სახელწოდება „ახალი ათეიზმი“ -დაერქვა მოძრაობას, რომლის გამორჩეულ წარმომადგენლებად „ოთხი რაინდი“ ბიოლოგი რიჩარდ დოვკინსი , ფილოსოფოსი დენიელ დენეტი, ნეიროფიზიოლოგი სემ ჰარისი და აწ გარდაცვლილი პუბლიცისტი ქრისტოფერ ჰიტჩენსი გვევლინებიან. ყველა ამ ავტორს აერთიანებს რწმენა იმისა, რომ რელიგია არა მხოლოდ სიცრუეა, არამედ ლამის ყველა ადამიანური ბოროტების და უბედურების პირველწყარო; პრინციპში აქ ახალი არაფერია ყველაფერ ამას გვასწავლიდნენ და გვავალებდნენ ჯერ კიდევ საბჭოეთის სკოლებში. რელიგია „სამყაროში სიძულვილის უდიდესი წყარო“, „ყველაფერი ცუდის საძირკველი“, „საშიში და უკანონო რწმენა“, რომელიც „თვით ადამიანის არსებობას ემუქრება“. ამ მხრივ „ახალი ათეისტები“ სხვა იდეოლოგიურ ჯგუფებს გვანან, რომლებმაც ბოლოს და ბოლოს აღმოაჩინეს, რომ ყველა უბედურების მიზეზი: ლაპარაკია ტერორიზმზე, ეთნიკურ კონფლიქტებზე, ომებზე, სიღარიბეზე, ვანდალიზმზე, გარემოს დაბინძურებაზე, თუ ონკანში წყლის შეწყვეტაზე-წინასწარ ვიცით (ყველაფერში რელიგიაა დამნაშავე) და ამის წამალია (რელიგიისგან თავის დახსნა)
რას გვთავაზობენ პოზიტიური პროგრამის სახით? გონებას, დაყვანილს მეცნიერულ დონეზე გვჯეროდეს რეალობის მხოლოდ იმ მტკიცებულების, რომლის მეცნიერულად დასაბუთებაც შეიძლება. (ამ ფილოსოფიურ პოზიციას სცენტიციზმი ეწოდება) და ნატურალიზმი-მსოფლმედხელობა, რომელსაც ერთ-ერთი „ახალი ათეისტი“, ამერიკელი ფიზიკოსი ვიქტორ შტენგერი ასე აყალიბებს: „შეხედულება,რომ ყველაფერი მატერიაა და სხვა არაფერი“. ბევრი ჩვენგანი, რომლებიც საბჭოთა „მეცნიერულ ათეიზმს“ მოესწრნენ, მიჩვეულები არიან ამ მტკიცებულებას „მატერიალიზმი“ უწოდონ. („ნატურალისტები“ მაშინ ბუნებისმოყვარულებს ერქვათ), მაგრამ საუბარი ერთი და იგივეზე არ არის, ასე რომ შემდეგში სიტყვებს-„მატერიალიზმი“ და „ნატურალიზმი“ ერთი და იგივე მსოფლმხედველობის აღსანიშნავად გამოვიყენებთ.
შტენგერისა და მის თანამებრძოლების აზრით, ნატურალიზმი-„საკმარისია ყველაფერი იმის ასახსნელად, რასაც ჩვენ სამყაროში ვხედავთ, შორეული გალაქტიკებიდან დაწყებული ტვინის შიდა სამუშაოთი დამთავრებული, რომელიც ცნობიერების ფენომენში ვლინდება“.
ყველა ათეისტი თანახმა არ არის...
რითი პასუხობენ ამ თავდასხმებს ქრისტიანები? ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მაგარამ დავიწყოთ იმ წინააღმდეგობებით, რასაც „ახალი ათეიზმი“ ხვდება... ათეისტებთან.
აუცილებელი არაა იყო მორწმუნე, რომ დაინახო ამ მოძრაობის თვალშისაცემი დეფექტები. მაგ. მაიკლ რუზი, ცნობილი ფილოსოფოს-ათეისტი წერს: „ ირველი-მიუხედავად იმისა, რომ არა ვარ მორწმუნე, არ ვთვლი (განსხვავებით „ახალი ათეისტებისაგან“), რომ რელიგია-აუცილებლად ბოროტი და დამღუპველია. ამის მტკიცება სრული სისულელეა. სწორედ რელიგია იყო სულისჩამდგმელი იმ ბრძოლისა, რომელსაც ქრისტიანები მონობის წინააღმდეგ ანხორციელებდნენ. რაღა თქმა უნდა რელიგიის სახელით ბევრი სიბოროტეც კეთდებოდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ადამიანურ კონფლიქტებში რელიგია არ არის ერთადერთი და ძირითადი მიზეზი.მეორე-„ახალი ათეისტებისგან“ განსხვავებით მე ვთვლი, რომ აუცილებელია საგნის შესწავლა და დოვკინსის წიგნი“ღმერთი, როგორც ილუზია“,მაიძულებს მრცხვენოდეს, რომ მეც ათეისტი ვარ. დოვკინსი თავს არ იწუხებს გაერკვეს ქრისტიანების არგუმენტებში, რომლებსაც ის ხელაღებით დასცინის. მესამე-როგორ შეიძლება ასეთი ამპარტავანი იყო? მე არ მაქვს რწმენა, მართლა არ მაქვს. მაგრამ ბევრ ჩემს მეგობარ ფილოსოფოსს სწამს, მაგ. როგორც ალვინ პლანტინგს (პროტესტანტი) და ერმან მაკმულინს (კათოლიკე). მე ვფიქრობ, რომ ისინი ცდებიან, ისინი თვლიან, რომ მე ვცდები. მაგრამ ისინი ნამდვილად არ არინ ვიღაც სულელები და ბოროტმოქმედები... მე არ მგონია რომ ვცდები, მაგრამ მორწმუნეების ღირსება და ერთობა, მე უფრო მორიდებულს მხდის ჩემს ურწმუნოებაში.“ როზის სიტყვებით, დოვკინს განასხვავებს „თეოლოგიის და ფილოსოფიის უტიფარი უცოდინარობა,რომ არაფერი ვთქვათ მეცნიერების ისტორიის არ ცოდნაზე“.
მეორე ცნობილი ათეისტი, ჯულიან ბაგინი წერს, რომ „ახალი ათეისტები“„ არასწორად აღიქვამენ როგორც ათეიზმს, ასევე რელიგიას“. ამ ავტორის აზრით, მათი ათეიზმი უარყოფით წმინდა წყლის პარაზიტულ ხასიათს ატარებს. „ათეისტი ეპისკოპოსის გარეშე, რომელსაც ის მუდმივად თავს ესხმის ვერ არსებობს, ისევე როგორც თევზი უწყლოდ, რომელშიც ის ცურავს“. ბაგინი, ისევე როგორც როუზი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ახალი ათეისტები” გაშმაგებით აკრიტიკებენ იმ მოვლენას, რომელზეც წარმოდგენა არ აქვთ. ის ასევე თვლის, რომ „ახალ ათეისტებთან“ დამკვიდრებული აგდებული და თვითდაჯერებული ტონი, ათეიზმს ცუდ სამსახურს უწევს. ხოლო მათი გროტესკული თავდასხმები რწმენასა და მორწმუნეებზე, შეთავსებული არა მოკრძალებულ თავის ქებასთან (მაგ. რიჩარდ დოვკინსის საიტს“წმ. აზროვნების ოაზისი“ ჰქვია), მათ უფრო აუტანელს და არა მიმზიდველს ხდის. საზიანო რელიგია და სასარგებლო არაყი
კიდევ ერთი პრეტენზია, რასაც „ახალი ათეისტები“ აყენებენ, -ეს არის რელიგიის უუნარობა, ფეხი აუწყოს მეცნიერების იმ სტანდარტებს, რომლებსაც ისინი ხოტბას ასხამენ. მაგ.ბრიტანელი თეოლოგის ალისტერ მაგკრატის აზრით მათი:“რელიგიის კრიტიკა ეყრდნობა სხვების მონაყოლს და ანეკდოტურ მტკიცებულებებს, ნაცვლად სერიოზული კვლევებისა და გამოირჩევა უფრო რიტორიკით, ვიდრე რაციონალურობით“. „ანეკდოტური“ ამ კონტექსტში არ იგულისხმება „სასაცილო“, ეს უფრო ცალკეული შემთხვევებია და მათგან შემაჯამებელი დასკვნის გაკეთება არამართებულია. მაგ. მოვიყვან ერთი ჩემი ნაცნობი მამაკაცის სიტყვით გამოსვლას, რომლითაც ის საკმაოდ გააზრებულად იცავდა თავის ბედკრულ მიდრეკილებას. ის ყვებოდა, რომ მისი ახლობელი, ვინმე კოსტია არა მსმელი, მაგრამ სუსტი და ავადმყოფია, როცა სუვოროველი დევგმირები, როგორც „ყველამ ვიცით“ სვამდნენ ყველაფერს, რასაც გადააწყდებოდნენ, მაგრამ მტრებს მაინც ამარცხებდნენ. ამტკიცებს თუ არა ეს, რომ არაყი ჯანმრთელობისთვის ფრიად სასარგებლო სასმელია და ადამიანს ჯან-ღონითა და სიმამაცით აღავსებს? რა თქმა უნდა არა, და თუ ჩვენ სამედიცინო სტატისტიკას მივმართავთ,სრულიად საპირისპირო შედეგი დაგვიდგება თვალწინ.
„ახალი ათეისტების“ (პრინციპში ძველებისაც) ანტირელიგიური რიტორიკა იგივე ფანდს მიმართავს: აი თქვენ, რელიგიური ბოროტმოქმედების, ავაზაკების, გიჟების, სხვადასხვა ტიპის ახირებულების მაგალითები და „ყველასათვის ცნობილი“ საშინელი ინკვიზიციები და ჯვაროსნული ომები. მორჩა, დავამტკიცეთ რელიგია ბოროტებაა. მეცნიერული ამ მტკიცებულებებში იმდენივეა, რამდენდენიც არყის სასარგებლოების მტკიცებულებაში, რომელსაც მე ჩემი თანამოსაუბრე მთელი მონდომებით მახვევდა თავს. თუ სტატისტიკას გადავხედავთ (ეს სტატისტიკა არა ერთხელ აღრიცხულა), ვნახავთ-ეკლესიის აქტიური მრევლი უფრო დიდხანს ცოცხლობს, იშვიათად არის ლოთი ან ნარკომანი, გაცილებით იშვიათად იკლავს თავს, ზრდის ჯანმრთელ და წესიერ შვილებს. ეს მეცნიერული ფაქტებია, „ახალი ათეისტების „ სწავლებანი კი მათი საპირისპიროა. საინტერესოა, რომ ეს რწმენები წინააღმდეგობრივია არა მხოლოდ მეცნიერულად, არამედ შინაგანათაც. „ახალი ათეისტები“ თვლიან, რომ რელიგიური მიდრეკილებები ადამიანს ევოლუციის პერიოდში გამოუმუშავდა. დენიელ დენეტი თავის წიგნში „ხიბლის(ჯადოს) მსხვრევა“ (Breaking the Spell) ცდილობს ახსნას, როგორ უნდა მომხდარიყო ეს. მაგრამ ევოლუცია ეს მეტად მკაცრი“დეიდა“ ვერ იტანს მავნებლურ და უსარგებლო ქცევით ნორმებს; ე.ი. რელიგიას ადამიანისთვის რაიმე არსებითი სარგებლობა უნდა მოჰქონდეს, რაც მის განსაკუთრებული მავნებლობის თეზის თავისთავად უთხრის ძირს.
თუმცა მთავარი პრობლემა, რომელსაც აწყდება თეზისი „ყველა პრობლემა რელიგიისაგანაა“, მე-20 საუკუნის მძვინვარე ათეისტური დიქტატურების მაგალითია. პიტერ ჰიტჩენსი, „ახალ ათეისტ“ ქრისტოფერ ჰიტჩენსის ღვიძლი ძმა, მის საპირისპირო მსოფლმხედველურ პოზიციას იკავებს, იგი კონსერვატი ქრისტიანი ჟურნალისტია; აი, რას წერს ის თავის წიგნში „ღვთისმებრძოლთა მძვინვარება “(Rage against God): „ქრისტიანებმა უნდა აღიარონ ის ბოროტება, რომელიც ღმერთის სახელით კეთდებოდა. მაგრამ ადამიანები ამას სჩადიოდნენ არა იმიტომ, რომ რელიგიურები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ადამიანის ბუნებაა ცოდვილი და შესაბამისად ყველა ადამიანი ცოდვილია. ათეისტებმა კი თავის მხრივ უნდა აღიარონ, რომ უღმერთო რეჟიმებმა საშინელი სისხლისღვრა და დევნა შვეს. ისინი ამას არ აღიარებენ და რამდენადაც ვხვდები იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სასაკლაო: მიუხვედრელობისა და გადაჭარბებული მონდომების რეზულტატი აღარ გამოდის, უტოპიას კი მხოლოდ ზღვა სისხლის დაღვრით შეიძლება მიაღწიო.ქრისტიანებზე მეტად, ეს ათეისტების პრობლემაა, რადგან ათეისტები ცდილობენ ამ არგუმენტის (ისტორიული დანაშაულებებიდან) გამოყენებას იმის დასამტკიცებლად, რომ რელიგია მდგომარეობას ართულებს და მის გარეშე უკეთესი იქნებოდა. სინამდვილეში კი საქმე იმაშია, რომ რელიგიას სამწუხაროდ ბოლომდე არ ძალუძს შეაჩეროს ადამიანის მიდრეკილება ჩაიდინოს ბოროტება.
კიდევ ერთი რამ არის ძალზედ მნიშვნელოვანი.ათეისტური სახელმწიფოები თავგამოდებით მისდევენ მასიური მკვლელობების ტენდენციას- „დიადი მიზნის“ სახელით.
წინააღმდეგობები ათეიზმსა და მეცნიერებას შორის
„ახალი ათეიზმის“ (ასევე ძველისაც) ძირითადი თეზისია ბრძოლა რელიგიასა და მეცნიერებას შორის. ამერიკელი ფილოსოფოსი ალვინ პლანტინგი წერს, რომ ჭეშმარიტი ბრძოლა მიმდინარეობს არა რწმენასა და მეცნიერებას შორის, არამედ მეცნიერებასა და ნატურალიზმს შორის. ნატურლიზმის უბედურება კი არის ის, რომ იგი ძირს უთხრის ჩვენ შემეცნებით უნარებს და ამით მეცნიერებას აყენებს ეჭვქვეშ. ქრისტიანული რწმენით უფალმა ჩვენ თავის ხატად და მსგავსად შეგვქმნა და ჭეშმარიტების შემეცნების უნარით დაგვაჯილდოვა; ნატურლიზმის მიხედვით კი ყველა ჩვენი შემეცნებითი ტალანტები-ევოლუციის შედეგია. თავისთავდ ევოლუციის პროცესი სულაც არ უწყობს ხელს ჭეშმარიტების შეცნობას. მას აინტერესებს ადაპტირებული ქცევა, რომელიც მის გენს გადარჩენასა და შეგუებაში ეხმარება და ამასთან ერთად აბსოლუტურად არ ინტერესდება, რამდენად ადექვატურია ჩვენი რეალობის აღქმა. მე ამ არგუმენტის ილუსტრირებას პოლიგამიური სექტის წევრის მაგალითით გავაკეთებ, რომელსაც ათობით ცოლი და ასობით შვილი ჰყავს. კარგად განავითარა მან თავისი გენი? ძალიან კარგად! ჭეშმარიტია მისი წარმოდგენა რეალობაზე? არა, რა თქმა უნდა. უშლის მას ხელს რეალობის არასწორად აღქმა თავისი გენის განვითარებაში? პირიქით, ძალიან ეხმარება! თუ ჩვენი რეალობის აღქმის შესაძლებლობები მთლიანად ევოლუციის პროცესით არის ფორმირებული, მაშინ ისინი ჭეშმარიტების ძიებით კი არ არიან დაკავებულნი, არამედ საკვებისა და მდედრის ძიებით. მაშინ ჩვენი გონების შესაძლებლობა, გააკეთოს დასკვნა ქვეყნის შექმნასა და ღვთის არსსზე ძალიან საეჭვოა. როგორც აღნიშნა ერთმა ურწმუნო მეცნიერმა: „როგორ მოხდა, რომ ევოლუციამ მე კვანტურ მექანიკაზე მსჯელობის ნიჭი მომცა?“ სინამდვილეში ჩვენ ვეყრდნობით ჩვენსავე შესაძლებლობას ვიმსჯელოთ კვანტურ მექანკაზე, სამყაროს შექმნაზე, უფალზე და სიცოცხლის არსსზე; ამის ნიჭი უფლისგან გვაქვს, რომელსაც სურს, რომ ჩვენ ჭეშმრიტებას აღვიქვამდეთ და აღფრთოვანებაში მოვდიოდეთ მისი ქმნილებებისაგან. თუ ეს ნიჭი მხლოდ გვერდითი ეფექტია, რომელიც გონებაში ჩნდება, გონებაში რომელიც ევოლუციამ სულ სხვა მიზნებისათვის ჩამოაყალიბა ( თვითგადარჩენისა და გენის გაგრძელებისათვის), მაშინ ჩვენ მას მეცნიერული და ფილოსოფიური საკითხების განხილვაში ვერ დავეყრდნობით.
თავისუფლება და პასუხისმგებლობა, როგორც ილუზია
ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ“ახალი ათეისტების“ იმისთვის, რომ ისინი გვთავაზობენ ალტერნატივას რისი უნდა გვჯეროდეს, თუ ღვთის რწმენა არ გვექნება. გვევლინებიან რა თავგამოდებულ ნატურაისტებად და მატერიალისტებად, ისინი ისე აშუქებენ ნატურალიზმის წინააღმდეობებს, როგორც ამას კრიტიკოსებიც ვერ შესძლებდნენ. ერთერთი ესეთი წინააღმდეგობა თავისუფალი ნების უარყოფას ემსახურება.
„ახალ ათეისტებს“ არ ჯერათ, რომ ადამიანს თავისუფალი ნება გააჩნია, ეს მათი სამყაროს სურათიდან გამომდინარეობს. თუ სამყაროში ყველაფერი მატერიაა, რომლის მოძრაობასაც ბუნების კანონი განაგებს, მაშინ ჩვენი აზროვნება და მოქმედებაც მატერიის მოძრაობაზეა (ტვინის ქერქში ელექტორქიმიურ პროცესებზე) დამოკიდებული და შესაბამისად მატერიალური მიზეზებით სრულად არის მართული. როგორც ნეიროფიზიოლოგი სემ ჰარისი აღნიშნავს, „მიზეზ-შედეგობრივ წესრიგში თავისუფალი ნებისთვის ადგილი არ არის“ და მატერიალიზმის ჩარჩოებში ის მართალია. ისაუბრო „თავისუფალ ნებაზე“ მატერიალურ სამყაროში, შესაძლებელია მხოლოდ თვითშეხედულების რადიკალურად წინასწარ განსაზღვის შემთხვევაში. „გააბათილო ის წინასწარ ცნობადობით“, როგორც ამას აკეთებს დენიელ დენეტი, რომლის წარმოდგენაშიც თავისუფალი ნება ეს რაიმეს კეთების შესაძლებლობა კი არ არის, არამედ ცოდნა იმისა, რომ შენი სახელით კეთდება რაღაც. რიჩარდ დოვკინსი წერს, რომ „მეცნიერული“ ანუ ნატურალისტური შეხედულება ადამიანზე, თავისუფლების და პასუხისმგებლობის რწმენისათვის ადგილს არ ტოვებს. მისივე აზრით, აღშფოთდე ბოროტმოქმედზე იგივეა, რაც გაბრაზე მანქანაზე, რომელიც არ იქოქება. „სამაგიეროს გადახდა, როგორც მორალური პრინციპი შეუთავსებელია ადამიანის ქცევის მეცნიერულ შეხედულებასთან. როგორც მეცნიერები ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანის ტვინი, რომელიც ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი კომპიუტერები ასევე ფიზიკის კანონებით იმართება. როცა კომპიუტერი ურევს ჩვენ მას კი არ ვსჯით, არამედ ვიკვლევთ რაშია პრობლემა და ვასწორებთ მას; ძირითადად ვცვლით დაზიანუბულ კომპონენტს-რკინა იქნება ის, თუ პროგრმული უზრუნველყოფა. ბრალეულობის და პასუხისმგებლობის კონცეპცია დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად თავისუფლად წარმოგვიდგება დამნაშავე. სიგიჟე და ჭკუასუსტობა განხილება როგორც შემამსუბუქებელი გარემოება.
განა ნერვულ სისტემაზე სუფთა მეცნიერული, მექანიკური შეხედულება პასუხებისმგებლობის იდეას უაზროს არ ხდის? განა ნებისმიერი დანაშაული, თუნდაც უსაზიზღრესი-პრინციპში დამნაშავის მემკვიდრეობის, გარემოცვის და ფსიქიკაზე მოქმედი გარემოებების ბრალი არ არის?
დააკისრო ვინმეს ბრალი და პასუხისმგებლობა ეს სასარგებლო ფიქციის ასპექტია, რომელიც ჩვენს ტვინებში ჯერ კიდევ დარვინის ევოლუციის ეპოქაში ჩაიკირა... აი, ჩემი საშიში იდეა რაში მდგომარეობს; ბოლოსდაბოლოს ჩვენ ამ ყველაფრისგან ვიზრდებით და ვსწავლობთ, რომ ამ სისულელეზე ისევე უნდა ვიმხიარულოთ, როგორც არ უნდა გავბრაზდეთ მანქანაზე, რომელიც არ იქოქება“.
მსგავსი შეხედულება თავისუფალ ნებაზე პრობლემებს ბადებს: 1-განსხვავებით ღმერთის არსებობისგან, რომელიც რწმენის საგანია, თავისუფალი ნება-პირადად განცდის გამოცდილებაა. „ახალი ათეიზმი“ ჩვენგან მოითხოვს ილუზიურად გამოვაცხადოთ არა მხოლოდ ღვთის შემეცნების მისტიური გამოცდილება, არამედ ყოველდღიური თავისუფალი ქმედებაც. 2-ადამიანები ერთმანეთის თავისუფალ ნებას აღირებენ, ანუ აქებენ და აძაგებენ ერთმანეთს, თავისივე ქცევის თავისუფლებიდან გამომდინარე. გაგეცინებათ და-„ახალი ათეისტების“ ტექსტები აღსავსეა მკაცრი ზნეობრივი მოსაზრებებით და უმკაცრესი ზნეობრივი აღშფოთებებით, რომელსაც მათეულ სამყაროს სურათში აზრი არა აქვს. დოვკინსი გვარწმუნებს, რომ გაბრაზდე ბოროტმოქმედზე ისეთივე სისულელეა, როგორც გაფუჭებულ კობპიუტერზე-და აქვე ცოფებს ყრის მორწმუნე ადამიანებზე. ის გვთავაზობს, რომ ჩვენც გავბრაზდეთ და ავღშფოთდეთ, ვითომდა თვითონ ღრმად სწამს თავისუფლების და პასუხისმგებლობის, რომელსაც ცოტა ხნის წინ გაშმაგებით უარყოფდა.
მახათს ტომარაში ვერ დამალავ. ჩვენ ყველას-მათ შორის ყველაზე დარწმუნებულ მატერიალისტებსაც გვჯერა ჩვენი და სხვისი თავისუფალი ნების; და თუ ეს რწმენა არ მიესადაგება მათი ნატურალისტური სამყაროს სურათს, მით უარესი ამ სურათისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий