четверг, 9 июня 2016 г.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განხეთქილების პირას


ვიდრე უშუალოდ სტატიის მთავარ სათქმელამდე გადავიდოდე,უპრიანი იქნებოდაგანგვეხილა მოვლენათა მთელი ის ჯაჭვი,რომელიც არცთუ უმნიშვნელოა როგორც საკითხის გაგების, ისე – ქართული ყოფითი კულტურის ფორმაციისათვის.

დიდ საიდუმლოს არ გავამჟღავნებ, თუ ვიტყვირომ საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია დამსახურებულად დგას საკმაოდ ინტენსიური კრიტიკის ქვეშის ხშირად გამოწვეულია მისი ზღვარგადასული ძალმომრეობით ან წარმოადგენს პასუხს მის დამოკიდებულებაზე ადამიანთათვის მნიშვნელოვან საკითხებზებევრი სხვა განმაპირობებელი მიზეზის გარდაამ კონფლიქტის საბაბი მართლმადიდებელი ეკლესიისროგორც ინსტიტუციის თანამედროვეობასთან კონფლიქტშიც ძევსთუმცა ხსენებული ინსტიტუტიციარომელიც 15 დამოუკიდებელი,ავტონომიური სეგმენტისაგან (ეკლესიისგანშედგებაუკვე დიდი ხანია (დაახლ. 1961წლიდან) საკუთარი თავის განახლებასა და საზოგადოებაში ახლიდან რეალიზებას ცდილობსეს პროცესი ბოლო წლებიარაც გააქტიურდაუფრო განივრცო და მას საეკლესიო ენაზე: „მართლმადიდებელი ეკლესიების  წმინდა და დიდი კრება(Προπαρασκευή της Αγίας και Μεγάλης Συνόδου της Ορθοδόξου Εκκλησίας ) ქვიაეკლესიათა ამ შეკრების მიზეზი სწორედ იმ პრაქტიკულ საკითხთა შეთანხმებულად გადაწყვეტაარომელიც ასე აწუხებს საზოგადოებას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში.
განახლებისა და ახლიდან თვითრეალიზაციის ამ პროცესშიმეტ-ნაკლებად ყველა ეკლესიაა ჩართულიძირითად ინტელექტუალურ საქმიანობას ბერძნულენოვანი საპატრიარქოები ახორციელებენკონსტანტინეპოლის მეთაურობითრომელსაც მართლმადიდებელი სამყაროს ლიდერობაზე აქვს პრეტენზიაპირველობისათვის ბრძოლაში მისი მეტოქე რაოდენობრივად ყველაზე დიდირუსეთის საპატრიარქოა.მისი ინტერესები ძირითადად ეკლესიის კანონიკური ტერიტორიების საკითხი,სხვაგავრად რომ ვთქვათ, ამ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნებაათავიანთი პრეტენზიები გააჩნიათ იერუსალიმისანტიოქიისბულგარეთის და სხვა საპატრიარქოებსსაქართველოს საპატრიარქომ კი ამ პროცესში, ერთი მხრივ, რუსეთის თუთიყუშისმეორე მხრივ, ყველაზე დიდი ჩამშლელის როლი მოირგო და კრებას დიდი ხანია უნდობლობას უცხადებს მისი “პროგრესულობის“ გამოთუმცა თავისი “დიდი ძმისგან“ განსხვავებითსრული თვითიზოლაციის გზით მიდისრაც არის კიდეც ამ წერილის მთავარი თემა.
თვითიზოლაციის პირველი აშკარა ნიშანი იყო, როდესაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რუსეთში სტუმრობიდან ძალიან მალე კონსტანტინეპოლს ესტუმრა და პატრიარქ ბართლომე პირველს განუცხადადიდ კრებაში საქართველოს ეკლესია მონაწილეობას არ მიიღებსთუ იქ გარკვეული “პროგრესული“ ცვლილებების განხორციელებას გეგმავთომაშინ საუბარი დაქორწინებული მღვდლების ეპისკოპოსად გამორჩევას ეხებოდათითქოს ქრისტიანულ ეკლესიაში,პირველ საუკუნეებში ცოლიანი ეპისკოპოსი ნორმალური მოვლენა არ ყოფილიყო.შემდეგი საგანგაშო სიგნალი პირადად ჩემთვის იყო იმის გაგებარომ კრების მოსამზადებელ შეხვედრებზესაქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პოზიციების გამომუშავებასარც მეტი და არც ნაკლებიჩვენთვის ავადსახსენებლი მ... (მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიხელმძღვანელობდაეს ორგანიზაცია მხოლოდ მმართველთა საბჭოა ადამიანთა უზარმაზარი რაოდენობისა(ლეგეონის), რომელთაც სჯერათ, რომ რელიგიური აგრესიის გავრცელება და საქართველოს კულტურული აგრესიაა მათი ცხოვრების მთავარი მიზანი.
აღმოჩნდარომ ადამიანებირომლებმაც ეკლესიის სხეული მოიცვესქრისტიანების სახელი მიისაკუთრეს და ამ ყველაფერს ამოფარებულებიქვეყანაში ახალგაზრდების ცემა-ტყეპითკულტურული ღონისძიებების დარბევითგანათლების წინააღმდეგ ბრძოლით და ათასი სხვა შემზარავი საქმიანობით არიან დაკავებულნისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბედს წყვეტენცალკე აღნიშვნის ღირსია ის საკითხი,რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ფაქტობრივად, მსოფლიოში მართლმადიდებლობის გადამრჩენელად იქნა აღქმულირადგან მსოფლიო პატრიარქი კოლეგებთან დიპლომატიურად ურთიერთობსერიდება მათთან პირდაპირ კონფლიქტსთუმცა კრების მოსამზადებელ შეხვედრებზე საქართველოს პოზიციით შეწუხებულმა ბერძენმა დელეგატებმა დაუფარავად განაცხადეს ამის შესახებმათ შორისკონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ტიტულით უპირველესმა მღვდელმა – პროტოპრესვიტერმა გიორგი ცეცისმაც თავის წერილშიამ წერილს,რომელიც თავისი აგებულებით არც ისე არსობრივ კრიტიკას ეხებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით პასუხი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ გასცამთელი დისკუსია კი ეხება საკითხსუნდა სცადოს თუ არა ეკლესიამ, მოახდინოს ადამიანებთან მიდგომების იმგვარად ორგანიზებარომ მათთვის ეკლესიის წევრობა არ იყოს დამაბრკოლებელითანამედროვეობის გამოწვევებთან გამკლავებაში.
საერთო მართლმადიდებლური კრების შესახებ საპატრიარქოში ამა წლის 25მაისს გამართულ სინოდის სხდომაზეც იმსჯელესროგორც ადრეამჯერადაც ქართველ იერარქთა მწვავე კრიტიკის საგანი კრების სამუშაო დოკუმენტებში არსებული მონაკვეთები იყორომლებიც ქართულ მხარეს “არასაკმარისად დისკრიმინაციულად“, „ზედმეტად ჰუმანურად” და „ინტეგრაციულად” მიაჩნია.სინოდმა კრებაში მონაწილე მღვდელმთავართა სიაც დაადგინარომელშიც პარადოქსულად ვერ მოხვდა საბერძნეთში თეოლოგიური განათლებამიღებული და ბერძნული ენის კარგად მცოდნე ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე თუმცა სხდომისა და კრებასთან დაკავშირებული აქამდე არსებული ქართული დისკუსიის კულმინაციას წარმოადგენს წერილირომლითაც სინოდის სხდომას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოგმატიკისა და პატროლოგიის კათედრის პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ მიმართატექსტი ნათელი დადასტურებაა იმისარომ შუა საუკუნეებში სხვადასხვა კონტექსტში შექმნილი ქრისტიანული ლიტერატურული თხრობები დიდი ხანია იქცა ეკლესიის მესვეურთათვის უცდომელ ჭეშმარიტებად.სწორედ მათ საფუძველზე მოითხოვს ბატონი ედიშერისაკართველოს ეკლესიამ ბოიკოტი გამოუცხადოს მართლმადიდებელთა კრებას და საკუთარიჭეშმარიტ მართლმადიდებელთა კრება მოიწვიოს საქართველოშიმცხეთაშიანუთუ საქართველოს ეკლესია გაიზიარებს ბატონი ჭელიძის მოსაზრებას (რაც სავარაუდოდ ასეც იქნება), იგი საბოლოოდ დატოვებს ქრისტიანულ ოჯახს და ისლამური ხალიფატის მსგავსადთვითნებურ რელიგიურ გაერთიანებად გარდაიქმნება.
წერილი ანონიმურად გავრცელდათუმცა ის უკვე გავრცელდა ქართულენოვან ინტერნეტსივრცეშიშესაბამისად, საავტორო უფლებების დარღვევას არ უნდა წარმოადგენდეს მისი გასაჯაროება:
       
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდსშვილური მორჩილებითა დაკეთილკრძალულებით შევუვრდები თქვენს წმინდა შეკრებას და მოგახსენებთშემდეგს:
სრულიადმართლმადიდებლური საეკლესიო კრების” გამართვასთან დაკავშირებითბოლო პერიოდში აღძრული მღელვარებანი მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთწევრს არ გვტოვებს გულგრილადღვთის მადლითმომეცა შესაძლებლობადავსწრებოდი თქვენს – საქართველოს ეკლესიის მღვდელთმთავართა – რამდენიმემნიშვნელოვან შეხვედრას და მონაწილეობა მიმეღო იმ დოკუმენტების განხილვაში,რაც ზემოხსენებულმა საეკლესიო კრებამ უნდა დაამტკიცოსჩვენ ერთობლივადმუხლმუხლად შევისწავლეთ არსებული მასალები დამოგეხსენებათყველაჩვენგანისთვის (ყოველ შემთხვევაშიდამსწრეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის)სრულიად თვალსაჩინო გახდა ის ვითარებარომ განზარახულება “დიდი და წმინდაკრებისა” (როგორადაც იგი აღნიშნულ მასალებშია უკვე წოდებული) დიდად შორდებამართლმადიდებელი ეკლესიის შვიდი მსოფლიო კრების საკრებო სულს და არსსესნიშნავსრომ თვით მიზანდასახულობაშივე სახეზეა არა მხოლოდ გამოთქმითი (გნებავთ ტერმინოლოგიური)არამედ საკუთრივ არსობრივი გამიჯნულობა ხსენებულმსოფლიო კრებათა ღმრთივსულიერი დოგმატურკანონიკური სწავლებებისგან. ჩვენ,რა თქმა უნდაამ მოკლე მიმართვაში არ შევუდგებით აღნიშნული შეფასებისდასაბუთებასვინაიდან თქვენთვის ყოველივე ზედმიწევნით ცნობილია(მისასალმებელიარომ ზემოაღნიშნული მუხლობრივი განხილვები შესაბამისიდოკუმენტებისა წერილობით არის ფიქსირებული ოქმის სახით და თავის დროზეგასაჯაროვდება), ხაზს გავუსვამთ მხოლოდ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან ისტორიულდა სულიერ რეალობას:
როდესაც ხილულ და უხილავ ქმნილებას მაცხოვნებელი მადლი გაეცხადა და თვითბუნებითმა ღმერთმამაცხოვარმა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ სათნოიჩინაგანკაცება ადამიანთა გამოსახსნელადიგი – კაცქმნილი უფალი – იერუსალიმში ჯვარსაცვეს და მოაკვდინესთუმცა ამ ღვთისმკვლელობას არ თანაზიარებია ძველიაღთქმის ეკლესიის ის განშტოება მცხეთაშირომელიც უბიწოდ იმარხავდა ჭეშმარიტსარწმუნოებასსწორედ მცხეთაში განიჭვრიტა პირველად ჯვარცმული იესოს ბუნებითიღმერთობამცხეთაშივე აღსრულდა პირველად ჭეშმარიტი სულიერი და ხორციელითანამარტვილობა მასთანჯვარცმულ უფალთანწმინდა სიდონიასღმრთივგანბრძნობილი დედის მიერრომლის ხსენებაც ღვთის მადლით წელსპირველად დაწესდა უფლის ჯვარცმის დღესდიდ პარასკევსმცხეთის ძველიაღთქმის ეკლესიის ამგვარმა ღვთისრჩეულობამ ანუ ზეპურობამ მცხეთა გამოაჩინაახალ და ჭეშმარიტ იერუსალიმადრაც ნიშნავსრომ ქართლმა თვით უფლისგანხორციელების დასაბამშივე იტვირთა ეკლესიური საყოველთაოობა ანუიმჟამინდელი ახალიერუსალიმობადა ამ მიზეზით ღირსიქმნა უდიდესი სიწმიდის,უფლის ზეითუკერველი კვართის წილხვედრობისახოლო თავად კვართწილხვედრებული ქართლი გახდა წილხვედრი უფლის დედისა.
შემდგომად ჟამთამწვალებლობათა მძვინვარებაშიგანსაკუთრებით კიმონოთელიტობისა და მას უშუალოდ მოდევნებული ხატმებრძოლობისსულისწარმწყმედ წყვდიადშიერთადერთი კვლავაც მცხეთა გამოჩნდა როგორცახოვანი ებგურგუშაგი ჭეშმარიტებისა, რაც ისტორიულად დადასტურდა იმ უეჭველფაქტშირომ მთელი სამართლმადიდებლოს მოვლის შემდეგ იოანე გუთელიმცხეთას იკურთხა ეპისკოპოსად“. ამგვარი ეკლესიური საყოველთაოობის მეორედგანმკუთვნელი მცხეთა გამოირჩა როგორც რომისგანისევე იმჟამინდელი ახალირომისგან ანუ კონსტანტინოპოლისგან და ამიტომ ეწოდა მოგვიანებით ქართლისმეწინამძღვრე ეკლესიას – გელათს “ახალი რომი” (“ახალო რომოშენთვის თქვეს,რომო უფროს იქმნესო მყოფთა ყოველთა” – შავთელი), ანუ ნათელიარომ შესაბამისვითარებაში ქართლის ეკლესიამ იტვირთა ახალრომობა.აღნიშნული წმინდა ტრადიციის საფუძველზევფიქრობთსაქართველოს სამოციქულოეკლესიასმის სინოდს და კლიროსსშესწევეს ძალა დღეს იტვირთოს ახალკონსტანტინოპოლობა და მოამზადოს ჭეშმარიტად ახალი და დიდი ადგილობრივიკრება მცხეთაში ანუ გამართოს წარმომადგენლობითი ადგილობრივი კრება,რომელსაც დაესწრება მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ღირსეული მოღვაწესხვადასხვა ქვეყნიდან და რეგიონიდან.
სავსებით შესაძლებელია ამგვარი კრება გაიმართოს შემოდგომაზე.
კვლავაც უაღრესი მოკრძალებითა და შევრდომილობით,
ედიშერ ჭელიძე
თბილისის სასულიერო აკადემიის
პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე
თბილისი
15.05.2016
ვიტოვებთ აღნიშნული მიმართვის გასაჯაროების უფლებას.“


მირიან გამრეკელაშვილი 2008 წლიდან იმყოფება გერმანიაში, სადაც ქალაქ აიხშტეტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე წერს სადოქტორო ნაშრომს თემაზე ,,ცნებების – ძალისა და მადლის გაგება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დღეს“. 2000-2005 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დასრულების შემდეგაც სწავლა განაგრძო ილიას უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურაში.

Netgazeti


წყარო


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий