вторник, 7 августа 2018 г.

წერილები კათოლიკოს პატრიარქს



მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი (1909-1991)

დაიბადა 1909 წელს ხარაგაულში. ბავშვობა გაატარა ამავე რაიონის სოფელ ხორითში. 1924 წელს, 15 წლის ასაკში გახდა ზესტაფონის სისხლიანი მოვლენების მომსწრე. 1926-1927 წლებში შეუერთდა ქართველ სოციალ-დემოკრატებს. შემდგომში არ გაწევრიანებულა არც ერთ პარტიასა თუ დაჯგუფებაში. 1928-1929 წლებში გაიარა სასკოლო პროგრამა. 1929 წლის ზაფხულში დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში. 30-იან წლების შუა ხანებში დაბრუნდა საქართველოში. ამავე პერიოდში გაიქცა ირანში, რადგან დახვრეტა ემუქრებოდა.

вторник, 20 марта 2018 г.

„განანათლე ხელი შენი დარტყმით“




რატომ მოუწოდებდა იოანე ოქროპირი ღვთისმგმობელთა ცემისკენ?
შეიძლება თუ არა, ქრისტიანმა ღვთის გმობის საპასუხოდ დაარტყას ადამიანს, თუ ზემოქმედების სხვა საშუალებები ამაო აღმოჩნდება? არაერთი წელია, ინტერნეტში ამ თემაზე კამათობენ. საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტილების უმთავრეს არგუმენტად, ჩვეულებრივ, იმოწმებენ იოანე ოქროპირის სიტყვებს — „განანათლე ხელი შენი დარტყმით“, „შემუსრე ბაგეები“, „სილა გააწანი“ — რომლებიც წმიდა მამამ სწორედ ღვთისმგმობელთა მისამართით წარმოთქვა. ზოგიერთი ქრისტიანისთვის ისინი მანუგეშებლად ჟღერს და ლამის პირდაპირ სანქციად იღებენ ძალის გამოსაყენებლად ყველგან, სადაც ღვთის გმობას დაინახავენ. სხვებს ყურს სჭრის და აცბუნებს ზნეობრივი გრძნობა, წმიდანის უმაღლესი ავტორიტეტის მიუხედავად.

пятница, 16 февраля 2018 г.

წმინდა ომი დასავლეთსა და ბიზანტიაში





სრული სათაური: “რამდენად უცხო იყო ბიზანტიისთვის წმინდა ომის დასავლური იდეა?” [1]


დავით თინიკაშვილი


შესავალი
საქართველოს ისტორია ყველასთვის კარგად ცნობილ ერთ მაგალითს გვთავაზობს, როდესაც ათონის წმინდა მთის ქართველმა ბერმა იოანემ (ერისკაცობაში, თორნიკე ერისთავი) 978 წელს იარაღი აიღო ხელში, რათა მეფე დავით კურაპალატის თხოვნით აჯანყებული სარდლის, ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ებრძოლა და ამით დახმარება აღმოეჩინა ბიზანტიის ახალგაზრდა იმპერატორებისთვის, ბასილი მეორისა და კონსტანტინე მერვისთვის[2]. იოანე თორნიკ-ყოფილმა, რომელიც ბერად დაახლ. 970 წელს ოშკის მონასტერში[3] აკურთხეს, ამ სამხედრო კამპანიას წარმატებით უხელმძღვანელა. მაგრამ როგორ არის შესაძლებელი მონაზვნური ცხოვრების წესისა და შეიარაღებული ბრძოლის ერთმანეთთან შეთავსება? როგორც მკვლევარი როზემარი მორისი შენიშნავს, ქართველი ბერის ეს მაგალითი “გვიჩვენებს, რომ როდესაც იმპერიის ინტერესები რისკის ქვეშ დგება, ამ დროს მონაზვნურ აღთქმებსაც კი არ აქვს აბსოლუტური ღირებულება”[4].

вторник, 13 февраля 2018 г.

წმინდა ვალენტინი – მართლმადიდებელი წმინდანი


14 თებერვალს ვალენტინობის დღესასწაულის აღნიშვნა საზოგადოებაში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. მიზეზი ხშირ შემთხვევაში ამ დღის შინაარსის არცოდნა და ხალხში გავრცელებული არასწორი ინფორმაციაა.  ზოგჯერ აგრესიულ უარყოფასაც ვაწყდებით, ამ დროს კი წმიდა ვალენტინი ქრისტიანული წმიდანია და ქრისტიანული შინაარსით მისი ხსენების აღნიშვნაში ცუდი არაფერია.