ნიუტონის საფლავის ქვას ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში ამშვენებს წარწერა: „ აქ განისვენებს სერ ისააკ ნიუტონი, აზნაური, რომელმაც თითქმის ღვთაებრივი გონით პირველმა დაამტკიცა მათემატიკის ჩირაღდნით პლანეტების მოძრაობა, კომეტების გადაადგილების გზები და ოკეანეთა მოქცევები. ის იკვლევდა სინათლის სხივთა განსხვავებას და ამ დროს გაჩენილ ფერთა სხვადასხვა თვისებებს, რაზეც მანამდე არავინ დაფიქრებულა. ბუნების, წარსულის და წმინდა წერილის მუყაითი, ბრძენი და გულმართალი მკვლევარი თავისი ფილოსოფიით ამტკიცებდა ღმერთის სიდიადესა და ყოვლისშემძლეობას, ხოლო ზნეობით გამოხატავდა სახარებისეულ უბრალოებას...“
ნიშანდობლივია, რომ ამ უდიდეს მოაზროვნეს ხშირად უხირდებოდნენ თეისტური მსოფლმხედველობის გამო. ერთხელ მას შენიშნეს: - შენ,
ასეთ სახელოვან მეცნიერს, როგორ შეგიძლია გწამდეს იმისა, რომ ღმერთი უკანასკნელ სამსჯავროზე ყველა ადამიანს გაიხსენებს, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია და მათ ერთმანეთისაგან განასხვავებს ამ ქვეყანაზე აღსრულებული საქმეებისდა მიხედვით? ნიუტონმა შემკითხველი თავის სამუშაო მაგიდასთან მიიყვანა, მაგიდაზე დაყრილ ქვიშას რკინის ნაქლიბი შეურია, შემდეგ ამ ნარევს მაგნიტი მიუახლოვა. მაგნიტმა რკინა მაშინვე მიიზიდა და გამოაცალკევა ქვიშისაგან. ნიუტონმა მიუგო შემკითხველს: - თუკი მე, ღვთის მიერ შექმნილ უბრალო მოკვდავს, შემიძლია ორი ნივთიერების ერთმანეთისაგან გამორჩევა, მით უფრო შეუძლია ეს სამყაროსა და ყოველივეს შემოქმედ ღმერთს.

იყო კიდევ შემთხევვა როდესაც ნიუტონს სახლში სტუმრები ჰყავდა მოწვეული იმავე უნივერსიტეტის პროფესორები, სადაც თვითონ მოღვაწეობდა. საუბარში ნიუტონმა ღმერთი ახსენა, როგორც ჩვენი სამყაროს შემქმნელი. ამაზე ერთ-ერთი მოსაუბრე შეეკამათა: „ რას ამბობთ ბატონო ნიუტონ, არანაირი შემქმნელი ჩვენს სამყაროს არ გააჩნია, ბუნებაში ყველაფერი თვითონ იქმნება და ვითარდება, ყოველგვარი ღვთიური გონების ჩარევის გარეშე!“
ამ კონსტრუქციამ სტუმრები აღაფრთოვანა. ფიზიკოსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამყარო ღმერთის გარეშეც გასაგებია, ჰკითხა ნიუტონს: „ მითხარით, სად შეიძლება ვნახო ის ოსტატი, რომელმაც ეს მშვენიერი მოდელი შექმნა, მინდა ჩემთვის შევუკვეთო!“ ამაზე ნიუტონმა სერიოზულობით უპასუხა: „არავითარი ოსტატი არ არსებობს! ეს მოდელი აქ თვითონ გაჩნდა. იცით, ნელ-ნელა ეს მავთულები და ბურთულები გაჩნდნენ. ბურთულები ჯერ აქეთ-იქეთ დაგორავდნენ, შემდეგ მავთულებს წამოეცვნენ და ტრიალი დაიწყეს.“ სტუმარი დაიბნა: „თქვენ ალბათ ხუმრობთ, ეს შეუძლებელია! თქვენი მოდელი საკმაოდ რთული კონსტრუქციისაა იმისათვის, რომ თვითონ აწყობილიყო. ის აუცილებლად ვიღაცამ დაამზადა!“
პასუხის დრო დადგა და ნიუტონმაც არ დააყოვნა: „მე მგონი მე კი არა, თქვენ ხუმრობთ! მითხარით რა უფრო რთულია - ამ სათამაშო მოდელის სამყარო, თუ თვით სამყარო? სულ რაღაც ერთი საათის წინ მიმტკიცებდით, რომ ჩვენს სამყაროს შემქმნელი არ ჰყავს და ყვლაფერი თავისით შეიქმნა. ახლა კი მარწმუნებთ, რომ ბევრად უფრო იოლ საქმეს, სათამაშოს აწყობასაც კი, შემქმნელი სჭირდება!
Комментариев нет:
Отправить комментарий