понедельник, 11 марта 2013 г.

ჯონ ლენოქსი -"ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, უეჭველია, რომ სტივენ ჰოუკინგი ცდება. შეუძლებელია სამყაროს ახსნა ღმერთის გარეშე"



"ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, უეჭველია, რომ სტივენ ჰოუკინგი ცდება. შეუძლებელია სამყაროს ახსნა ღმერთის გარეშე"

წარმოგიდგენთ ცნობილი ქრისტიანი აპოლოგეტის და ოქსფორდის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორის ჯონ ლენოქსის სტატიას რომელიც დაიბეჭდა ონლაინ ჟურნალში Mail Online. ავტორი ეხება თანამედროვეობის ცნობილი ასტროფიზიკოსის სტივენ ჰოუკინგის ფილოსოფიურ იდეებს, რომლებიც წარმოდგენილია მის რამდენიმე ბესტსელერში (A Brief History of Time, The Universe in a Nutshell, The Grand Design) და რომელთა რელიგიური ლეიტმოტივი შემდეგია: ფიზიკური კანონები სრულიად საკმარისია, რომ სამყარო შეიქმნას და ამისთვის ღმერთი არაა საჭირო. ჯონ ლენოქსი გვთავაზობს სტივენ ჰოუკინგის პოზიციის კრიტიკას და ასაბუთებს, რომ ღმერთის არსებობის გარეშე შეუძლებელია აიხსნას ფიზიკური სამყაროს მამოძრავებელი კანონების არსებობა და შედეგად თავად სამყაროს შექმნა.

ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, უეჭველია, რომ სტივენ ჰოუკინგი ცდება. შეუძლებელია სამყაროს ახსნა ღმერთის გარეშე.სტივენ ჰოუკინგის თანახმად, არა ღმერთის ნება, არამედ ფიზიკის კანონები გვაძლევენ რეალურ ახსნას იმისა, თუ როგორ გაჩნდა დედამიწაზე სიცოცხლე.არავინ უარყოფს, რომ სტივენ ჰოუკინგი ინტელექტუალურად თამამია და ფიზიკურად – გმირი. მის უკანასკნელ წიგნში (The Grand Design), ცნობილი ფიზიკოსი სამყაროს ღვთაებრივი შექმნის შესახებ ტრადიციულ რელიგიურ რწმენას თამამ გამოწვევას სთავაზობს.სტივენ ჰოუკინგის თანახმად, არა ღმერთის ნება, არამედ ფიზიკის კანონები გვაძლევენ რეალურ ახსნას იმისა, თუ როგორ გაჩნდა დედამიწაზე სიცოცხლე. ის ასაბუთებს, რომ დიდი აფეთქება ამ კანონების გარდაუვალი შედეგი იყო „იმის გამო, რომ არსებობს ისეთი კანონი, როგორიც არის კანონი გრავიტაციისა, სამყაროს ძალუძს და ეს გარდაუვალია, რომ ის შექმნის საკუთარ თავს არაფრისგან.“სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ ჰოუკინგის არგუმენტი წინააღმდეგობრივია, ის ამავე დროს არცთუ ახალია. წლების მანძილზე, სხვა მეცნიერებიც აკეთებდნენ მსგავს განცხადებებს, რომ გასაოცარი, დახვეწილი შემოქმედებითობა ჩვენს გარშემო არსებული სამყაროსი შეიძლება ინტერპტეტირებული იქნას მხოლოდ ისეთი ფიზიკური კანონების მეშვეობით, როგორიცაა გრავიტაცია. ეს არის მარტივი მიდგომა, თუმცა ჩვენს სეკულარულ საუკუნეში როგორც ჩანს, მხარდაჭერითაც სარგებლობს სკეპტიკურ პუბლიკაში.მაგრამ, როგორც მეცნიერი და ქრისტიანი, მე უნდა ვთქვა, რომ ჰოუკინგის პრეტენზია არასწორია. ის ჩვენგან ითხოვს არჩევანის გაკეთებას ღმრთსა და ბუნების კანონებს შორის, თითქოს ისინი ერთმანეთთან აუცილებელ კონფლიქტში მოდიან.საწინაარმდეგოდ ჰოუკინგის მიერ გამოთქმული აზრისა, უნდა აღინიშნოს, რომ, ფიზიკურ კანონებს არასოდეს ძალუძთ სამყაროს სრული აღწერა. თავად კანონები არაფერს ქმნიან, ისინი მხოლოდ აღწერენ, თუ რა ხდება გარკვეულ პირობებში. რასაც ამბობს ჰოუკინგი, წარმოადგენს კანონების და ამ კანონთა საწყისის (დასაბამის მიმცემის) აღრევას ერთმანეთთან. ჩვენდამი მისი მოწოდება, რომ არჩევანი გავაკეთოთ ღმერთსა და ფიზიკას შორის, ოდნავ წააგავს ადამიანს, რომელიც, თვითმფრინავის ძრავას მუშაობის ასახსნელად, ითხოვს არჩევანი გავაკეთოთ აერონავტიკოს ინჟინერ სერ ფრენკ უიტლსა და ფიზიკურ კანონებს შორის. ეს კატეგორიათა აღრევაა, ფიზიკის კანონებს შეუძლიათ ახსნან, თუ როგორ მუშაობს რეაქტიული თვითმფრინავის ძრავა, მაგრამ ეს ძრავა ვიღაცამ უნდა ააწყოს, ჩაასხას საწვავი და გაუშვას. რეაქტიულ თვითმფრინავს ვერ ააწყობდნენ ფიზიკური კანონების გარეშე – მაგრამ მისი შექმნის ამოცანა ითხოვდა შუამავალს–აგენტს, უიტლის გენიის სახით.
შესაბამისად, ფიზიკის კანონებს არ შეუძლიათ სამყაროს შექმნა. გარკვეული შუამავალი უნდა იყოს ჩართული საქმეში.მარტივ ანალოგიას შემოგთავაზებთ: ისააკ ნიუტონის კანონები მოძრაობის შესახებ არასოდეს აგზავნიან სნუკერის (ბილიარდის სახეობა) ბურთს მწვანე მაგიდაზე. ეს შეიძლება განხორციელდეს ბილიარდის ჯოხის და მოთამაშეთა ხელების მოძრაობის წყალობით.ჰოუკინგის არგუმენტი უფრო ალოგიკურად მეჩვენება, როდესაც ის ამბობს, რომ გრავიტაციის არსებობა სამყაროს გარდაუვალ შექმნას ნიშნავსო. მაგრამ როგორ არსებობდა თავდაპირველად გრავიტაცია? ვინ შემოიტანა ის არენაზე? და რა შემოქმედებითი ძალა იდგა მისი დაბადების უკან?შესაბამისად, როდესაც ჰოუკინგი, სამყაროს სპონტანური წარმოშობის თავისი თეორიის მხარდასაჭერად, ამტკიცებს, რომ მხოლოდ პატრუკის ანთება იყო აუცილებელი, რათა სამყარო მოეყვანა დასაწყისში, იბადება კითხვა: საიდან მოვიდა ეს პატრუკი და ვინ აანთო ის, თუ არა ღმერთმა?ჰოუკინგის არგუმენტების მთელი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებობს ღრმა კონფლიქტი. თუმცა, ეს არ არის მთავარი უთანხმოების საგანი.ჩემთვის, როგორც ქრისტიანი მორწმუნესათვის, სამეცნიერო კანონების სილამაზე მხოლოდ მიძლიერებს გონიერი, ღვთაებრივი, შემოქმედებითი ძალის არსებობის მიმართ რწმენას. რაც უფრო მეტს ვწვდები მეცნიერებას, მით უფრო ძლიერად მწამს ღმერთის, მისი ქმნილების სირთულით და მთლიანობით აღფრთოვანებულს.მე -16 და მე -17 საუკუნეების განმავლობაში მეცნიერების ასეთი სწრაფი აყვავების მიზეზი გახლდათ ზუსტად იმის რწმენა, რომ აღმოჩენილი ბუნების კანონები ასახავდნენ მათზე ღვთაებრივი კანონის გავლენას.ქრისტიანობის ერთერთი მთავარი თემა არის ის, რომ სამყარო შეიქმნა რაციონალური გონიერი ჩანაფიქრით. ქრისტიანული რწმენა, რომელიც არანაირად არ ეწინააღმდეგება მეცნიერებას, ფაქტიურად სრულყოფილ სამეცნიერო აზრს აყალიბებს.რამდენიმე წლის წინ, მეცნიერმა ჯოზეფ ნიდჰამმა ჩინეთის ტექნოლოგიური განვითარების გრანდიოზული კვლევა ჩაატარა. მას აინტერესებდა, თუ რატომ არის, რომ მიუხედავად ჩინეთის ინოვაციის ნიჭისა ადრეულ ეტაპზე, ის საკმარისად ჩამორჩა ევროპას მეცნიერების განვითარებაში. ის მივიდა დასკვნამდე, რომ ევროპულ მეცნიერებას იმპულსი მისცა ფართოდ გავრცელებულმა რწმენამ რაციონალური კრეატიული ძალისა სახელად ღმერთი, რომელმაც ყველა სამეცნიერო კანონი გასაგები გახადა.ამის მიუხედავად, ჰოუკინგს, მსგავსად რელიგიის სხვა კრიტიკოსებისა, სურს ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ სხვა არაფერი, თუ არა მოლეკულების შემთხვევითი ერთობლიობა, საბოლოო პროდუქტი არაგონიერი პროცესისა. თუ ეს მართალია, ის უნდა გულისხმობდეს ისეთ რაციონალობას, რომელიც საჭიროა მეცნიერების სწავლისთვის. ტვინი მართლაც რომ ყოფილიყო უმართავი პროცესის შედეგი, მაშინ არანაირი აზრი არ უნდა ჰქონდეს მისი შესაძლებლობებისადმი რწმენას – გვითხრას ჭეშმარიტება.ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციულ ერაში. როდესაც ქვიშაზე ვხედავთ რამდენიმე ასოს, რომლებითაც ჩვენი სახელია შედგენილი, ჩვენი უსწრაფესი რეაქციაა ამოვიცნოთ ამ ფაქტში გონიერი შუამავლის ქმედება. მაშინ, მით უმეტეს რამდენად უფრო ამოიცნობა გონიერი შემოქმედი ადამიანის დნმ–ის, ამ კოლოსალური ბიოლოგიურ მონაცემთა ბაზის მიღმა, რომელიც შეიცავს 3.5 მილიარდზე მეტ „ასოს“?მართლაც მომხიბვლელია, რომ ჰოუკინგი რელიგიაზე თავდასხმისას იძულებულია მთავრი აქცენტები გააკეთოს დიდი აფეთქების თეორიაზე. რადგან, მაშინაც კი, თუ ურწმუნოებს არ მოსწონთ ის, დიდი აფეთქება ზუსტად ერგება შექმნის ქრისტიანულ ისტორიას. სწორედ ამიტომ, სანამ დიდი აფეთქება პოპულარობას მოიპოვებდა, საკმაოდ ბევრ მეცნიერს მისი გადაგდება უნდოდა, იმ მოტივით, რომ იგრძნობოდა, რომ ის მხარს უჭერდა ბიბლიურ ისტორიას.მაგრამ ღმერთის არსებობის მხარდაჭერა მიდის უფრო ღრმად, ვიდრე მეცნიერების საზღვრებია. ქრისტიანული რწმენის ფარგლებში აგრეთვე არსებობს ძლიერი მტკიცებულება, რომ ღმერთმა კაცობრიობას თავი გამოუვლინა იესო ქრისტეს მეშვეობით ორი ათასწლეულის წინ. ეს კარგად დოკუმენტირებულია, არა მარტო წმინდა წერილებში და სხვა მტკიცებულებებში, არამედ აგრეთვე არქეოლოგიურ აღმოჩენათა მრავალფეროვნებაში.მეტიც, მილიონობით მორწმუნის რელიგიური გამოცდილების არგათვალისწინება არ შეიძლება. თავად მე და ჩემს ოჯახს შეუძლია დაადასტუროს ძლიერი გავლენა რწმენისა ჩვენს ცხოვრებაზე, ეს არის ის, რაც სერიოზულ გამოწვევას სთავაზობს იდეას, რომ ჩვენ ვართ სხვა არაფერი, თუ არა მოლეკულათა შემთხვევითი ერთობლიობა.საკმაოდ ძლიერია ის აშკარა რეალობა, რომ ჩვენ მორალური არსებები ვართ, რომელთაც ძალუძთ განასხვაონ სწორი და არასწორი. არ არსებობს არანაირი სამეცნიერო საფუძველი ასეთი ეთიკისა.ფიზიკას არ შეუძლია ახსნას ჩვენი ზრუნვა სხვების მიმართ, ან ახსნას დროთა გარიჟრაჟზე ადამიანის საზოგადოებაში აღძრული ალტრუისტული სული.მორალურ ღირებულებათა არსებობა მიანიშნებს ტრანსცენდენტული ძალის არსებობაზე, რომელიც სამეცნიერო კანონების მიღმაა. მართლაც, ათეიზმის მესიჯი ყოველთვის იყო კურიოზულად დეპრესიული, რომელიც საკუთარ თავს წარმოგვიდგენდა ეგოისტურ ქმნილებად, რომელიც სხვა არაფრისკენაა მიდრეკილი გარდა თვითგადარჩენისა და თვითკმაყოფილებისა.ჰოუკინგი აგრეთვე ფიქრობს, რომ სამყაროში სიცოცხლის სხვა ფორმების პოტენციური არსებობა ძირს უთხრის ტრადიციულ რელიგიურ რწმენას, რომ ჩვენ ღმერთის მიერ შექმნილ უნიკალურ პლანეტაზე ვცხოვრობთ. მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება სხვა სიცოცხლის ფორმებისა და ჰოუკინგს ნამდვილად არ შეუძლია მათი მოყვანა. ყოველთვის მახალისებს, როდესაც ათეისტები ამტკიცებენ არამიწიერი ცივილიზაციის არსებობას. თუმცა მათ მხოლოდ და მხოლოდ სურთ დააკნინონ ღმერთის არსებობის შესაძლებლობა.ჰოუკინგის ახალ შემოტევას არ ძალუძს შეარყიოს რწმენის ფუნდამენტი, რომელიც მტკიცებულებას ემყარება.


თარგმნა ზაზა ოსმანოვმა


www.dailymail.co.uk

იხილეთ ვიდეო


 სტივენ ჰოუკინგის დაშვებული შეცდომები

1)


Своей главной ошибкой Хокинг назвал идею о том, что черные дыры уничтожают поглощенную ими информацию.


2 )

სტივენ ჰოუკინგმა განაცხადა, რომ ბოზონმა მას წაგება მოუტანა.

შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვართან განლაგებულ მსოფლიოში უდიდეს ლაბორატორიაში უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა. მეცნიერები წლების განმავლობაში "ნადირობდნენ" ჰიგსის ბოზონზე, ერთადერთ ელემენტზე, რომელმაც სამყაროს შექმნის თეორია უნდა გაშიფროს. სამეცნიერო წრეებში მას "ღმერთის ნაწილაკსაც" უწოდებენ. ლაბორატორიაში მომუშავე ორი დამოუკიდებელი ჯგუფიდან ერთმა შეძლო ელემენტარული ნაწილაკის დაფიქსირება - მოუხელთებელი ბოზონის აღმოჩენა.
ლაბორატორიაში მეცნიერები ელემენტარულ ნაწილაკებს არნახული სისწრაფით აჩქარებდნენ.
"ვფიქრობ დღეს ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას. აღმოვაჩინეთ ახალი ელემენტარული ნაწილაკი - ბოზონი. ეს, სავარაუდოდ, ჰიგსის ბოზონია", - განაცხადა ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ როლფ ჰოიერიმ
პიტერ ჰიგსმა, რომელმაც ნახევარი საუკუნის წინ ბოზონი "იწინასწარმეტყველა", მეცნიერებს გამარჯვება მიულოცა.
"მინდა მივულოცო ყველას, ვინც ამ უდიდეს მიღწევაში მონაწილეობდა. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი მოვლენაა, იმიტომ რომ ეს აღმოჩენა მოხდა მაშინ, როდესაც მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ", - განაცხადა პიტერ ჰიგსმა.
ეს აღმოჩენა, სავარაუდოდ, არა დასასრული, არამედ ახალი სამეცნიერო ეპოპეის დასაწყისი გახდება. მრავალი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ის მნიშვნელოვნად შეცვლის სამყაროს მოწყობის არსებულ აღქმას და თავისი მნიშვნელობით გაუტოლდება აინშტაინისა და ნიუტონის თეორიებს.


Стивен Хокинг заявил, что физики так и не найдут последнюю недостающую частицу Стандартной модели взаимодействия. И проиграл пари



3)

ჰოუკინგი გაფართოების თეორიასაც ეწინააღმდეგებოდა

1998 წ. ბერკლის და კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს კიდევ ერთი საოცარი მოვლენა. თუმც, ეს აღმოჩენა არ იქნებოდა სიურპრიზი ლამეტრისთვის, ( საუბარია სასულიერო-მეცნიერზე ) რომელმაც, მრავალი წლის წინ გამოთქვა მოსაზრება, რომ დიდი აფეთქება არ იყო “უბრალო” აფეთქება; რომ ის გაფართოებას აუცილებლად გააგრძელებდა და გაიზრდებოდა სიჩქარეც! “დიდი აფეთქების თეორიის” აღიარებას ათწლეულები დასჭირდა. როდესაც მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს აღიარეს სამყაროს არაჩვეულებრივი წარმოშობა, ბევრი მათგანი შეეწინააღმდეგა ლამეტრის ამ კიდევ ერთ დაუჯერებელ მოსაზრებას. სტივენ ჰოუკინგი და სხვა წამყვანი მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სიჩქარე გრავიტაციის ზემოქმედებით შემცირდებოდა. დაკვირვებებისას, კი საწინააღმდეგო შედეგი მიიღეს. ეს “ახალი” აღმოჩენა დაამტკიცა ჰაბბლის ტელესკოპმაც. ამ აღმოჩენამ “მსოფლიო ასტრონომია შეაზანზარა” (ჟურნალი Astronomy, October 1999). ჟურნალმა “მეცნიერებამ” (Science) ეს აღმოჩენა დაასახელა 1998 წ. უმთავრეს მოვლენად
ვრცლად



ასევე წარმოგიდგენთ ჯონ ლენოქსის დებატს აწ უკვე გარდაცვლილ მებრძოლ ათეისტ კრისტოფერ ჰიტჩენსთან




http://www.johnlennox.org/






Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий