вторник, 5 апреля 2016 г.

მელაანელი ღვთაებები


გურჯაანის მახლობლად მდებარე სოფელ მელაანში გათხრილ სამლოცველოში (ძვ. წ. IX-VII საუკუნეები), შიშველი მამაკაცის ბრინჯაოს ოთხი ქანდაკება აღმოჩნდა. თითოეული მათგანი შეიარაღებულია და თანაც ნაყოფიერების სიმბოლიკით დატვირთული. თუმცა ერთ-ერთი მათგანი უნიკალურია, რადგან გარდა იმისა, რომ შედარებით დიდი ზომისაა და დანარჩენებზე მეტად დახვეწილი, მარჯვენა ხელში სასმისი უჭირავს, მხარზე კი სატევარი აქვს თასმით გადაკიდებული.
ქანდაკებებთან ერთად აღმოჩენილი საომარი ინვენტარისა და ცხენის სამკაულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, სამლოცველო ომის ღვთაებას ეკუთვნოდა, ხოლო ბრინჯაოს ფიგურა თვით მისი განსახირება იყო.

„ამ ქანდაკებაში გაერთიანებულია ყველა ის მამაკაცური თვისება, რომელიც მაშინდელი, ტომობრივი საზოგადოებისა და პატრიარქალური წყობისთვის მნიშვნელოვანი იყო. ის ყანწით ხელში ეგებება მოყვარეს, იარაღით მტერს და, ამავდროულად, არის მადლის მთესველი“, – ამბობს ერეკლე ქორიძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმი). როგორც ჩანს, ქართული ხასიათი ოდითგანვე გულისხმობდა მტერთან მტრულად დახვედრას და მოყვარესთან ღვინით შეგებებას.










Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий