმებს შორით
და მთელს ქვეყანას მოაგონებს პრომეთეს ტანჯვას!..
ჩვენო მტარვალო უმზაკვრესო! ტყუილად არ გაფრთხობს
რკინის მუსიკა ჟანგმოდებულ ბორკილებისა!
შენ გეშინია, ის უწყალო ხმა შემზარავი
თვით შენს ქვის გულსაც რომ მოხვდეს და ორად გააპოს…
ძრწოდე! ამ ხმაზე, როგორც შორის გამოძახილი,
თავისუფლების, სიმამაცის ისმის ქუხილი…
და შენს უსაზღვრო ძალადობას საზღვარს დაუდებს
უკანასკნელი შეძახილი: «სიკვდილი ჯალათს!»
ლესია უკრაინკა, «ფიანტ ნოქს» 1896 წ.
* * *
იმ დიდი ისტორიული უკუღმართობის ჟამს თავისუფლების მოყვარე ქართველმა ხალხმა ბედის ჯიბრზე კიდევ უფრო განავითარა და აამაღლა გაძლების ხელოვნება.
ჰანს კასპარი, «პრომეთეს სამშობლო»
* * *
ბიზანტიური ხელოვნების გაგება შეუძლებელია, თუ არ გავითვალისწინებთ სირიის, საქართველოს და სომხეთის ხელოვნებას, რომლებიც საფუძვლად დაედო ე.წ ელინისტურ ხელოვნებას.
აკად. დიმიტრი აინალოვი (1862-1939)
ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, შალვა ამირანაშვილისი მასწავლებელი
* * *
გრიგოლ რობაქიძის რომანის სახით ჩვენს წინაშე წარმოდგა უცნობი – ქართველები. ეს ძველისძველი ერია, რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრე შეხვედრია თავის ლაშქრობებში, და თავისდა საბედნიეროდ არ მოქცეულა თურქული და სპარსული ზეგავლენის ქვეშ… ეს ერი დედამიწის ერთ-ერთ უშესანიშნავეს გარემოშია ჩარგული, სახელი განუთქვამს თავისი სიმღერებითა და ლეგენდებით, და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია ჩვენთვის, ევროპელებისათვის. ამ წიგნიდან გავიგე, რაოდენ მდიდარია ეს ერი მისტიკური ძალებით, რაოდენ აღსავსეა ჰეროიზმით და ამავე დროს რა გატაცებულია თანამედროვე იდეებით. ახლა ჩვენს წინაშე სრულიად ახალი და საოცრად მიმზიდველი სამყარო წარმოდგა, რადგან ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ერი ნამდვილად მხოლოდ მას შემდეგ არსებობს, როცა აღწერას და მოყოლებას იწყებს. ამ რომანში… არის რაღაც ქაოტური, ძველისძველი ლეგენდებიდან და ბალადებიდან ამოკრებილი ცეცხლოვანი ზოლები ორნამენტულად არის ჩაქსოვილი მოთხრობილი ამბების ხალიჩაში… მე ამ წიგნმა მსოფლმხედველობა გამიფართოვა… ფანტაზიას უფრო და უფრო ხიბლავს აღმოსავლეთის მეწამული რიჟრაჟით გაშუქებული ტაშკენტი და თბილისი… ეს არის წიგნი, რომელიც ძლევამოსილად ამტკიცებს, რომ ჩვენს… მეცნიერულ სამყაროში მითოსს შემოქმედებითი არსებობა ისევ ისე გრძელდებოდა.
სტეფან ცვაიგი,
გრ. რობაქიძის «გველის პერანგის» წინასიტყვაობა, 1928
* * *
გრიგოლ რობაქიძე იქცა ნამდვილ სიმბოლოდ ქართული ლიტერატურისა, რომელმაც კვლავ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ლიტერატურაში. რაბინდრანათ თაგორი პირველი სახელი იყო, რომელიც საუკუნოვანი დუმილის შემდეგ გაიჭრა ევროპაში აღმოსავლეთიდან. მას მოჰყვა გროგოლ რობაქიძე, რომელიც ბევრად უფრო გამოხატავდა თავდაპირველ საწყისს, ვიდრე ინდოელი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გრ. რობაქიძემ მოგვიტანა ჩვენ, დასავლეთ ევროპელთ, ქართული მიწა, მისი სისხლი, სუნთქვა და ფერები.
რუდოლფ კარმანი, პარიზი, «ბედი ქართლისა», 1962 წ.
* * *
თბილისის სახელწოდება გოგირდის თბილი წყლებიდან მოდის. ეს დიდებული ქალაქი IV საუკუნიდან საქართველოს და კავკასიის დედაქალაქია.
პროფ. რიკლი, ციურიხი, 1914
* * *
ესაა დასამამიდან ოქროს საწმისის მდიდარი ქვეყანა კოლხეთი. ფაზისს მოჰქონდა ოქრო არგონავტების ჟამიდან. აქ იცოდნენ ოქროს მოპოვების ხელოვნებაც და მრავალი სხვა ხელოვნებაც, რომელტა ზირები იაზონისა და ლამის ადამის ჟამსაა საძიებელი.
კარლ ჰაინრიხ ფონ გაიერსპერგი,
«ჩემი მოგზაურობა კავკასიასი» (1871-1872), მანჰამი, 1875, 20
* * *
დამასკოს აქებს, ვით სამოთხეს, ყურანის სურა,
აღმოსავლეთის პოეტებიც მას უმღერიან.
ჰოი, აშუღნო, ალაჰის წიგნს ნუ იღებთ ყურად,
თბილისი ქვეყნად ყველაფერზე მშვენიერია.
რიზკალამ-ჰასუნი, არაბი პოეტი
* * *
ქართველები მშობლიურ ანდალუზიელებს მომაგონებენ, მათი მშვენიერი მამული კი – ანდალუზიას.
დოლორეს იბარური (პასიონარია), ესპანეთის მშრომელთა ბელადი, ტრიბუნი
* * *
ძვირფასო ქართველო დებო და ძმებო! თორმეტჯერ ვყოფილვარ საქართველოში, თორმეტჯერვე გულმა აქეთ გამომიწია; თქვენი ზნეობა, თქვენი ლიტერატურა და ხელოვნება მხიბლავს… არაფერი მსმენია აქ სხვათა სიძულვილის, შურისძიების შესახებ… საქართველოს ისტორია სიკეთის, სიყვარულის, ხიზანთა შეფარების ისტორიაა…
ჰანს-იორან ჰოქსტენტი, ფინელი სოციოლოგი, პედაგოგი
* * *
რუსთაველი ფილოსოფიური პოეზიის წარმომადგენელია. მაგრამ არც აქ მიჰყვება ბრმად აღმოსავლეთისა და დასავლეთის პოეტურ ხელოვნებას.
აღმოსავლეთის დიდი მოაზროვნე, ის ეძებს არა საპირისპირო ცნებათა შეკავშირება-შეერთებას, არამედ თვით საგანთა შინაარსში ჩაქსოვილი წინააღმდეგობის მოხსნას, მსოფლიო ჰარმონიას, სიკეთისა და სილამაზის დაპირისპირებათა გაუქმებას. რუსთაველისათვის, ადრეული ჰუმანისტისათვის, ფილოსოფიური პოეტური ხელოვნება ნიშნავს ცხოვრების სიბრძნეს ადამიანთა სამყაროში, მოწოდებას მოქმედების, ბრძოლისაკენ ამქვეყნიური ბედნიერებისა და კეთილდღეობისათვის…
ჰუგო ჰუპერტი (1902-1982)
ცნობილი ავსტრიელი პოეტი, მთარგმნელი და პოლიტიკური მოღვაწე, ჰაინეს პრემიის ლაურეატი ( «ვეფხისტყაოსნის» გერმანულ თარგმანებს შორის საუკეთესო თარგმანისათვის, რაც არაერთხელ გამოიცა.)
* * *
თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე.
ჰუგო ჰუპერტი, «თბილისის აპოლოგია»
* * *
ასჯერ დაეცა თბილისი და, ჰოი საოცრებავ! ასმეერთედ აღდგა! მოშავდებოდნენ და წაშავდებოდნენ გადამთიელი დამყრობლები – რომისა და ბიზანტიის მხედრიონი, არაბი, სპარსი და ტურქი, მონღოლი თუ სხვა უცხო ტომი, დააქცევდნენ დედაქალაქს და ის ისევ აღდგებოდა ფერფლიდან, როგორც ბუფერი, რომელიც ანელებდა, ასუსტებდა დარტყმებს. ასე იბრძოდა, ასე ეცემოდა თბილისი თუნდაც ვენისათვის, დასავლეთ ევროპისათვის, გიორგი სააკაძის – ამ სახალხო ჰერცოგის შემდეგაც სამასი არაგველის მეთაურობით, რომლებიც საქართველოს კარიბჭეს ლომებივით იცავდნენ, ვიდრემდეც ასგზის აღმატებულმა ურდომ ისინი «ალაჰის» ძახილით არ გადათელა.
ჰუგო ჰუპერტი
* * *
ქალაქის კარად თვით ცისარტყელა –
თბილისის ცაზე მოლივლივე სხივთა თილისმა.
რამდენი ძმა მყავს! შინ ძმისავით მიმიღებს ყველა.
როგორ გაზრდილა! დე, იზარდოს მარად თბილისმა!
თითქოს უკრავენ ერთდროულად ათას ნაღარას –
გმირთა მემკვიდრე დღეს შენებით არის გართული;
ფოლადის ხერხი გრანიტის ქვას კუთხავს და ღარავს –
რომ ზედ ოსტატმა ამოკვეთოს ვაზი ქართული.
… ქუჩებს ამშვენებს ხალხის ნიჭი, ხალხის ამაგი,
და ათასწლოვან მხრებს ისწორებს დედაქალაქი.
ჰუგო ჰუპერტი
* * *
რომ ვკითხულობ ქართველ ხალხის მატიანეს,
თითქოს გულში ასი დანა ატრიალეს;
ის შეება ათას მტარვალს, ათას ვერაგს,
და აბჯარი შეადგენდა იმის პერანგს;
თანაც ქმნიდა ასეთ მაღალ ხელოვნებას,
სთავაზობდა სულს დახვეწილ გემოვნებას.
ჰუგო ჰუპერტი
* * *
ჩვენ რუსები, მივეჩვიეთ «უფროსი ძმის» როლს და მოვუსპეთ ქართველებს საშუალება იცხოვრონ საკუთარ სახლში, როგორც მისმა პატრონებმა. 9 აპრილის სამარცხვინო და დანაშაულებრივმა აქციამ ზურგში ჩასცა მახვილი განახლებას…
ლ. კუზმიჩევა
* * *
მთავრობის მაღალი ეშელონები გადავიდნენ შეტევაზე გარდაქმნის წინააღმდეგ… 70 წელი უკან მივდიოდით… შეტევის ერთ-ერთი გამოვლინება იყო თბილისის ტრაგედია…
ი. აფანასიევი, დეპუტატი
* * *
იდუმალების მხრიდან მოსული, შენ ჩაასვენე უცხო მხარეში:
რუსთავში შობილს რომელ მიწაზე მოგიღო ბოლო ბედმა და წერამ?
ვინ მეცნიერმა ახსნას უნაკლოდ ეს გამოცანა მიწიერ გზათა?
იქნებ ძლიერთა რისხვამ გაგაგდო, დაგათმობინა მშობელი მხარე,
რადგან, თვით მეფე, ტახტთან იდექი ძლიერ ახლოს და შეშურდათ შენი?
ყველა აუგზე ამაღლებული, მამულის ტრფობით გულანთებული,
შენ სიყვარულით ასხივოსნებდი და განანათლე არსი ყოველი.
შენი სიუხვით მოჰფინე შუქი, ფერთა სისავსით შეკარი შვება,
სამი გვარ-ტომის, სამი მბრძანებლის საძმო კავშირი შეადუღაბე.
ბერძენთა სიბრძნით რომ ხარ ნაკვები, იცი სპარსეთიც და არაბეთიც –
ძალუმი ნებით შეაკავშირე აღმოსავლეთი და დასავლეთი…
ჰერმან ბუდენზიგი
(დაიბ. 1893 წ.) გერმანელი პოეტი, «ვეფხისტყაოსნის» მთარგმნელი. «რუსთაველი»
* * *
საქართველოს ბაღ-ვენახში
ახლა მწიფე ყურძენია,
ბაღ-ვენახში, სადაც სიოს
მზის აკვანი ურწევია,
ჩათაფლული, ჩაშაქრული
ღვინით ქვევრი ავსებულა,
დაშვებულა მზე მიწაზე, ბაღი გაკაშკაშებულა,
საზეიმო ჰანგი დაააქვს
კიდით-კიდე ფრთამალ სიოს,
და დაჰხარის ზეცის თვალი
სხივთა მთოველ კავკასიონს…
ჰელმუტ პრაისლერი, გერმანელი პოეტი (დაიბ. 1925 წ.).
* * *
აღსასრულისა დადგა საათი!
მუსრავს დედოფალს შაჰის ჯალათი!
რა მტკიცედ შეხვდა ქვეყნის მშვენება
მოწამის გვირგვინს, დიდების ღირსი!
მზის ამოსვლას და მზის ჩასვენებას
ემსგავსებოდა სიცოცხლე მისი.
როგორ ამაღლდა, სულით ძლიერი,
ცეცხლის ტახტიდან, ტანჯვის ველიდან
მარადიული შუქის მხარეში –
მარადისობის მძლავრი ხელითა!
ვითარცა ელვა საქართველოს სიწმინდის ცაში,
გამოკრთა შაჰის მრუდე ხმალი და დახვდა კაჟი.
ტრფობის სახმილშიც მუხანათმა დასწვა დიდება.
ისმის მქუხარე ხმა ნათელი სიმართლის ღმერთის:
«ჭეშმარიტებავ, ოქროს ტახტი მზად არის შენთვის!
ამოდის ჯვარი საქართველოს დიდების ცაზე,
მზისა, მთვარისა, ვარსკვლავების სინათლით სავსე.
მშვიდობას ითხოვს მოწამე მკვდარი,
რომელმან ზიდა ის წმინდა ჯვარი.»
სირენის წივილის, მეხთა ქუხილის ფარავს ხმა წმინდა,
აპოკალიფსურ ორომტრიალს ახშობს მთაწმინდა:
«მშვიდობა თქვენდა! ვიდრე დროა, ენდეთ მეგობარს,
პატივი ეცით საქართველოს დამწვარ დედოფალს»
ჰერმან ვედეკინდი ( დაიბ. 1910 წ. ).
ცნობილი რეჟისორი, მსახიობი, მომღერალი, პოეტი, საარბრიუკენის თეატრის გენერალინტენდანტი, საქართველოს დიდი მეგობარი, რომელმაც ევროპაში, რუსეთში , ამერიკაში განახორციელა მრავალი დადგმა. ლექსი მან დაწერაანდრეას გრიფიუსის «ქეთევან ქართველისატვის», რომელიც მანვე დადგა რუსთაველის თეატრში. ვთარგმნეთ მისი თხოვნით.
* * *
ო, ეს მშვენება დიდოსტატის დანახულია!
მზეს და სიყვარულს იფარებდა ფარად ქართველი –
ესეც ქართული ხელოვნების გაზაფხულია,
მარად ახალი, მარად ძველი, მარად ნათელი!
ვიქტორ კერნბახი,
რუმინელი პოეტი, «ვეფხისტყაოსნის » მთარგმნელი (დაიბ. 1923 წ.), «ლადო გუდიაშვილს».
* * *
თბილისი თითქოს ბუმბერაზი პრომეთეა, ტაფობში ჩაწოლილ მკერდს ჯაჭვის პერანგი რომ უფარავს, რომლის ნაჭედურებიდან შუქი გამოკრთის, ხოლო ბეგთარზე მრავალი მარგალიტი ჰკიდია… თბილისი თავისებური დევგმირია, მაგრამ ამ დროს ის ფენიქსიცაა, რადგან თხუთმეტი საუკუნის მანძილზე ბევრჯერ გაუსწორებიათ მიწასთან, მაინც დგებოდა ფერფლიდან და კიდევ უფრო მიმზიდველი, ლამაზი ხდებოდა.
ვიქტორ კერნბახი
* * *
მწვერვალებო, ქართლის მწვანე მწვერვალებო,
თქვენი ხსოვნა თუ არ არის მეტად ურჩი,
ვინ დაიცვა ეს ციური ელვარება,
ეს სიმაგრე, საუკუნო ძმობის ბურჯი? –
წმინდა ტაძრებს აშენებდა შრომის შვილი,
მტერს მუსრავდა, მოყვრისათვის ხელგაშლილი…
ჯვარი, გორი, ანანურის გარიჟრაჟი,
მდგარან, როგორც ფუძემყარი საოცრება,
რომ დაეცვათ შეხლის, ძარცვის ქარიშხალში
ხალხის აზრი, ხალხის ფიქრი და ოცნება…
… ათასწლობით ჯოჯოხეთურ ცეცხლის რკალში
გზას იკვლევდა ბურჯი ქვეყნის მყუდროების,
ათასწლობით აზრის წინსვლას, დროშად გაშლილს,
აწყდებოდა ზვირთი ხანთა ურდოების…
მწვერვალებო, ქართლის მწვანე მწვერვალებო,
თქვენთვის ხსოვნა თუ არ არის მეტად ურჩი,
ვინ დაიცვა ეს ციური ელვარება,
ეს სიმაგრე, საუკუნო ძმობის ბურჯი?
…. აქ სიმაგრე მწვერვალებზე შენდებოდა,
რომ ის მარად ქვეყნის ცისკარს დარაჯობდეს;
ზღუდე მაღლა ისწრაფვოდა, მშვენდებოდა,
რომ მისი მზე არ ჩავიდეს არასოდეს.
ვიქტორ კერნბახი, ისტორიულ მწვერვალებზე, ესკიზი ბალადისთვის.
* * *
დიდი მოურავი – ქართველთა ჯარის სარდალი, უბადლო და ძლევამოსილი ვაჟკაცი, თავისი ძალით ყველას აღემატებოდა. შაჰის წინააღმდეგ იბრძოდა, იბერიის სამეფოში მრავალ წარმატებას მიაღწია. შემდეგ, როცა ბედმა უმუხლთა, თურქებს შეეხიზნა, სადაც მისი ძლიერებისა და დიდებისადმი შურის მსხვერპლი გახდა… შემდეგ მისი სხეული გაკვეთეს და ამოუღეს გული, ჩვეულებრივი ადამიანის გულისგან განსხვავებული…
ქრისტეფორე დე კასტელი, მინაწერი პორტრეტზე
* * *
ჩვენი ქართველი მეგობრების ლუკულისეული სიუხვე და ხელოვნების ნაირფეროვნება საქვეყნოდ ცნობილია.
«ნაციონალცაიტუნგ», 24. VI. 1969
* * *
შენდება და მშვენდება ახალი საქართველო. ძველი და ახალი ღვინის შერევა შეიძლება არ ვარგოდეს, მაგრამ ძველი და ახალი სიბრძნე შესანიშნავად ეწყობა ერთიმეორეს.
ბერტოლტ ბრეხტი
* * *
ცოტა არ იყოს, შერცხვენილები ვართ, რომ საქართველოში გერმანულ კულტურაზე ბევრად მეტად იციან, ვიდრე გერმანელებმა ვიცით ქართულ კულტურაზე (იგივე თქვა კურტ ბარტელმა ქართველ მწერლებთან შეხვედრაზე 1954 წ.).
ჰელმუტ ულრიხი «ნოიე ცაიტ», 2. VII. 1969
* * *
კავკასიელ ხალხთაგან ყველაზე უფრო ცნობილი არიან ივერიელები (ახლანდელი ქართველები)… ისინი ღრმად იყვნენ შეჭრილი მცირე აზიაში. მათ უნდა მივათვალოთ მესხები (მოსხები) და ტიბარენები (ტებალ-ტაბლაი), რომელთაც ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ კაპადოკია ეჭირათ და იქიდან ლაშქრობდნენ ტიგროსის მხარეში (ამავე აზრს გამოთქვამენ ბულგარელი ვ. გეორგიევი, აკად. არნ. ჩიქობავა, აკად. შ. ძიძიგური, პროფ. გრ. გიორგაძე და სხვ.).
ედუარდ მაიერი (1855-1930)
გერმანელი ისტორიკოსი, წყაროების ბრწყინვალე მცოდნე, «ძველი სამყაროს ისტორიის» ხუთტომეულის ავტორი
* * *
ჩემს ძვირფას ქართველ მკითხველებს!
წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული და გაოცება, როცა თბილისიდან ჩემი რომანის მთარგმნელმა, მეგობარმა მწერალმა… წერილობით მაცნობა, რომ საქართველოს ერთ-ერთი გამომცემლობა ჩემს «ისლანდიის ზარს» ბეჭდავს და ისიც 25000-იანი ტირაჟით! ეს მაშინ, როცა სხვა პატარა ქვეყნებსი – დანიაში, ნორვეგიაში, ჰოლანდიასა და ბელგიაში ჩემს წიგნებს სულ 1500 ან 2000 ცალს ბეჭდავენ და დიდ ქვეყნებში – ამერიკაში, ინდოეთსი, საფრანგეთსი თუ ჩინეთში ჩემი წიგნი მხოლოდ მცირე ტირაჟით იბეჭდება. როცა გავიგე, რომ ჩემი რომანი ასეთი დიდი ტირაჟით გამოდის ძველი კულტურის ქვეყანაში – საქართველოში, კმაყოფილების გამოსახატავად სიტყვა ვერ მიპოვნია. დღეს ისეთ გუნებაზე ვარ, რომ მინდა მთელი საქართველო მყავდეს სახლში სტუმრად და ყველას გადავეხვიო.
ჰალდორ ლაქსენი (დაიბ. 1902 წ., ისლანდიელი მწერალი,
თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პროზაიკოსი, ნობელის და ლენინის პრემიების ლაურეატი; «ისლანდიის ზარის» წინასიტყვაობიდან, 1965 წ.).
* * *
მთელი ხუთასი წლის განმავლობაში ევროპის მეცნიერებისათვის უცნობი დარჩა ისეთი დიდმნიშვნელოვანი ნაწარმოები, როგორიცაა «ნიალის საგა». ეს ლიტერატურული ძეგლი საუკენეების მანძილზე რჩებოდა რამდენიმე ისლანდიელი გლეხის კერძო საკუთრებად – და მას ახლაც როგორღაც არ იცნობს მთელი მსოფლიო. ამ ნაწარმოების ბედი ძალიან ჰგავს თქვენი ეროვნული ეპოსის «ვეფხისტყაოსნის» ბედს.
რუსთაველი უმაღლესი რანგის პოეტია.
ჰალდორ ლაქსენი, წერილი
* * *
ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი ფიზიოლოგიის ქართული სკოლის ფუძემდებელი – აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი. ბატონ ივანეს და მისი მოწაფეების შრომები ფასდაუდებელი შენაძენია მსოფლიო მეცნიერების საგანძურში.
რობერტ დოტი ამერიკელი მეცნიერი
* * *
ქართველები უძველესი კულტურის ხალხია. ეს ერი თავისი ძეგლებითა და გმირული ისტორიით უმდიდრესი ერია, მისი წარმოშობის ფესვი უხსოვარ წარსულში იკარგება. დანამდვილებით არავინ არ იცის, ვის ენათესავებიან ისინი – ძველ შუმერებს, ეტრუსკებს თუ ბასკებს… კავკასიაში ცხოვრობს უძველესი კულტურისა და ენის მფლობელი ევროპელი ხალხი. ამ ხალხის გაცნობა დიდად გაამდიდრებს მკითხველთა შემეცნებას, განუზომელ სულიერ სიამოვნებას მიანიჭებს მათ.
შარლ ჰუმელი, ჟურნალ «ატლანტისის» რედაქტორი
* * *
ქართველთა ქვეყანაში მათთან ყოფნა მთელი მოვლენაა, რადგან გარშემო მუდამ გულითადობა და მხიარულება სუფევს. ვინც თქვა, ქართველი ტემპერამენტით ირლანდიელს ჰგავსო, ცხადია ქათინაურით დაგვაჯილდოვა.
ეილინ ო’ჰანლონი, ირლანდიელი ჟურნალისტი
* * *
რაც საქართველოში ვიხილე, სრულიად უჩვეული იყო. რამაც მე მომაჯადოვა, იყო არა მარტო უძველესი კულტურული ქვეყნის ეგზოტიკა, არამედ ის თანადროული ინტენსიურობა, რომლითაც ადამიანები დღეს საქართველოში ცხოვრობენ. ვერავითარი ნაწერი ვერ გადმოსცემს ამას.
ფრიც მისაუ, გერმანელი მეცნიერი
* * *
ლადო გუდიაშვილის ატელიეში თითქოს გრძნობების ძღვა ჩაღვრილა. ატელიეში-მეთქი! ლადოს სახელოსნო შედგება შვიდი ბრწყინვალე, მდიდრული დარბაზისგან… დასავლეთში მხატვარმა სწრაფად მოიხვეჭა სახელი. მისმა გამოფენამ პარიზში 1925 წელს თითქმის მსოფლიო გამოხმაურება ჰპოვა. დასავლური მოდერნიზმისა და აღმოსავლური სიმკაცრის დაკავშირება ხელოვნების სენსაციად იქცა… როცა 82 წლის ხელოვანის სახელოსნოს ვტოვებ, ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს თვალები უფრო ფართოდ ამეხილა.
პეტერ მოუტი, გერმანელი ჟურნალისტი
* * *
ქართული ხელოვნების განვითარება შერწყმულია ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ განვითარებასთან, მის ისტორიასთან. ეს იძლევა ფონს, ურომლისოდაც ქართული ხელოვნების განვითარების ბევრი საკითხი გაუგებარი იქნებოდა… მისი გაცნობით ხელოვნების მოყვარულის წინაშე გადაიშლება ლამაზი, უცხო სამყარო.
კლაუს ვესელი, გერმანელი სწავლული.
* * *
გამოხატვის საშუალებებით ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია. ის არც სიტყვის მარაგით ჩამოუვარდება ყველაზე უფრო განვითარებულ ენებს.
პროფ. რიხარდ მეკელაინი, ქართველოლოგი
* * *
1967 წლის ოქტომბერში განსაკუთრებით ძვირფასი, საოცარი წერილი მივიღე, ჩემთვის უცნობი ქართველი თანამოკალმისაგან… თქვენი «მიჯაჭვული ტიტანი» ქართულ მიწაზე დააბიჯებსო, მწერდა. მაშინ გადავწყვიტე მენახა მშვენიერი ზღაპრული ქვეყანა, სადაც ჩემი რომანის საყვარელი გმირი დააბიჯებდა და ოცი ათასი მეგობარი გამიჩნდა. ქართული იყო პირველი ენა, რომელზედაც ჩემი ორტომეული ითარგმნა… ასე მოვხდი საქართველოში, რუსთაველის ქვეყანაში, გავიცანი ძვირფასი ადამიანები, პოეტ იოსებ ნონეშვილს და სხვათა თანხლებით მოვიარე კახეთი. დიდება მიქელანჯელოს, რომელმაც ჩვენ ასე დაგვამეგობრა!
როზემარია შუდერი ( დაიბ. 1928 წ.),
გერმანელი მწერალი, მანის პრემიის ლაურეატი, მრავალი ისტორიული რომანის ავტორი.
* * *
საქართველოს მთას ვესტუმრე შემდეგ შვებით –
თითქოს ენა მეც მესმოდა მათებური!
რახანია, დუნაიდან მთაწმინდამდე
მეგობრობის არის ხიდი გადებული.
… დამიჯერეთ, ზღაპარს ჰგავდა ეს ამბავი –
ბექობიდან ქართლის ველი დავინახე,
მთაგრეხილზე აზიდულა გორის ციხე,
დახუნძულა დაბლა ვაშლი და ვენახი.
… აქ მოვსულვარ, ხალხთა ძმობის სავანეში
და აქედან ვუხმობ ქვეყნის ყველა მხარეს:
დაიცავით ეს ბავშვები, ეს მერცხლები,
ჟღურტულით რომ გული ასე გაგვიხარეს!
მარია ბანუში,
რუმინელი პოეტი ქალი «საქართველოს მთებში»
* * *
საქართველო! თეთრი მთების, ლურჯი ზღვისა და ცხოველი მზის ქვეყანა! კეთილი და გულითადი ხალხის სამშობლო! ხალხისა, რომელსაც თავისი დიდი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთხელაც არ მოუდრეკია თავი გადამთიელთა წინაშე. ეს ქვეყანა ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა. პირველი ნაბიჯი რუსთაველის ქვეყნისკენ 40 წლის წინ გადავდგი, მას შემდეგ მხიბლავს მისი ბუნება, ადამიანები, ფერები, სვანეთის კოშკებისა და რუსთავის გიგანტების შეხამება. აქ ჰარმონიულად იყრის თავს უმდიდრესი ისტორიული მემკვიდრეობა და გრანდიოზული გარდაქმნები.
პროფ. ალფრედ კურელა (1895-1975)
ცნობილი გერმანელი მწერალი, საქართველოს მეგობარი.
* * *
როცა თბილისის მუზეუმში იშვიათი ხელოვნებით ნახელავ ოქროსა და მინანქრიან ჯვრებს იხილავთ, მაშინღა გაცნობიერდება თქვენი დიდი ხნის ნაფიქრალი, რატომ არის ეს ქვეყანა ასე ამაყი! ამაყია თავისი წარსულით, და დღევანდელი დღეც არანაკლებ საამაყო აქვს… თბილისში, შეხვედრაზე ჩვენ თარჯიმანი არ დაგვჭირვებია, ერთმა პოეტმა გერმანულად დაწერილი ისეთი ლექსი წაგვიკითხა, ყოველი სტრიქონი წიგნს დაამშვენებდა სატიტულო ფურცელზე… აღტაცებული ვარ ქართული ხელოვნებით, მუსიკით…
ჰაინც კალოვი,
მწერალი, 1968 ( «ნოიე დოიჩე ლიტერატურ») დაიბ. 1931 წ.
* * *
ქართველებმა შეაზანზარეს პარიზი. იშვიათად სადმე ყოფილა მრავალსაუკუნოვანი ფოლკლორი ისეთი სიცოცხლისუნარიანი, როგორც ის შენარჩუნებულია ქართულ ეროვნულ ბალეტში… როცა საქართველოს რიტმებს ეხები, სუნთქვა გეკვრის.
გაზ. «პარიზენ ლიბერე». 1988
* * *
ქართული ეროვნული ბალეტის კონცერტი ვულკანური დღესასწაულია, რომელიც აღფთოვანებასა და გაოცებას იწევს… უდიდესი ოსტატობა, კავკასიური ტემპერამენტი, უაღრესად დახვეწილი ტექნიკა, მოძრაობის მრავალფეროვნება და თავბრუდამხვევი რიტმი – ყოველივე ეს აყვანილია სრულყოფის მწვერვალამდე. ფრანგებს მსგავსი არაფერი უნახავთ.
გაზ. «ფიგარო»
* * *
ქართული ანსამბლი საუკეთესო ფოლკლორული ანსამბლია მსოფლიოში.
გაზ. «ფრანს-სუარი»
* * *
ქართული ანსამბლის სათავეში დგას შესანიშნავი დედოფალი. თბილისში მთაზე აღმართულია ქართველი ქალის ფიგურა, რომელსაც ცალხელში სავსე თასი უჭირავს მოყვრისთვის, მეორეში – მახვილი მტრისთვის. თითქოს ამ კომპოზიციის შემქმნელს ნინო რამიშვილის გრაციოზული ფიგურა აუსახავს. ნინო რამიშვილი ცეკვის ნამდვილი დედოფალია. ესაა მოგზაურობა მითიურ კოლხეთში, არგონავტებისა და ოქროს საწმისის ზღაპრულ ქვეყანაში.
ჟურნალი «პუენი», პარიზი.
* * *
ძვირფასო მაესტრო! რა შესანიშნავია თქვენი ლექსი «მომაკვდავი არწივი»! როგორ შესძელით თქვენ, უცხოელმა, ჩვენი ძნელი გერმანული ენის ასე გაშლა და ამაღლება, როგორც ვერ შესძლებდა გერმანელი პოეტი! რაც შინაარსით ასახეთ, ესაა მადლი და კიდევ მეტი. მე თქვენი გენიის შემშურდებოდა, რომ ოდნავი მიდრეკილებაც მქონდეს შურისადმი, მაგრამ რაკი ასეთი მიდრეკილება რა გამაჩნია, დამრჩენია მხოლოდ თქვენი ნიჭით აღტაცება.
თასილო ფონ შეფერი,
ჰომეროსის ეპოსის ცნობილი მთარგმნელი – გრ. რობაქიძეს
* * *
პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რასთაველის რანგის პოეტი. ქართველი ხალხი დიდი ერია, ხოლო რუსთაველი – ყველა დროისა და ხალხის უდიდესი პოეტი.
გუსტავ კირკი (დაიბ. 1933 წ.) გერმანელი მეცნიერი- ბუნებისმეტყველი
* * *
ქართული პოეზია მსოფლიო პოეტური აზროვნების მწვერვალია… მოხიბლული ვარ რუსთაველით, ბარათაშვილით. არც ერთ კულტურულ ქვეყანას არა ჰყავს რომანტიზმის ისეთი წარმომადგენელი, როგორიც ბარათაშვილია.
მარჩელ პეტრიშორი, რუმინელი მწერალი
* * *
საქართველო – სამოთხის ერთი ნაწილია.
ფოტოალბომის სათაური, დას. გერმანია, 1984
* * *
მე ვიცნობ საქართველოს, ამ უძველესი მხარის წარმატებებს, განთქმულს ძველი მდიდარი კულტურით, სტუმართმოყვარეობით… მოხარული ვარ, რომ საარბრიუკენში გამართულმა ქართული ხელოვნების კვირეულმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი ხელოვნებისა და საერთოდ, გერმანელი და საბჭოთა ხალხების მეგობრულ ურთიერთობას.
დ-რი ფრანც-იოზეფ რიოდერი, საარლანდის პრემიერ-მინისტრი
* * *
ჩემს სამშობლოში ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო ცნობილი ქვეყანა გახდა. ამისი საწინდარია ჩვენი ხელოვნების ოსტატთა მეგობრობა.
საარის მხარის კულტურის მინისტრი ვერნერ შერერი
* * *
წინარე ქრისტიანული პერიოდიდან (IV – IX ს.) მოყოლებული 1800 წლამდე და ახალ დროშიც, ბიზანტიურისა და ზოგიერთი აღმოსავლური ხელოვნების ერთგვარი ზეგავლენის მიუხედავად, ქართული ხელოვნება თავის დამოუკიდებელ ეროვნულ ხასიათს ინარჩუნებს. მისი მთავარიქმნილებები შემონახულია მონუმენტური საეკლესიო ხურმოთმოძღვრების ძეგლთა, ვერცხლისა და ოქრომჭედლობის ნიმუშთა, ხატების, კედლის მხატვრობის, გრავიურებისა და მინიატურების სახით.
პროფ. იოჰანეს იანი, ხელოვნების ლექსიკონი, IV გამოცემა, 1957
* * *
საქართველოს და სომხეთის ხელოვნება უძველესი წარმოშობისაა. მათი ანბანი ერთიმეორისგან სრულიად დამოუკიდებელია. სომხური შრიფტის შემქმნელად ვარაუდობენ მესროპ მაშტოცს, ის ბერძნულიდან მომდინარეობს და აქვს ზოგი საკუთარი ასო. ქართული კი არმაზთან უნდა იყოს დაკავშირებული და შესაძლოა არამეულს ემსგავსებოდეს წარმომავლობით. ფეოდალურმა სახელმწიფომ და მისმა კულტურამ საქართველოში უაღრესად მაღალ განვითარებას მიაღწია. ქართული არქიტექტურული ძეგლების რიცხვი დღესაც ხუთი ათასს აღწევს (გამოყენებულის), ბევრად მეტია ნანგრევები, უთვალავი ომის და ნგრევის კვალი ატყვია უამრავ დიდებულ ნაგებობას… ჯვარის მონასტერი შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების უმშვენერიესი ძეგლია. ასევე ბაგრატის ტაძარი, ალავერდი, ვარძია… შინაგანი ………..ბური გადაწყვეტით, დეკორატიული შემკულობით, სივრცის სილაღით ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები აღემატებიან სომხურს – ახტამარის ფასადის გამოკლებით – რომლებიც ნაკლებად პლასტიკური და მორთულია… საერთოდ , კავკასიური ხუროთმოძღვრება ნიმუში იყო შუა საუკუნეების ევროპის ხურმოთმოძღვრებისათვის, მისი ზეგავლენა უდავოა ჯერ ბიზანტიურზე და მერე მისი მეშვეობით დასავლეთზე.
მატე მაიორი, არქიტექტურის ისტორია, ბერლინი, 1979, ტ. 2, გვ. 37-44.
* * *
ქართული ხელოვნების მუზეუმის ექსპონატების სახით თვალწინ გვიდევს ძველი ქართული კულტურის ძეგლი. VI საუკუნის ლითონის ნახელავი გვაოცებს მაღალი ოსტატობით. ბერძნები ლითონის ჩამოსხმას აქ სწავლობდნენ.
ნაციონალცაიტუნგ, 1969, 11. VI
* * *
ჩემში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ბრწყინვალე ხმის მქონე მომღერალმა მაია თომაძემ… უეჭველია, რომ იგი თანამედროვე საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე ვარსკლავია, რომელსაც თავისი ელვარებით მსოფლიოს ნებისმიერი თეატრის დამშვენება შეუძლია.
ინგლისური გაზეთი «მანილა სტარ», ფილიპინები
* * *
მე გავიცანი ქართველი კაცი,
ვნახე ქვეყანა, მარად ქებული…
გულში ჩავხედე – ვიპოვე განძი,
თვით ბუნებაზე აღმატებული.
ვიგემე შენი ღვინო და პური, –
ყოველი სიტყვა მარგალიტია. –
მეგობრის სიტყვა, მიღება ძმური –
ერებისათვის მაგალითია.
ვიხილე ხალხი კეთილი, ბრძენი,
«ვეფხისტყაოსნის» გმირმა მატარა…
ვცადე შემეცნო სიმაღლე შენი,
და მე აღმოვჩნდი მეტად პატარა.
კარლ-ანდრეას ნიცშე, გერმანელი მეცნიერი მუშაკი.
«საქართველო…» 1988 წ. აგვისტო (წერილიდან)
* * *
რამაზ ჩხიკვაძე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია, აუდიტორიას ის იპყრობს დემონიური ენერგიით. ინგლისელი მაყურებელი მოაჯადოვეს ქართველმა მსახიობებმა.
«ტაიმსი», «გარდიანი», ლონდონი
* * *
აქ მეტი მეგობარი მყავს, ვიდრე ინგლისში, თქვენ შემონახული გაქვთ მეგობრობის მაღალი ტრადიცია, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რაინდული მეგობრობის დრო წავიდა. დავით ლანგისგანაც ვიცოდი, რომ სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, მაგრამ ჩემგან ნანახმა და განცდილმა ყოველ მოლოდინს გადააჭარბა. საქართველოს ყოველი კუთხე მოვლილი მაქვს, განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება სვანეთმა მოახდინა.
პროფ. სტივენ ჯონსი, ინგლისელი ქართველოლოგი.
* * *
ცნობილი მეცნიერი სირ მორის ბავრა ამბობს: ყოველ ხალხს ისეთი მითები აქვს, როგორსაც ისინი იმსახურებსო. ქართული მითოლოგიური სამყარო მდიდარია. უძველესი დროიდან, რაც არგონავტებმა კოლხეთის მიწაზე დადგეს ფეხი, საბერძნეთსა და საქართველოს მრავალმხრივი ისტორიულ-კულტურული ურთიერთობა ჰქონდათ.ამიტომ დიდი გამოხატულებაც ბუნებრივად ჰპოვა ამ ურთიერთობამ დიდ ქართულ მითოლოგიურ ლექსიკონში, სადაც ყურადღება გამახვილებულია ძველი საბერძნეთის მითებზე, რომლებიც შედარებით უფრო ცნობილი იყო საქართველოში. სხვადასხვა მხრიდან ეფინება შუქი მითებს, ჩატარებულია ჰერკულესის შრომა, სიამოვნებით ვეცნობი ამ ნაშრომს იმ ენაზე, რომელზედაც შეიქმნა ამდენი მითი, თქმულება, თვით «ვეფხისტყაოსანი», და ვფიქრობ, რომ ყოველი ასეთი შრომა დაფასების ღირსია, მისი ავტორი მიიღებს ჯილდოდ თანამედროვე და მომავალი თაობების მადლობას. ჩვენ ვაფასებთ ანტიკურობას – დიდი წარსულის ნიშანსვეტს.
ქეთრინ ვივიანი ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი,
«ვეფხისტყაოსნის» მთარგმნელი. წერილიდან რუსთაველის ინსტიტუტისადმი.
* * *
რუსთაველის «ვეფხისტყაოსანი» დღემდე ერთგვარ ბიბლიას წარმოადგენს ქართველთათვის, როგორც პოლიტიკური და მორალური წყარო…
თუ ვინმე მათ (ქართველებს) სამსახურს გაუწევს, ყოველთვის მზად არიან სიკეთით გადაუხადონ სამაგიერო, რითაც კი ძალა შესწევთ, თანაც ამას აკეთებენ უფაქიზესი მეგობრული გრძნობით. მოკლედ, ძალიან კარგი ხალხია.
მიხაი ზიჩი
* * *
სტოელების და სოკრატელების ძლივს შეძენილი წიგნები გაგიყიდია, რათა შეგეძინა იბერიული პერანგი! მოგებული ხარ…
კვინტ ჰორაციუს ფლაკუსი
* * *
საქართველო – ოქროს საწმისის ქვეყანაა… ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთი, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანი დედამიწისა.
ჰანს შერფიგი, დანიელი მწერალი
* * *
ქართული ენა მშვენიერი ენაა, ზუსტი და მოქნილი, ორიგინალური.
რენე ლაფონი, ქართველოლოგი
* * *
ვერ წარმომიდგენია, ადამიანი არ მოაჯადოვოს შენმა მომხიბლავმა სილამაზემ, არ აღაფრთოვანოს შენი შვილების ვაჟკაცობამ, გამბედაობამ, გულგაშლილობამ, პატრიოტიზმმა და გულის სიღრმიდან არ აღმოხდეს: «იცოცხლე, იდღეგრძელე, თავისუფალო და მშვენიერო ქართულო მიწავ, შრომის, გონებისა და სილამაზის მხარევ!»
მამედ იბრაგიმოვი, აზერბაიჯანელი პოეტი
* * *
ჩემო მკითხველო, თუ საქართველო საკადრისად მაინც ვერ დაგიხატე, გაიხსენე ირლანდიაც, იტალიაც, ჰოლანდიაც, ავსტრიაც და შვეიცარიაც… არც კნუტ ჰამსუნი დაივიწყო, 1903 წელს საქართველოს რომ «თავგადასავალთა ქვეყანა» უწოდა და კარგად თვითონაც ვერ გაარკვია, მართლა ნახა ის თუ დაესიზმრა.
ადოლფ ენდლერი, გერმანელი მწერალი
* * *
საქართველოსაც ყველა სამხრეთული ქვეყნის სიკეთის მადლი ჰფენია. აქაური ხალხის ცხოვრებაში სრული დინამიზმი და ტრადიციულად მხიარული განწყობილება იგრძნობა. ქართველები გულწრფელი, ენაწყლიანი, ლაღი და ტემპერამენტიანი ხალხია… ნამდვილი შემოქმედებითი ასპარეზია ქართული სუფრა… საქართველო მზიური, მრავალფეროვანი ქვეყანაა.
გილერმო დიას პლაია, ესპანელი მეცნიერი, აკადემიკოსი
* * *
თუ შეიძლება საქართველოს სიმბოლური სინონიმი გამოეძებნოს, მე ვიტყოდი, რომ ეს ედემია. ეს საოცარი მხარე ზღაპრული მშვენიერების, სიკეთის, სიბრძნის, ბედნიერების, მძლავრი შემოქმედებითი შრომის, სიხარულისა და უკვდავების უშრეტი წყაროა, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული ერთიმეორეზე უკეთესი წალკოტია.
გუნთერ ბროკი, გერმანელი ჟურნალისტი
* * *
გამაოცა ქართული ენის დროთა და კილოთა სიუხვემ.
ლაიბნიცი
* * *
ქართული ენა მსოფლიოს მერვე საოცრებაა.
დოდონა კიზირია, ამერიკელი მეცნიერი
* * *
ჩემი ღრმა რწმენით, ისტორიულად ასე ტანჯული ქართველი ერი კაცობრიობაში დაიმკვიდრებს იმ ადგილს, რომლის ღირსიცაა მისი ათასწლიანი სახელმწიფო კულტურა.
არტურ ლაისტი
* * *
როგორც შორეული გამოძახილი ოქროს საწმისის ლეგენდისა, ისე მომევლინა ახლახან არმაზისხევის სამარხებიდან წამოსული ნაკადი ლითონის საგნებისა – უძვირფასესი საუნჯე იბერიის ძველი კულტურისა.
პროფ. გაბრიელ ბორდენაკი, რუმინელი არქეოლოგი
* * *
ვენეციის უნივერსიტეტში მე ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. ვენეციის ადმინისტრაციული ორგანოები და ჩვენი უნივერსიტეტი დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოსადმი, როგორც სხვადასხვა კულტურის თავშესაყარისამდი… ჩემთვის ძალიან ძნელი იქნება გადავაბიჯო დარიალის ხეობას და მივატოვო თქვენი გასაოცარი ქვეყანა. ძნელი კი არა, შეუძლებელიც.
ლუიჯი მაგაროტი, ქართველოლოგი, ენათმეცნიერი
* * *
ქართული ენა ყოველთვის ბედნიერებას მანიჭებს. ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა სწორედ ის, რომ ორიგინალში ვკითხულობ ქართველ მწერლებს და ვთარგმნი მათ.
ლუიჯი მაგაროტი
* * *
მოხიბლული ვარ ამ ქვეყნის სილამაზით, მისი ხალხის შრომის მოყვარეობით, მდიდარი კულტურით, პოეზიის დიდი სიყვარულით. რუსთაველის მშობელი ხალხი მართლაც პოეტური და დიდებული ერი ყოფილა.
ჯეფრი დატონი, ავსტრიელი მწერალი
* * *
ქართველებს გამორჩეული, მშვენიერი სახე აქვთ და ამაყობენ თავიანთი მშვენიერი ქვეყნით, როგორც მე ვამაყობ იმით, რომ ნიუ-იორკელი ვარ, საქართველოში კვლავ დავბრუნდები.
ბილი ჯოელი, ამერიკელი მომღერალი
* * *
სიმონს, ქართველთა ღირსეულ მეფეს… დიდად გამახარა შენმა წერილმა, რომელიც გამოხატავს შენს მტკიცე შეუდრეკელობას… ამაში ნამდვილად დაგეხმარება ყოვლის შემძლე უფლის ნება-სურვილი… მე მინდა, უფლის შეწევნით, ნამდვილად მიაღწიო აღებულ მიზანს, ხოლო თუ საჭიროება მოითხოვს, ჩემი მხრივ გამოვხატო ისეთივე სურვილი, ხელი შევუწყო ამ წამოწყებას, საამისოდ არ დავიშურებ არაფერს… დავიწყე მოლაპარაკება რომის პაპთან. უვნებლად გამყოფოს ყოვლის შემძლე უფალმა.
ფილიპე II , ესპანეთის მეფე, 1598 წ.
* * *
ჯეკსონი მომაგონებს ნახევრად ველურ ოსმალო მეკობრეებს, რომელიც ქრისტიანი კავკასიელი მონებით ეგვიპტესა და ამერიკაში ვაჭრობს.
ბენჯამინ ფრანკლინი*
__________
* ოსმალო მონითმოვაჭრეთა შედარებით პლანტატორ ჯეკსონთან უდიდესი ამერიკელი მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე და მწერალი ბ. ფრანკლინი გამოდის ქართველთა ქომაგად (პროფ. ვახტანგ პარკაძის თქმით). თანაც ცნობილი ხდება, რომ ქართველ ტყვეებს ამერიკაშიც ყიდდნენ (არის ვარაუდი, რომ მათ, ამ ტყვეებმა, შექმნეს «მეორე საქართველო» – ჯორჯიის შტატი).
* * *
საქართველო უმალაზესი მხარეა. ქართველებმა ქრისტიანობა სხვათა უადრეს, მეოთხე საუკუნის გარიჟრაჟზე მიიღეს.
«შუშანიკის წამების» ბერძნული გამოცემა
* * *
ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთ ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებით იგი მსოფლიო ენაა.
ნიკო მარი
* * *
ვემშვიდობები ჩემს ძვირფას ქართველ მეგობრებს, რომელნიც მსოფლიოში ცნობილნი არიან ყველაზე თბილი და კეთილი გულით, ქედს ვიხრი მათი საოცარი მუსიკის წინაშე… თქვენ მოინადირეთ ამერიკული გულები.
მარკ ზუვერი, ვაშინგტონის მუზეუმის დირექტორი, 1988 წ.
* * *
დიდხანს რჩებოდა არწივთა ბუდე –
ზვიადი უშბა სიცივის ზღუდედ.
ხალხმა გაფანტა ნისლი ზღაპართა,
მონობის ჟამი წარსულს ჩაბარდა.
ერმა განკურნა გმირთა იარა,
პრომეთეს ცეცხლის ძალა გვაჩვენა:
ზევსმა, ზეკაცმა, ღმერთმა კი არა,
მამაც უბრალო კაცთა მარჯვენამ
შუქად შეუნთო უშბის მწვერვალებს
ცეცხლი ცხოველი, დღეს რომ ელვარებს.
ჰუგო ჰუპერტი, «უშბა»
* * *
თითქოს სასმისში საბედნიერო
შენი დიდების ვარსკლავი ბრწყინავს,
და ის გაუწყებს, ხალხო ძლიერო
შენს იმ შორეულ სანუკვარ დილას.
იოჰანეს ბეხერი, «ქართული სუფრული»
* * *
ძმაო ქართველო, შენც იმ წმინდა ჯვარს აქანდაკებ,
რეკენ ზარები, ბრწყინავს ოცი წმინდა კანდელი…
ოცთა საფლავზე დილით ნათლის სვეტად აღანთებ, –
დაე, მათ სულებს მარად ედგათ ნინოს ნათელი!
ფელიქს ბახჩინიანი, სომეხი პოეტი
* * *
არაბულად ამამღერა არა მზემ და არა ბედმა –
არაბულად ამამღერა განახლებულ არაბეთმა,
მაგრამ თბილისს როცა ვხედავ, ვხედავ, გული აქა მრჩება,
ისე მხიბლავს საქართველო, მისი მზე და გამარჯვება.
ზეიმობენ მთა-გორები და მათ ნისლი არა ჰბურავთ –
ათასწლოვან მზიურ ქალაქს მეც ვუმღერი არაბულად.
ალი, რაშიდ-ჰაშიდი, არაბი პოეტი
* * *
საქართველო – მშვენიერი ქვეყანაა. ჩემი თანამემამულეები ხშირად მეკითხებიან, ლეგენდებით მდიდარმა ქვეყანამ, აზიასა და ევროპას შორის კუნძულივით რომ ჩამჯდარა, რით მომაჯადოვა. უამრავი რამით! უცხოელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს უპირველეს ყოვლისა ქართველთა კეთილშობილური სტუმართმოყვარეობა, რისი წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ გერმანელებს. თან გადაგყვებიან, ყოველ ნაბიჯზე გვხდებიან, სასიამოვნო სიურპრიზებით გახარებენ, მეტადრე თუ ორიოდე სიტყვას იტყვით მათ ენაზე. ქუჩაში საკუთარ მანქანას გაგიჩერებენ, რესტორანში ღვინოს გამოგიგზავნიან, სანაქებო სუფრას გაგიშლიან, ენამჭევრი თამადა მოგხიბლავს… ქართველთა ცხოვრების არსს რომ ჩასწვდე, თვითონ უნდა იყოს მათი ზეიმის მონაწილე. გაგაოცებთ საქართველოს ძველი კულტურა, ციხე კოშკებისა და ტაძრების სახით, დიდი ხელოვნების სახით… ყოველივე ამას იოლად ვერ ჩასწვდებით.
როზემარია კულინგ-ლიტშკე, მოგზაურობა
* * *
მე შემიყვარდა საქართველო – ქვეყანა, რომლის კარი ღიაა მეგობრებისათვის.
სლოვაკელი სტუდენტი ანდრეა ადამოვიჩა
* * *
ლიანა ისაკაძე ახალ საშემსრულებლო ტექნიკის მწვერვალებს იპყრობს, ჩვენი დროის გამოჩენილ მუსიკოსთა ნაკრების სამკაულია… თავის პარტიებს ის ასრულებს ღვთაებრივი საწმინდით და სიმსუბუქით…
«შტუტგარტერ ცაიტუნგ», 1982
* * *
რა არის ჩემთვის ქართული ენა?… ქართული ენა ისევე ბუნებრივად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც დედის სახე, როგორც ქართული ცა… ჯადოსნური გასაღებით გაიხსნა ჩემი სული, გადამეშალა დიდი ისტორიული წარსული და დიდი მომავალი. ესაა გასაღები, რომელიც გზას მიხსნის ამაყი და ვაჟკაცური, კეთილი და დიდებული ადამიანებისაკენ… ჩემს წინ ისტორიის ფოლიანტები ამეტყველდებიან, ჟღერს ქართული მუსიკა, ლექსი, საგანთა ფილოსოფიური ხედვა და სიბრძნე ერისა, ქვაში ამეტყველებული ჰარმონია, ჩუქურთმა… რომელ კონტინენტზეც არ უნდა ვიყო, თან დამყვება ქართული ენის, მუსიკის, ლექსის სიტკბო და სინატიფე…
იგორ ბონდარევი
* * *
არა ლამაზო, ნუ გამაგონებ
ქართულ სიმღერას ესოდენ მწარეს:
ამ ნაღვლიანის ჰანგით მაგონებ
სხვა ცხოვრებას და შორეულ მხარეს.
ალ.პუშკინი
* * *
ხანჯალო ჩემო რვალისაო, მიყვარხარ მეტად,
გიმზერ ამხანაგს მოელვარეს, ცივსა და მჭრელსა.
შენ შურისმგებლად ფიქრიანმა ქართველმა გჭედა,
ლაღმა ჩერქეზმა საზარელი ბრძოლისთვის გლესა…
მიხ. ლერმონტოვი
* * *
ადგილი წმინდა და სასურველი!
ანგელოზები, ჩანს იქ სახლობენ…
ო, როგორ მინდა იქ ვიყო ახლა,
მყუდრო სენაკში, ღრუბლებზე მაღლა –
შეფარებული ღვთის სიახლოვეს!
მიხ. ლერმონტოვი
«ტაზარი ყაზბეგის მთაზე», თარგ. ტედო ბექიშვილის
* * *
თეთრი მთიდან მოჩუხჩუხებს, მოჩხრიალებს თერგი,
კმაყოფილი უნდა იყოს ის თავისი ბედის.
მღერის გულით, მღერის ლაღად, ამაყი და კერპი,
მღერის დღე და მღერის ღამე, ზღვას სიმღერით ერთვის.
მაღალია მყინვარწვერი, ზვიადი და ურჩი,
უდეგარი შვილი არღვევს მის დათოვლილ კალთებს,
თითქოს ისიც ხალხის ხელმა ხატა ოქროს ფუნჯით,
ფართო გზაზე გაიყვანა და იმედით ანათებს.
დადექ, თერგო, და უსმინე ადამიანს, თერგო…
ჩემს მშობლიურ ალბანეთშიც გყავს ერთგული დები;
ჩემი მთების ასულებსაც შენი ბედი ერგოთ.
საქართველოს სალამს ვეტყვი, იხარებენ მთები –
სკანდერბეგის ერთან მინდა ძმობა შეკრა, თერგო!
ალექსი ჩაჩი, ალბანელი პოეტი
* * *
პუშკინი თავის ქმნილებებში უფრო ცეცხლოვანი და მგზნებარეა იქ, სადაც მისი კალამი სამხრეთს შეეხო. ის გამსჭვალულია კავკასიის სანახებით, სამხრეთის ცით მშვენიერ საქართველოს ჭალებითა და ყირიმის საოცნებო ღამეებით.
ნიკოლოზ გოგოლი (1809-1852)
დიდი რუსი მწერალი, კრიტიკული რეალიზმის ფუძემდებელი
* * *
თქვენ სალამი, თქვენ დიდება,
თოვლიანო მთებო!
ზეცის მადლი ეფინება
თქვენს ჭაღარა თავებს…
… თქვენ – დიდება! არ დანებდეთ
მოძალადე სვავებს…
* * *
და სიმართლეც არ მოკვდება,
ვერ ჩაკლავენ ლაღებს;
რაგინდ ხარბი გული გქონდეს,
ვერ გადახნავ ტალღებს.
ტარას შევჩენკო (1814-1861)
დიდი უკრაინელი პოეტი, მხატვარი. თარგ. კ. ლორთქიფანიძისა
* * *
ფიროსმანაშვილის ერთ-ერთი სურათი წარმოადგენს ირემს – ხალხის საყვარელ ცხოველს, რომელიც ვარდის ბუჩქებში გაზრდილა. მასში ჩაქსოვილია სული და გული მოხეტიალე მხატვრისა.
არმან ლანუ, 1913 წ. ფრანგი მოღვაწე, მწერალი, რომანისტი
* * *
ბევრი რამ არის ფიროსმანასვილის შემოქმედებაში ფანტასტიკური, გამოუცნობი, ირაციონალური… ამ კოლიზიებში იფარება მისი მდიდარი სულიერი ცხოვრება… მის ხელოვნებას ჩვენი გონება მთლიანად ვერასოდეს ცასწვდება, ამიტომაც მარად მიმზიდველ გამოცანად დარჩება ჩვენთვის.
ერასტ კუზნეცოვი
ფიროსმანის კაპიტალური გერმანული გამოცემის ვრცელი წინასიტყვაობიდან. 1983
* * *
მეფე ვახტანგის წიგნს ვფურცლავდი ხსოვნაში კვალად,
და წარსულისკენ მიმაფრენდა ფიქრი ნარნარი.
აჰა, ვეწვიე კოშკის ნანგრევს დიდი თამარის,
ლანდების საფარს, დრო-ჟამთაგან ქმნილს იავარად…
იაკობ პოლონსკი (1819-1898), ცნობილი რუსი პოეტი,
«ბედა მქადაგებლის» ავტორი, აქვს დიდი ციკლი საქართველოზე. თამარის ერთ-ერთი ციხე დაუთვალიერებია ქუთაისთან 1846 წ.
* * *
მოჩანს ვარდციხე მწვანე ფოთლის ტევრით ფარული.
ზის ოქროს ტახტზე მეფე თამარ მირონცხებული.
შორიდან ისმის ტაიჭების ფლოქვთა თქარუნი,
ციხის კარებთან ბუკის ცემა გამძაფრებული.
მოდიან ზრდილი თავადები ლაღი სიმშვიდით –
სალამს ჰკადრებენ თამარ მეფეს კრძალვით და რიდით…
… გამოირჩევა მათში ერთი რაინდი ლაღი,
ბიზანტიური სამოსელით – მიმზიდველ სახით.
იგი დგას მშვიდად, მეოცნებე, თვალ-სხივოსანი.
რისთვის მოსულა სასახლეში ნეტავ მგოსანი?
იგი ივერთა მეფის ნაცვლად თამარში ხედავს
ხატებას ღვთიურ სიტურფისას, მომხიბლავს მეტად.
( თამარი თავის მგოსანს – შოთას სთხოვს, სატრფიალო ლექსებს მოეშვიო )
* * *
«წავალ – მშვიდობით! – შემარცხვენელ ჯილდოს გარეშე –
მე დავამთავრებ ჩემს ქმნილებას უცხო მხარეში.
იგი იცოცხლებს ხალხში სიბრძნის სხივთა მგზნებელი,
შენთვის დიდების, უკვდავების მომნიჭებელი».
ი. პოლონსკი, «თამარი და შოთა»,
თარგ. ხარიტონ ვარდიშვილმა
* * *
«… მესმის «ვეფხისტყაოსანი» – ჯადოსნური ქნარი,
სიყვარული მესტუმრა და მე დავხურე კარი».
გულანთებულ გურამიშვილს მოეწონა თქმული
და რუსთველის სტრიქონებით გაუხარა გული…
ცვივა და ცვივა სპეკალი! ვერც კი გასწვდები გონებით;
სიტყვა – შვება და ტკივილი, ვერვისგან ანაწონები!
ერთი სტრიქონი – მეხია, ქუხილად გასაგონები:
«მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!»
ეს რა მოსდის სკოვოროდას! სიტყვა ჰგავსო გრიგალს!
მონებს – თავისუფლებაო! – გულზე მოხვდა გრიგოლს. –
დე, დღეიდან რუსთაველი მარად ჩემთან იყოს!
განუყრელი მეგობარი შევიძინე თითქოს…
ზე წამოდგა სკოვოროდა, ააჟღერა ქნარი:
« რუსთაველის სიტყვამ გულში ჩამიყენა დარი!
ჰოი, გმადლობ, რუსთაველო, გამაცოცხლე მკვდარი,
დახშულ გულში შემომეჭრა სიხარულის ქარი,
წუთისოფლის სიამისთვის მე გავაღე კარი!»
პავლო ტიჩინა,
«დავით გურამიშვილი უკითხავს გრიგოლ სკოვოროდას «ვეფხისტყაოსანს»
* * *
კავკასია ხდება ლერმონტოვის პოეტური სამშობლო, რომელიც მას მხურვალედ უყვარს. მარადიული თოვლის გვირგვინით მოსილ კავკასიის მიუღწეველ მწვერვალებზე პოულობს ის თავის პარნასს. მის მძინვარე თერგში, მისი მთის ნაკადებში, მის სამკურნალო წყაროებში პოულობს ის თავის კასტალიის წყაროს, თავის ჰიპოკრენას…
ბესარიონ ბელინსკი, « მწირის » გარჩევა
* * *
საქართველოს ისტორია ერთიანი მარტიროლოგიაა. შექსპირს შეეძლო აქ ეპოვნა ფასდაუდებელი ტრაგიკული სიუჟეტების უშრეტი წყარო.
ვასილ ველიჩკო (დაიბ. 1860 წ.),
ნიჭითა და პრინციპულობით ცნობილი ჟურნალისტი და პოეტი, «კავკაზის» რედაქტორი (რეაქციულმა ძალებმა მოხსნეს 1899 წ.). მთელი შეგნებით შეიყვარა ქართველები, იცავდა მათ ყოველგვარი ვერაგობისაგან
* * *
მთელს ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით თბილისში მოღვაწეობის დროს პატივსა ვცემდი, მიყვარდა და ვიცავდი რიცხვმცირე, კაცთმოყვარე, კეთილშობილ ქართველ ხალხს, ვიცავდი ორგულთა ვერაგობისაგან, და ვერასოდეს ვერავითარი მზაკვრული ღონისძიებით ვერ შეარყიეს ჩემი რწმენა, ამ ერისადმი ერთგულება.
* * *
ტყუილად როდი უმღეროდნენ ჩვენი რუსი პოეტები მშვენიერ საქართველოს, უძველეს ტაძართა, კოშკების, ყვავილების, სიმრერებისა და გადმოცემის მხარეს. ივერიის მიწა – წმინდა ქალწულის წილხვდომილი, წმინდა გიორგის მხარე, ჩვენი ძმები – ქართველები, რომელთა ნიჭსა და სიმამაცეზე მრავალი საუკუნის წინაც სიყვარულით ლაპარაკობენ ჩვენი კეთილი წინაპრები, როგორც მართლმადიდებლობის ძველ გმირულ კერაზე, – ამ გმირი ხალხის ტანჯვა-წამება სარწმუნოებისა და დამოუკიდებლობისათვის მუდამ პოულობდა გამოძახილს და თანაგრძნობას ჩრდილოეთის ერთმორწმუნე ხალხში. ეს სიახლოვე მუდამ იზრდებოდა და უთუოდ უნდა დამთავრებულიყო ნებაყოფლობითი ძმური შეერთებით. ეს ჩვენთვის სულიერად მახლობელი ხალხია. მასთან კავშირი სხივმოსილია ქართული რაინდული სულით, რუსეთის დროშების ქვეშ დაღვრილი ქართველთა სისხლით. თუ სხვები ფარულად ესროდნენ, ქართველები მოძმეებს მკერდით იცავდნენ.
ვ. ველიჩკო,
თხუზულებათა სრული კრებული, პეტერბურგი, 1904, გვ. 23.
* * *
შალვა ნუცუბუძის მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობიდან ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლური რენესანსის იდეა, რომელმაც ნიადაგი მოუმზადა ევროპულ, უფრო სწორად იტალიურ რენესანსს. ამ იდეას მსოფლიო მეცნიერებაში ყველა ერთნაირად არ იზიარებს, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ვინმე მის უარყოფას ახერხებდეს. პრინციპში ის აღიარებულია.
ადა და იგორ ბიჩკოები, კიევის უნივერსიტეტის პროფესორები
* * *
როგორია ეროვნული ტრადიციის როლი მონუმენტურ ხელოვნებაში? როცა ჩემს სტუდენტებს ვესაუბრები ხელოვნების საყოველთაო ხასიათზე, ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ეს საყოველთაოობა, ზოგადკაცობრიულობა თავის ჭეშმარიტ გამოვლინებას პოულობს მხოლოდ ეროვნულ ხელოვნებაში, ნაციონალური ტრადიციის კალაპოტში. ეს დამახასიათებელია ყოველი ხელოვნებისათვის. იგივე შემოქმედებითი ორიგინალობა ახასიათებს ქართველ კ. მერაბისვილსაც. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან ჩვენი გაგება ინტერნაციონალიზმისა სულაც არ გულისხმობს გათქვეფას და შერევას ეროვნულისას საერთო ნაკადში, არამედ მის დამოუკიდებელ არსებობას და განვითარებას.
ლევ კერბელი (დაიბ. 1917 წ.),
აკადემიკოსი, მოქანდაკე, სსრკ სახალხო მხატვარი
* * *
უწინაც გაგონილი მქონდა, რომ საქართველო ქებული ქვეყანაა, ცნობილი თავისი გულთბილი, მოსიყვარულე ადამიანებით. ნანახი გაგონილს ემთხვევა. მინდა ამერიკელებმა უფრო ახლო გაიცნონ საქართველო. თბილისი ის ადგილია, სადაც ასეთი შეხვედრები უნდა ეწყობოდეს.
რიკ ინდერფუტი, ამერიკელი ჟურნალისტი, 1988
* * *
რუსეთში ამჟამად არ არიან კარგი გენერლები. ერთადერთი გამონაკლისია ბაგრატიონი.
ნაპოლეონი, ბოროდინოს ბრძოლის წინ (მეფის ელჩს უთხრა).
* * *
მე არ ვიცი ბაგრატიონის სამხედრო ნიჭის საიდუმლოება, მაგრამ ბრძოლის ველზე ის სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს და მისი გადაწყვეტილება ყოველთვის გამარჯვებით გვირგვინდება.
ბარკლაი-დე-ტოლი (მეფეს უთხრა)
* * *
დღეს ომის ყველა ვეტერანი აქაა და ომის ღმერთიც აქ უნდა იყოს.
გმირი და პოეტი დენის დავიდოვი
* * *
ამ 2600 წლის განმავლობაში ქართველთა და ებრაელთა შორის არასოდეს არ ყოფილა შუღლი და მტრობა. საუკუნეების სიღრმიდან გვერდიგვერდ მოდის ეს ორი ერი – ბიბლიისა და ვეფხისტყაოსნის შემქმნელი ერები ერთად ეწევიან ცხოვრების ჭაპანს. ამის დავიწყება არ შეიძლება.
ქართველ ებრაელთა წერილი
* * *
ვმუშაობ ინდოევროპულ და ქართველური ენების საერთო ლექსიკურ კავშირზე, რაც უძველესი კონტაქტების შედეგადაა შექმნილი და ზოგს მოძველებული ჰგონია! მართალია, ერთადერთი რუსი ვარ, რომელიც ლექციებს ქართულ ენაზე ვკითხულობ, მაგრამ მრცხვენია საქართველოში ჩამოვიდე და ქართველ სტუდენტებს ლექციები რუსულ ენაზე წავუკითხო.
პროფ. გიორგი კლიმოვი, ენათმეცნიერი
* * *
დედაჩემმა კარგად იცოდა ქართული ენა, უყვარდა ქართული სიტყვა, მუსიკა, და სულ იმეორებდა: ერის უპატივცემლობა იქნებოდა იმ ხალხის ენის უცოდინარობა, რომლის ქვეყანაშიც დაიბადე და გაიზარდეო. პირველი გაკვეთილი, რაც საქართველომ მომცა, იყო ნიჭისა და ადამიანური სულიერი მშვენიერების გაკვეთილი.
ლიდია ლებედინსკაია, რუსი მწერალი
* * *
მე უწინაც გწერდით ლესელისეძე, შესანიშნავ ქართველ გენერალზე. ახლა ის ცოცხალი აღარ არის და ჩემი გული მწუხარებით ივსება.
ვლადიმერ პერტინი, ომის ვეტერანი
* * *
პაატა ბურჭულაძე ბუმბერაზია. უსმენ და ტანში ჟღრუანტელი გივლის. მისი ჯუფთი მომღერალი დღევანდელ მსოფლიოში არ გვეგულება.
ფრანგული პრესა. 1988
* * *
«რუსთავის» გამოსვლა გერმანიაში ფანტასტიკურია. ჯეროვანი სიტყვები ვერ გიპოვია… ბედი ჰქონია, ვინც ქართველთა ცეკვა-სიმღერა ნახა და მოისმინა.
დასავლეთ გერმანიის პრესა. 1988
* * *
კარი გაიღო. დეპეშაო? აბა საიდან?
დროა აჩქარდე! დრო ისარზე უსწრაფესია.
სულ მოკლე ხანში შენს ოცნებას სურამს ჩაიტან,
სადაც ცხოვრობდა და იწვოდა დიდი ლესია:
«ძეგლის აღმართვის დრო დადგაო! აბა გელიან!» –
რა ბედნიერი ქალი იყო აბაკელია!
ჩქარობს თამარი. ქანდაკება თუმცა მზად არის,
უკანასკნელად, ერთხელ კიდევ შეხედოს უნდა…
ნეტავ, თუ არის სახე, მგოსნის სახის სადარი?
მკაცრად ახედა, დააკვირდა და შემობრუნდა.
ჩქარა მანქანა! უკვდავთა გზა უნათლესია –
თავის სურამში მიაქროლებს უკვდავ ლესიას!
პავლო ტიჩინა,
«თამარ აბაკელია მუშაობს ლესია უკრაინკას ძეგლზე».
* * *
შოთას ქნარი თავისიანთ
ახლად უხმობს სასახელოდ –
იმ სიმღერით აგივსიათ
მშობლიური საქართველო.
ო, მამაცო მეგობრებო!
გაქებთ გულით ალალითა.
არარატი გემოყვრებით
ჩემი საძმო სალამითა.
ჰოვანეს თუმანიანი
* * *
ბევრი თუ იყო, სიყვარულით მასავით სავსე,
ვისაც ხალხისთვის თავდადების ჰქონდა უნარი,
თავისუფლების გულისთვის რომ იბრძოდა ასე,
ქოხში ლამპარი შემოჰქონდა გაუხუნარი?
«ბევრი არ იყო, სიყვარულით მასავით სავსე».
კოსტა ხეთაგუროვი
«მ. ზ ყიფიანის გარდაცვალებაზე»
* * *
მასწავლებელ თამარ ბოკუჩავა-გაგულიას «ინტერნაციონალიზმი» არაფრით განსხვავდება ცარისტული «ჰუმანიზმისაგან». როგორ, ქ-ნო თამარ, ქართველმა ქალმა, აფხაზთა რძალმა, შვილებს დედაენა წაართვით? ეს ქრისტიანული წესით უდიდესი ბოროტებაა! თქვენ პასუხი უნდა აგოთ აფხაზი და ქართველი ხალხების წინაშე, რადგან ყველა ენაზე, მათ შორის «ოქტომბრის ენაზეც», მკვლელს ცოდვილი ეწოდება. ვაი რომ საქართველოში დატრიალებული ბოლო ტრაგედიების მიზეზიც ასეთი «ინტერნაციონალიზმია»! ძვირფასო ქართველო ქალებო, მე ხანდაზმული ბერძენი ქალი ვარ, პატრიოტობას ვერავინ მასწავლის და ვაკურთხებ თქვენს მოძრაობას… მე მეყოფა ძალა ავზიდო ჩემი ბებერი სხეული იმ სამსხვერპლოზე, საითაც ჩემი ქართველი ძმები, დები, შვილები და შვილიშვილები მიეშურებიან.
ეფემია ერილიდი-საჯაია
ბერძენი მოღვაწე ქალი
* * *
იყო გმირი ხალხი,
ბრძენი ჰყავდა მმართველი,
ამიტომაც შერჩა
ამ ქვეყანას ქართველი.
სომხური სიმღერიდან
* * *
მინდა სიმღერით ვიღაღადო განცდა ახალი,
მაღალ მწვერვალებს შევაგებო სიტყვა მაღალი,
და თუ მდუმარებს დღეს მთის გულში ჟამთა მწერალი,
ვერ გასწორდება განა წელში ლაღი მწვერვალი? –
ორათასწლოვან მხარეს შეძრავს მეხთა ქუხილი,
რათა დათრგუნოს საქართველოს ყველა წუხილი.
კონსტანტინე ბალმონტი
* * *
ჩემი მორიგი ჩამოსვლა თბილისში მძიმე ვითარებამ განაპირობა. ის, რაც აქ მოხდა 9 აპრილს, შემზარავი დანაშაულია. ჩვენმა შვილებმა ჩვენივე შვილები დახოცეს. ძირფესვიანად უნდა შევისწავლოთ ამ ტრაგედიის ყოველი ნიუანსი. აქვე მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა სიმპათიები ქართველი ერის მიმართ. ეს ის ხალხია, ვინც ისტორიის რთულ ქარტეხილებს გაუძლო და დღემდე შეინარჩუნა თვითმყოფობა, მაღალი კულტურა.
აკად. ანდრეი სახაროვი
* * *
მას შემდეგ, რაც თბილისის 9 აპრილის ტრაგედია ეკრანზე ვნახე, ჩემი გამოსვლა მეტად ძნელია. დიდი სირცხვილის გრძნობას განვიცდი. მრცხვენია რომ ჩვენს დროში ჩვენმა არმიამ ასეთი საზარელი რამ მოახდინა. არის სხვა გრძნობაც: სიამაყე ჩვენი ჟურნალისტიკისა, ცემის მიუხედავად რომ ეს ტრაგედია გადაიღეს.
აკად. დიმიტრი ლიხაჩოვი
* * *
თბილისში დამსჯელი ჯარის შემოსევის შედეგად გარდაიცვალა ოცდამეერთე, საშოში მყოფ ბავშთან ერთად.. ჩადენილია ვანდალური დანაშაული. ვის სჭირდება სისხლით მოპოვებული «წესრიგი და მშვიდობა?»
ალექსი სერგეევი
* * *
მსხვერპლი მეტია, ვიდრე აცხადებენ. ჯარისკაცებზე დუმან. სამგლოვიარო პროცესია წყნარად მიდიოდა ტანკების შორის.
გაზ. «ჰელსინკ სანომატ», 13.04.89
* * *
თბილისის დარბევა ერთ რიგში დგას ჩერნობილთან, არალთან, სუმგაითთან, ბაიკალთან. რა გარანტია გვაქს, რომ ის არ გაგრძელდება?
დ. ხუდონაზოროვი, დეპუტატი
* * *
სასტუმროს ფანჯრიდან ვხედავდით იმ დილით თბილისში დატრიალებულ საშინელებას. მშვიდობიან დემონსტრანტებს შორის იყვნენ თავისუფლებისათვის თავდადებული ქალებიც და იმის ნაცვლად, რომ ჯარისკაცებს ისინი დაეცვათ, ხალხს კეტებითა და ორლესული ბარებით დაერივნენ. ჩვენთანაც ამოცვივდნენ მხეცებივით. ეს იყო საშინელი ხოცვა-ჟლეტა. მილიცია ვერფერს გახდა.
«ილტა სანომატ» ფინური გაზეთი
* * *
თბილისში გამოიყენეს ძლიერი ქიმიური აგენტი, რომელიც მხოლოდ პირველ მსოფლიო ომში იქნა გამოყენებული. 1916 წ. ჯარისკაცებმა ხალხს პირდაპირ ცხვირში შეასხურეს «სი-ესით» ცნობილი გაზი. ოთხი ადგილზევე გარდაიცვალა, უმრავლესობა კი მოიწამლა ან ბარებით აჩეხეს. 543 გასინჯული პაციენტიდან 25 მძიმე მდგომარეობაშია. ამერიკელმა ექსპერტებმა ჩამოიტანეს ვიდეოფირი, ამ გაუგონარი დანაშაულის ამსახველი ფირი.
«ვაშინგტონ პოსტი», 26. 05. 89
* * *
მივდივარ და მიმყვება ქართველთა სითბო და სტუმართმოყვარეობის ნიჭი. თქვენმა ხალხმა დამატყვევა.
რობერტ ბარილსკი,
ფლორიდის უნივერსიტეტის დეკანი
* * *
ვულოცავთ მერაბ კალაძეს – ერთადერთ საბჭოთა ქირურგს, რომელიც შეიყვანეს მსოფლიოს რჩეულ დასტაქართა ელიტაში… აი, შევედით სიონში. დაღუპულ გმირ ქალებს სანთელი ავუნთე, სულში სიმშვიდის სული ჩამიდგა და მივხვდი: შემიყვარებიხართ, ქართველებო! კვლავ როდის გინახულებთ?
ნადი ჰაკიმი, ამერიკელი ქირურგი
* * *
რუს-ქართველთა მეგობრობას ბზარი გაავლეს 9 აპრილს… მთელმა ერმა უნდა აგოს პასუხი… – ერთი უმადური კალმოსნის – ასტაფიევის თევზაობის გამო. მე არაფერი ბრალი არ მიმიძღვის, მაგრამ მინდა დავიჩოქო, შენდობა გთხოვოთ იმ ურიცხვი რუსის სახელით, რომელნიც თქვენს უბედურებას საკუთარივით განიცდიდა.
რიმა კაზაკოვა, პოეტი (წერილი ვახტანგ ესვანჯიას)
* * *
ო, საქართველოვ! შენს ღრმა ჭრილობებს
პირი გაუხსნენს ტლანქმა მკვლელებმა…
ახალ მარტვილთა კუბოთა წყებას
გარს ცხელი ცრემლი ნისლად ევლება.
გლოვობს ქვეყანა, ქვითინებს მიწა,
თითქოს ქალაქი იქცა სამარედ,
და მოციმციმე სანთლების შუქი
ნეშტებს სუდარად გადავაფარეთ.
ვესელა ნესტეროვა,
ბულგარელი პოეტი, 1989 წ.
* * *
ლეგენდარულია საქართველო არა მარტო თავისი სტუმართმოყვარეობით: თქვენი ქალაქისა და ქვეყნის სილამაზე, თქვენი ხალხის სილამაზე, თქვენი მდიდარი ისტორია და კულტურული საგანძურები მიმზიდველია ყველა სტუმრისათვის. ყოველივე ეს ხდის თითოეულ მოგზაურობას აქ არა მარტო სასიამოვნოს, არამედ აგრეთვე, განმანათლებელს; და რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი – დაუვიწყარია.
ჯეკ მეტლოკი, ამერიკის ელჩი. «ნედელია», 1988
* * *
ილია ჭავჭავაძე ერთი მათგანი გახლავთ, რომლის პიროვნებაშიც ქართველი ერის ფენომენალური გენია მთელი სისავსით გამოვლინდა.
ოლეს გონჩარი
* * *
თქვენს ერს მარად აღტაცებით შესცქერის ყველა. დარჩით ასეთ ხალხად, რომელსაც შეუძლია ასწავლოს სხვას ცხოვრების წესი.
ტონინო გუერა
* * *
ჭეშმარიტად გულადი, ღონიერი, ტანად სპილოს მსგავსი, იშვიათი ვაჟკაცი, დევის ძალის მქონე იყო დიდი მოურავი, თანაც მჭევრმეტყველი, საზრიანი და ყოველ საქმეში ჭკვიანი, უძლეველი მეომარი.
მუსტაფა ნაიბი, თურქი ისტორიკოსი
* * *
ადამიანებს შორის ინგლისში არაა ისეთი გულთბილი და ახლო დამოკიდებულება, როგორც თქვენთან. ჩვენ ერთიმეორისგან განცალკევებით ვცხოვრობთ, საკუთარ თავსი ჩაკეტილები. პირადად მე თბილისში მეტი სითბი ვიგრზენი.
პროფ. სტ. ჯონსი
* * *
ჰაოსისა და ქართლოსის ძმობა უდავოა.
იპოლიტე რომაელი ( I I I ს.)
რომაელი მწერალი, იმოწმება ზორო ბალაიანი
* * *
ქართველი ერი, რიცხვით მცირე, ცივილიზაციით და სულით ძლიერია.
ალბერტ მალში, შვეიცარიელი მოღვაწე
* * *
კაცობრიობა ვერ განთავისუფლდება, თუ საქართველო არ განთავისუფლდა.
ედგარ მილო,
შვეიცარიელი მოღვაწე ( სიტყვა ჟენევაში, საქართველოს საზეიმო დღეს )
____________________________________________________________
დამატებები GeoLit-სგან
* * *
„ლამაზი ქალი გურჯისტანშია“
დავით სასუნცი
* * *
ეს ქართველური სალამი „გამარჯობა-გაგიმარჯოს“ იმდენსვე ეუბნება ადამიანს, რის თქმაც შეუძლიან თორმეტ ტომს ისტორიულის თხზულებისა.
ოლივერ უორდროპი
* * *
… როცა ქავშეთის ტაძარში
ვუმზერ სახეეებს წმინდას,
ლოცვა ღმერთისა კი არა,
მე გენიისა მინდა.
მიუწვდომელი ჩემთვის
შორსაც არის და ახლოც –
იგი მიწაზე დადის,
იგი თბილისში სახლობს.
ირინა სერგეევა
* * *
„პალმი უკვე მეორედ მთხოვს რედაქციაში მისვლას და განმარტებას იმისას, თუ რად შევისწავლე ასე კარგად ქართული და არ მოვისურვე რუსულის ცოდნა“
პატრიკ ო’ლირ, ირლანდიელი პოეტი
* * *
ქვეყნად ვერავინ გაუტოლდება ძლევამოსილ კოლხეთის მეფეს.
თუმცა შორს არის, თუ მოინდომა, ელადაშიაც წავა სალაშქროდ.
აპოლონიოს როდოსელი (დაახ. 295- დაახ. 215 ძვ.წ.)
ალექსანდრიელი პოეტი და მეცნიერი, შექმნა საგმირო პოემა «არგონავტიკა» ( 4 წიგნად ) სადაც ვრცლად აღწერა იასონის და სხვა ბერძენ გმირთა ლაშქრობა კოლხეთში, ოქროს საწმისის მოსაპოვებლად
* * *
ასეა, ასე, დედოფალო! ამგლიჯე დაფნა!
დალახვრე სპარსთა დიდება და დაამხე დაბლა!
მძლე მუშტით მოსპე ზვიად შაჰის უხეში ძალა,
რამაც გაქცია საქართველო გოდების ჭალად.
… აზიზი ხორცი ჩივის, მოსთქვამს ვაით და ვიშით,
სასტიკ წამების მოლოდინში წინ ხელებს იწვდის,
მტკიცე სული კი არად აგდებს საზარელ სიკვდილს,
ამხნევებს ხორცსა, რომ არ შედრკეს ჯალათთა შიშით.
ანდრეას გრიფიუსი (1616-1664) გერმანელი პოეტი და დრამატურგი,
«ქეთევან ქართველი» («კატარინა ფონ გეორგიინ»)
* * *
ქართველები კავკასიაში მუდამ პირველები იყვნენ თავიანთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ბრძოლის სულისკვეთებით… თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოს მეზობელ ხალხთა ურთიერთობებს, უსათუოდ დამეთანხმებით, რომ ქართველები, როგორც მეზობლები, ქვეყნად ერთ-ერთი საუკეთესონი არიან.
ლესია უკრაინკა (1871-1913)
უკრაინელი პოეტი, დრამატურგი. მრავალი წელი საქართველოში გაატარა, აქვე გარდაიცვალა (ძეგლი სურამში)
* * *
ყოველი ქართველი პოეტია, ხოლო ქართველი პოეტი – ორმაგ პოეტი.
ოვანეს თუმანიანი (1869-1923)
გამოჩენილი სომეხი პოეტი, პროზაიკოსი, მოღვაწე. აქვს არაერთი მოძღვნილი ნაწარმოებები: «შერიგება» (1893), «საქართველოს სული» (1919), «საქართველოს პოეტებს» (1919). შორს იდგა უნიათო ნაციონალისტებისაგან, რომელთაც შუღლი და სხვათა შექმნილი კულტურული ღირებულებების მითვისება ჰქონდათ მიზნად ქცეული. აღაშფოთებდა რაფის (მელიკ-აკოფიანის) და სხვათა ღვარძლიანი ანტიქართული გამოხდომები.
* * *
სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, მამაცნო! თუ სარწმუნოებისათვის თავდაუზოგავად არ ვეკვეთებით მტერს, სულ ერთია, დავიღუპებით, იმგვარად შერცხვენილნი, რომ ჩვენი ხსოვნაც აღარ დარჩება… როგორღა შევძლებთ კვლავ გაერთიანებას, თუ ურჯულონი დაგვიმონებენ? შიში უკუვაგდოთ, გაიმსჭვალენით სიმამაცით! მეც მოვდივარ თქვენთან ერთად, დავივიწყებ ქალურ სისუსტეს, აღვივსები მამაკაცური ძალით, შევიმოსები აბჯრით, თავზე მუზარადს დავიხურავ, ხმალს შემოვირტყამ და ხელში შუბს ავიღებ, წინ გაგიძღვებით და ერთად ვიბრძოლებთ (სიტყვა რუმის სულთან რუქნადინთან შებმის წინ).
«დინარა», რუსული ლიტერატურული ძეგლი ( XVI ს.) – ლაპარაკია თამარზე.
* * *
სიყვარულის გრძნობაა, რითაც იზომება სიდიადე ერისა. რაც უფრო დიდია ძალა სიყვარულისა, რომელიც ერმა ჩადო თავის მგოსნის სულში, მით უმეტეს კეთილშობილია, მით უფრო ამაღლებულია ხალხი. ქართველნი ცოტანი არიან, მაგრამ რუსთაველის მოცემით შეიქნენ დიდებულ ერად.
კ. ბალმონტი
* * *
თქვენ, ვინც აქ ჩემგან იავარქმნილ ქვეყანას ხედავთ,
გული გელევათ, შიშით იგლოვთ დაღუპულ მხედართ,
… გწამდეთ, ეგ თქვენი ტანჯვა გულში მესობა ისრად;
უღელი, თქვენ რომ ეზიდებით, მეც მაწევს კისრად.
შოლტით რომ გცემენ, მეც მეხვევა სიმწრის ღვედებად,
და რაც თქვენს გულებს სერავს, მეც ის ცეცხლად მედება.
მტრად მიმიჩნიეთ! გაქვთ უფლება მიწოდოთ მტერი!
მე ვანთებ იმ ცეცხლს, რითაც უნდა იწვოდეს ერი!
მე ხომ ტირანი პატივსა მცემს, სპარსულად ვიცვამ,
მაგრამ გულით კვლავ ქართველი ვარ, ქრისტესა ვფიცავ!
მე აქ ვშობილვარ, აქ დაირწა ჩემი აკვანი,
ამ მიწაზეა ახლაც ჩემი ტანჯვის საკანი,
მასვე ჩაბარდეს, თქვენდა შვებად და გასახარად,
მონის კი არა, თავისუფალ კაცის ჭაღარა!
… თავისუფლება ან სიკვდილი! ვიხსნათ ძლეული!
რას ქვიან შიში? ის საათი იყოს წყეული,
როცა მტარვალმა ბრძანა, შევკრა ქალი და ბავშვი,
მთლად საქართველო გავირეკო შავ ისპაჰანში!
… ნუღარ გაქვთ შიში ამ ფარ-ხმალში ჩამჯდართა რიცხვის!
უზენაესმა, ვინც მოკვდავთა თავზე თმას ითვლის,
თქვენს სუსტ მოურავს დასცეს მეხი წყრომის და რისხვის,
თუ თავის მამულს და თქვენ, ძმებო, მოგექცეთ ასე,
თუ თქვენთვის ცეცხლი არ დაინთოს ჭაღარა თავზე!
დიდი მოურავი, სიტყვა მარტყოფის ველზე
ანდრეას გრიფიუსი «ქეთევან ქართველი»
* * *
… ვერც შენ გტოვებ, მეგობარო, მე ცოდვილი…
ისრაელი ჩემი დედა სამშობლოა,
საქართველო – სულზე ტკბილი დედობილი!
მე ივერთა წირ-ვარამი ჩემად მიჩანს,
ჩვენი ძმობა ფიც ვერცხლშია მოციქული…
სიონის და სინაგოგის მრევლთა შორის
მშვიდობა და შალომია მოციქული.
ორი ენა მომცა მამაზეციერმა,
ორთავ ღვთიურ საიდუმლოდ შერაცხული:
სასიმღეროდ უტკბილესი ქართული მაქვს,
სალოცავად – სათაყვანო ებრაული.
« ქართველი ებრაელის სიმღერა»
* * *
ებრაელობა თავის სამშობლოს – საქართველოს კი არ გაქცევია, ის თავის სამშობლოში – ისრაელში წავიდა, თან კი წაიყოლია საქართველოს უზომო სიყვარული და მადლიერება. ეს იმ ტრადიციით აიხსნება, რაც ქართველთა და ებრაელთა 2600 წლოვანი მშვიდობიანი თანაარსებობით ჩამოყალიბდა და დღისდღეობით თანამოძმეობის იდეალური მაგალითია საერთაშორისო მასშტაბით.
აბრაჰიმ ნირი, ისრაელი, დეპარტამენტის პრეზიდენტი
* * *
„მთაწმინდაზე ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის საფლავებს მოვინახულებდი ხოლმე. ილიასა და აკაკის ლირიზმმა და ცრელნარევმა სიცილმა განსაკუთრებული სიღრმე მიანიჭეს ახალ ქართულ მწერლობას და ამ მწერლობის ტაძარი კლასიკური სიცხადის სუფთა და თანაც მძაფრი ჰაერით აავსეს.მერე მთაწმინდა ქართულ ნეკროპოლად იქცა. ამ წმინდა მიწას ახლახან მიაბარეს საოცრად უფაქიზესი სულისა და მაღალი გონების ჩვენი თანამედროვე პოეტი გალაქტიონ ტაბიძე“.
კონსტანტინე პაუსტოვსკი
ცნობილი რუსი მწერალი
* * *
თამარი შთამაგონებელი სახე იყო მაშრიყ-მაღრიბის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მწერალთა, ისტორიკოსთა, მეფეთა და სარდალთა ნიჭისა და მჭევრმეტყველების გამოსავნელად. თურქ-სელჯუქთა სულთნებს თამარის უფრო ეშინოდათ, ვიდრე მრისხანე აღმოსავლეთი მბრძანებლებისა. «პოლიტიკის წარმატებამ თამარი აქცია ყველაზე უფრო პოპულარულ პიროვნებად ისტორიასა და ლეგენდებში. მისი სილამაზე აღაფრთოვანებდა ქვეშევრდომებს, მხედართმთავრებს გამარჯვებისკენ გზას უნათებდა».
მარიუს კანარი, ფრანგი ორიენტალისტი
* * *
…ვიცი, რუსად რომ არ ვშობილიყავ,
ქართველ კაცობას ვარჩევდი ქვეყნად!..
ევგენი ევტუშენკო

მასალა გამოყენებულია ა. გელოვანის წიგნიდან «სიბრძნის სიმფონია»

Caucasian Race according to Johann Friedrich Blumenbach


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий