ბოლო რამდენიმე წელია, ერთობ მოდური გახდა ეგრეთ წოდებული IQ ტესტები, რომელთა საშუალებითაც თითქოსდა შესაძლებელია ადამიანის ინტელექტუალური დონის შეფასება. ინტერნეტში - რომელიც სადღეისოდ ასე ხელმისაწვდომი გახდა - მსურველები უამრავ ასეთ ტესტს პოულობენ და თავგამოდებით ავსებენ მათ, მერე კი ნაცნობ-მეგობრებში თავს იწონებენ მაღალი ქულებით.
სინამდვილეში ბევრმა ისიც კი არ იცის ზუსტად, რას წარმოადგენს IQ, როგორ განისაზღვრება იგი, შეესაბამება თუ არა ინტერნეტში ნაპოვნი ესა თუ ის ტესტი სტანდარტულ, ნამდვილ ტესტებს და სხვა. ვეცდებით, მეტ-ნაკლებად დავაკმაყოფილოთ მკითხველთა ინტერესი.

ინტელექტის კოეფიციენტი - IQ (ინგლის. IQ - Intelligence Quotient; იკითხება როგორც "აი ქიუ") ადამიანის ინტელექტის დონის რაოდენობრივი შეფასებაა და აღნიშნავს ინდივიდის ინტელექტის დონის შეფარდებას იმავე ასაკის საშუალოსტატისტიკური ადამიანის ინტელექტის დონესთან. იქ ითვალისწინებს ლოგიკურ აზროვნებას, დასახული მიზნის მიღწევისა და დასაბუთებული მსჯელობის უნარს, თვითკრიტიკას. 0-დან 19-მდე IQ გონებაჩლუნგობას მოწმობს, 20-36 ერთეული - აზროვნების უკმარობას, 69-85 ერთეული - ნორმასთან ახლოა, 86-114 - ნორმაა, 115-124 ერთეული - ნორმაზე მეტია, 125-134 ერთეული - ინტელექტის მაღალი დონეა, 135 ერთეულზე მეტის მფლობელები კი გენიოსები არიან. იქ სპეციალური ტესტების საშუალებით განისაზღვრება. IQ ტესტები აზროვნებაზეა გათვლილი და არა ცოდნის დონეზე (ერუდიციაზე). ერთი სიტყვით, ინტელექტის კოეფიციენტი საერთო ინტელექტუალური ფაქტორის შეფასების მცდელობაა.
ისტორია
პირველი ინტელექტუალური ტესტები მე-7 საუკუნეში ჩინეთში გაჩნდა. მათი საშუალებით ამოწმებდნენ ჩინოვნიკთა შესაძლებლობებს. მე-20 საუკუნის დასაწყისში ადამიანის აზროვნების შესაძლებლობათა "გასაზომი" მეთოდის ძებნა საფრანგეთშიც დაიწყო. 1905 წელს ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფრანგული ლაბორატორიის დამაარსებელმა დოქტორმა ალფრედ ბინემ და პარიზის პედაგოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თეოდორ სიმონმა შექმნეს პირველი პრაქტიკული ტესტი ინტელექტუალური დონის შესამოწმებლად. ეს ტესტი იმ ბავშვების განსათესად იყო განკუთვნილი, რომლებიც გონებრივი განვითარებით ვერ ეწეოდნენ თანატოლებს და განსაკუთრებული პროგრამით სჭირდებოდათ სწავლა. ბინეს იდეებმა განვითარება პოვა გერმანელი ფსიქოლოგისა და ფილოსოფოსის უილიამ შტერნის ნაშრომებში. სწორედ ამ უკანასკნელმა შემოიღო 1912 წელს ინტელექტის კოეფიციენტის ცნება. შტერნის მიხედვით ინტელექტის კოეფიციენტს ზომავდნენ ფორმულით: (გონებრივი ასაკი/ფიზიკურ ასაკზე)X100. იქ პირველად 1916 წელს იქნა გამოყენებული სტენფორდ-ბინეს ინტელექტის სკალაში. აშშ-ში ინტელექტის ტესტების გამოყენება 1917 წელს დაიწყეს, როდესაც ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო. ფსიქოლოგ ლუის ტერმენის მიერ ადაპტირებული იქ-ტესტებით განისაზღვრებოდა არმიაში შესულ ახალწვეულთა გონებრივი განვითარება. მალე ტესტები მეტად პოპულარული გახდა. მათი გამოყენება დაიწყეს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - სამუშაოზე მიღების დროსაც (რაც დღეს კანონმდებლობით არის აკრძალული). 1940 წელს ფსიქოლოგმა დევიდ ვექსლერმა შექმნა ზრდასრულთა ტესტირების შედარებით უფრო მრავალმხრივი და ზუსტი მეთოდიკა, რომელიც ასაკზე კი არ ორიენტირდებოდა, არამედ პოპულაციაში ინტელექტუალური შესაძლებლობების ნორმალურ განაწილებაზე. შედეგად ამ მეთოდიკის გამოყენება ბავშვებშიც გახდა შესაძლებელი. სწორედ ამ მეთოდიკებზეა დამყარებული ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტის განმსაზღვრელი თანამედროვე სტანდარტული ტესტები. ბოლო ხანს იქ ტესტებისადმი ინტერესი საკმაოდ გაიზარდა, რის გამოც გაჩნდა უამრავი უსაფუძვლო სკალა, ამიტომ სხვადასხვა ტესტის შედეგების შედარება მეტად რთულია და თავად იქ-ს ქულებმა ინფორმაციული ფასეულობა დაკარგა.
ტესტები
ყოველი ტესტი შედგება მრავალი სხვადასხვა დავალებისგან, რომლებიც თანდათანობით რთულდება. ლოგიკურთან ერთად აქ გვხვდება ისეთი დავალებებიც, რომელთა შესრულება ფართო თვალსაწიერის ქონას მოითხოვს და სხვა ტიპის დავალებებიც. ტესტის შედეგების მიხედვით გამოითვლება იქ. შემჩნეულია, რომ ტესტის რაც უფრო მეტ ვარიანტს გაივლის გამოსაცდელი, მით უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებს ის. შედარებით ცნობილ ტესტად აიზენკის ტესტი მიიჩნევა, უფრო ზუსტ ტესტებად კი - დ. ვექსლერის, ჯ. რავენის, რ. ამტჰაუერისა და რ. ბ. კეტელის ტესტები. სადღეისოდ იქ ტესტების ერთიანი სტანდარტი არ არსებობს. ტესტები დაყოფილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და აჩვენებს ადამიანის განვითარებას ასაკის შესაბამისად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 10 წლის ბავშვს და უნივერსიტეტდამთავრებულს შეიძლება ერთნაირი იქ ჰქონდეთ, იმიტომ, რომ თითოეული მათგანის განვითარება მათსავე ასაკობრივ ჯგუფს შეესაბამება. აიზენკის ტესტი დამუშავებულია მოზრდილთა ჯგუფისთვის (18 წლიდან ზემოთ) და იქ-ს მაქსიმალურ 180-ქულიან დონეს მოიცავს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ ტესტების უმრავლესობა, რომელთა პოვნაც ინტერნეტის ქსელშია შესაძლებელი და რომლებსაც იქ-ს გაზომვის პრეტენზია აქვს, არაკომპეტენტური ორგანიზაციებისა და პირების მიერ არის დამუშავებული და ჩვეულებრივზე მაღალ შედეგებს აჩვენებს. ყველა კვლევა, რომელიც ადასტურებს იქ-სა და ინტელექტის კავშირს, განსაზღვრავს დავალებების ამოხსნის საერთო შესაძლებლობებს, აკადემიურ და პროფესიონალურ პოტენციალს, მხოლოდ პროფესიონალური იქ ტესტების შედეგებს უნდა ეყრდნობოდეს, მაგალითად, ვექსლერისა და სხვათა ტესტებს.
რა ახდენს გავლენას იქ-ზე
გამოკვლევების თანახმად, ადამიანის ინტელექტუალური კოეფიციენტის დონეზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას - გენები და მემკვიდრეობა, გარემო პირობები, ძუძუთი გახანგრძლივებული კვება, ჯანმრთელობა და ჯანმრთელი საკვები, ასაკი, სოციალური მემკვიდრეობა, მშობლების კეთილდღეობა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, დემოკრატიის ხარისხი... რასას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა იქ-ს ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი მსოფლიოში იაპონელებს აქვთ - 111 ერთეული. იაპონელთა 10%-ის იქ 130 ერთეულზე მეტია. რაც შეეხება სქესს, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ინტელექტის დონე მამაკაცებსა და ქალებში საერთო ჯამში ერთნაირია. ამასთანავე, მამაკაცებში უფრო მეტია განსხვავება, ანუ მათ შორის ბევრია როგორც ძალიან ჭკვიანი, ასევე ძალიან გონებაშეზღუდულიც. გარდა ამისა, მამაკაცებსა და ქალებს შორის შეინიშნება გარკვეული სხვაობა ინტელექტის სხვადასხვა მხარის გამოხატვის კუთხით. ხუთ წლამდე ეს სხვაობა არ არსებობს, ხუთი წლიდან კი ბიჭუნები სივრცითი ინტელექტით და მანიპულირების შესაძლებლობით გოგონებს უსწრებენ, სამაგიეროდ, გოგონები ბიჭუნებს ვერბალური შესაძლებლობებით იტოვებენ უკან. რა თქმა უნდა, იქ-ს დონეზე გავლენას ახდენს ბავშვის განსავითარებელი სისტემატური გაკვეთილები და სპეციალურად დამუშავებული თამაშები. ამ უკანასკნელთა მთავარი ფასეულობა ის არის, რომ ისინი მხოლოდ ანალიტიკურ აზროვნებასა და ლოგიკას კი არ ავითარებენ, არამედ, ამავე დროს, ასტიმულირებენ გარე სამყაროს შეცნობის ინტერესს, ხელს უწყობენ ყურადღების კონცენტრაციის ჩამოყალიბებას, ავითარებენ დაკვირვებისა და მიზნისაკენ სწრაფვის უნარს, საშუალებას გვაძლევენ, აღმოვაჩინოთ და უფრო სრულყოფილი გავხადოთ შემოქმედებითი შესაძლებლობები. გარდა ამისა ბავშვებს თამაშის ფორმით მიწოდებული მრავალი სასარგებლო რჩევა და პრაქტიკული ჩვევები უფრო მეტად ამახსოვრდებათ.
IQ-ს კრიტიკა
სინამდვილეში, როგორც მეცნიერთა უმრავლესობა აღნიშნავს, IQ-ტესტების მაღალ შედეგებსა და იმას შორისაც, რასაც ჩვენ ადამიანურ გონებას ვეძახით, კავშირი არცთუ სარწმუნოა. ტესტები, რომელთა ამოსახსნელად განსაზღვრული დროა გამოყოფილი, უპირველეს ყოვლისა, გამოსაცდელის აზროვნების სისწრაფისა და იმ უნარის დემონსტრირებას ახდენს, თუ როგორ შეძლებს ის სტანდარტულ ამოცანებზე სტანდარტული პასუხების მოძებნას. ინტელექტუალურ კოეფიციენტს ხშირად "გონებრივ პოტენციალსაც" უწოდებენ - ტესტების შედეგები ხომ იმას აჩვენებს, რა ძალუძს გამოსაცდელს და არა იმას, ახდენს თუ არა ადამიანი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. იქ-ტესტირება არავითარ წარმოდგენას არ იძლევა ინტუიციაზე, დაკვირვებულობაზე, შემოქმედებით შესაძლებლობებზე, ერუდიციაზე. სტატისტიკის მიხედვით, ბევრია ისეთი მოსწავლე, რომელიც, იქ-ს მაღალი მონაცემების მიუხედავად სკოლას საშუალო ან საშუალოზე დაბალი მოსწრებით ამთავრებს - ინტელექტის გარდა ხომ წარმატების მისაღწევად ისეთი პიროვნული თვისებებიცაა საჭირო, როგორებიცაა მიზანსწრაფულობა, მიღებული მასალის ათვისება და სიჯიუტეც კი. სხვათა შორის, ზოგიერთი ცნობილი თანამედროვე მეცნიერის იქ უცნობია. ცნობილმა ფიზიკოსმა და მეცნიერების პოპულარიზატორმა სტივენ ჰოკინგმა, რომელიც თანამედროვე ფიზიკის გენიოსად მიიჩნევა, უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე საკუთარი იქ-ს შესახებ და იქვე დაამატა, რომ "ყველა, ვისაც საკუთარი იქ-თი მოაქვს თავი, ხელმოცარული, უიღბლო ადამიანია". მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს იქ-ტესტების დახმარებით ინტელექტუალური შესაძლებლობების შეფასება სულ უფრო მეტად იწვევს ეჭვს, მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტის ქონა მაინც ერთგვარი სიამაყის მომგვრელია. ზემაღალი ინტელექტის მფლობელები კლუბებში ერთიანდებიან, სადაც მხოლოდ იმ ადამიანებს იღებენ, რომელთა იქ-ც საშუალოზე მაღალია. ყველაზე ძველ და ცნობილ კლუბად "მენსა" (ლათ. "მაგიდა") ითვლება, რომელიც 1946 წელს დაარსდა ინგლისში. ამ კლუბის წევრები ხდებიან ის ინტელექტუალები, რომლებმაც იქ-ტესტში ადამიანთა 98%-ზე უკეთესი შედეგი აჩვენეს - ტესტირების მეთოდებიდან გამომდინარე, მინიმალურ "გამსვლელ" ქულებად 132-148 ერთეული ითვლება, ხოლო "მენსას" ზოგიერთ ნაციონალურ ქვეგანყოფილებაში ახალ წევრებს ძირითადთან ერთად საკუთარ ტესტებსაც ავსებინებენ. კლუბ "მენსას" ცნობილი წევრები იყვნენ და არიან: ფანტასტი აიზეკ აზიმოვი, მსახიობი ჯინა დევისი, რეჟისორი კვენტინ ტარანტინო და სხვები.
ჭკვიანთა შორის უჭკვიანესები
გენიოსები თავიანთი შესაძლებლობებით ყოველთვის აოცებდნენ რიგით ადამიანებს, ხოლო გენიოსი ბავშვები მათ განცვიფრებასა და აღტაცებას იწვევდნენ და მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ ვუნდერკინდებისგან საბოლოოდ აღარაფერი რჩება, მრავალი მათგანი ზრდასრულ ასაკშიც ამჟღავნებს გენიალურობას. სპეციალისტებმა წარსულის დიდი ადამიანების მიახლოებითი იქ გამოთვალეს: გოეთე - 200 ერთეული, ნიუტონი და ვოლტერი - 190, გალილეო გალილეი - 185, ლეონარდო და ვინჩი - 150 ერთეული, ბახი და დარვინი - 140, კოპერნიკი - 130. დელფი-მ კი შეადგინა იმ ადამიანთა სია, რომელთა გონებრივი მონაცემები და იქ-ს დონე უმრავლესობისგან მკვეთრად განსხვავდება:

1. მერილინ ვოს სავანტი (დაბ. 1946 წ.) - ამერიკელი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი. მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი იქ-ს მქონე ადამიანი. სხვადასხვა ტესტის მიხედვით, მერილინის ინტელექტის კოეფიციენტი 167+, 186, 218, 228 და 230-ა. მას იქ-ს კოეფიციენტი 228 ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში ჰქონდა და სწორედ ეს მონაცემია აღრიცხული გინესის წიგნში.
2. კიმ პიკი (1951-2009 წ.წ.) - ამერიკელი სავანტი (ფრანგ. სავანტი - მეცნიერი, ბრძენი; გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანი, რომელიც ერთ ან რამდენიმე სფეროში ექსტრაორდინარულ, გენიალურ შესაძლებლობებს ამჟღავნებს), რომელიც ფენომენალური მეხსიერებით იყო ცნობილი. ის წაკითხული ინფორმაციის 98%-ს იმახსოვრებდა, რის გამოც მეტსახელად "კიმპიუტერს" ეძახდნენ. სწორედ კიმ პიკი გახლდათ ფილმ "წვიმის კაცის" მთავარი გმირის პროტოტიპი. წიგნის ერთი განშლის (ორი გვერდის) წასაკითხად მას 8-10 წამი ჰყოფნიდა. ამასთან, მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორ მდებარეობდა ტექსტი მის მიმართ. სიცოცხლის მიწურულს ის მეხსიერებაში ინახავდა დაახლოებით 12 ათას წიგნში ამოკითხულ მასალას, ხოლო მას შემდეგ, რაც ფორტეპიანოზე დაკვრა შეისწავლა, ცნობილი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს, ზოგჯერ კი მთელ პარტიებს მეხსიერებით აწყობდა და უკრავდა.
3. დენიელ ტამეტი (დაიბ. 1979 წ.) - ბრიტანელი განსაკუთრებული უნარის მქონე სავანტი. შეუძლია გონებაში აწარმოოს რთული მათემატიკური გამოთვლები ასნიშნა რიცხვებით, ერთ კვირაში შეისწავლოს ნებისმიერი უცხო ენა. ამჟამად იცის 11 ენა. ზეპირად დაასახელა 22514 ციფრი, რომელიც რიცხვ პი-ში მძიმის შემდეგ მოდის.
4. ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წლები) - ამ გერმანელ ფიზიკოსს არაერთხელ უწოდეს "გენიალური ტვინი", ხოლო მისი სახელი კაცობრიობის არსებობის მანძილზე 10 ყველაზე ჭკვიანი ადამიანის ნუსხაშიც მოიხსენიებოდა. ყველაზე მეტად ცნობილია როგორც ფარდობითობის თეორიის ავტორი. საერთო ჯამში, აინშტაინს ფიზიკაში 300 მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს შექმნილი.
5. არნან ფერნანდესი (დაიბ. 1995 წ.) - ინგლისელი ვუნდერკინდი. კემბრიჯის უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი. საშუალო განათლების ატესტატი 5 წლისამ მიიღო. ის ღია ეთერში გაეჯიბრა მათემატიკის ცნობილ პოპულარიზატორს ჯონ ბოლს დიდი მთელი რიცხვებიდან მეხუთე ხარისხის ფესვის ზეპირად ამოღებაში და მოუგო კიდეც.
6. უილიამ ჯეიმს სიდისი (1898-1944 წ.წ.) - ამერიკელი ვუნდერკინდი, რომელსაც უნიკალური მათემატიკური და ლინგვისტური უნარები ჰქონდა. სიდისმა დაახლოებით 40 ენა იცოდა. მან წერა ერთი წლის ასაკში ისწავლა, ოთხი წლისა ჰომეროსს დედანში კითხულობდა, 4-დან 8 წლამდე 4 წიგნი დაწერა, მათ შორის - ერთი მონოგრაფია ანატომიაში, და 16 წლისამ წარმატებით დაათავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი.
7. კიმ უნგ-იონგი (დაიბ. 1962 წ.) - კორეელი გენიოსი. ისიც, როგორც ყველაზე მაღალი იქ-ს (210) პატრონი, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. 4 წლის ასაკში ბიჭუნა უკვე კითხულობდა იაპონურ, კორეულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე, 3-დან 6 წლამდე ჰანყანგ-ის უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდათ, ხოლო 7 წლის ასაკში ნასა-ში მიიწვიეს სამუშაოდ. 90-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, ამჟამად კორეის უნივერსიტეტში მუშაობს.
8. გრეგორი სმიტი (დაიბ. 1990 წ.) - კითხვა 2 წლის ასაკში ისწავლა, 10 წლისამ უნივერსიტეტში ჩააბარა. 4-ჯერ იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მიიღო. 14 თვისა ხსნიდა მათემატიკურ ამოცანებს, 2 წლისამ უფროსებზე უკეთ იცოდა გრამატიკა, 5 წლის ასაკში ბაღში ფოტოსინთეზს უხსნიდა მეგობრებს. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ის არა მარტო ზუსტ მეცნიერებებს ეუფლებოდა, არამედ მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა როგორც ბავშვთა უფლებების დამცველი აქტივისტი. პირისპირ შეხვდა მიხეილ გორბაჩოვსა და ბილ კლინტონს, გაეროს ერთ-ერთ სხდომაზე სიტყვის წარმოთქმის უფლებაც კი მიიღო და უფროსებს ბავშვთა უფლებების დაცვაზე ესაუბრა.
9. აკრიტ იასვალი (დაიბ. 1993 წ.) - ინდოეთის ყველაზე ჭკვიანი ადამიანი. მისი იქ 146-ს აღწევს. 2000 წელს შემთხვევით გააკეთა თავისი პირველი "ქირურგიული" ოპერაცია - სპეციალური ცოდნის არქონის მიუხედავად, მეზობლის გოგონას, რომელსაც დამწვრობის გამო არ შეეძლო მუშტის გაშლა, თითების მოძრაობის საშუალება დაუბრუნა. ახლა ის ინდოეთში ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი მედიკოსია.
10. მაიკლ ევინ კირნი (დაიბ. 1984 წ.) ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტდამთავრებულია - მან 10 წლის ასაკში არქეოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 17 წლიდან ასწავლის უნივერსიტეტში. მაიკლი მსოფლიომ გაიცნო თამაშ გოლდ რუსჰ-ში გამარჯვების შემდეგ, რომელშიც მან მილიონი დოლარი მოიგო.

დაბოლოს, სანამ ჭკვიანთა შორის უჭკვიანესის, მერილინ სავანტის მიერ დამუშავებულ ინტელექტუალურ-იუმორისტულ ტესტს შემოგთავაზებდეთ, გაგაცნობთ ამონარიდს ერთ-ერთი ინტერვიუდან, სადაც ის პასუხობს კითხვაზე, რა არის ჭკუა: "ჭკუის არსი - ოჯახური, რელიგიური, სოციალური და სხვა წინასწარი რწმენებისაგან დამოუკიდებლად ჭეშმარიტების ძიების შესაძლებლობაა. ამისთვის სიმამაცე და ემოციური სტაბილურობაა საჭირო. მე გენიოსად, ინტელექტუალად მიმიჩნევენ იმიტომ, რომ მოვლენებს ცივი, ობიექტური, ყინულოვანი მზერით ვაფასებ. ფერწერა, სკულპტურა და სხვა ვიზუალური ხელოვნებები - ეს შემოქმედება კი არა, მხოლოდ ემოციების გამოხატვაა, რომელსაც ინტელექტთან არაფერი აქვს საერთო. დისციპლინები, რომლებიც ობიექტურად არის დაკავშირებული ინტელექტთან - ეს მათემატიკა და ბირთვული ფიზიკაა". ახლა კი დაპირებული ტესტიც, რომლის შევსებაც თავიდან, კითხვებით დაიწყეთ და თვალი პასუხებისკენ არ გაგეპაროთ. განურჩევლად შედეგისა (ჩვენ განზრახ მხოლოდ კითხვების პასუხები დავწერეთ), დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ, ჩვენი მკითხველნი, ყველაზე, ყველაზე ჭკვიანნი ბრძანდებით; უბრალოდ, ხანდახან ყურადღების მოკრება გიჭირთ, თორემ სხვა მხრივ ყველაფერი რიგზე გაქვთ. წარმატებას გისურვებთ!
1. აღნიშნავენ (ყურადღება მიაქციეთ, რომ სიტყვაში "აღნიშნავენ" არ იგულისხმება ზეიმი) თუ არა ინგლისში 23 თებერვალს?
2. რამდენი დაბადების დღე აქვს საშუალოსტატისტიკურ ადამიანს?
3. ზოგიერთ თვეში 31 დღეა, ზოგიერთში - 30. რამდენ თვეშია 28 დღე?
4. რატომ არ შეიძლება ამერიკაში მცხოვრები ადამიანის საფრანგეთში დასაფლავება?
5. შეიძლება თუ არა, მამაკაცი, რომელიც ათენში ცხოვრობს, დაქორწინდეს საკუთარი ქვრივის დაზე, თუ ეს უკანასკნელი ანდორაში ცხოვრობს?
6. რა რიცხვს მიიღებთ, თუ 30-ს გაყოფთ 1/2-ზე და დაუმატებთ 10-ს?
7. მამაკაცმა ააგო სამკუთხა სახლი, რომლის ყველა გვერდი სამხრეთისკენ იყურება. სახლს გვერდით დიდმა დათვმა ჩაუარა. რა ფერისაა დათვი?
8. გაქვთ სამი ვაშლი. აიღეთ ორი. ახლა რამდენი ვაშლი გაქვთ?
9. გაქვთ ასანთის ერთადერთი ღერი და შედიხართ ბნელ ოთახში, სადაც არის ზეთის ლამპა, ნავთის ლამპა და ბუხარში შეწყობილი შეშის ნაფოტები. რას აანთებთ პირველად?
10. რამდენად შორს შეუძლია ძაღლს ტყეში შევარდნა?
11. რამდენი ცხოველი აიყვანა მოსემ თავის კიდობანში?
12. რა გვარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტს 1950 წელს?
13. ვინი პუჰი ტახია თუ ღორი?

პახუხები: დიახ; ერთი; თორმეტი; იმიტომ, რომ ცოცხალია; არა. ის ცოცხალია და მისი ქვრივი არ არსებობს; 70; სახლი ჩრდილოეთ პოლუსზე დგას - დათვი თეთრი ფერისაა; ორი; ასანთს; ძაღლი ტყის შუაგულამდე შევარდება, მერე ის ტყიდან გამორბის; არც ერთი - ცხოველები კიდობანში ნოემ შეიყვანა; იგივე, რაც ახლა აქვს; არც ერთი და არც მეორე - ის დათვია.
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий