понедельник, 14 марта 2016 г.

განცხადება, თითქოს ლიბერალი რომაული ღმერთის თაყვანისმცემელს ნიშნავს, მცდარია

ავტორი: ზურაბ წურწუმია
ლევან ვასაძე: "ლიბერი იყო რომაული ცრუ-ღმერთების პანთეონის ავენტინური ტრიადისპლებეური ცრუ-ღმერთი, რომელიც გამოირჩეოდა სექსუალური გარყვნილებისა და ლოთობის სიყვარულით. და როცა შენ ამბობ,რომ მე ვარ ლიბერალი, მე ვარ მიმდევარი ამც რუ ღმერთისა, რომელიც ამითი გამოირჩევა".


შინაარსობრივი კავშირი ლიბერალიზმსა და ძველ რომაულ ღმერთ ლიბერს შორის ნაკლებად არსებობს. სიტყვა ლიბერალიზმი პოლიტიკურ მეცნიერებაში თავისუფლების, თანასწორობის სინონიმია. ის მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან Liber 
(
თავისუფლება). სიტყვამ თანამედროვე შინაარსი განმანათლებლობის ეპოქიდან შეიძინა ლიბერალები, როგორც წესი აბსოლიტური ძალაუფლების (მონარქის, რომის პაპის) წინააღმდეგ გამოდიოდნენ და იბრძოდნენ თანასწორი, თავისუფალი საზოგადოების შექმნისთვის. თანამედროვეობაში ლიბერალიზმი პოლიტიკური იდეოლოგიაა და წარმოადგენს საზოგადოების მოწყობისა და მართვის ერთ-ერთ მოდელს. მას კავშირი რელიგიასთან ნაკლები აქვს, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ლიბერალიზმის იდეები,როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა ახლოსაა ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან. სწორედ ქრისტიანობამ შექმნა ის გარემო, სადაც აღმოცენდა ჯერ რენესანსი, ხოლო შემდეგ - განმანათლებლობა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ლიბერალური იდეების საბოლოო ჩამოყალიბება და გავრცელება.

თანამედროვე მეცნიერებებსა თუ ყოფით ცხოვრებაში ჩვენ ხშირად ვიყენებთ სიტყვებს, სიმბოლოებს, რომლებიც წინაქრისტიანულპერიოდშია შექმნილი. ქრისტიანობის სიმბოლოს - ჯვარს ძველ ეგვიპტეშიც იყენებდნენ რელიგიური დანიშნულებით. თანამედროვე სამყაროში მედიცინის სიმბოლოდ ხშირად გამოიყენება  
კვერთხი რომელზეც ორი გველია შემოხვეული. ის ჯერ კიდევ შუამდინარეთში გვხვდება, შემდეგ საბერძნეთში. მისი გამოყენება სულაც არ ნიშნავს რომელიმე წარმართი ღმერთის აღიარებას.

სიტყვების იდენტობა არ ნიშნავს მათ შინაარსობრივ კავშირს. მაგალითად იტალიაში ქალაქ ტრევიზოს მოქალაქეებისთვის ალბათ რთული გასაგები იქნება, რომ მათი მფარველი წმინდა ლიბერალისი შეიძლება დავუკავშიროთ წარმართულ ღმერთებს. წმინდანი მეხუთე საუკუნეში მოღვაწეობდა იტალიაში, ანკონაში. იმ დროს ერეტიკოსებად ცნობილი არიანელების მოქცევას ცდილობდა. მისი წმინდა ნაწილები განისვენებენ ტრევიზოში და ითვლება ტრევიზოს ეპარქიის მფარველად. ქრისტიანული გადმოსახედიდან ძველი სამყარო წარმართულია, თუმცა კულტურული კავშირები ამ სამყაროსთან არც ქრისტიანულ ეპოქაში დაკარგულა.წინაქრისტიანულ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა მზის, მთვარის და სხვა კულტი. ქრისტიანობის პირობებშიც კი ეს კულტები სახეცვლილი ფორმით მაინც არსებობენ. ძველ ქართულ ტაძრებზე გამოსახული ხარის სიმბოლოები, ბორჯღალი წარმართული საწყისისაა.წარმართული ტრადიციებისა და წარმოდგენების კუთხით საქართველოს მთიანეთი გამორჩეულია. აღსანიშნავია,რომ შემონახული წარმართული ტრადიციები დროთა განმავლობაში ქრისტიანული ტრადიციის ნაწილი გახდა.

დღეს გამოყენებული არაერთი საერთაშორისო ტერმინი ძველ ბერძნული ან ძველ რომაული საწყისისაასახელმწიფო წყობის ფორმები როგორიცაა მონარქიარესპუბლიკადემოკრატია ასევე წარმართულ პერიოდშია შექმნილირაც სულაც არ ნიშნავს ქრისტიანობის ან სხვა რელიგიის უარყოფას და ანტიკურიან ძველ რომაული ღმერთების აღიარებას.
მრავალღმერთიანობა ქრისტიანობის წარმოშობამდე ხმელთაშუა ზღვისპირეთის ხალხებისთვის ჩვეულებრივი ტრადიცია იყოასეთივე იყო რომაული მითოლოგიაის ადგილობრივი ეტრუსკული და ბერძნული კულტურის გავლენით შეიქმნა.
ავენტინურ ტრიადად მოიხსენიებენ იმ სამ მთავარ ღმერთს,რომელთა საკულტო ნაგებობები რომის ავენტინის ბორცვზე იდგაეს ადგილი ასოცირებული იყო რომაული საზოგადოების ყველაზე მრავალრიცხოვან ნაწილთან -პლებსთანსაზოგადოების ეს ფენა დაკავებული იყო მიწათმოქმედებითხელოსნობით და რომის ეკონომიკის საყრდენს წარმოდგენდნენმათი რჩეული ღმერთებიც მათსავე საქმიანობასთან იყო დაკავშირებულიავენტინურ ტრიადას ქმნიდა სამი ღმერთიცერესილიბერი (Liber) და ლიბერა (Libera). ისინი წარმოადგენდნენ ბერძნული ღმერთების დიონისესდემეტრასა და პერსეფონეს რომაულ ვარიანტსლიბერი იყო მამრობითი სქესის ღმერთი,ხოლო ლიბერა მისი მდედრობითი ანალოგიის ითარგმნება "თავისუფალი"-ს მნიშვნელობითრომაელები მას ასევე უწოდებდნენ Liber Pater, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს თავისუფალ მამასთუმცა საზოგადოებრივი დატვირთვით ლიბერი თავისუფლების დამცველი ღმერთი იყორომში მონარქიისა და რესპუბლიკის პერიოდში მუდმივად არსებობდა დაპირისპირება პლებსსა და არისტოკრატიას (პატრიციებსშორისამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი მდგომარეობდა იმაშირომ პატრიციები ცდილობდნენ ადრეულ პერიოდშივე მინიჭებული პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას, ხოლო პლებეები თავიანთი უფლებების გაზრდასამიტომ გასაკვირი არა რისრომ პლებეების ერთ-ერთი სათაყვანებელი ღმერთი სწორედ თავისუფლებასთან ასოცირდებოდა.
გარდა უფლებრივი დატვირთვისალიბერი და ლიბერა წარმოადგენდნენ პლებეებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის - მიწათმოქმედების დამცველ ღმერთებსაღსანიშნავიარომ დღესასწაული ლიბერალია (Liberalia)ტარდებოდა 17 მარტსმიწათმოქმედების ღმერთებისადმი მიძღვნილი დღესასწაულების გაზაფხულობით გამართვა დამახასიათებელია არა მხოლოდ რომაული კულტურისთვისსაგაზაფხულო სამუშაობის დაწყებისას ძველი ბერძნებიეგვიპტელებიშუამდინარეთის ხალხები მიწათმოქმედების ღმერთებს მიაგებდნენ პატივსრომში ლიბერალიის დღესასწაულზე ფალოსის სიმბოლო გაჰქონდათ ქალაქგარეთ მინდვრებზერათა მათი წარმოდგენით მომხდარიყო მიწის განაყოფიერება.
გარდა ამისალიბერალიის დღესასწაულზე 14-15 წელს მიღწეული ახალგაზრდა რომაელი მამაკაცები პირველად იცვამდნენ მათთვის განკუთვნილ ახალი ფორმის ტოგას - toga virilis, toga pura, რაც ზრდასრულ ასაკში გადასვლას მიანიშნებდა.
გარდა მიწათმოქმედებისა და უფლებების დაცვისაავენტინის ტრიადა წარმოადგენდა რომში არსებული კაპიტოლიუმის ტრიადის საპასუხო კულტსკაპიტოლიუმის ბორცვი თავის მხრივ ასოცირდებოდა პატრიციებთან და წარმოადგენდა რომის ციტადელსმისი სამხედრო და პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრსმსგავსი ძალაუფლება რომის მონარქიისა და რესპუბლიკის ადრეულ პერიოდში მხოლოდ პატრიციების პრივილეგიას წარმოადგენდაკაპიტოლიუმზე იყო აშენებული რომაელი პატრიციების სათაყვანო სამი ღმერთისიუპიტერის,მარსისა და კვირინუსის ტაძრები.
სიტყვა ლიბერალი რომაული ღმერთის სახელწოდებიდან გამომდინარეობს, თუმცა ტერმინი ლიბერალი ან ლიბერალიზმი არ უკავშირდება რომს, ღმერთების პანთეონს. შესაბამისად მტკიცება იმისა, რომ ლიბერალობა წარმართი ღმერთის თაყვანისცემას უკავშირდება, მცდარია.

ევრო კომუნიკატორი

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий