ანდრია პირველწოდებულის „მიმოსლვათა“ ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი* ( წერილი მეორე )
მალხაზ კობიაშვილი
ჩვენ ზემოთ საგანგებოდ შევადარეთ ეფთვიმესეული ქართული თარგმანი ჩვენს მიერ დედნად მიჩნეული ბერძნული თხზულების ტექსტს თავების მიხედვით და აღმოვაჩინეთ მხოლოდ უმნიშვნელო სხვაობები, ზოგან ქართულად არაა გადმოთარგმნილი ტექსტის მცირეოდენი ნაწილი და გამოტოვებულია, ზოგან - პირიქით, ქართულში არის ზოგიერთი დეტალი შემატებული.
ამჯერად ძირითადად ისეთ ეპიზოდებს შევეხებით, საიდანაც დგინდება თვით ანდრია პირველწოდებულის ბიოგრაფიული დეტალები, მისი მისიონერული მოღვაწეობის გეოგრაფია. ეს უკანასკნელი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან სწორედ აქედან ვაზუსტებთ წმ. ანდრია მოციქულის მიერ საქართველოში ქრისტიანობის ქადაგების ფაქტს. ამიტომ თხზულების გეოგრაფიაზე გზადაგზა ვრცლად შევჩერდებით.
ახლა ჩვენ შევეცდებით რამდენიმე ისეთი პასაჟის ჩვენებას, სადაც ქართული თარგმანი მისდევს ბერძნულს. ამონაწერებმა რომ დიდი ადგილი და დრო არ წაგვართვას, მხოლოდ ფრაგმენტებით დავკმაყოფილდებით, ხოლო მთლიანი ტექსტის პარალელურად გამოცემა ჩვენ მომავლის გადაუდებელ საქმედ მიგვაჩნია, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თხზულება 54 თავისაგან შედგება. ამიტომ სრული შედარების მოტანა შეუძლებელია.
საინტერესოა მეორე თავის დასაწყისის შედარება, სადაც საუბარია ანდრიას ადგილსამყოფელისა და ხელობის შესახებ; ავტორი გვაცნობს აგრეთვე მის სულიერ მოთხოვნილებებსა და მიდრეკილებას საღმრთო წიგნებისაკენ. ქართულად ეს ეპიზოდი სიტყვასიტყვითაა თარგმნილი:
მალხაზ კობიაშვილი
ჩვენ ზემოთ საგანგებოდ შევადარეთ ეფთვიმესეული ქართული თარგმანი ჩვენს მიერ დედნად მიჩნეული ბერძნული თხზულების ტექსტს თავების მიხედვით და აღმოვაჩინეთ მხოლოდ უმნიშვნელო სხვაობები, ზოგან ქართულად არაა გადმოთარგმნილი ტექსტის მცირეოდენი ნაწილი და გამოტოვებულია, ზოგან - პირიქით, ქართულში არის ზოგიერთი დეტალი შემატებული.
ამჯერად ძირითადად ისეთ ეპიზოდებს შევეხებით, საიდანაც დგინდება თვით ანდრია პირველწოდებულის ბიოგრაფიული დეტალები, მისი მისიონერული მოღვაწეობის გეოგრაფია. ეს უკანასკნელი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან სწორედ აქედან ვაზუსტებთ წმ. ანდრია მოციქულის მიერ საქართველოში ქრისტიანობის ქადაგების ფაქტს. ამიტომ თხზულების გეოგრაფიაზე გზადაგზა ვრცლად შევჩერდებით.
ახლა ჩვენ შევეცდებით რამდენიმე ისეთი პასაჟის ჩვენებას, სადაც ქართული თარგმანი მისდევს ბერძნულს. ამონაწერებმა რომ დიდი ადგილი და დრო არ წაგვართვას, მხოლოდ ფრაგმენტებით დავკმაყოფილდებით, ხოლო მთლიანი ტექსტის პარალელურად გამოცემა ჩვენ მომავლის გადაუდებელ საქმედ მიგვაჩნია, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თხზულება 54 თავისაგან შედგება. ამიტომ სრული შედარების მოტანა შეუძლებელია.
საინტერესოა მეორე თავის დასაწყისის შედარება, სადაც საუბარია ანდრიას ადგილსამყოფელისა და ხელობის შესახებ; ავტორი გვაცნობს აგრეთვე მის სულიერ მოთხოვნილებებსა და მიდრეკილებას საღმრთო წიგნებისაკენ. ქართულად ეს ეპიზოდი სიტყვასიტყვითაა თარგმნილი:
Оύτοs γάρ ό περιφανεστατοs καί μεγαs τήs
οίκουμενηs φωστήρ πατρίδα μεν εσχε τήν μκράν καί ελαχίσίστην εν πόλεσι βηθσαίδά, ώs εύαγγελικώs εξιστορηται, άλιευτική δε ήν αύτώ ή ήού επιτηδεύματοs τεχνη, εξ ήs ταs τό ζήν ξρειώδειs άφορμάsεπιπόωs επορίζετο. Ού μεντοι γε νομίμων άγευστοs επών ετύγχανεν, εί καί τή τών ՛ιχθύων άγρα σχολαζων επενετο. Άλλά τον μεν ενάλιον βυθόν διά δικτύων εντεχνωss άνηρευνάτο, τό δε τήs θεοπνεύστου γραφήs βάθοs επιμελώs διάsμελετηs συνεχούs εξινιάζων ούκ επαύετο, τόν εν αύτή ποικιλοτρόπωs δία τε νομικών καί προφητικών φωνών προκαγγελλόu μενον μαργαρίτην εκζητών καί τήs τούτου κτήσεωs επιθυμία κατεχόμενοs. ενθεν καλώs ποδηγούu μενοs εκ τών αίνιγμάτων πρόs τήν άλήθειαν καί εκ τήs σκιάs πρόs τό φωs A. B 1-3გვ. 312 |
„ამას ბრწყინვალესა და დიდსა
ყოვლისა მნათობსა მამული აქუნდა მცირე იგი ქალაქთა შორის - ბეთსაიდაჲ, ვითარცა წმიდასა სახარებასა წერილ არს; ჴელოვნებით იყო მეთევზურ; ხოლო დაღაცათუ შექცეულ იყო ჴელოვნებასა მას თევზობისასა, და მისგან მოირეწდა საჴმარსა ჴორციელისა მის ცხორებისასა, არამედ წერილთა მათ სჯულისა და წინაწარმეტყუჱლთა არავე უმეცარ იყო, რამეთუ: ვითარცა-იგი ჴელოვნებითა სიღრმეთა ზღვისათა ეძიებდა, ეგრეთვე სიღრმესა მას საღმრთოთა წერილთასა გულისჴმისყოფით გამოკულევად და წურთად არა დასცხრებოდა, არამედ დაუცხრომელად ეძიებდა მარგალიტსა მას, რომელი მრავლით კერძო და მრავალ სახედ სჯულისა მიერ და წინაწარმეტყუჱლთა იქადაგებოდა და სურვიელ იყო მოგებად უსასყიდლოჲსა მარგალიტისა. ამისთჳსცა კეთილად წარემართებოდა იგავთაგან ჭეშმარიტებისა მიმართ და აჩრდილისაგან ნათლად მიიწეოდა“. (A- 1103, 220ვ-221რ). |
როგორც სასულიერი ხასიათის თხზულებებს შეეფერება, „მიმოსლვა“ წარმოაჩენს წმ. ანდრია მოციქულის, პირველწოდებულის ერთგულებას თავისი მოძღვრისადმი, იესო ქრისტესადმი და მის შეუნელებელ ინტერესს, რაც შეიძლება მეტი მიიღოს და გაითავისოს საღმრთო წერილიდან. როგორც ავტორი მიუთითებს (მოვიყვანთ ქართულ ტექსტს), იგი „სიღრმესა მას საღმრთოთა წერილთასა გულისჴმისყოფით გამოკულევად და წურთად არა დასცხრებოდა“ და „ეძიებდა მარგალიტსა მას“, რომლითაც შეიძლებოდა „მოგება უსასყიდლოჲსა მარგალიტისა“, რისი დიდი მოსურნეც იყო. თხზულება გვაცნობს ანდრიას მისწრაფებას სასუფევლისაკენ, „უსასყიდლო მარგალიტისაკენ“. აქ უთუოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხსენებულ კონტექსტში „მარგალიტი“ ორგვარი მნიშვნელობითაა მოტანილი: პირველ შემთხვევაში იგი საღმრთო სიბრძნეს აღნიშნავს, შესაძლოა ღმერთის ერთ-ერთ სახელადაც აღვიქვათ, ხოლო მეორე შემთხვევაში იგი სასუფეველია, ზესთასოფელია, საითკენაც მიისწრაფვის ჭეშმარიტი ქრისტიანის სული.
მესამე თავში საინტერესოა საუბარი ანდრიასა და პეტრეს შესახებ, რომ პეტრე ხორციელად უფროსი ძმა იყო, მაგრამ სულიერად უფროსი ანდრია იქმნა. ვითარცა „პირველმოსაყდრე მოწაფე“, ისე წარუდგინა ანდრიამ მეუფეს პეტრე, რომელსაც ეწოდა „კეფა“, ანუ კლდე:
προυδοποιήσαντι τοιγαρούν τώ όμαίμονι
τήs κατα σάρκα γεννήσεωs καθηγήσαο πρόsτήν πνευματικήν άναγεννησιν, καί προσάγει τώ πάνων δεσπάτη ό πρωτόκλητοs τοs μύστηs ή μάλλόν αύτόκλητοs ύπηρε τηs πρωτόθρονον μάλλόν αύτόκλητοs ύπηρε τηs πρωτόθρονον μαθητήν καί κλειδούχον τήs ούρανών βασιλείαs επάξιονsγά ώs οίκείοs καί γνήσιοs φίλοs, προσδεχθείs τήνεκ γενεσωs προσηγορίανs άποβάλλεται καίτήν εξ αύτών τών πραγμάτων αρμόζουσαν κλήσιν κατονομάεται, Κηφάs προσαγορευθείs ώs μεθρμερμευόαν Πετροs ό στρεμνιοs καί δοκιμώτατοs τών Хριστού μαθητών, ή őντωs πετρα τήs άληθώs άρραούs πίσεωs, ό εφ՚ εαυτόν τήν νεόλεκτον εκκλησίανοί κοδομ ηθείσαν βαστάζων καί πύλαιs ‛′Αιδου διατηρών άκαταγώνιστον “ΑΒ” 13, გვ. 313-314 |
„მაშინ, რომელი-იგი ხორციელსა მას
შობასა წინა უძღოდა, სულიერსა ამას შობასა წინამძღუარ ექმნა, ნეტარი ანდრეა პეტრეს, პირმშოსა მას ძმასა და მოიყვანა იგი ყოველთა მეუფისა და წარუდგინა პირველმოსაყდრე მოწაფე და ღირსი კლიტეთმპყრობელი სასუფევლისა ცათაჲსაჲ, რამეთუ მეყსეულად, ვითარცა საკუთარი მეგობარი, შეიწყნარა იგი უფალმან და შემსგავსებულად საქმისა უწოდა მას სახელი: „ვითარმედ, შენ გეწოდოს კეფა“, რომელი ითარგმანების კლდე, ჭეშმარიტი იგი კლდე სარწმუნოებისაჲ, მტკიცე იგი და რჩეული ქრისტეს მოწაფე, რომელსა ზედა აღაშენა ახალი ესე ეკლესიაჲ უფალმან“. (A-1103, 221ვ- 222რ). |
ბერძნული ტექსტის ბოლო ფრაზა შემოკლებითაა თარგმნილი, უფრო სწორად, გამოტოვებულია ქართულად თარგმნისას მათეს სახარების (16,18) პერიფრაზი: „αστάτων καί πύλαιს ‛′Αιδου διατηρών άκαταγώνιστον“ - „და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ასეთი შემთხვევები კიდევ დასტურდება, როდესაც მთარგმნელი ტოვებს სწორედ ციტირებებს; უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ფაქტობრივად იგი მკითხველს თუ მსმენელს ენდობა საღმრთო წერილთა ცოდნაში და ციტირებულ მუხლს ამოკლებს. აქვე უთუოდ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ძმების - პეტრესა და ანდრიას წინასახედ შეიძლება მოვიაზროთ ბიბლიური ესავი და იაკობი, რომელთაგან პირმშო ესავი იყო, მაგრამ იაკობმა დედის რჩევით წაჰგვარა მას პირმშოობა. ანდრიასა და პეტრეს შემთხვევაში ამას სიმბოლური დატვირთვა ენიჭება იმის გამო, რომ წინა პლანზე წამოწეულია სულიერი პირმშოობა, ამიტომ წმ. ანდრია პირვეწოდებულის მიერ განათლებული ქვეყნები უპირატესნი არიან იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც პეტრემ გაავრცელა ქრისტიანობა.
თხზულების მეოთხე თავი მოგვითხრობს წილისყრის შესახებ, რომელი მოციქული, კერძოდ, ანდრია და პეტრე, რომელი ქვეყნის განმანათლებელი უნდა ყოფილიყო. ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია ბერძნულ-ქართული ტექსტების პარალელურად მოხმობა:
άθρόον τολμηροί καί εύπρόθυμοι,
ενπαρησίαστοί τε καί άκάθεκτοι πρόs τήν κοινήν σωτηρίαν εύρεθησαν-τού τοίνυν κορρυφαίυπάντων Πετρυ τα τήs δύσεωs εσπερία καίάφώτιστα μερη καταφωτίζειν λαχόντοs ψήφω τηs θείαs χάριτοs κληρούαι ταύτη καίόμετ՚ αύτόν άκόλουθοs κορυφαίοs τών άλλωνκαί τούναιμοs Αδρεαs τά τήs εήώαsκλίματα καταυγάζειν τώ λόγω τήs θεοεσεβείαs κηρύγματοs όs εν δυνάμει καί γνώσει τού πανσθενούs πνεύματοs χώραν εκ χώραs καί πόλιν εκ πολεωs διαμείβων. είs επίδοσιv καί πλατυσμόν τήs εν Χριστώ πίστεωs καθάπερ τιs ύπόπτεροs άετόs δαυιτκώs άνακαινσθείs τήν κεκρυμμενην νεότητα, το πλείστοv μεροs τήs οίκουμεμηs διεδραμε καί ώs ίπποs όξύδρομοs προφητικώs είπείν τήν κοσμικήν διεπλευσε θάλασσαν, συνταράξαs καί άναξηράναs τα θολερά τήs άπιστίαs ϋδατα ώs άγονα καί πάσηs πικρίαs άνάμεστα, τά διειδεστατα δε καί ήδιστα τήs θεογνωσιαs νάματα εν τών άκουόντων εντάζαs ψυχαίs δεχομεναιs τόν λόγον τήs άπλανούs πίστεωs τού Χριστού (“AB”.,13 13.გვ. 315). |
„შეიმოსეს რაჲ ძალი მაღლით გამო,
მეყსეულად კადნიერ და გულსმოდგინე გამოჩნდეს და უშიშად მი-მოდასდებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა და ქადაგებდეს სახელსა უფლისასა., მაშინ უკუე წილხუდა თავსა მას მოციქულთასა პეტრეს საღმრთოჲთა მადლითა განათლებად დასავალისა დაბნელებულნი იგი კერძონი. ხოლო ღმრთით-შემოსილი ანდრეა, ძმაჲ მისი, განიჩინა ქადაგებად ნათესავთა აღმოსავალისა და ჩრდილოჲსათა, ვიდრე მაკედონიად და აქაიადმდე, რომელნიცა ძალითა სულისა წმიდისაჲთა ქუეყნითი ქუეყნად, და ქალაქითი ქალაქად, და სოფლითი სოფლად არა დასცხრა ქადაგებად სარწმუნოებასა ქრისტესსა, არამედ მიმორბიოდა, ვითარცა არწივი ფრთოვანი, განახლებული სულიერითა მით სიჭაბუკითა, ვითარცა დავით იტყჳს. და მოვლო უმეტესი კერძი სოფლისაჲ და ვითარცა ჰუნემან მალემსრბოლმან, სიტყჳსაებრ წინაწარმეტყუჱლისა მოვლო სოფლისა ესე ზღუაჲ და აღძრნა და განაჴმნა ურწმუნოებისა იგი მრღჳენი და მწარენი წყალნი; ხოლო ტკბილნი იგი ღმრთისმეცნიერებისა წყარონი აღმოაცენნა სულთა შინა მორწმუნეთასა, რომელთაცა შეიწყნარეს ქადაგებაჲ ქრისტეანობისაჲ“ (A-1103, 222v-223r). |
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ამ თავს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა თხზულების გეოგრაფიის დასაზუსტებლად. ბერძნულში არ გვხვდება „ვიდრე მაკედონიად და აქაიადმდე“. ჩანს, იგი ეფთვიმეს ჩაუმატებია სხვა ტექსტიდან, თუმცა ასეთ ტექსტს ჯერჯერობით ვერ მივაგენით, ან თავად ეფთვიმეს ჩართულია აწ უკვე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით. სხვა მხრივ, ტექსტები ერთმანეთს ემთხვევა., გამონაკლისია ქართულში ფსალმუნის სიტყვების ციტირებისას დავითზე მითითებაც - „ვითარცა დავით იტყჳს“, ბერძნულში იგი არაა.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ძეგლის მნიშვნელობა საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების ისტორიული გეოგრაფიის შესწავლის საქმეში, რადგან იგი გვაწვდის მეტად საგულისხმო ცნობებს, განსაკუთრებული ღირებულება ენიჭება ისტორიული ტოპონიმური მონაცემების გასათვალისწინებლად. ამ თვალსაზრისით, არც ეპიფანე მონაზონისა და ნიკიტა პაფლაგონელის „შესხმები“ ჩამორჩება მას. სხვათა შორის, ეპიფანეს თხზულება ადასტურებს იმას, რომ ავტორს თავად უმოგზაურია ანდრია მოციქულის ნაქადაგებ ქვეყნებში. იგი გვიყვება: „მე, ეპიფანე მონაზონი და პრესვიტერი და იაკობ მონაზონი ვიყავით აქ, ვნახეთ წმინდა ანდრიას სამლოცველო (ეგუტერი), ორი მონაზონი - თეოფანე და სიმონი, წმინდა ანდრიას განსაცვიფრებელი ხატი, რომელიც მარმარილოზეა გამოსახული ფერადი ცვილისაგან... მოხუცმა გვიჩვენა მოციქულთა სამყოფელი, აგრეთვე მოციქულთა განსასვენებელი ადგილები ქვებზე. აგრეთვე გვიამბო, რომ კავლინოსის (ე.ი. კონსტანტინე კოპრონიმის - მ.კ.) დროს მოსულან აქ ხატმბრძოლები, რათა წარეხოცათ ხატი. მიუხედავად მათი ცდისა, ვერაფერი გააწყვეს, რადგან ეს ყოველივე მათ ძალ-ღონეს აღემატებოდა. გადმოცემის თანახმად, ეს ხატი თვით მოციქულის სიცოცხლეშია გამოსახული და მან მრავალი (ადამიანი) განკურნა („PG“., ტ. 120, სვ.220).
ეპიფანეს თხზულების ეს მონაკვეთი ძალზე საყურადღებოა რამდენიმე თვალსაზრისით. დაკვირვება აჩვენებს, რომ ამგვარ წყაროებს ემყარებოდა ჩვენთვის საინტერესო „მიმოსლვათა“ ავტორი, რაც იმის მაუწყებელია, რომ ტრადიცია ანდრიას ქადაგებების შესახებ შავი ზღვის აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით დიდი ხნიდან არსებობდა; ეს იმას მიგვითითებს, რომ ანდრიას მოღვაწეობა ხსენებულ მხარეში სარწმუნოდ და რეალურად უნდა მივიჩნიოთ.
სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ ეპიფანეს თხზულება, მართალია, უშუალოდ არ გამოუყენებია ეფთვიმე ათონელს, რაც დოკუმენტურად მტკიცდება, მაგრამ აშკარაა, რომ „ანონიმი“ ავტორი თუ ნიკიტა პაფლაგონელი სწორედ მას იყენებდა თავისი თხზულების ერთ-ერთ წყაროდ, რასაც ადასტურებს ორსავე თხზულებაში ერთნაირი ტოპონიმების გამოყენება, მათ საერთო აქვთ სიუჟეტი, ემთხვევა ეპიზოდები და ა.შ.
ამ ზოგადი ცნობების შემცველი დეტალების შედარების შემდეგ ყურადღებას მივაქცევთ იმ ეპიზოდებს, რომლებშიც ასახულია ანდრია მოციქულის, პირველწოდებულის სამისიონერო გეოგრაფიული არეალ., საინტერესოა, როგორაა ტოპონიმები ბერძნულ ტექსტში დაცული და როგორაა თარგმნილი ისინი ქართულად ეფთვიმეს მიერ.
მეექვსე თავში მოთხრობილია პეტრესა და ანდრიას, მატათასა და გაიოზის მგზავრობის დაწყების შესახებ ქრისტიანობის საქადაგებლად. ბერძნული ტექსტის მეექვსე თავის დასაწყისი ქართულად არაა თარგმნილი. მოვიყვანთ ამ მონაკვეთს ბერძნულიდან და მის ჩვენეულ თარგმანს:
„Επεί ούν ώs εύαγγελικώs
άναγεγραπταιδύο δύο πορεύσθαι πρόs τό κήρυγμα τοsμαθηταίs ό μεγαs διδάσκαλοs εγκελεύεται, κάν τούω πλερούντεs οί θεομύσται τήν αύτύ κελευσιν κατά τήν τήύ εκ γενετήs χωλού παράδοξον θεραπείαν καί άνάρρωσιν, őτετυφθεντεs καίάτιμοθεντεs εξήλθον άπό προσώπου τού συνεδρίου χαίροντεs (“ΑΒ”, გვ. 316). |
„როდესაც, როგორც წმიდა სახარებაში
(მარკ. 6.7) წერია, მოწაფეები ორ-ორად წავიდნენ საქადაგებლად, როგორც მოწაფეებს უბრძანა დიდმა მასწა ვლებელმა, მისი წმიდა ბრძანების ასასრულებლად საღმრთო საიდუმლოების დაცვით, ხარობდნენ იმის გამო, რომ მათ მოუხდათ ქრისტეს სახელის გამო უპატიობის (შეურაცხყოფის) გადატანა; სინედრიონის წევრთაგან ნაცემი და დამარცხებულნი (ფიზიკურად) გამოდიოდნენ…“ |
ამგვარი შემთხვევა მთელ ტექსტში აღარ გვხვდება, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა შეიძლება იყოს გამოტოვებული უთარგმნელად, ან ორიოდე სიტყვა დამატებული ქართულ თარგმანში. ცხადია, ეს თარგმანის ხასიათს სრულებითაც არ ცვლის და იგი ჩვენ მიგვაჩნია სიტყვასიტყვით შესრულებულად და არა ისე, როგორც ეპიფანეს თხზულების დედნად აღიარების შემთხვევაში მიიჩნიეს მკვლევარებმა, თითქოს ეფთვიმე მთელი აბზაცის შინაარსს გადმოსცემდეს და ცთომილება ამით იყოს გამოწვეული.
ამის შემდეგ ბერძნულ-ქართული ტექსტები ერთნაირად მოგვითხრობენ პეტრესა და ანდრიას, მათთან ერთად მატათასა და გაიოზის მოღვაწეობისა და ქრისტიანობის ქადაგების დაწყების შესახებ. როგორც ირკვევა, თავდაპირველად ისინი მისულან ასურეთის, ანუ სირიის ანტიოქიაში, ხოლო შემდეგ წასულან კაბადოკიის ქალაქ ტჳანაში, სადაც ერთხანს დარჩენილან საქადაგებლად.
„τότε Πετροs καί Ανδρεαs, ού τή
φύσειμόνη καί καί τή εκ φθοράs γενεσει άλλά καί τή προαιρεσει τού τρόπου άδελφοί τυγχάνοντεs, άδελφά τυγχάνοντεs άδελφά συμφρόνήσάντεs παραλαμβάμβάνουσιο μεθ εαυτών Ματθίαν καί Γάίον τούs εκ τών εβδομήκοντα μεθ ετερων μαθητών, καί ερχονται είs τινα τήs Συρίαs καλουμενήν, εν ή πρώτοντόν τήs εύσεβείαs λόγον μετά παρρησίαs κηρύξαντεs θύματά τε πλείστα ποιήσντεs καμαθητεύσαντεs ίκανούs εκκλησίαν συνεσαντο ίκανούs καθώs εστιν άκούσαι τού πανσόφου Λουκά γράφοντοs ՛εγενετο πρώτον εν ՛Αντιοχεία χρηατίσαι τούs μαθετάs χριστιανουs. κακείθεν εξελθόντσεs τήν όρμν τε τού δρόμου άνενδοτον εχοντεs καί εξ εθύουs είs εθνοs μεταβαίνοιτεs κατήντησαν εν Τυάνοιs πόλει τήs τών Καππαδοκών επαρχίαs. κάκείσεμικρόν ενδιατρίψαντεa χρόνον καί κατηχήσαντεσ καταλαμβάνουσιν εν ՛Αγκύρα πόλει τήs Γαλατίαs. ՚՛ενθα κατήχθησαν εν οίκία τινόs ՚Ιουδαίου ՚Ονησιφόρου τοϋνομά (AB”., 13. gv. 316- 317)” |
„მას ჟამსა შინა, ოდეს განვიდოდეს
წმიდანი მოციქულნი ქადაგებად, პეტრე და ანდრეა, არა ჴორციელითა ხოლო წესითა, არამედ სულიერითაცა სათნოებითა ძმანი და ურთიერთას მსგავსნი, წარემართნეს ზოგად გზასა მას მოციქულობისასა და წარიყვანეს მათ-თანა მატათია და გაიოზ და სხუანი ვიეთნიმე სამეოცდააათთაგან და მივიდეს ანტიოქიად ასურეთისასა; ვინაჲცა ქადაგეს პირველ ყოველთა სიტყუაჲ იგი ღმრთისმსახურებისასა და სასწაულნი მრავალნი აღასრულნეს და მრავალნი მოიმოწაფნეს და ეკლესიაჲ შეჰმზადეს და მუნ ეწოდა პირველ მორწმუნეთა ქრისტეანე, ვითარცა იტყჳს ნეტარი ლუკა საქმესა შინა მოციქულთასა (საქმ. მოც. 11,26). მიერ განვიდეს და ქალაქითი ქალაქად ქადაგებდეს სახარებასა მას ცხორებისასა, ვიდრე მიიწინეს ტჳანედ, რომელ იგი არს ქალაქი ქუეყანასა კაბადუკიისასა და მუნ დაყვეს ჟამ რაოდენიმე და ასწავებდეს და ნათელსცემდეს ერსა ფრიადსა და მივიდეს ანკჳრიად, ქალაქსა გალატიისასა და დაივანეს სახლსა კაცისა ვისმე ჰურიისასა სახელით ონისიფორე“ (A-1103, 223v-224r). |
როგორც ვხედავთ, ქართული თარგმანის ტექსტი ზედმიწევნით მისდევს ბერძნულს. გეოგრაფიული პუნქტებიც იმავე თანმიმდევრობითაა გადმოცემული, როგორც ბერძნულშია. ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავთ, რომ ვ. ბააკაშვილის ნარკვევში, სადაც ეფთვიმესეული თარგმანი ეპიფანეს ბერძნულ ტექსტთანაა შედარებული, შენიშნულია, რომ ბერძნულში გალატია არაა აღნიშნული, გამოტოვებულია. მკვლევარმა შენიშნა რამდენიმე შეუსაბამობა ქართულ-ბერძნულ ტექსტებს შორის და კითხვის ნიშანი დასვა. მანვე განაცხადა, რომ „გადაწყვეტილი პასუხის გაცემა, ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით, არ ხერხდებაო“1. ამას იგი ეპიფანეს ტექსტის დეფექტურობით ხსნის. სინამდვილეში კი ქართული თარგმანი ზუსტი ასლია „An.Boll.“-ში დაბეჭდილი ტექსტის ამ მონაკვეთისა, ე.ი. დედნად შეცდომით მიჩნეულ ტექსტთან შედარებისას, ცხადია, სწორი დასკვნების გამოტანა გაჭირდებოდა. ამიტომაც ბერძნული ტექსტის დეფექტურობით იხსნება ეს გაუგებრობა. ისიც ცხადია, რომ ქართულ თარგმანს ეპიფანეს ტექსტთანაც ექნებოდა სიახლოვე, რადგან ეპიფანე მონაზონსაც და ნიკიტა მონაზონსაც (ანუ „ანონიმ“ ავტორს) ერთი საერთო წყარო უნდა ჰქონოდათ, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ ყველა თხზულება ანდრია პირველწოდებულისა და მასთან ერთად მოღვაწე სხვა მოციქულთა სამისიონერო გეოგრაფიულ არეალს დაახლოებით ერთნაირად წარმოაჩენს. აქვე საჭიროდ მივიჩნევთ ეპიფანე მონაზონის ტექსტში დაცული ცნობების მიხედვით წმ. ანდრიას მიმოსვლის მარშრუტის შესახებ მსჯელობას. როგორც ვ. ბააკაშვილმა მიუთითა და ჩვენი შედარებითაც დავრწმუნდით, ეპიფანეს თხზულების მიხედვით, წმ.ანდრია მოციქულმა წაიყვანა მატათა და გაიოზი და ერთად მივიდნენ ანტიოქიიდან სირიაში - είs՛Αντιοχειαν τήs Συρίαs შემდეგ კი კაბადოკიის ქალაქ ტვიანაში მისულან ήλθον είs Τύανα, πόλινu τήs Καππαδοκίαs.
ქალაქი ტვიანა, კაპადოკიის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრალური ქალაქი ყოფილა. მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან ფლავიუს არიანე, კონსტანტინე პორფიროგენეტი. მას ზოგიერთი ბერძნული წყარო ქრისტუპოლსაც უწოდებს. არიანეს ცნობით კი მას თოანაც - „Θόανα“- ერქვა2.
ბერძნულშიც („An.Boll.“-ს ტექსტი) და ქართულშიც ამ ეპიზოდს მოსდევს მსჯელობა ანდრია მოციქულის სასწაულმოქმედებათა შესახებ. ანკჳრიაში მას მკვდარი გაუცოცხლებია. თხზულების მე-7 თავში გრძელდება თხრობა ანდრიას მოგზაურობის შესახებ ქრისტიანობის გასავრცელებლად და დასახელებულია გეოგრაფიული პუნქტები:
“Ηλθον ούν εν Σινώπη πόλει πορά
θάλασσαν τού Εύξείνου πόντου κειμενην, καθώs αύτόs Πετροs εν τή καθολιή αύτού ՚επιστολήγράφει διεληλυθεναι Πόντον καί Γαλατίαύ (“AB”., 13, gv.317). |
„და მოვიდეს სინოპედ, ქალაქად
პონტოჲსა ზღჳსა კიდედ“ (A-1103, 224ვ)“. |
ქართულ თარგმანში ზემომოყვანილი ბერძნული ტექსტის მხოლოდ პირველი წინადადებაა გადმოღებული, ხოლო მომდევნო - გამოტოვებულია. მომდევნო წინადადების თარგმანი ასეთია: „როგორც თვით პეტრე თავის კათოლიკე ეპისტოლეში წერს, მოვიდა პონტოსა და გალატიაში“ (პეტრე 1,1). შემდეგ უკვე ეფთვიმეს თარგმანი კვლავ მისდევს ბერძნულს. საჭიროდ მიგვაჩნია იმის აღნიშვნა, რომ აქ მოთხრობილია მოციქულთა შეხვედრა იუდეველებთან, წარმართებთან, კერპთაყვანისმცემლებთან. ავტორი მათ ახასიათებს, როგორც ფიცხელს, მოუდრეკელს, უსახურს და კაცისმჭამელს άνθρωποφάγοι ე.ი. პონტოსა და გალატიაში მცხოვრებნი ველურ ტომებად არიან წარმოსახულნი. მათ განანათლებდა ანდრია მოციქული.
ეპიფანეს თხზულებაც ამ გეოგრაფიულ პუნქტებს ასახელებს: κατήλθον είs Σινώπηs სინოპი მდებარეობდა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, პაფლაგონიის ნახევარკუნძულზე. მას ხშირად ახსენებენ ძველი დროის ისტორიკოსები და იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად არის წარმოდგენილი. ვ. ვასილევსკი შეცდომით მიუთითებს, რომ კაცისმჭამელები ქართველური ტომები იყვნენ, არადა კაცისმჭამელებად მიჩნეული სინოპელები პაფლაგონიელები იყვნენ, რაზეც წმ. ანდრია მოციქულის „მიმოსლვათა“ ტექსტი მოგვითხრობს.
თხზულების დაწერის თარიღის დადგენისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამავე თავში მოთხრობილ ამბავს, რომელიც ხატთმბრძოლობის პერიოდს ასახავს:
“ενθα δή καί οίκοs εύκτήριοs ώκοδόμητα
επ όνόματι τού κλενού πρωτοκήτυ τών άποσολων ՚Ανρεου κα είκών ՚εν μαρμάρψ ύλογραφηφηθείσα εξιστόρηται όμοία κατα πάτα. Τήs ίεροπρεποs ίδεαs αύτού, πάνυ θαυμαστή, ώs καί χάριτοs θείαs άνάλεωs μαρτυμενη παρά πολλών σημεία.πεποιηκεναι μκεναι πολλα. Ήτιs ετι περιόντοs αυτού τώ βίωγεγράφθαι λεγεται. επί δε τήs δυσσεσούs βασιλείαs τού κοπρώνύμου τυράννου τινεs τών χριστομάχων καί άθεων είκονοκαυστών εκείσε παργενόμενοι καθείλον τήν τοιαύτήν άποστολικήν καί τιμίαν είκόνα, ξεσσαι βουλόμενοι ταύτην καί άφανίσαι. Οϊ καί πολλά μηχανησάμενοι πρόs το τοιόνδε εγχείρημα καί μηδεν τό παράπαν άνύσαι δυνηθεντεσ άπήλθον κατησχυμμενοι καί άπρακτοί” (AB”, 13, გვ. 317-318) |
„და ეკლესიაჲ არს აღშენებული
სახელსა ზედა წმიდისა მოციქულისა ანდრეაჲსსა და ხატი, მარმარილოსა ზედა გამოხატული, ყოვლითურთ მსგავსი პატიოსნისა მის სახისა. სავსე მადლითა და მოქმედი სასწაულთა, რომლისათჳს თქუმულ არს, ვითარმედ: მაშინვე გამოიხატა, ვიდრეღა სოფელსა ამას შინა იყო ღმერთშემოსილი იგი. ხოლო დღეთა მათ უსჯულოჲსა, მის ხატთამბრძოლისა მჩორო მეფისათა, მიიწინეს მუნ ვიეთნიმე ქრისტეს მბრძოლნი და წმიდათა ხატთა მწუველნი და დაამჴუეს პატიოსანი იგი ხატი მოციქულისაჲ; და ენება აჴოცაჲ მისი და უჩინო-ყოფაჲ და ყოველი ღონე აცადეს აჴოცად და ვერ უძლეს, არამედ წარვიდეს სირცხჳლეულნი“. (A-1103, 224v). |
ქართულად არ არის თარგმნილი ბოლო სიტყვა - „უმაქნისნი“, „არარაობანი“. მე-7 თავის ბოლოს ქართულ თარგმანში ჩართულია რამდენიმე ფრაზა: „მიერითგან იწყეს მრავალთა ქალაქისაგან და გარემო სოფლებისა მოსლვად მათდა, და ნათელს - სცემსდეს მათ წმიდანი მოციქულნი სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“. რასაკვირველია, ხსენებული მონაკვეთი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტს არ გადმოგვცემს, მაგრამ იგი ნიმუშია ეფთვიმეს მთარგმნელობითი მეთოდისა, კერძოდ, აქ შემატებულია ქართულ თარგმანში. მის მიერ მოციქულთაგან მამის, ძისა და სული წმიდის მეშვეობით მომსვლელთა მონათვლა. თხზულება მოგვითხრობს ხატთმბრძოლობის შესახებ და ახსენებს მის ყველაზე აქტიურ, ყველაზე სასტიკსა და დაუნდობელ იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმს, რომელსაც ქართველმა მთარგმნელმა „მჩორო“ უწოდა. ცნობილია, რომ ხატთმბრძოლობა საბოლოოდ დასრულდა 843 წელს. ხატთაყვანისმცემლობის საბოლოო აღდგენის შემდეგ განვითარდა მონუმენტური და დაზგური ფერწერა ქრისტიანულ ტაძრებში. ამ ფაქტის ხსენება და გადმოცემა თხზულებაში იმის მიმანიშნებელია, რომ იგი, ხატთაყვანისმცემლობის აღდგენის შემდეგ დაიწერა. ამის თქმა, აუცილებლად იმიტომ ჩავთვალეთ, რომ ეპიფანე კონსტანტინოპოლელი-მონაზონი მოღვაწეობდა VIII საუკუნეში, კერძოდ, 780-იან წლებში. მაშასადამე, მ.ბონეს მიერ გამოქვეყნებული ტექსტის ავტორი ხატთთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ, ე.ი. IX საუკუნის ბოლოსათვის ან X ს-ში წერდა ამ თხზულებას.
საინტერესოდ მიგვაჩნია მე-9 თავში ანდრიას, მატათასა და სხვა მოწაფეთა მისიონერული მოგზაურობის აღწერა აღმოსავლეთში; ხოლო პეტრე კი გაიოზთან ერთად დასავლეთით გაეშურა:
„Ο μεν Πετροs παραλαβών Γαον σύν
ετεροιs πρόs τά τήs δύσεωs ύπεστρεψε κλλίίμμα, ό δε μακάριοs ՚ Ανδρεαs τόν τε Ματθίαν καί λοιπούs τών μαητών συνεπαγόμενοsείs τά πρόs ήλιον άνισσχοντα μερε επορεύετ. καταλαμβάνει γούν τήν Αμισηνών πόλιν παρά θάλασσαν τού Εύξενου κειμενην, ξενισθείs παρά τινι άδρί φιλοξεωτήν θρησκείαν ΄Ιουδαίω, Δομετιανώ προσαγορεuυομενοω” (“ΑΒ”, 13, გვ. 318-319) |
„მაშინ ნეტარმან პეტრე წარიყვანა
გაიოზ და სხვანი ძმანი და წარემართა დასავალისა კერძოთა. ხოლო ღმერთშემოსილმან ანდრეა მატათიაჲს თანა და სხუათა მოწაფეთა, მიჰმართა აღმოსავალისა ქუეყანათა და მიიწია ამისინელთა ქალაქსა, რომელი-იგი არს ზღჳს კიდესა პონტოჲსასა და დაივანა სახლსა კაცისა ვისმე ებრაელისასა, სახელით დომენტიანოს“ (A-11103, 225v). |
ამისინელთა ქალაქს ეპიფანეც ახსენებს: `ήλθεν είs ΄Αμισόν, πόu λιν παραθαλασσίαν”. ფლავიუს არიანეს ცნობით, ამისინელთა და სინოპელთა სამფლობელოებს ჰყოფს მდინარე ჰალისი, რომლის აღმოსავლეთითაც მდებარეობდა ქალაქი ამისოსი (ახლ. სამსუნი). (A-1103, 225v).
გეოგრაფიული თვალსაზრისით განსაკუთრებით მდიდარია მე-14 თავი, სადაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული. აქ დასახელებულია ის გეოგრაფიული პუნქტები, რომლებიც საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისათვისაა მნიშვნელოვანი. მოვიტანთ პარალელურ ტექსტებს ბერძნულ-ქართულად:
“καταλαμβάνει τήν τών Τραπεζουνταίων
πόλιν εν τή Λαζική χώρα κειμενην εν τή μικρόνον ενδιατριψαs καί τό άνόητονκαί άλόγιγιστων τών τότε προσοικούντων εν ταύτη καταμαθών, εκείθεν άπάραs τή τών ΄Ιβξρων επεβη χώρα, εν ή πλείστον χρονοτριβήσαs καί πολλούs τώ τήs διδασκαλίαs λόγω φωτίσαs τώ σωτήρι προσήγαγεν διά τού Θείου βαπτίσματοs. διελθών τε τά τήsΠαρθικήs χώραs μερη άνεισιν είs ‛Ιεροσολυμα, τήs τού πάσχα πανηγύρεωs ενεκα. Καθ εκαστον γάρ ενιαυτόν οί δωδεκάριθμοιμαθηται συνήγοντο πρόs τήν θεοτόκον εν ΄ Ιερουσαλήμ. ποιύντεs με΄αύτήs το τε πάσχα καί τήν πεντηκοστήν. ενδε τώ τότε καιρώ μετά τό τυμπληρωθήναι, τήν μεγάλην εορτήν τήs πεντεκοστήs ΄Ανδρεαs άμα Πετρω τώ συναίμω καί άδελφώ, ΄Ιωάννηss τε ό Ζεβεδαίου άμα Φιλίππω τώ τών δώδεκα καί Βαρθολομαίοs άμα Φιιλίππω τώ εκτών επτά ιακόνων, κατήλθον είs ΄Αντιόχειαν πόλιν τήs Συρίαs. αϋτη εστί Θεούπολιs, εν ή τού Πετρου ύπομείναντοs καί χειροτονήσαντοs Μαρκιανόν τε καί Παγκράτιον επισκκόπουs Σικελίαs είσηγήσει τού θεσπεσίου Παύλου εκείσε καί αύτού τότε παραγεγονότοs, οί λοιποί άπάραντεs εκείθεν τάs τών μεσογείων πόλειs διήρχοντο διδάσκοντεs” (ΑΒ”, 13, გვ.322). |
(ანდრია მოციქული - მ.კ.): მიიწია
უკუე ქალაქად ტრაპეზუნდად, რომელ-იგი არს სოფელსა მეგრელთასა, სადა-იგი დაყო ჟამი მცირედი და იხილა უგუნურებაჲ პირუტყუებრივი მკჳდრთა შორის მის ქალაქისათა. განვიდა მიერ და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, ვინაჲცა-იგი დაყო ჟამი ფრიადი და მრავალნი განანათლნა სიტყჳთა მოძღურებისა მისისაჲთა და შეწირნა უფლისა წმიდითა ნათლისღებითა; მიერ წარვლო კერძონი ქუეყნისა პართევისანი და აღვიდა იერუსალემს აღსრულებად პასექისა, რამეთუ ათორმეტნი მოციქულნი წლითი- წლად შეკრბიან იერუსალემს აღსრულებად წინაშე წმიდისა ღმრთისმშობლისა და მის-თანა აღასრულან აღვსებაჲ და მარტჳლიაჲ. ხოლო მას ჟამსა, ვითარცა აღესრულა დღესასწაული მარტჳლიისაჲ, ანდრეა პეტრეს-თანა, ძმისა თჳსისა და იოვანე ზებედესი და ფილიპე ათორმეტთა- განი და ბართლომეოს და ფილიპე შვიდთა დიაკონთა-განი, განვიდეს ანტიოქიას, ქალაქსა ასურეთისასა, რომელსა ეწოდების ღმრთის ქალაქი. ვინაჲ-იგი დაშთა პეტრე და აკურთხნა მარკიანე და ბაგრატ ეპისკოპოსად სიკილიისა და წარმგზავნნა მუნ განზრახვითა და წამებითა პავლესითა. ხოლო სხუანი მოციქულნი წარემართნეს ქალაქითი-ქალაქად განფენად სიტყჳსა ქადაგებისასა“ (A- 1103, 228რ-v). |
ჩვენ გავეცანით წმ. ანდრია პირველწოდებულის პირველ მოგზაურობას ქრისტიანობის საქადაგებლად. ზემომოყვანილი ეპიზოდიდან ჩანს, რომ ანდრია მოციქული მისულა ქალაქ ტრაპეზუნდში, რომელიც მდებარეობდა „სოფელსა მეგრელთასა“ (εν τή Λαζική χώρα,) ე.ი. ეფთვიმე ლაზიკას მეგრელთა ქვეყნად თარგმნის. შემდეგ წმ. ანდრია წასულა ქართლში, სადაც გაუვრცელებია ქრისტიანული სარწმუნოება. ამის შემდეგ, ჩანს, იგი უკან მიბრუნებულა, პართიის გავლით იერუსალიმს მისულა, სადაც ყოველწლიურად იკრიბებოდა თორმეტივე მოციქული აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად ღვთისმშობელთან ერთად. თხზულების ამ თავს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოციქულთა, კერძოდ, ანდრია პირველწოდებულის სამისიონერო მარშრუტის დასაზუსტებლად. სწორედ ამ მონაკვეთშია აღწერილი და გადმოცემული ანდრიას მოსვლა საქართველოში და ქრისტიანობის ქადაგება. ეს მოციქულის პირველი მოსვლაა საქართველოში.
ეგევე ცნობები დაცულია ეპიფანეს თხზულებაშიც, იქაც ამგვარივე მარშრუტია აღწერილი, ოღონდ მცირეოდენი ცვლილებებით; მ. ბონეს მიერ გამოქვეყნებული ტექსტისაგან განსხვავებით, ეპიფანესთან ნაკლები ტოპონიმია დასახელებული. მაგ., ეპიფანე ახსენებს ტრაპეზუნდს, რომელიც ლაზიკაში მდებარეობს: ήλθεν είs Τραπεζουντα, πόuλιν τήs Λαζικήs („PG“, ტ.120, სვ.223), ახსენებს იმ ფაქტს, რომ აღდგომის დღესასწაულზე ყველა მოციქულმა იერუსალიმში მოიყარა თავი, ხოლო შემდეგ წავიდნენ თავიანთ წილხვედრილ ქვეყნებში ქრისტიანობის საქადაგებლად. იქვე ნახსენებია წმ. ანდრიას შესვლა ქართლსა და პართთა ქვეყანაში, ხოლო შემდეგ იოანესთან ერთად ეფესოში ქადაგება: Είθεν άπαραs είs Ιβηρίαν διεριψεν΄ Ανδuρεαs καί Ιωάννηs δίετριβον είs ˝Εφεσον και ΄εδίδασκού (PG., 120, სვ.229). საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ეფთვიმეს თარგმანის XVIII საუკუნის გადამწერი პართთა ქვეყანას განმარტებას ურთავს: „რომელ არს სომხითი“ (A-161, 41r, 48v). მივყვეთ ნაწარმოებს და ვნახავთ, რომ ანდრია მეორედაც მოსულა ჩვენს ქვეყანაში საქადაგებლად.
თხზულების 15-ე თავი მოგვითხრობს მოციქულთა წასვლას სხვადასხვა ქვეყანაში ქრისტიანობის საქადაგებლად; ანდრია მოციქული მეორედ მიდის უსჯულოთა მოსაქცევად:
Καί Φίλλιποs μεν ό τών δώδεκα σύν τώ
Βαρθολομαίω είs τήν άνω Φρυγίαν Λυκίαν τεκαί Πισιδίαν ύπειναν. ό δε τών επτά Φίλιπποs ό καί τόν Αίθίοπια Κάνδάκην βαπτίσαs εν Καισαρεία κηρύσσων επιδεδήμεκεν. ΄Ανδρεαs δε σύν τώ ΄Ιωάννη διατρίβοντεs ήσαν εν ΄Εφεσίων πόλει τή διδασκαλία τού λόγου προσκαρτερτερούντεs. εν ή ό σωτήρ καί κύριοs ΄Ιησούs τώ θεσπεσίω όπτάνεται΄Ανδρεα προτρεπόμενοs αύτώ θάττον τήν Βιθυνίαν καταλαβείν, μετά σού είμΐ φήσαs αύτώ οΰ εάν πορεύη. καί γαρ ή Σκυθία περιμενει σε. μετά δε τό διηγήσασθαι τήν όπτασίαν τώ θελόγω ΄Ιωάννη,άσπασάσάμενοsαύτόν ό θεόπνευστοs ΄Ανδρεαs καί τούs ίδίουs παραλαβών μαθήταs άνεχεται μετ΄ αύτών είs Λαοδίκεαν πόλιν τήs Φρυγίαs Καπατιανήs. κάκείθεν προβάs ήθεν είs ΄Οδυσσόπολιν τήs Μυσίαs. είs ήν επιμείναs εφ΄ήμεραιs τισί καί ΄Αμπιόν τοΰνομα επίσκοπον καταστήσαs τοίs εκείσε πιστεύσασιν, τό ΄Ολύμπιον ύπερβάs όροs παραγίνεται είs Νίκαιαν κώμην ούσαν μεγίστην τήs Βιθυνίαs. Ού γάρ ήν τότε πόλιs. περιτειχισθήναι γάρ καί καλλωπισθήναι λεγεται ύπό Τραιανού ϋσπερον. Καί ή τών αύτόθι δε λίμνη σμικροτάτηώs φασί πρότερον ήν, τήs αύτήs κώμηs επί μήκοs άπεχουσα πολυ εν ή προσεπιβάs ό θειότατοs ΄Ανδρεαs τόν Χριστόν κηρύσσειν άπήρξατο, καί παρεκάλει τούs προσι κούνταs, ΄Ιουδαίουs τε καί ՙΕλληναs όνταs, δεξασθαι τόντού κυρίου λόγον”. (“ΑΒ”., 13, გვ. 323). |
„და ფილიპე ათორმეტთაგანი
ბართლომეოზითურთ ზემო ფრიგიას, ლუკიას და პისიდიას დაადგრეს; ხოლო ფილიპე შვიდთაგანი, რომელმანცა საჭურისსა მას კანდაკესა ნათელ-სცა, შთავიდა კესარიას პალესტინისასა და მუნ ქადაგებდა. ხოლო ანდრეა და იოვანე აღვიდეს ეფესო ქალაქად და ასწავებდეს სიტყუასა ცხორებისასა. მუნ ეჩუენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ნეტარსა ანდრეას და ჰრქუა მას: „მსწრაფლ წარვედ სოფელთა ბითჳნიისათა და ნუ გეშინინ, რამეთუ შენ-თანა ვარ ვინაჲცა ხჳდოდი, რამეთუ ქუეყანაჲცა გუთეთისაჲ მიგელის შენ“; ესევითარი ესე ჩუენებაჲ იხილა რაჲ, მიუთხრა ნეტარმან ანდრეა ღმრთისმეტყუელსა იოვანეს და მოიკითხა იგი ამბორის- ყოფითა სულიერითა და წარემართა ეფესოჲთ მოწაფეთა თჳსთა თანა და აღვიდა ლავდიკიას, ქალაქსა ფრიგიისასა; მიერ წარემართა და მიიწია ოდისო ქალაქად, სოფელსა ამასიისასა, ვინაჲცა დაყო დღე რაოდენიმე და ერთი მოწაფეთაგანი, ანპიონ სახელით, ეპისკოპოსად დაუდგინა მუნ მყოფთა მორწმუნეთა. მიერ წარემართა და გარდავლო მთაჲ ულუმბოჲ და მიიწია ნიკეას, დიდსა მას დაბასა ბითჳნიისასა, რამეთუ არღა იყო იგი ქალაქად, არამედ უკუანაჲსკნელ შეზღუდა და განავრცელა იგი ტრაიანე მეფემან. და ტბაჲ იგი მაშინ მცირე იყო და შორს დაბისა მისგან, ხოლო ამისა შემდგომად განეფინა ფრიად. მაშინ უკუე შევიდა ნეტარი ანდრეა ნიკეას და იწყო ქადაგებად ქრისტესა და ევედრებოდა მუნ მყოფთა ჰურიათა და წარმართთა შეწყნარებად სიტყუასა ქრისტესსა“ (A-1103, 228v-229r). |
ქართული ტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სიტყვასიტყვით მისდევს ბერძნულს, ერთ თავისებურებას მაინც ამჟავნებს. მთარგმნელი შემატება-კლების ხერხს და სიტყვათა შენაცვლებას იყენებს. მაგ., ბერძნულში ნახსენებია „სკვითია“ („ή Σκυθία“), რომელსაც ეფთვიმე თარგმნის „ქუეყანად გუთეთისა“. ქართულ-ბერძნულ ტექსტებს ამ შემთხვევაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ბერძნულში ნახსენები „სკვითია“ ქართველ მთარგმნელს, რომელიც ღრმა ერუდიციის მქონე პირი იყო, გუთეთის ქვეყნად აქვს მიჩნეული და აღებული. ეს ცნობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან სკვითიის შესახებ ჯერაც მიმდინარეობს დავა სამეცნიერო ლიტერატურაში, თუ სად მდებარეობდა იგი და რომელი ტომები უნდა ვიგულისხმოთ მათში.*
დამოწმებული ლიტერატურა:
1. ვ. ბააკაშვილი., „ანდრია პირველწოდებულის მიმოსლვის“ ექვთიმესეული თარგმანი, კრებ., ძველი ქართული მწერლობის სტილის საკითხები (V-XIII სს.), თბ., 1965, გვ. 52.
2. ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, ნ. კეჭაღმაძის გამოც., თბ., 1961, გვ. 35.
Malkhaz Kobiashvili
Georgian Translation of „Acts“ of Andrew the Firstcalled“
The essay is dedicated to the relation of Georgian translation of „Acts“ of Andrew the Firstcalled“ by Ephvtimus Athonite with the Greek original. Particular attention is paid to the Introduction of the work, identification of geographical area of St. Apostle.
By means of the comparison of Greek and Georgian texts it becomes clear that Georgian translation of „Acts“ of Andrew the Firstcalled“ reveals undoubtful organic relation with the work of the IX century Greek writer, Nicetus the Paphlagonian. Besides, some stylistic peculiarities of Ephvtimus Athonite's works are cleared out. They contribute further profound study of translations of this remarkable Georgian writer and translater of the X-XI centuries.
ანდრია პირველწოდებულის „მიმოსლვათა“ ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი1 (წერილი მესამე)
როდესაც ბერძენი ავტორი ქალაქ კესარიაზე მსჯელობს, პალესტინას არ ახსენებს, იგი თავისთავად გულისხმობს ქვეყანას, სადაც ხსენებული ქალაქი მდებარეობდა, ხოლო ეფთვიმეს ქართულად გადმოღებული აქვს ისე, რომ ქალაქ კესარიის ადგილმდებარეობა დაზუსტებულია და ქვეყანაც მითითებული: „კესარიას პალესტინისასა“. ასეთივეა ეპიფანეს თხზულების გეოგრაფიაც, მცირეოდენი ცვლილებებია მხოლოდ, ზოგიერთი გეოგრაფიული პუნქტი არც აქაა დასახელებული. მაგრამ ძირითადი მარშრუტი იმ ქვეყნებსა და ქალაქებზე გადის, რომლებიც მ. ბონეს გამოქვეყნებულ ტექსტშია გადმოცემული და რომლებიც ქართულ თარგმანშიც ზუსტად „Analecta Bollandiana“-ს ტექსტს მიჰყვება. მაინც მოვიხმობთ ზოგიერთ დეტალს ეპიფანეს თხზულებიდან:Καί λαβώυ τούς ίδίος μαθμτάς άνηλθες είς Λαοδίκειαν τής Φρυγίας κάκείθεν είς τήνМυσίαν είς Оδυσσούπολιί ύπερβάς τόν „Оλμπον ηλθεν είς Νίκαιαν. Κώμεν της Βιθυνίας (pg., t.120, სვ.229).
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეფთვიმე წარმართად თარგმნის „Ελληνες“, ანუ ელინებს. ბერძნული საკუთარი სახელი „Αμπιόν“ გადმოღებულია „ანპიონად“,μ-თია შენაცვლებული.
ბერძნულში მოტანილია იესო ქრისტეს სიტყვები, რომლითაც მიმართა მან თავის მოწაფეს, პირველწოდებულ ანდრიას: „μετά σοϋ είμι“ - „შენში ვარ“, „შენთან ვარ.“ ქართულად იგი პერიფრაზირებულია და პირდაპირი თარგმანი არ არის: „მუნ ეჩუენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე“…
თხზულების თარგმნისას ეფთვიმეს ზოგან გეოგრაფიული პუნქტის სახელწოდება უთარგმნელად დაუტოვებია. მაგალითად მე-18 თავის დასაწყისში დასახელებულია ბერძნულ ტექსტში კლდის, გამოქვაბულის სახელწოდება „Κατζαπός“, რომელიც ქართულად არაა გადმოღებული:
როდესაც ბერძენი ავტორი ქალაქ კესარიაზე მსჯელობს, პალესტინას არ ახსენებს, იგი თავისთავად გულისხმობს ქვეყანას, სადაც ხსენებული ქალაქი მდებარეობდა, ხოლო ეფთვიმეს ქართულად გადმოღებული აქვს ისე, რომ ქალაქ კესარიის ადგილმდებარეობა დაზუსტებულია და ქვეყანაც მითითებული: „კესარიას პალესტინისასა“. ასეთივეა ეპიფანეს თხზულების გეოგრაფიაც, მცირეოდენი ცვლილებებია მხოლოდ, ზოგიერთი გეოგრაფიული პუნქტი არც აქაა დასახელებული. მაგრამ ძირითადი მარშრუტი იმ ქვეყნებსა და ქალაქებზე გადის, რომლებიც მ. ბონეს გამოქვეყნებულ ტექსტშია გადმოცემული და რომლებიც ქართულ თარგმანშიც ზუსტად „Analecta Bollandiana“-ს ტექსტს მიჰყვება. მაინც მოვიხმობთ ზოგიერთ დეტალს ეპიფანეს თხზულებიდან:Καί λαβώυ τούς ίδίος μαθμτάς άνηλθες είς Λαοδίκειαν τής Φρυγίας κάκείθεν είς τήνМυσίαν είς Оδυσσούπολιί ύπερβάς τόν „Оλμπον ηλθεν είς Νίκαιαν. Κώμεν της Βιθυνίας (pg., t.120, სვ.229).
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეფთვიმე წარმართად თარგმნის „Ελληνες“, ანუ ელინებს. ბერძნული საკუთარი სახელი „Αμπιόν“ გადმოღებულია „ანპიონად“,μ-თია შენაცვლებული.
ბერძნულში მოტანილია იესო ქრისტეს სიტყვები, რომლითაც მიმართა მან თავის მოწაფეს, პირველწოდებულ ანდრიას: „μετά σοϋ είμι“ - „შენში ვარ“, „შენთან ვარ.“ ქართულად იგი პერიფრაზირებულია და პირდაპირი თარგმანი არ არის: „მუნ ეჩუენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე“…
თხზულების თარგმნისას ეფთვიმეს ზოგან გეოგრაფიული პუნქტის სახელწოდება უთარგმნელად დაუტოვებია. მაგალითად მე-18 თავის დასაწყისში დასახელებულია ბერძნულ ტექსტში კლდის, გამოქვაბულის სახელწოდება „Κατζαπός“, რომელიც ქართულად არაა გადმოღებული:
„Εν αύτή δέ τή όδώ έτέρα έστ πέτρα
στερεά. Κατςαπός έπί χωρίω λεγομένη ού
πανυ υφηλη έν ή κατώκει πολύ πλήθς πνενμάτων άκαθάρτων. Άπερ εποίει φαντασίας ςητούντα θυσίας „ „AB“.,ტ.13, გვ.325). |
„ხოლო მასვე გზასა ზედა იყო სხუაჲ
პარეხი მაღალი, სადა-იგი მკჳდრ იყო სიმრავლე სულთა არა-წმიდათა; რომელნი იგი იქმოდეს უცნებათა და ეძიებდეს მსხუერპლთა“ (A-1103,230 v). |
ბერძნულის κατζαπός έπί χωρίω λεγομέη- ქართულად თარგმნისას გამოტოვებულია.
ბერძნულად დასახელებული გეოგრაფიული პუნქტები, აგრეთვე ადამიანთა საკუთარი სახელები, ეფთვიმეს მიერ თითქმის ადექვატურად არის გადმოღებული. მაგალითები:
Δαυκώμις- დავკომი; Λαοδίκεια- ლავდიკია;
Νικαία - ნიკია; Ολΰμπιο- ულუმბო;
Κλίδος - კლიდოს; Πισίδια- პისიდია;
Βιθυνία - ბითვინია; Φρυγία- ფრიგია;
Τυχικός - ტჳქიკოსი; Κανδάκη- კანდაკე;
Ηράκλεια - არაკლია; Καισαρεία- კესარია.
Νικαία - ნიკია; Ολΰμπιο- ულუმბო;
Κλίδος - კლიდოს; Πισίδια- პისიდია;
Βιθυνία - ბითვინია; Φρυγία- ფრიგია;
Τυχικός - ტჳქიკოსი; Κανδάκη- კანდაკე;
Ηράκλεια - არაკლია; Καισαρεία- კესარია.
თითოეული მათგანის გადმოთარგმნა ბიზანტიური ბერძნულის შესაბამისად ხდება.
საყურადღებოა წმ. ანდრიას მოღვაწეობა და ქადაგება ქალკედონსა და ბითვინიაში:
„Έκεϊθέν τε διά τοϋ θαλαττίου κόλπου
παραπλεύσας έν Καλχηδόνί πόλει τής Βιθυνίας παραγίνεται κάκείσε μικρόν ένδιατρίψας χρόνον καθιτησιν έν αύτή Τυχικόν ένα τών συνεπομέων. Σύτώ μαθητών διά δέ τής Ποντικής θαλόόης άναπλεύσας ήλθεν εϊς τινα πόλιν καλουμένην Ηρόκλειαν καί τινας μαθητεύσας έν αύτή. Έν πλοίω αναχθεις την Αμαστραύών πόλιν καταλαμβάνει. μεγίστην τε ούσαν καί περιφανεστατην“ („AB“.,ტ.13, გვ.328). |
„მიერ ნავითა მიიწია ქალკიდონ
ქალაქად ბითჳნიისა და მცირედ ჟამ დაყო მუნ და დაადგინა ეპისკოპოსად ტჳქიკოს, ერთი მოწაფეთა მისთაგანი, და აღვლო ზღჳსპირი და მიიწია ქალაქად, არაკლიად სახელით. და მიერ აღვიდა ამასტრიად ნავითა და იყო ქალაქი იგი დიდი და შუენიერი“ (A-1103, 232ვ). |
საინტერესოა, რომ ეფთვიმეს ბერძნულის „Ποντικής θαλόσσης“ მხოლოდ ზღვისპირად აქვს თარგმნილი; როგორც ჩანს, „Ποντικής“ მას ზედმეტად მიუჩნევია ხსენებულ კონტექსტში. ქალკედონი, ჰერაკლეა და ამასტრია დასახელებულია ეპიფანეს თხზულებაშიც:
„λθν είς Καλχηδόνα πόλιν τής Βιθυνίς“... „καί πόλιν απάρας πλέων τήν Ποντικήν θάλασσαν ήλθν είς Ηρακλείαν ανήλθεν είς Κρούμναν. Νϋν δέ καλουμένην Αμαστρίαν“ (პგ., ტ.120, სვ.240). სამივე გეოგრაფიული პუნქტი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს.
23-ე თავის დასაწყისი ქართულ თარგმანში მცირეოდენ სხვაობას ამჟღავნებს. ბერძნულიდან პირველი წინადადების მხოლოდ ნაწილია გადმოღებული, თუმცა ამას არცა აქვს პრინციპული მნიშვნელობა.
მოვიყვანთ უთარგმნელ წინადადებას: „Επειδή δέ ταίς πολυάνδροις καί πόλεσι έπδημείν έσπευδεν“ („AB“., გვ.323. - „ხალხმრავალ სოფლებსა და ქალაქებში სტუმრობას ჩქარობდა [ანდრია მოციქული]“, ხოლო შემდეგ კვლავ ზედმიწევნითი თარგმანია შესრულებული:
Ό μεγας τής εύσεβείας απσστολος. `εν τοίς
πληθεσι γάρ έλεγεν ώς έπίπαν τούς ςητουμένους εύρίσκεσθαι. „πό Αμεγας απαπλεύσας δια τού καλουμένον Παρθείού ναυσ πόρου όντος.καταλαμβάνει τό Χόρακος έμπόριον φερωνύμως οΰτω καλούμεον ώς πόλει τινί ώκοδομημένη προσεοικός χάραςι γάρ οίονεί καί τείχε σι τοίς δυσί ποταμοίς περικυκλομνον. Από μεσημβρίας μέν τώ προσονομαςομένω διά τό βλαπτκόν. Από δέ τοϋ άρκτώου μέρους τώ προσαγορευομέ νω Λσύει διά τό πλημμυρώδες. („AB“,ტ.13, გვ.329). |
„ხოლო ამასტრია ქალაქით აღჴდა ნავსა
მოციქული და აღვლო მდინარე დიდი, პართენი სახელით და მიიწია სოფელ- ქალაქად, რომელსა უწოდიან ხარაკ, რომელი-იგი ზღუდის სახედ მოუცავს ორთა მდინარეთა სამხრით, რომელსა- იგი მგელ ეწოდების დიდად მავნებლობისა მისისათჳს; და ჩრდილოჲთ მეორე-იგი მოსდგამს მდინარე, სახელით ლუსი“ (A-1103, 233რ). |
შევნიშნავთ, რომ მდინარის სახელწოდება ლიკოსი Λύκος) დადასტურებულია არიანეს თხზულებაში და მითითებულია, რომ იგი ბითვინიის მდინარეა და გაედინება ჰერაკლიის დასავლეთით (12.46).
ზემომოყვანილი ბერძნულ-ქართული ტექსტების შედარებიდან ჩანს სხვაობა მათ შორის, ქართული ტექსტი ძირითადად მისდევს ბერძნულს, მაგრამ შიგადაშიგ მთარგმნელი ერევა მასში და ამცირებს. მიუხედავად ამისა, ზედმიწევნით ხატავს იმ გეოგრაფიულ გარემოს, სადაც უხდებოდა ქრისტიანობის გავრცელება ანდრია მოციქულს.
სიტყვასიტყვითაა თარგმნილი ის ეპიზოდი, რომელიც ანდრია მოციქულის ველურ ტომებთან შეხვედრას აღგვიწერს. ავტორი მოგვითხრობს, როგორ მოაჭამეს წმიდა მოციქულს თითი და როგორ გაუმრთელა ხელი უფალმა:
…Είς δέ τις τών μαινομένου καί
άπηνούς `εκείνου όχλου. Θεριότροπος ών καί πάση ς ώμότητος ς ώμότητος έμπλες. Τής χειρός τού άποστόλον λαβόμενοσ καί τοίς όδούσιν αύτού τον τούτον ` ενδακών καί διαμησ άμενος παρχρήμα έξεκοψεν ού χάριν παρά τισιν οί Σιωπείς μέχρι τής σήμερον δακτυλοφάγα κατονομόςονταί („AB“.,ტ.13,გვ.330- 331). |
„ერთმან ვინმე მჴეცის მსგავსმან
გონებითა უპყრა კბილითა თითი მოციქულისაჲ და დაცოხნა, ვიდრეღა სრულიად მოჰკუეთა, რომლისათჳსცა ეწოდა სინოპელთა თითისმჭამელ, ვიდრე მოაქამდე“ (A-1103, 233ვ-234რ). |
ეპიზოდი კაცისმჭამელი ტომების შესახებ გვხვდება ეპიფანესთანაც.
საქართველოს ისტორიისა და ისტორიული გეოგრაფიისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება თხზულების იმ მონაკვეთს, რომელიც ანდრია პირველწოდებულის საქართველოში მეორედ ჩამოსვლასა და შავი ზღვისპირეთის ტერიტორიაზე ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებას მოგვითხრობს:
„δια δέ τού `Εύξείνου πόντου παραθαλασσίας
αροδεύων έφθασεν έν τινι τόπω Ζαλίχω καλου μένω οί δέ `Αμισηνοί μαθόντες τήν αύτού παρουσίαν χαίροντες προσυπήντησ αν αύτώ καί ευφημουντες ηγαγον εις την ξενιαν ως ηόη μαθητευθεντες καί φωπσθέντες υπ αύ τού.καθα καί προλέλεκεται. Έν άς έφ' ήμέραις όλίγαις προσέιας καί τοϊς τής χάριτος λόγοις έπιστηρίξας αύτούς. Ροπεμφθείς ύπ' αύτών έν Τραπεζούντι πόλει τής Λαζικής χώρας παραγίεται κάκείθεν έξορμήσας πρός τήν Καίσαρος νέαν πόλιν άνέρχεται.
`Από Νεοκαισαρείας τοίνυν έξορμήσαντα
αύτον καί τόπου έκ τόπου περιερχόμενον καί τό κτρυγ μα τής εύσεβείας κατασοπέροντα έ γένετο τήν τών Σαμοσατέων μεγίστήν πόλιν καταλαβείν έν τοίς Παρθίας όροις κειμένεν έ ν ή κατώκει πλήθος `Ελλήνων είδωλολατρών.
…(„AB“., ტ. 13, გვ.331-332)
|
„წარემართა მიერ და აღვიდოდა ზღჳს-
კიდესა პონტოჲსასა ვიდრე დაბადმდე, რომელსა ეწოდების ზალიქოჲ. ცნეს ამასიელთა მუნ მისლვაჲ მოციქულისაჲ და მიეგებვოდეს მას სიხარულით; და მოიკითხეს სურვიელად და წარიყვანეს ქალაქად სავანესა მას, სადა-იგი პირველ იყოფოდა. რამეთუ იგი ქალაქი პირველვე განათლებულ იყო მის მიერ და დაყო მაშინ მცირედ დღე მათ თანა და წარიგზავნა მშჳიდობით და მიიწია ტრაპეზუნდად, ქალაქსა მას სამეგრელოჲსასა… მიერ წარვიდა და მივიდა ნეოკესარიას...
ხოლო ნეოკესარიით განვიდა და
მიმოვიდოდა ადგილითი-ადგილად და განჰფენდა ქადაგებასა მას ღმრთისმსახურებისასა, ვიდრე მიიწია სამოსატელთა დიდსა მას ქალაქსა, რომელი-იგი არს საზღვარსა პართთასა, სადა იგი მკჳდრ იყო ერი მრავალი პართთა და ბერძენთაჲ“. (A1103, 234ვ). |
თარგმანი აქაც ზედმიწევნითაა შესრულებული, მხოლოდ ერთადერთი ცვლილებაა შეტანილი ეფთვიმეს მიერ, ბერძნულში ბერძნებთან ერთად არაა ნახსენები პართნი, მათი მოხსენიება ბერძენთა გვერდით მთარგმნელის დამსახურებაა. ანდრია მოციქულის მისიონერული მოგზაურობის ამ მარშრუტს ეპიფანეც გადმოგვცემს. იგი ახსენებს ზალიქოს, ამასიელებს, ნეოკესარიას: „Έξήλθεν είς τόν Ζάλικον“… („PG“., ტ. 120, სვ.241). „Καί ήλθεν Νεοκαισάρειαν“ („PG“., ტ. 120, სვ.241).
როგორც თხზულებიდან ვიგებთ, ანდრია სამოსატიდან წასულა კვლავ იერუსალიმში, ბერძნული ტექსტი სამოსატას არ ახსენებს, იგი იგულისხმება:
…καταλιπών αύτούς άνειοι κατά τό έθος
είς `Ιεροσόλυμα τήν έορτην τού πάσχα μετά τής θεοτ όκου δεσποίνης ήμών έπιτελέσων. („AB“., ტ. 13, გვ.333). |
„სამოსატით წარვიდა და აღვიდა
იერუსალჱმდ, რაჲთა ყოს პასექი წმიდისა დედოფლისა ღმრთისმშობელისა თანა და დაყო მუნ, ვიდრე მარტჳლიადმდე“ (H-1347, 464რ). |
თხზულებაში დაცულია მეტად საგულისხმო ცნობა იმის შესახებ, რომ ქრისტეს მოწაფეები შესაძლებლობისამებრ ყოველ წელს იკრიბებოდნენ იერუსალიმში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად. ისინი დღესასწაულს აღნიშნავდნენ ღვთისმშობელთან ერთად. ამის შემდეგ ისინი კვლავ წავიდ-წამოვიდნენ სხვადასხვა მხარეს ქრისტიანობის საქადაგებლად. ანდრია სხვა მოციქულებთან ერთად წასულა ქართლში (ბერძნული ტექსტით „`Ιβηρία“). ეს უკვე წმ. ანდრია მოციქულის მესამე სამისიონერო მოგზაუროაა. თხზულების ეს მონაკვეთიც სავსეა ტოპონიმიკური ხასიათის ცნობებით (თავი 29-30); ამოვწერთ მხოლოდ იმ დეტალებს, სადაც მოწოდებულია ცნობები გეოგრაფიული არეალის შესახებ და მივანიშნებთ, რამდენად ზუსტადაა გადმოღებული თითოეული ტოპონიმი ქართულად ბერძნული ტექსტიდან:
„Ό δέ φερώνυμος `Ανδρέας μετά τών
λοιπών μαθητών διερχόμενοι τάς χώρας καί πόλεις διδάσ κοντες άμα καί θαυματουργούντες τή τών `Ιβήρων χώρα προσεπιβαίνουοι καί έως τού Φάσιδος ποταμού ναυσιπόρου όντος.ένθα βραδυπλοείν τα πλοία φασίν.ϋδωρ ένδον έπιφερόμενα. Έκείθεν τοίνυν κατήλθον είς Σσυσανίαν οϋτω καλουμενην χωραν. Ό δέ μέγιστος `Ανδρέας άμα τώ Σίμωνι έν τή `Αλανική χώρα έπεδήμεσαν καί τήν λεγομένην Φούστα ν πόλιν κατέλαβον ένθα πολλά μέν οημέία καί θαύμ ατα έργασάμενοι. Πλείστους δέ μαθετεύσαντες καί φωτίσαντες τή `Αβασγία προσεπιβαίνουσιν έν Σεβαστοπόλει τε τή μεγόλε είσεληλυθότες τόν περί πίστεως καί έπιγνώσεως θεού λόγον κηρύττουσιν καί πολλοί τών άκουσάντως έδέξαντό.
„Ενθα καταλιπών ό μέγας ό μέγας
άπόστολος τόν Σίμωνα. Καί τινας τών μαθητών σύν αύτώ πρόςτήν τής Ζηκχίας χώραν άνέδραμεν. Οί δέ τού έθνους τούτου οίκήτορες. Οί Ζηκχοι λεγόμενοι. Έπωνύμως μέν έκ χοός ζώντες τή γεωργία σχολάζουσι.σκληροί δέ είσι καρδία καί το ύς τρόποις βάρβαροι…“(„AB“., ტ. 13, გვ.333-334). |
„ხოლო დიდებული ანდრეა სხუათა
თანა მოვიდოდეს ქალაქითი- ქალაქად და სოფლითი სოფლად. ასწავლიდეს ერთა და იქმოდეს სასწაულთა და ესრეთ მოიწინეს ქუჱყანად ქართლისა და ვიდრე მდინარედმდე ჭოროხისა დაუცხრომელად ქადაგებდეს სახელსა ღმრთისასა. და მერმე შთავიდეს სოსანგელთა სოფელსა… [ასე ეწოდებოდა ქვეყანას]… ხოლო დიდი ანდრეა, სჳმონითურთ შევიდეს ქუჳჱყანასა ოვსეთისა და მიიწინეს ქალაქად, რომელსა ეწოდების ფოსტაფორ, სადა-იგი დიდნი სასწაულნი ქმნნეს და მრავალნი ერნი მოაქცინეს და განანათლნეს. მიერ წარვიდეს და შევიდეს ქუჱყანასა აფხაზეთისასა და სევასტიად ქალაქად მივიდეს და უქადაგეს სიტყუაჲ ღმრთისაჲდა მრავალთა შეიწყნარეს.
და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრია
სჳმონ კანანელი სხუათა თანა მოწაფეთა და თავადი ჯიქეთისა ქუჱყანასა წარვიდა., ხოლო კაცნი მის ქუჱყანისანი ჯიქნი, იყვნეს კაცნი ფიცხელნი გულითა და საქმეთა შინა ბოროტთა განფრდილნი“… (H-1347, 464ვ). |
ამ ეპიზოდთან დაკავშირებით უაღრესად მნიშვნელოვანია ეპიფანე მონაზონის თხზულებაში დაცული ცნობებიც:
„Καί κατήλθον είς `Ιβτρίαν καί τόν Φάσιν“ ...…(„PG“., ტ.120, სვ.241); „καί μεθ' ήμέρας είς Συσανίαν“...…(„PG“. ტ.120, სვ.244); „Ο δέ Σίμων καί `Αλανίαν. Απήλθον είς `Αλανίαν Φοΰσταν πόλιν“... („PG“., ტ.120, სვ.244). საყურადღებოდ მიგვაჩნია ეპიფანეს მიერ დასახელებული გეოგრაფიული პუნქტი „Συσανία“, რომელიც ქართულად „სოსანგეთად“ არის თარგმნილი და რომელიც, ზოგი მეცნიერის ვარაუდით, სვანეთს უნდა ნიშნავდეს.
მ.ბროსე სოსანგეთს აწყურად მიიჩნევს. მისი მსჯელობით, „ანდრიამ თავისი მოწაფით სიმონ კანანელით მეორედ მოასწრო მესხეთით გარდასვლა აფხაზეთში. ისინი ორნივე გარდავიდნენ სვანეთში, ოსეთში და ბოსფორის საზღვრებამდე; წმ. სიმონმა დაამკვიდრა სჯული აბხაზთა შორის სევასტოპოლს, აწინდელ სოხუმში და მეგრელთ შორის“ (2.39). ჩანს, რომ მ. ბროსე საკმაოდ კარგად იცნობს როგორც უცხოურ, ისე ქართულ წყაროებში შემონახულ ცნობებს წმ. ანდრია მოციქულის საქართველოში მისიონერული მოღვაწეობის შესახებ. სოსანგეთიდან, ანუ ბერძნულის მიხედვით, სუსანიადან იგი უნდა გადასულიყო ალანთა, ანუ ოსთა ქვეყანაში, სადაც მდებარეობდა ქალაქი ფუსტა.
პ. ინგოროყვა საგანგებოდ დაინტერესდა და შეეხო სოსანგელთა, ანუ სანთა ქვეყნით. მან გააიგივა სანეთი, სანიკე (Σαννική), სოსანეთი Σοσανία->Σοσανία, სანიგეთი (სოსანიგეთი) ძველი ბერძენი და რომაელი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების ცნობების მიხედვით. მისი შეხედულებით, „რიზეს მხარეში მოსახლე ქართველი ტომები ანტიკურ ხანაში ცნობილნი იყვნენ უმთავრესად შემდეგი სატომო სახელწოდებებით: მაკრონები (მეგრელები), ანუ სანები (ჭანები), სანიგები, ჰენიოხები. ამ ქართველი ტომების სახელიდან რიზეს მხარეს ანტიკურ ხანაში ეწოდება მაკრონთა-სანთა და ჰენიოხთა ქვეყანა. სანეთი (Σαννική), იგივე სოსანეთი (*Σοσανία->Σοσανία), სანიგეთი (სოსანიგეთი)“ (7.202). მას მოაქვს ანტიკური პერიოდის ისტორიკოსთა - სკიმნე ქიოსელის, მენიპე პერგამელის, პლინიუს სეკუნდეს, ფლავიუს არიანეს, სტრაბონის, V საუკუნის ანონიმი გეოგრაფის ცნობები ხსენებულ ტოპონიმთა შესახებ. ყოველივე ზემოთქმული იმას მიგვითითებს, რომ სოსანიგეთი, შესაძლოა, კონკრეტულად აწყურს არც ნიშნავდეს და იგი ჭანების, ანუ სანების ქვეყნის აღმნიშვნელი იყოს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, წმ. ანდრია მოციქულის „მიმოსლვათა“ ტექსტში ერთ-ერთ ქართველურ ტომზეა საუბარი.
შემდეგ პ. ინგოროყვა მსჯელობს იმის შესახებ თუ რა ტერიტორიას მოიცავდა სანეთი, ანუ სანიგეთი (იგივე სოსანეთი, სოსანიგეთი). მისი აზრით, იგი I საუკუნეში კოლხეთის ერთ-ერთი მხარე იყო, მეორე საუკუნეში - ცალკე სამთავრო-სამეფოდ ჩამოყალიბებულა მაკრონთა (მაკრონ-სანთა) და ჰენიოხთა (სანეთი=სანიგეთი, ანუ სოსანეთი=სოსანიგეთი) სამეფოს სახელით ცენტრით ტრაპიზონი. ამ ვარაუდის გამოთქმისას იგი ეყრდნობა ფლავიუს არიანეს ცნობებს. III-IV საუკუნეებში სოსანიგეთის, სანეთის ტერიტორია გაფართოებულა; მისი ჩრდილოეთი საზღვარი ჭოროხი ყოფილა, სამხრეთით იგი აღწევდა სურმენეს ზონამდე; ჩრდილოეთით მდებარეობდა ციხე-ქალაქი აფსარი (შემდეგში გონიოს ციხედ წოდებული - მ.კ.), სამხრეთით - ჰჳსის ნავსადგური (7.206). V-VI საუკუნეებში სანეთი ანუ სანიგეთი ბუფერული ზონა ყოფილა ლაზეთის სამეფოსა და ბიზანტიას შორის, რაზეც ცნობებს გვაწვდის პროკოპი კესარიელი (4.95-96). ამ დროისათვის ეკლესიურად იგი დაკავშირებული ყოფილა ლაზიკასთან, ანუ ლაზეთთან. VII საუკუნიდან კი, აგრძელებს მსჯელობას პ.ინგოროყვა, „ბიზანტიამ შეიერთა იბერიის ტერიტორიიდან სპერისა და რიზეს მხარეები, რომელიც მან ადმინისტრაციულად დასავლეთ საქართველოს - ლაზეთს შეუერთა, რის შემდეგაც ეწოდა მას ლაზეთი, ლაზიკა“ (7.206-207).
სოსანგელთა ქვეყანასთან დაკავშირებით, ჩვენი აზრით, ყველაზე სარწმუნო სწორედ პ.ინგოროყვას შეხედულება ჩანს. ამიტომ წმ. ანდრიას „მიმოსლვათა“ „სოსანგელთა სოფელი“ უნდა იყოს სანეთი ანუ ჭანეთი, შავიზღვისპირა ქვეყანა.
პ. ინგოროყვა იმასაც აღნიშნავს, რომ მეორე მოციქული მატათა, რომელიც შავიზღვისპირეთში წამოსულა ქრისტიანობის საქადაგებლად, გარდაცვლილა სოსანეთში, ხოლო ეპიფანეს თხზულება მისი დასაფლავების ადგილად აფსარს (ანუ გონიოს) ასახელებს (6.227). მატათას აფსარში დასაფლავების შესახებ მიუთითებს ვ. ვასილევსკიც (7.226). ყოველივე ამას მხარს უჭერს ცნობები არიანეს თხზულებიდან.
აკად. ს.ჯანაშიამ სამეცნიერო ლიტერატურისა და ძველი წყაროების გათვალისწინებით აფსარი გონიოს ციხედ მიიჩნია, ხოლო ჭოროხი - აკამფსისად (11.254-262).
ზემოთ ჩვენ ვახსენეთ, რომ სოსანგელთა სოფლიდან წმ. ანდრია პირველწოდებული ფუსტაში, ალანთა ქალაქში გადასულა. ს.ყაუხჩიშვილმა, რომელმაც თეოდოსი განგრელის თხზულებას დაურთო კომენტარები, ფუსტის ადგილმდებარეობა შემდეგნაირად განმარტა: „მისი მდებარეობა განსაზღვრულია ჩვენი ტექსტების მხოლოდ ლათინურად (ანასტასი ბიბლიოთეკარის გადმოცემით) დაცულ ნაწილში: ის მდებარეობს „აფსილიისა და მისიმიანის მხარეებში“. ქალაქი Φούστα გვხვდება ეპიფანე კონსტანტინოპოლელის მიერ შედგენილ „ანდრიას ცხორებაშიც“, სადაც ის მოხსენებულია ალანთა ქვეყნის დასახელებასთან ერთად (είς `Αλανίαν καί Φοΰστιν Πόλιν), ისევე, როგორც იმავე ცხოვრების სხვა ადგილას ერთად არიან მოხსენებული Φούστοι და `Αλανοί. თუ სად მდებარეობდა ზედმიწევნით ფუსტა, ამის თქმა ძნელია, ხოლო ანდრიას „ცხოვრების“ მიხედვით... ...მისიმიელთა მხარეში თუ მის მეზობლად უნდა მდებარეობდეს. ჩვენი მხრით შეგვიძლია კიდევ დავუმატოთ ის, რომ სოხუმის რაიონის სოფელ ალექსანდროვსკოეში, სადაც ჩვენ აქ დასახლებულ ბერძნებს შორის სამუშაოდ ვიყავით 1933 წლის ზაფხულში, ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან გვსმენია - ეს არის ძველი ფუსტას მხარეო“ (5.54). ქართულად „ Φούστα“ ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ თარგმნილია „ფოსტაფორად“.
ფლავიუს არიანეს ცნობით, ალანები, რომელთა ქალაქადაც არის ფუსტა „მიმოსლვათა“ ტექსტში მიჩნეული, ხშირად ესხმოდნენ თავს შავი ზღვისპირეთის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს (12.3-4;19, 21).
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეფთვიმე ათონელი ბერძნულ „'Ιβερία“-ს თარგმნის „ქართლად“. ჩანს, ბერძნულში ძველი ტრადიციაა დაცული, ხოლო მთარგმნელი მას თავის ეპოქაში გავრცელებულ და დამკვიდრებულ სახელწოდებას უფარდებს. იგივე შეიძლება ითქვას „Αλανική“-სა და „ოვსეთის“ შესახებ, აგრეთვე „Αβασγία“-სა და „აფხაზეთის“ შესახებ; აქ ყურადღებას იმსახურებს ბერძნულ ტექსტში მოხსენიებული საქართველოს ტერიტორიაზე გამდინარე მდინარე Φάσιςი, რომელიც ქართულ თარგმანში მდინარე „ჭოროხადაა“ გადმოტანილი. როდესაც ანტიკური პერიოდისა და ადრექრისტიანული ხანის ბერძენ-რომაელი ისტორიკოსები „Φάσις“-ს ახსენებდნენ, მასში გულისხმობდნენ მდინარე რიონს. ეფთვიმეს ტექსტის თარგმნისას „Φάσις“-სი ქართულში გადმოაქვს ჭოროხად. აქვე შევნიშნავთ, რომ XVIII საუკუნის გადამწერს ეფთვიმეს თარგმანში ჭოროხის ნაცვლად ჭოროტი დაუწერია. თუ რატომ თარგმნის ეფთვიმე ათონელი „ჭოროხად“ „Φάσις“-ს, უთუოდ საჭიროებს განმარტებას.
ს.ჯანაშიას ამასთან დაკავშირებით მოაქვს ბერძენ ისტორიკოსთა ცნობები და აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ „ფაზის“-ის სახელი ძველთაგანვე რიონთან იყო საკუთრივ დაკავშირებული, ზოგჯერ იგი ჭოროხსაც გულისხმობს. საფიქრებელია, ჭოროხის ზემო ნაწილზეა საუბარი, როცა ქსენოფონტე ფაზისს იხსენიებს“ (11.262-263). ცნობილია, რომ ჭოროხს ბერძენი ისტორიკოსები სხვადასხვა სახელით იხსენიებენ, მაგ. არიანე მას „Ακαμψις“-ს უწოდებს. აპოლონიოს როდოსელმა ლჳკედ მოიხსენია. პროკოპი კესარიელი კი ამტკიცებს, რომ „ეს მდინარე სხვადასხვა სახელს ატარებს თავის მიმდინარეობის ზემო და ქვემო ნაწილში, ქვემოთ იგი ფაზისის სახელს ითვისებსო. სხვაგან იგივე ისტორიკოსი ამბობს, რომ ზღვასთან ამ მდინარეს აკამფსისს (ე.ი. უდრეკს, მედგარს) ეძახიან ადგილობრივი მცხოვრებნი, მისი დენის სიფიცხისა და სიძლიერისათვისო“ (11.263). ს. ჯანაშიამ აგრეთვე აღნიშნა, რომ „ფაზისისავე სახელით გვევლინება ზოგჯერ რახსი ანუ არაქსიც! კონსტანტინე პორფიროგენეტი მას ერაქსს ანუ ფაზისს ეძახის. ამავე ეტიმოლოგიისაა ბასიანი, ქართულ-სომხური გამოთქმით, ფასიანა. კ.პორფიროგენეტის ცნობით, ქართულ-ბიზანტიურ სატერიტორიო დავის გადაწყვეტისას ფასიანას საზღვრად ერაქცი ანუ ფაზისი იქნა მიჩნეული“ (11.263-264).
ამ მონაცემების გათვალისწინებით მკვლევარი მიდის შემდეგ დასკვნამდე: „ამიტომ არის, რომ ძველ ქართველ მთარგმნელებს ბერძნული დედნის „ფაზისი“ ჭოროხად აქვთ გადმოცემული, თუ ფაზისი დედნის ავტორს ქართლთან ან ეგრისთან აქვს დაკავშირებული. ასე მოქცეულა ექვთიმე ათონელი, რომელსაც უთარგმნია ერთ-ერთი რედაქციათაგანი ანდრიას მიმოსლვათა. ასევეა ამ ძეგლის თუ სათანადო გადმოცემის ყველა სხვა ქართულ ვერსიაში“ (11.264). ამავე თვალსაზრისისაა ნ.ბერძენიშვილიცა (1.487-489) და პ. ინგოროყვაც (7.207-225).
ყოველივე ზემოთქმულის მიხედვით ჩანს, რომ წმ. ანდრია პირველწოდებულის „მიმოსლვათა“ ტექსტში ფაზისი ჭოროხის სახელადაა აღქმული. მართლაც, ზემო ქართლის ტერიტორიის ნაწილზე გაედინება მდინარე ჭოროხი. მასში არ შეიძლება, ამ კონტექსტის მიხედვით, ვიგულისხმოთ მდინარე რიონი.
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ქალაქ „Σεβαστόπολις“-ის შესახებ, რომელსაც ეფთვიმე „სევასტიად“ თარგმნის, ასევე მდიდარი ცნობებია დაცული ძველ წყაროებში; ამავე დროს, მიმდინარეობს დავა სამეცნიერო ლიტერატურაში იმის შესახებ, არის თუ არა იგი ქალაქ სოხუმის ერთ-ერთი ძველი სახელწოდება. არიანეს თხზულების მიხედვით, იგი სოხუმის ერთ-ერთ უძველეს სახელად უნდა მივიჩნიოთ (12. 8, 70).
ამასთან, აქ გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა შინაარსი იყო ჩადებული სახელწოდებებში „`Ιβερ“ და „ქართლი“ იმ ხანებში, როცა იწერებოდა ბერძნული ტექსტი და როცა ითარგმნებოდა იგი ქართულად. ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის, იბერების, სავრომატების, ტავრებისა და სკვითების ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევის შესახებ ცნობები დაცულია ნიკიტა პაფლაგონელის წმ. ანდრიას „შესხმაში“ („პგ“.,ტ.105,სვ.64), რომლის მიხედვითაც დასტურდება წმ. ანდრიას მოციქულობა საქართველოში:
„Ιβηρας καί Σαυρομάτας. Ταύρους καί Σκύθας.καί πάσαν χώραν καί πόιν.ό σαιτε πρός άρκτον Εαξείνου τού Πόντου“...…(PG, ტ.105, სვ. 64).
„მიმოსლვათა მიხედვით, ანდრია მოციქული წასულა ქრისტიანობის საქადაგებლად ჯიქეთშიც, რომლის ცენტრი იყო ნიკოფსია. ჯიქებს არიანე იმიერკავკასიიდან მოსულ ტომებად მიიჩნევს. საინტერესოა დჲუბუას ცნობა იმის შესახებ, რომ „დადიანები ჯერ იძულებული იყვნენ გადმოეწიათ თავისი საზღვარი ჯიქეთიდან ანაკოფიამდე ამ ორი საუკუნის წინათ, ეხლა ის გადმოიტანეს ღალიძგაზეო“ (11.281).
როგორც თხზულება იუწყება, ანდრია მოციქული ჯიქეთიდან წასულა სჳღდიად წოდებულ ქვეყანაში: Καί καταλιπών αύτούς πρός τήν άνωτέρω Σουγδίαν ούτω καλουμένην Χώραν κατεληλίθει.ήτις νύν έστιν άοίκητος - „მიერ წარემართა მოციქული ქრისტესი და მივიდა ქუჱყანად, რომელსა ჰრქჳან სჳღდიაჲ, რომელ-იგი აწ მოოჴრდა“. ე.ი. ანდრია სოგდიაში ყოფილა, საიდანაც იგი ბოსფორის ქალაქში წასულა, ხოლო შემდეგ ტავრომანთა გუთეთში. სხვადასხვა ქვეყნის საისტორიო წყაროებიდან და მხატვრული თხზულებებიდან სამეცნიერო ლიტერატურაში (ვასილევსკი, პეტროვსკი, Marquart-ი, Peeters-ი, კეკელიძე, ყაუხჩიშვილი) დადგენილია, რომ გუთეთი მდებარეობდა შავი და აზოვის ზღვის ჩრდილოეთით. გუთები, რომლებიც შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთის სანახებში ცხოვრობდნენ, ორად იყოფოდნენ: თავრიდის (ანუ ტავრების) გუთები და ტეტრაქსით - გუთები. ცნობილია ისიც, რომ თავრიდის გუთები მკვიდრობდნენ ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რომელსაც სამხრეთით ზღვა ესაზღვრებოდა, ჩრდილოეთით კი უკრაინის მიმდებარე ტერიტორიები. ჩვენთვის ძალზე საინტერესოა ის გარემოება, რომ ტავრო-გუთებს (ბერძნ. ტექსტით: „Ταυροσκυθών“) ქრისტიანული სარწმუნოება ოფიციალურ სახელმწიფოებრივ რელიგიად ჰქონიათ გამოცხადებული და ქვეყანა საკმაოდ ძლიერი ყოფილა VIII საუკუნის ბოლომდე. როგორც ჩანს, წმ, ანდრია მოციქული ყოფილა ტავრო-გუთების თავდაპირველი განმანათლებელი2.
სწორედ ტავროგუთეთის შესახებ გვაწვდის ცნობებს წმ. ანდრიას „მიმოსლვა“ და ამიტომ ამ მონაკვეთის ბერძნულ-ქართული ტექსტების მოყვანაც აუცილებლად და საჭიროდ მიგვაჩნია:
„Έκ τούτων δε έξεληυθώς καταλαμβάνει τήν
Βόσπορον πόλιν πέραν τού Εΰξείνου πσντου κειμένην.πλησίον τής τών Ταυροσκυθών χώρας. Ού μακράν τής Μαιώτιδος λίμνης άπέχουσαν ένθακαί λάρναξ έστίν έν θεμελίοις κειμένη. ναοϋ μεγίστου έπωνύμου τών θείων άποστόλων. Έπιγραφέν έχουσα `Σίμωνος τού ζηλωτού εύρηται δέ καί έίς τήν τής Ζηκχίας Νίκοψιν.έπγραφήν έχϊων Σίμωνος τοϋ Κανανιτου ό δέ φερώνυμος `Ανδρέας έν Βοσπόρω καταπείρα ς τά θεία λόγια καί πολλούς πρός καρποφορίαν έπιτηδείιους καταστήσας. Εις πόλιν γείτονα ταύτης Θεοδεσίαν `ονομαμαζομέην κατέρχαι.βασιλέα μέν έχουνσα Σαυρομάτην καλούμενον. Πολύανδρον δέ ούσαν τότε πλήθεσν έλληνικοίς καί έν φιλοσοφοίς αύχούσαν..” „Καί καταλιπών αύτούς έν Χερσώνι προσαγίνεται ής οί κάτοικοι έθνκώς καί άδιαφόρως ζώντες διατελούσιν.
παρ' οϊς ήμέρας ίκανάς ίκανάς ό θείος
άπόστολος πρός Βόσπορον αύθις ύπέστρεψεν κάκείθεν άναθις ύπέστρεψεν κά κάκείθεν άναχθεις έν πλοίω σκυθικώ διεπέραδε καί ήλθεν είς τα τού Εύξείνου ποντου μέρη. Καί έντ τών Σινωπέις έν πλοίω οκυθικώ διεπέραδε καί ήλθεν είς τά τού Εύξίνου μέρη. Καί έντ τών Σινωπέων πόλει καταντήσας διαπλέων δέ τήν τού Πόντου παραθλασοίαν καί τάς κατά τόπον έκκλησίας έπιστηοίζων κατήλθεν είς τό Βύζάντον. („AB“., ტ.13, გვ.334). |
„და მერმე წარემართა ნეტარი ანდრეა და
მივიდა ბოსფორ ქალაქად, რომელი-იგი არს კიდესა ევსქინოს ზღჳსასა, მახლობელად ქუჱყანასა ტავრო- გუთთასა და დიდისა მის ტბისა, რომელსაც მეოტ ეწოდების, სადა იგნი არს ლუსკუმაჲ, რომელსა-ზედა სწერია სახელი სჳმონ მოშურნისაჲ. ხოლო სჳმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოფსე ქალაქსა; შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა. შევიდა-რაჲ ნეტარი ანდრეა ბოსფორ ქალაქად, იწყო ქადაგებად სახელსა ქრისტესსა და მრავალნი მოიმოწაფნა, რამეთუ შეიწყნარეს მკჳდრთა მის ქალაქისათა მოძღურებაჲ მისი ნათლისღებასა ზედა. მიერ წარვიდა ქალაქად თევდოსიად, რომელი იყო მახლობელად ბოსფორაჲსა და იყო მუნ მთავარი, სახელით სავრომატი. და იყო ქალაქი იგი დიდი და ერი ფრიადი მკჳდრ იყოს მას შინა… დაუტევნა იგინი და მივიდა ქეროვნეთს, ქალაქსა გუთეთისა, რომელსა შინა მკჳდრ იყვნეს კაცნი ურჯუკნი და ურწმუნონი… და მიერ კუალად მოიქცა ბოსფორადმდე. დაამტკიცნა იგინი სარწმუნოებასა და მერმე აღჴდა ნავსა გუთელსა და აღვლო ზღუაჲ პონტოჲსა და მიიწია სინოპე ქალაქად.
…და შთავლნა ქალაქნი და სოფელნი
ზღჳს-პირისანი და მის მიერ აღშენებულნი ეკლესიანი და განათლებულნი ერნი მოიხილნა და განამტკიცნა, ვიდრე მიიწია ბიზინტიად“ (H-1347, 464ვ-465რ). |
არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთი საინტერესო გარემოება, ბერძენი ავტორი შავი ზღვის შესახებ ყველგან წერს „Πόντος εύξείνου“, ხოლო ქართველ მთარგმნელს იგი თითქმის ყველგან გადმოაქვს ზღვისპირად.
„Χερσων“-ი გადმოტანილია „ქეროვნეთად“. ეპიფანეც ახსენებს ამ გეოგრაფიულ პუნქტს. საყურადღებოა მეორე ფაქტიც, ბერძნული ტექსტის სკვითია ეფთვიმეს ზოგჯერ გადმოაქვს გუთეთად. სკვითიის შესახებ საკმაოდ მდიდარი ცნობებია შემონახული საისტორიო წყაროებიდან და სამეცნიერო ლიტერატურაც საკმაოდ დიდია. სკვითები, როგორც მიუთითებენ, ძველირანული ტომები და ძველი დასავლურ-ქართველური ტომები იყვნენ. მათ შესახებ უძველესი ცნობები დაცულია ჰეროდოტეს „ისტორიასა“ და ქსენოფონტის „ანაბასისში“, რომელთაც ემყარებიან შემდგომი ხანის ისტორიკოსები. ჰეროდოტეს მიხედვით, ისინი ცხოვრობდნენ დნეპრისა და დონის სტეპებში და მომთაბარეობდნენ. იგი მათ გირჩის მჭამელებს უწოდებდა. განთქმული იყო მათი ხელოვნება, რომლის ნიმუშები აღმოჩენილია შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე. რამდენადმე განსხვავებულია ქსენოფონტის თხზულებაში დაცული ცნობები. სკვითები ჭოროხის დასავლეთით მოსახლეობდნენ, პონტოს ტავრის სამხრეთ კალთებზე ვიდრე ტრაპეზუნტამდე. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ მისი სახელწოდება მეგრულ-ჭანურიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, „შკვითი“, რაც შვიდს აღნიშნავს, ხოლო ბერძნულში „შ“ ბგერის უქონლობის გამო გამოყენებულ იქნა „σ“ - სიგმა. მოჰყავთ ცნობები სტრაბონის „გეოგრაფიიდანაც“ (ი. ჯავახიშვილი, გ. მელიქიშვილი, თ.მიქელაძე)3. სტრაბონი ახსენებს სახელწოდებას „ჰეპტაკომეტაჲ - „Επτακωμήται“, რაც „შვიდსოფლელებს“ აღნიშნავს. არიანეს მიხედვით ისინი ცხოვრობდნენ პიტიუნტიდან ნიტიკემდე; მისივე ცნობით, კოლხები ინდოელი სკვითები არიან (12.76).
ბიზანტიური ეპოქის ისტორიულ წყაროებში ადრეული ხანის თხზულებები მიგვანიშნებენ სკვითებსა და სკვითიაზე, რომელსაც ხშირად, „მიმოსლვათა“ მსგავსად, შავიზღვისპირეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარედ მიიჩნევენ.
ახალი აღთქმის ყველა მნიშვნელოვანი გამოცემის სქოლიოებში მითითებულია, რომ წმ. ანდრია მოციქულმა იქადაგა მცირე აზიასა, საბერძნეთსა და სკვითეთში. ძველ ბერძენ მწერალთა ცნობების მიხედვით, ეჭვმიუტანელ ფაქტად უნდა მივიჩნიოთ, რომ პირველი ათასწლეულის პირველ ნახევარში სწორედ იბერიასა და მის მომიჯნავე ქვეყნებს უწოდებდნენ სკვითებს: „სკვითები“ ეწოდებათ პონტოსპირეთის ტომებსაც, (რომლებშიც შედიან: ბიძერები, პაფლატონები, მარიანდინები, ბითვინები). ამის მიხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ „სკვითები“ ჩვენი ავტორისათვის (იგულისხმება დიონისიოს პერიეგეტი) კრებითი ცნებაა და არა კონკრეტული ტომის ან ტომების სახელი“ (9.178). ცნობილია, რომ პლუტარქე ფაზისს სკვითეთის მდინარედ მიიჩნევდა: „ფასისი სკვითეთის მდინარეა, იგი ქალაქს (ე.ი. ქ.ფასისს) ჩამოუდის“ (10.37). ზემოხსენებული დიონისიოს პერიეგეტი სკვითიის რჩეულ ტომებად ბიძერებს, მაკრონებს, მოსინიკებს, ტიბარენებს, ხალიბებს მიიჩნევდა, რომელთა ქვეყანაშიც, „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, იქადაგა წმ. ანდრია პირველწოდებულმა. სტეფანე ბიზანტიელის ცნობითაც, სკვითური ტომები არიან აფსილები, სანიგები, ლაზები. იოანე ცეცეს მიხედვითაც კოლხებს, რომელთაც ლაზებსაც ეძახიან, აზიელი სკვითებიცა და ლევოსკირებიც ჰქვიათ და ცხოვრობენ აზიის იმ ნაწილში, რომელიც მდინარე ფასისთანააო. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ კავკასიონის მთებს სკვითეთის მთებს უწოდებდნენ. ძვ. წ. ბერძენი პოეტის თეოკრიტეს მიერ ნახსენები კავკასიის მთები სქოლიასტმა სკვითიის მთებად განმარტა (10.116).
საინტერესოა, რომ IV საუკუნის მოღვაწემ, ცნობილმა მწერალმა და ორატორმა ლიბანიოსმა თავის „პროგიმნასმატაში“ კოლხთა ქვეყანას „სკვითთა ქვეყანა“ უწოდა, აიეტს - „სკვითთა მეფე“, ხოლო მედეას - „სკვითთა მეფის ასული“ (3.68). ლიბანიოსის ცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან როგორც ცნობილია, მან ფოთის (ფაზისის) რიტორიკულ სკოლა-აკადემიაში მიიღო განათლება.
ამიტომ ევსევი კესარიელის ცნობა, რომ ანდრია პირველწოდებულს ხვდა წილად სკვითეთი საქადაგებლად, უთუოდ გულისხმობს იბერია-კავკასიას და აქ მცხოვრებ ხალხებს. იგი წერს: „თომას, როგორც გადმოცემა გვიამბობს, პართია ხვდა წილად, ანდრიას სკვითია, იოანეს ასია, ხოლო პეტრე, როგორც ჩანს, უქადაგებდა პონტოში“(3.29).
შევნიშნავთ, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ცნობები ანდრია მოციქულის იბერიაში მისიონერული მოღვაწეობის შესახებ ემთხვევა უცხოელ ისტორიკოსთა ცნობებს სკვითური ტომების ვინაობის შესახებ. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ცნობები უძველეს წყაროებს უნდა ეყრდნობოდეს და მათ მიმართ უნდობლობა უმართებულოა. სკვითთა შესახებ საკმაოდ ვრცლად მსჯელობს წმ. ანდრია პირველწოდებულის შესახებ არსებულ თხზულებათა ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარი პეტროვსკი, რომელმაც სკვითია ორად - ევროპულ და აზიურ ნაწილებად დაყო. სკვითიაში მან კავკასიაში მცხოვრები ტომებიც მოაქცია.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ძველ ქართულ და უცხოურ წყაროებში კავკასიის მთიანეთის, კასპიისა და შავ ზღვას შორის მოქცეული ქვეყნების ტერიტორია სკვითეთად მოიხსენიება, ხოლო აქ მცხოვრებნი - სკვითებად. ეს დასტურდება როგორც მოციქულთა მოღვაწეობის ეპოქის, ასევე წინარე და მომდევნო ხანის ისტორიკოსთა თუ სქოლიასტთა შრომებში. ამიტომ, როდესაც საისტორიო თხზულებები გვაწვდიან ცნობებს წმ. ანდრია მოციქულის სკვითეთში ქრისტიანობის ქადაგების შესახებ, პირველ რიგში სწორედ იბერია და მისი უშუალო მეზობლები უნდა ვიგულისხმოთ. შესაძლოა, ეს სახელწოდება ალანებსა, ჩრდილოეთ კავკასიასა და შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებზეც ვრცელდებოდეს.
ჩვენს მიერ „მიმოსლვათა“ ზემომოტანილ მონაკვეთში ნახსენებია კიდევ რამდენიმე ტოპონიმი, რომელთა ადგილმდებარეობამ შეიძლება დავა გამოიწვიოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმის გამო, რომ თხზულებაში ზუსტი საზღვრები არაა გავლებული. აქ საყურადღებოა გეოგრაფიული სახელწოდება „ბოსფორი“ - „Βόσπορον“, რომელიც ორი ადგილის სახელწოდებაა. იმ ბოსფორის სრუტის გარდა, რომლის სანაპიროებთან მდებარეობდა სოფელი ბიზანტიონი და გაშენდა ქალაქი კონსტანტინოპოლი, ბოსფორად იწოდებოდა ახლანდელი ქერჩის სრუტე. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში მდებარეობდა საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო ბოსფორისა, რომელიც ძვ.წ,. V საუკუნეში ჩამოყალიბდა და საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. სწორედ ამ ბოსფორის ტერიტორიაზე გაუვრცელებია ქრისტიანული რელიგია წმ. ანდრია მოციქულს. ბოსფორიდან წასულა იგი შემდგომ თრაკიასა და მაკედონიაში, აქაიასა და პელოპონესში, ე.ი. საბერძნეთის ტერიტორიაზე მდებარე პროვინციებში, სადაც აგრეთვე უქადაგნია ქრისტიანობა. მას მიუღწევია პატრამდე. სწორედ ამ ქალაქში დაასრულა სიცოცხლე წმ. მოციქულმა.
„Εν έκείναις ούς ταίς ήμέραις ή
Αργυυρόπόλις ηύχει τε καί ήνθει τώ πλήθει τών κατοικο ύτων έν αύτή έν ή Στάχυν τινά μαθητήν“. Ενα τών έβδομήκοντα.τοίς πεπιστευκοσι καθίσ τησιν έπίσκοπον. Έν ακροπόλει τε τού Βυζαντίου διαπεράσας εύκτήριον οίκον έπ όνόμαη τής θεοτόκου δεσποίνης ήμών δομήσας καθιέρωσεν ός ές έστι φανερός μέχρί τής σήμερον πλησίον τών Εύγενίον τών `Αρμασίου τήν έπωνυμίαν λαχών. Έκείθεν τε προαών έν `Ηρακλεία πόλει τής τώς Θρακών έπαρχίας παραγίνεται.ήμερών δέ ούκ όλίγων διατρίψας έν αύτή καί τό σωτήριον κηρύξας κήρύγμα διεπορεύετο έξελθών. Τας καθ' έκαστον τόπον πόλεις τής Μακεδονίας περιερχόμενος.
...Οϋτως τοίνυν ποιω τε καί δίδάσκων
κατήλθε μέρχί ελοπονήρου έν Πάτραις δέ πόλει τής `ΑΧαίας είσελθών μετα τών αύτώ μαθητών κατηχθη ξενισθείς παρά τινι τής αύτής πόλεως αίκητορι Σοσσ ίω τόϋνομα...
...ταύτης τής φήμης πανταχού διαδοθείσης
καί μέχρίς αύτού τού άνθυπάτου. Λεσβίου τοϋνομα.αθασάσης. ού μικρώς διετάραξεν αύτόν...“(„AB“..ტ.13.გვ.335.) |
„ხოლო მათ დღეთა ხურისოპოლი,
რომელ არს ოქრო ქალაქი, დიდი იყო და სახელოვანი, სადა-იგი სტაქე, ერთი სამეოცდაათთა მოციქულთაგანი, ეპისკოპოსად დაადგინა და წაღვლო ბიზინტიად ადგილსა მას, რომელსა აკროპოლი ეწოდების. ეკლესიაჲ აღაშენა სახელსა ზედა ღმრთისმშობელისასა, რომელი ჩანს ვიდრე დღენდელად დღედმდე მახლობელად ბჭესა მას ქალაქისასა, რომელსაც ეწოდების ევგენისი, ხოლო ეკლესიასა მას არმასიონ ეწოდების. მიერ განვიდა და შთავიდა ჰერაკლე ქალაქად, ქუჱყანასა თრაკთასა და დაყო მუნ მრავალი დღე და თესლი იგი ღმრთისმსახურებისაჲ დასთესა და განვიდა მიერ და მიმოვიდოდა ყოველთა ქალაქთა მაკედონიისათა…
ესევითარითა სახითა წარმოვლნა
ყოველნი ქალაქნი მაკედონიისანი ვიდრე თესალონიკემდე და მუნ მრავალჟამ ქადაგა სახელი უფლისა იესუ ქრისტესი და განამტკიცნა მორწმუნენი ნეტარისა მოციქულისა პავლეს მიერ სწავლულნი; და მიერ წარემართა საქმესა მას დიდებულსა მოციქულობისა მისისასა, ვიდრე მიიწია აქაიად, რომელ არს ქუჱყანაჲ პელოპონისაჲ და შევიდა პატრედ, რომელ არს ქალაქი აქაიაჲსაჲ და სავანე-ყო სახლსა კაცისა ვისსამე, რომელსა ეწოდებოდა სოსიოს…
ესე ჰამბავი მიისმა ანთიპატამდე,
რომელსა ლესბიოს ეწოდებოდა და შეშფოთნა“… (H-1347, 465რ-ვ). |
ტექსტში ეფვთიმეს მცირეოდენი ცვლილება შეუტანია. ბერძნულში არაა მოთხრობილი ანდრიას მოგზაურობის შესახებ მაკედონიიდან თესალონიკეში, რაც ქართულ თარგმანს დაცული აქვს. აქ საგულისხმოა ის გარემოება, რომ ანდრია პირვეწოდებულს მოუვლია საბერძნეთის სხვადასხვა კუთხეები და უქადაგნია ქრისტიანული სარწმუნოება. ამდენად, ჩანს, რომ იგი არის ერთ-ერთი უდიდესი მოციქულთაგანი, რომელსაც ქრისტიანული მოძღვრება უქადაგნია თითქმის მთელი რომის იმპერიის აღმოსავლეთში და მის მიმდებარე ქვეყნებში. ზემომოყვანილი ეპიზოდი იმითაცაა საყურადღებო, რომ ნახსენებია „ბიზანტია“ - „Βυζαντίον“, სოფლის სახელი, რომელიც ბოსფორთან ახლოს მდებარეობდა, რომლის მიხედვითაც შეერქვა შემდგომში სახელი „ბიზანტია“ რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს და სადაც შემდეგ გაშენდა ქალაქი კონსტანტინოპოლი.
შეინიშნება ერთი განსხვავებაც, ანდრია მოციქული ყოფილა არგჲუროპოლისში („Αργυρόπόλις“), რაც ქართულად ვერცხლის ქალაქს ნიშნავს. ამას მიუთითებს ბერძნული ტექსტი; როგორი ვითარებაა ქართულ თარგმანში? აქ ნახსენებია ქალაქი ხურისოპოლი, ანუ ოქროს ქალაქი („Χρυσόπολος“), სადაც ერთი სამოცდაათთაგანი სტაქე იყო ეპისკოპოსად დადგენილი წმ ანდრიას მიერ. საგანგებოდ მივმართეთ ეპიფანე მონაზონის ტექსტსაც, სადაც აგრეთვე „Αργυρόπόλις“-ი დასტურდება. კონსტანტინე პორფიროგენეტის თხზულებაში ქალაქ ბიზანტიონთან (კონსტანტინოპოლთან) ახლოს მდებარე ქალაქი ხურისოპოლიც დასტურდება. როგორც ირკვევა, ხურისოპოლი და არგჲუროპოლი სხვადასხვა გეოგრაფიული პუნქტია. „არგჲუროპოლი“, შესაძლოა, „არგურიად“ ცნობილი ქალაქის სინონიმი იყოს.
გზადაგზა ჩვენ ვიყენებდით ეპიფანე მონაზონის ტექსტსაც გარკვეული მიზნით, დაგვეზუსტებინა, როგორი მარშრუტებია დაცული ეპიფანესა და მ.ბონეს მიერ გამოქვეყნებულ თხზულებებში წმ. ანდრია მოციქულის შესახებ.
ნიკიტა პაფლაგონელის ცნობილ სიტყვაში „შესხმა წმიდისა და ყოვლად ქებულისა მოციქულისა ანდრიაჲსი“ („PG“., ტ.105, სვ.53-80), ანდრია პირველწოდებულის მისიონერული მოღვაწეობის გეოგრაფიული არეალი ასე ვრცლად არაა წარმოდგენილი. აქ მინიშნებულია წმ. ანდრიას ქადაგებების შესახებ შავიზღვისპირეთისა და საბერძნეთის ტერიტორიაზე მდებარე პროვინციებში, რომელთაგან დასახელებულია ქალაქი ბიზანტიონი, მაკედონია, თესალონიკე, პელოპონესი და აქაია, რომლის ქალაქ პატრაში აღესრულა კიდეც. შავიზღვისპირეთის ქალაქებისა და ქვეყნების შესახებ ზემოთ უკვე მივუთითეთ.
ამრიგად, თხზულების ქართული თარგმანის გეოგრაფიული არეალის, წმ. ანდრია მოციქულის სამისიონერო მარშრუტისა და ანდრიას მიერ განათლებული ქვეყნების ტოპონიმების შედარებამ ბერძნულ ტექსტთან საფუძვლიანად დაადასტურა, რომ ეფთვიმე ათონელს თავისი თარგმანის დედნად ჰქონია მაქს ბონეს მიერ „Analecta Bollandiana“-ში დაბეჭდიდლი ტექსტის ერთ-ერთი ხელნაწერი, რომელიც, შესაძლოა, გამოცემულისაგან მცირედით სხვაობდა. ქართულ თარგმანში ზუსტად არის დაცული ანდრია მოციქულის ის მარშრუტი, რომელიც ბერძნული ტექსტითაა დადასტურებული და ყოველი ტოპონიმი ბერძნულიდან ზედმიწევნითაა გადატანილი, რაშიც დავრწმუნდით ჩვენი საკმაოდ ვრცელი შედარებითა და მსჯელობით.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ ანდრია პირველწოდებული, ჩვენი საკვლევი ტექსტის მიხედვით, სამჯერ ყოფილა საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების საქადაგებლად. ჩვენ შევეცადეთ სამივე მოგზაურობის მარშრუტის დადგენას, თუ რომელი მგზავრობისას სად შეჩერდა იგი და სად იქადაგა ქრისტიანობა. პირველად იგი სირიის ანტიოქიაში ჩასულა, საიდანაც გადასულა კაბადოკიაში ქალაქ ტჲანეში, შემდეგ გალატიის ქალაქ ანკჲრიაში, პონტოს სინოპეში, ამისინელთა ქალაქში, მოუვლია ტრაპეზუნდი მეგრელთაჲსა, საიდანაც ქართლში `Ιβηρία წასულა, ბოლოს პართიაში ყოფილა, საიდანაც აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად სხვა მოციქულებთან და ღვთისმშობელთან ერთად იერუსალიმს ასულა.
მეორე მოგზაურობაც სირიის (ასურეთის) ანტიოქიიდან დაიწყო. იმყოფებოდა ეფესოში, სადაც ღვთის ბრძანება მიიღო, რომ ბითვინია და გუთეთი განენათლებინა. ეფესოდან გაეშურა ფრიგიის ქალაქ ლავდიკიისაკენ, მოვლო ქალაქი ოდისო ამასიაში, ულუმბოს მთა, ბითვინიის ნიკეა, დაბა დავკომი, ნიკომიდია, ბითვინიისავე ქალაქი ქალკიდონი, არაკლია, ამასტრია, მდინარე პართენით ქალაქ ხარაკში ჩავიდა, საიდდანაც მეორედ ჩავიდა სინოპეში, მოვლო ზღვისპირა პონტო და მისი ქალაქი ზალიქო, ამასია, ტრაპეზუნდი სამეგრელოჲსა, ნეოკესარია, პართიის საზღვართან სამოსატელთა ქალაქი, საიდანაც კვლავ იერუსალიმს ავიდა მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად.
წმ. ანდრიას მესამე მოგზაურობისას ერთხანს მასთან ერთად იმყოფებოდნენ სიმონ კანანელი, მატათა და თადეოზი. ისინი ერთად იყვნენ მეფე ავგაროზთან ედესაში, საიდანაც წასულან ქართლში ჭოროხის ხეობით. აქ ანდრიამ იქადაგა სოსანგეთში (აწყურში), ოსეთში ქალაქ ფოსტაფორში შეჩერდა, მოვლო აფხაზეთი და მისი ქალაქი სევასტია, ჯიქეთი, სჳღდიაჲ, ქალაქ ბოსფორიდან ზღვით - ტავრო-გუთეთი; სვიმონ კანანელი დატოვა ნიკოფსიაში, სადაც გარდაიცვალა და სადაც ამჟამადაც არის მისი საფლავი; ქალაქები: თევდოსია ბოსფორთან ახლოს, ქეროვნეთი გუთეთში და აქედან გუთელის ნავით ზღვით სინოპეში ჩავიდა. ქადაგებით მოვლო ბიზანტია, ხურისოპოლი, თრაკიის ქალაქი ჰერაკლია, მაკედონია, თესალონიკე პელოპონესში და პატრა აქაიაში, სადაც აღესრულა კიდეც.
აი, ასეთი რთული მოციქულებრივი მისია ხვდა წილად წმიდა ანდრია პირველწოდებულს...
* * *
როგორც დაკვირვებამ გვიჩვენა, თარგმანი მოგვიანო ხანის კლასიკური ქართული ენის სინტაქსურ-სტილისტური ნორმების გათვალისწინებითაა შესრულებული. საუკუნეების მანძილზე შემუშავებული ქართული გრამატიკული ფორმები, სინტაქსური კონსტრუქციები, ფრაზის მხოლოდ ქართულისათვის დამახასიათებელი მიმოხრა, მხატვრული სტილი, ქართულ მეტყველებაში დამკვიდრებული მდიდარი ლექსიკა - აი, ყოველივე ის, რაც ერთიანობაში ქმნის „მიმოსლვათა“ ქართული თარგმანის ენობრივ-სტილისტურ სახესა და თხზულების მხატვრულ ქსოვილს.
ბერძნულ წყაროსთან შედარებისას ნათლად ჩანს, თუ როგორ თარგმნის თხზულების უდიდეს ნაწილს ეფთვიმე ათონელი და ქართული სინტაქსური კონსტრუქციების, ქართული იდიომების გამოყენებით ზედმიწევნით გადმოსცემს დედნის შინაარსს. აქვე შევჩერდებით ზოგიერთ საკითხზე თარგმანის ენასა და სტილთან დაკავშირებით.
ცნობილია, რომ ქართულ ნათარგმნ ძეგლებში ბიზანტიური ბერძნულის წარმოთქმის შესწავლის შედეგად ორი ძირითადი ნაკადი გამოიყო: 1.საკუთრივ ბერძნული, ანუ ათონურ-კონსტანტინოპოლური და 2.სამხრეთ-აღმოსავლური, ანუ სინურ-პალესტინური. ქართული თარგმანები ატარებენ თავიანთი წარმომავლობის უტყუარ ფონეტიკურ ნიშნებს, რომელთა მიხედვით საშუალება გვეძლევა განვსაზღვროთ თარგმანთა შესრულების ადგილი. ამჯერად ჩვენთვის ცნობილია „მიმოსლვათა“ თარგმნის ადგილი. იგი ათონის მთაზეა მომზადებული და ათონურ-კონსტანტინოპოლური ენობრივი თავისებურებების კვალობაზეა შესრულებული. ფონეტიკურ მოვლენათა ანალიზი მოწმობს, რომ ბიზანტიური პერიოდისათვის დამახასიათებელი წარმოთქმებია დადასტურებული ეფთვიმეს თარგმანში. მაგ. ბერძნული X ამ დროისათვის ქართულში ქ-დ გადმოდის, ნიმუში: `Αντιοχεια- ანტიოქია, ბერძნული Z (ძ) გადმოდის ზ-დ, ნიმუში: Λαξική - ლაზიკა, (ძვ. ბერძნ. უ) გადმოდის ხან უ-დ ან ჳ, უფრო მეტად კი ი-დ, ნიმუში: Φρυγία- ფრიგია, Βιθυνία- ბითჳნია; ει- დიფთონგი გადმოდის ს-ი-დ: `Ηράκλεια - ჰერაკლია, ან არაკლია.
მორფოლოგიურ-სინტაქსური თვალსაზრისით ეფთვიმეს თარგმანი ბერძნულ დედანთან მიმართებისას მცირეოდენ სიახლეს ამჟღავნებს. ძველ ბერძნულში თანდებული είς(-კენ) ნიშნავდა მოძრაობას რომელიმე ადგილისაკენ, ხოლო ბიზანტიურში მან შეიძინა განსხვავებული მნიშვნელობა, იგი - ში თანდებულით ითარგმნება ქართულად.
ბერძნული სიტყვა Άγγελος ქართულში ჩვეულებრივ -ზ დაბოლოებით უნდა გადმოვიდეს, „მიმოსლვაში“ ზოგჯერ იგი ს-დ არის გადმოტანილი: „ანგელოსი“.
ძველი ქართული ენისათვის დამახასიათებელია ახლანდელ კუმშვად სიტყვათა უკუმშველად გამოყენება ბრუნებისას. ეფთვიმესაგან კი ეს უკვე დარღვეულია. თუ უძველეს ძეგლებში ნათესაობით ბრუნვაში იყო „ქუეყანისაჲ“, ეფთვიმეს თარგმანში გვხვდება „ქუეყნითი ქუეყნად“, „სოფლითი სოფლად“.
ცნობილია ისიც, რომ ბერძნული ენისათვის დამახასიათებელია მიმღეობური კონსტრუქციების გამოყენება; ქართული სამწერლობო ენა ძნელად ეგუება ამგვარ კონსტრუქციას, ართულებს აზრის წვდომას, თუმცა XI საუკუნის ბოლო წლებიდან სწორედ ისეთი მთარგმნელობითი მეთოდი დამკვიდრდა ჩვენში, რომ მიმღეობური კონსტრუქციებიც ისევე გადმოჰქონდათ ბერძნულიდან ქართულად, როგორც ეს დედანში იყო. ამას თავისი გასამართლებელი მიზეზი ჰქონდა, ქართული თარგმანი ადექვატური უნდა ყოფილიყო ბერძნული დედნისა. ეფთვიმეს დროს, როგორც ეფრემ მცირემ მიუთითა, ქართველები „ჩჩჳლ“ იყვნენ და ეფთვიმეც „სძითა ზრდიდა“ მათ, ამიტომ ეფთვიმე თარგმნიდა შედარებით თავისუფლად, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ბერძნული მიმღეობური კონსტრუქციები მას ჩვეულებრივ ზმნის პირიანი ფორმებით აქვს გადმოცებული დამოკიდებულ წინადადებაში, რადგან მას ქართული ენის სინტაქსისათვის სწორედ ეს მიაჩნია ნორმად და ბუნებრივად. მოვიტანთ ერთ ნიმუშს:
„` Ως δέ έν τούτοις ήν πάσα ή πόλις. Χαίρουσα
έπί τή τού άνθυπάτου σωτηρία. Πανττχόθεν οί όχλοι συνήρχοντο έπιφερόμενοι τούς άρρώστους αύτών. Παντοίαις συνεχομένους νόσος“., ტ.13, გვ.337). |
„ესრეთ ჰრწმენა ანთიპატსა და ყოველსა
მას ქალაქსა უხაროდა განკურნებაჲმისი და შემოკრბებოდეს ყოვლით კერძო ერნი და მოაქუნდა სიმრავლე უძლურთაჲ და თჲთო სახითა სენითა შეპყრობილი… …განკურნნა“… (H-1347, 466ვ). |
როგორც ვხედავთ, ხაზგასმული სინტაქსური კონსტრუქცია გენეტივუს აბსოლუტუს ჩვეულებრივი მარტივი წინადადებითაა გადმოღებული.
ეფთვიმე ხშირად მიმართავს ლექსიკურ გამეორებებს, ზოგჯერ კალკებს. ეფთვიმეს თარგმანში შეიძლება გამოიყოს მთელი რიგი ქართული სიტყვებისა და ტერმინებისა, რომლებიც შესაბამისი ბერძნული სიტყვებისა და ტერმინების გავლენითაა გამოყენებული. ზოგი კი თვით ეფთვიმეს შემოტანილი უნდა იყოს შესაბამისი ბერძნული ტერმინების შინაარსის გათვალისწინებით.
ბერძნული „εν“-თი შედგენილ სიტყვებს ეფთვიმე ქართულში თითქმის ყოველთვის „კეთილით“ შედგენილ კომპოზიტებს უხამებს. შეიძლება რამდენიმე მაგალითის დასახელება:
Εύσέβεια- კეთილადმორწმუნეობა; მართლმორწმუნეობა;
Εύτράπεζος - სტუმართმოყვარე; კეთილმოყვარე.
Ανεύφημος - „ყოვლად ქებულად“ არის თარგმნილი არა მარტო ეფთვიმეს, არამედ ყველა სხვა ქართველი მთარგმნელის მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული სიტყვა საოცრად პოლისემანტურია, „მიმოსლვაში“ ყოველთვის ის სიტყვაა მთარგმნელის მიერ მოძებნილი, რომელიც დედანშია ნავარაუდევი. ამას თხზულების სხვა ენებზე შესრულებულ თარგმანებთან შედარებისას უფრო ნათლად ვამჩნევთ.
თარგმანზე დაკვირვება ასევე აჩვენებს, რომ ეფთვიმე თითქმის ყოველთვის ინარჩუნებს დედნისეულ მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებსა და საშუალებებს, ხატოვან სიტყვა-თქმებს, საერთოდ მხატვრულ ქსოვილს. ეფთვიმეს, როგორც მთარგმნელის ხელოვნება და ოსტატობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ამ მხატვრულ სახე-ხატებს ქართულში შესაფერის ენობრივ სამოსელს უძებნის და უხამებს.
„მიმოსლვათა“ თარგმანის ენობრივი შესწავლა მომავლის საქმედ გვესახება. ამიტომ ამჯერად მხოლოდ ამ ზოგადი მსჯელობით დავკმაყოფილდებით.
არ შეიძლება არ შევჩერდეთ ზოგიერთ ისეთ დეტალზე, რომელიც მხატვრული თვალსაზრისით იმსახურებს განხილვას. მე-3 თავის დასაწყისში მოთხრობილია ანდრიას მიერ ცხოვრების წყაროს პოვნის შესახებ, რითაც იგი მწყურვალ ირემთან არის შედარებული: „პოვა წყაროჲ იგი ცხორებისაჲ უკუდავი და სურვიელად მოუჴდა პირველწოდებისაცა თჳსისა გამო, ვითარცა ირემი წყურიელი“… მისი წყარო 41-ე ფსალმუნის მეორე მუხლია: „ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართა წყალსათა, ეგრე სურის სულსა ჩემს შენდამი, ღმერთო“ (ფს. 41,2).
ფსალმუნური მოტივი შეიმჩნევა ანდრია პირველწოდებულის დაუცხრობლობის აღწერაში ქრისტიანობის საქადაგებლად: „…მიმორბიოდა, ვითარცა არწივი ფრთოვანი, განახლებული სულიერითა მით სიჭაბუკითა, ვითარცა დავით იტყჳს“. ცხადია, მისი წყარო 102-ე ფსალმუნია: „განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი“ (ფს. 102.5).
თხზულებაში სასულიერო მწერლობისათვის უჩვეულო პორტრეტია დახატული მოციქულისა: „რამეთუ ჰასაკითა გუამისაჲთა მცირე იყო, არამედ გრძელ და შუენიერ, თუალოან, წარბოან, მჴცოან და შუენიერ თმითა და წუერითა და სიგრძითა მცირედ მოდრეკილ“ (თ. 12). ნიკიაში წმ. ანდრიამ ეპისკოპოსად დაადგინა დრაკონტიოსი, „კაცი ვინმე შუენიერი და საღმრთოჲ (21-ე. თ.)“. ავტორის მიერ წმინდა ანდრია მოციქულის შესახებ, აგრეთვე ეპისკოპოს დრაკონტიოსის შესახებ, ნათქვამი „შუენიერ“ შეეხება მათ სულიერ სიდიადეს, სულიერ მშვენიერებას. ანდრიას გარეგნობის აღწერით ფაქტობრივად წმინდანის სახეა დახატული.
თხზულებაში საყურადღებოა ქალაქის, კერძოდ, ხარაკის გეოგრაფიული გარემოს აღწერა, რაც საერთოდ ახასიათებს სასულიერო მწერლობას, ოღონდ ყოველთვის მიზანდასახულადაა მოხმობილი გეოგრაფიული აღწერა-დახასიათება რომელიმე ადგილისა.
ორიოდე სიტყვით უნდა აღინიშნოს ავტორისეული შეხედულება წარმართობის შესახებ. საღმრთო წერილი და საწარმართო ზღაპარი ერთმანეთთანაა დაპირისპირებულია: „კითხვად საღმრთოთა წერილთა და არა საწარმართოთა ზღაპართა, არამედ თქუმულთა მოსესთა და სხუათა წინაწარმეტყუელთასა“…(თ.13); ავტორი უარყოფით კონტექსტში ახსენებს წარმართულ ელინურ ღვთაებებს არტემიდასა და აფროდიტას: „კერპი საწარმართოჲსა მის მაცთურისა არტემისი“ და „კერპი ბილწისა მის აფროდიტაჲსა“ (თ. 18). ანდრია მოციქულს ბრძოლა უწევს ფილოსოფოსებთან: „ფილოსოფოსნი მრავალნი, რომელნიცა სიტყუა-უგებდეს მოციქულსა ქადაგებისა მისთჳს საღმრთოჲსა“ (თ.28)...
* * *
ამრიგად, „ანდრია პირველწოდებულის მიმოსლვათა“ ბერძნულ-ქართული ტექსტების შედარება-შეჯერებამ იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ ეფთვიმე ათონელს თხზულება ქართულად გადმოუთარგმნია ბერძნულ ენაზე შემონახული აპოკრიფულ-ჰაგიოგრაფიული თხზულებიდან, რომელიც XI-XII ს.ს. ხელნაწერთა მიხედვით არის გამოქვეყნებული მაქს ბონეს მიერ „Analecta Bollandiana“-ში. ფრ. ჰალკინის მითითებით, ბერძნული ტექსტის ავტორი უნდა იყოს ნიკიტა პაფლაგონელი, ფილოსოფოს-მონაზონი. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, თითქმის ყველა მკვლევარი, ვინც კი შეხებია თხზულების ავტორობის საკითხს, იგი „ანონიმად“ მიუჩნევია. მოცემულ შემთხვევაში ქართველი მთარგმნელის ცნობაც, რომ თხზულება ნიკიტა ფილოსოფოს-რიტორის, პაფლაგონელი-მონაზონის მიერაა თარგმნილი, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. შესაძლოა, ეფთვიმეს ხელთ „მიმოსლვათა“ ისეთი ხელნაწერი ჰქონდა, სადაც მითითებული იყო ავტორი. თუ ეს ასე არ იყო, მაშინ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ტრადიცია ნიკიტას მიაწერდა ამ თხზულებას, რაც აირეკლა კიდეც ქართველი მთარგმნელის მიერ მოწოდებულ ცნობაში. „Analecta Bollandiana“-ში დაბეჭდილი ტექსტის ქართულ თარგმანთან შედარებამ ნათლად აჩვენა, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში აქამდე ეფთვიმეს დედნად მიჩნეული ეპიფანე კონსტანტინოპოლელი-მონაზონის თხზულება მხოლოდ ზოგიერთ დეტალში აჩვენებს მსგავსებას როგორც „AB“-ს ტექსტთან, ისე ქართულ თარგმანთან. ამიტომ ეპიფანეს თხზულებას ეფთვიმეს თარგმანის დედნად ვერ მივიჩნევთ.
ქართული თარგმანის შესწავლის დეტალურმა შედარებამ ჩვენს მიერ დედნად მიჩნეულ ბერძნულ ტექტთან ნათლად აჩვენა, რომ ეფთვიმე ათონელს ეს შესავალი თავად კი არ შეუდგენია, როგორც ეს აქამდე ითვლებოდა ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში, არამედ იგი თითქმის სიტყვასიტყვით უთარგმნია ბერძნული ტექსტიდან; განსხვავება მათ შორის მცირეა, რაც აღნიშნული გვაქვს შესაბამის ადგილას.
თხზულების გეოგრაფიული არეალის, წმ. ანდრია მოციქულის სამისიონერო მარშრუტისა და ტოპონიმების შედარებამ კი ნათლად დაადასტურა, რომ ეფთვიმეს დედნად გამოუყენებია ანდრიას „მიმოსლვათა“ „Analecta Bollandiana“-ში დაბეჭდილი ტექსტი. ქართულში ყოველი ტოპონიმი ზუსტად არის გადატანილი ბერძნულიდან, რაშიც დავრწმუნდით ჩვენი საკმაოდ ვრცელი მსჯელობითა და შედარებით.
ბერძნული ტექსტი ადასტურებს, რომ მისი ავტორი კარგად იცნობს იმ გეოგრაფიულ არეალს, სადაც იმოგზაურა და იქადაგა ქრისტიანობა წმ. ანდრია მოციქულმა. ამ მხრივ თხზულებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის, აქ მცხოვრები ქართველი ტომების ცხოვრების შესწავლის საქმეში.
აღმოჩნდა, რომ ანდრია პირველწოდებული სამჯერ ყოფილა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქრისტიანობის საქადაგებლად. თხზულების მიხედვით ხერხდება ქრისტიანობის თავდაპირველი გავრცელების არეალის ლოკალიზაცია მოციქულის თითოეული მოსვლისას.
ანდრია პირველწოდებულის „მიმოსლვათა“ ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი ერთ-ერთი უძველესია და ის მცირეოდენი სხვაობები, რომლებიც შეიმჩნევა ქართულ-ბერძნულ ტექსტებს შორის, გვაფიქრებინებს იმას, რომ შესაძლოა ეფთვიმეს ხელთ ჰქონდა ბერძნული ტექსტის ისეთი ხელნაწერი, როგორიც ქართულმა შემოინახა, ან ეფთვიმე თავისი ჩვეული შემატება-კლების მეთოდით თარგმნიდა, ოღონდ სხვაობა ძალზე მცირეა, იგი ვარიანტულია და არა რედაქციული. თუ ეფთვიმეს მ. ბონესეული ტექსტისაგან ვარიანტულად განსხვავებული ხელნაწერი ჰქონდა ხელთ4, მაშინ ბერძნული აკადემიური ტექსტის მომზადებისათვის ქართული თარგმანის მნიშვნელობა იზრდება.
აქვე უთუოდ უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ეფთვიმე ათონელის თარგმანით გაეცნო ქართველი საზოგადოებრიობა წმ. ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო მოგზაურობას საქართველოს ტერიტორიაზე. თხზულებას დიდი და განსაკუთრებული როლი შეუსრულებია ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდეოლოგიის შემუშავებაში, რამაც განსაზღვრა კიდეც თხზულების მნიშვნელობა საქართველოს ისტორიისათვის. წმ. ანდრიას „მიმოსლვათა“ ქართულად გადმოთარგმნა კულტუროლოგიურ მოვლენად იქცა, რადგან ქართველმა ბერებმა ანდრია მოციქულის მიერ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ფაქტი გამოიყენეს ქართული ეკლესიის დაქვემდებარებისათვის მებრძოლ საპატრიარქოთა წინააღმდეგ.
ამრიგად, ეფთვიმე ათონელის მიერ წმ. ანდრია მოციქულის „მიმოსლვათა“ ქართულად თარგმნა არა მხოლოდ ლიტერატურული მოვლენა იყო, არამედ კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე იდეოლოგიური ფაქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკლესია სამოციქულოდ მიიჩნეოდა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის, რადგან ამით იგი უთანაბრდება იმ ქვეყნების ეკლესიებს, სადაც ქრისტიანული სარწმუნოება ქრისტეს მოციქულებმა იქადაგეს.
დამოწმებული ლიტერატურა: 1. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1990. 2. მ. ბროსე, საქართველოს ისტორია, ნაწ. I, ტფ., 1895. 3. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, I, ტექსტები ქართული თარგმანით გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1961. 4. გეორგიკა, II, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1961. 5.გეორგიკა, IV, ნაკვ.I, ს.ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1941. 6. Васильевский В. Г., Хождение Апостола Андрея в стране Мирмизон, ბ კნ.: Труд, ტ. II, ჩ. P. B., 1909. 7. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ., 1954. 8. თ. მიქელაძე, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიისათვის I სკვითები), საქ. მეცნ. აკადემიის მოამბე, ტ. 19, თბ., 1957. 9. თ.ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ I, თბ., 1967. 10. თ.ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, IV, თბ., 1980. 11. ს. ჯანაშია, შრომები. VI, თბ., 1988. 12. ფლავიუს არიანე,მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნ. კეჭაღმაძისა, თბ., 1961.
Malkhaz Kobiashvili
Georgian translation of „Acts“ of Andrew the Firstcalled
The essay is dedicated the relation if Georgian translation of „Act“ of Andrew the Firstcalled“ by Eptvime Athoneli with the Greec original. particular attention is paid the Introduction of the work, identification of geographical area of St. Apostle.
By means of comparison of Greec and Georgian texst it becomes clear that the Georgian translation of "Acts" of Andrew the Firstcalled reveals undoubtful organic relationwith the work of the IX century Greec writwr, Nicetus the Paphlagonian. Besides, some Sstylistic peculiarities of Eptvime Athoneli are cleared out, which contributes further profound study of translations of this remarkable Georgian writer and translator of the X-XI centuries.
_______________
1. დასასრული (იბეჭდება შემოკლებით). წერილი პირველი და მეორე იხ. „ლიტერატურული ძიებანი“, XIX, თბ., 1998, გვ. 105-116 და XXI, თბ., 2000, გვ. 107-117.
2.აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ იოანე გუთელ ეპისკოპოსი ამ თანამდებობაზე ქართველთა კათალიკოსს უკურთხებია
3. ამის შესახებ იხ. თ.მიქელაძე, სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიისათვის (სკვითინები), საქ. მეცნ. აკად. მოამბე, თბ., 1957, ტ. 19, № 5.
4. ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია ეფრემ მცირის ერთ-ერთი „შეისწავეს“ ციტირება. საქმე შეეხება ეფთვიმეს მთარგმნელობით მეთოდს, რომელსაც ეფრემი შემდეგნაირად ხსნის: „თჳთ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჲმეს დედაჲ ესე გუარი მიხუდა“ (ქრონიკები, I, გვ. 226), ე.ი. შესაძლებელია ასეთი დედანი ჰქონდა ხელთ ეფთვიმესო, ვარაუდობდა XI საუკუნეშივე (ოღონდ ცოტა მოგვიანებით), მოღვაწე ცნობილი ქართველი მთარგმნელი.
______________
* წერილი პირველი იხ. „ლიტერატურული ძიებანი“, XIX, თბ., 1998, გვ. 105-116.
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий