„რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე" - საქართველოში რუსული „რბილი ძალის" გააქტიურების შესახებ damoukidebloba.com კვლევას აქვეყნებს.
დოკუმენტის თანახმად, ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა ანტიდასავლური რიტორიკა სოციალურ ქსელებში, ონლაინმედიაში, ზოგიერთ რადიო და ტელეგადაცემაში. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, ამგვარი მიზანმიმართული ნარატივი უმეტესწილად სწორედ პრორუსული რიტორიკის პოპულარიზაციას ახდენს.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ის ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთს (აშშ-ს, ევროკავშირს) საქართველოს მტრად წარმოაჩენენ, გამოირჩევიან ქსენოფობიური, ჰომოფობიური განცხადებებით და აქცენტს აკეთებენ რუსეთ-საქართველოს „მეგობრობის“ აღდგენაზე, ურთიერთობის ნორმალიზებაზე ან საქართველოს ნეიტრალიტეტზე.
კვლევაში თავმოყრილია ის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც, კვლევის ავტორთა შეფასებით, ამგვარი რიტორიკით გამოირჩევიან.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ორ ორგანიზაციას გამოყოფენ - „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“.
„საინტერესოა, რომ თითოეული ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი პარალელურად სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც არიან. მაგალითად, „ევრაზიის ინსტიტუტის“ დაფუძნებულია „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“ და „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“. ინსტიტუტის პარტნიორები არიან ააიპ „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელმაც თავის მხრივ მედიაგამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge) დააფუძნა, „ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორებს შორისაა, აგრეთვე, საინფორმაციო პორტალები.„საქინფორმი“ და „ივერიონი“. „ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე ყოფილ სახალხო დამცველ ნანა დევდარიანთან ერთად არის „კავკასიური თანამშრომლობის“ დამფუძნებელი. თავის მხრივ, ნანა დევდარიანი რამდენიმე ორგანიზაციის დამფუძნებელიცაა, მათ შორისაა „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“. ორგანიზაცია „ევრაზიულ არჩევანს“ არჩილ ჭყოიძე ხელმძღვანელობს. მისი დაფუძნებულია „ერეკლე მეორის საზოგადოებაც“, რომელიც ასევე პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა", - ნათქვამია კვლევაში.
კვლევის ავტორთა დაკვირვებით, არჩილ ჭყოიძეს ყველაზე ხშირად ციტირებენ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები.
„ევრაზიულ არჩევანს“ აქვს საკუთარი ინტერნეტტელევიზიაც - „პატრიოტი TV”. ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციები ორი მიმართულებით აქტიურობენ - თუ „ევრაზიული ინსტიტუტი“ ძირითადად ანალიტიკური საქმიანობით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებით არის დაკავებული, „ევრაზიული არჩევანი“ უფრო პროაქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და აქციებს და დემონსტრაციებს მართავს", - ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც კვლევისას გამოიკვეთა, რომელიმე ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრებში, ძირითადად, ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც საბოლოო ჯამში ან „ევრაზიულ ინსტიტუტს“, ან „ევრაზიულ არჩევანს“ უკავშირდებიან. აღნიშნული ორგანიზაციებიდან არც ერთს თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს დაფინანსების წყაროი.
თუმცა რამდენიმე რუსულ ფონდს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები პარტნიორების სიაში თავად ჰყავს შეყვანილი. მაგალითად, ევრაზიული კავშირისა და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ორგანიზაცია „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა” წერს, რომ მისი პარტნიორი საქართველოში „ევრაზიული არჩევანია“.
კვლევა პროექტის damoukidebloba.com-ის ფარგლებში მომზადდა, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული თანამედროვე და ისტორიული ქმედებების შესახებ.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია რუსული იმპერიალისტური პროპაგანდის, სამხედრო ინტერვენციის, რეპრესიებისა და აგრესიის სხვა ღია თუ ირიბი ფორმების შესახებ.
ამ აგრესიის გავლენა ქართულ საზოგადოებაზე და ქვეყნის თავისუფლების შენარჩუნებისა და განმტკიცების მნიშვნელობა (კულტურულ, ეკონომიკურ თუ სხვა ჭრილში).
როგორც პროექტის ვებგვერდზეა ნათქვამი, იგი რამდენიმე ძირითად პრობლემას პასუხობს:
როგორც პროექტის ვებგვერდზეა ნათქვამი, იგი რამდენიმე ძირითად პრობლემას პასუხობს:
- იმპერიული მემკვიდრეობის გადალახვა, რომელიც გამოიხატება სახელმწიფოებრივი შეგნების დეფიციტსა და ქვეყნის ახალ/უახლეს ისტორიაზე მცდარ წარმოდგენებში;
- რუსულ "რბილ ძალასთან" დაპირისპირება.
- თემატური ინფორმაციის თავმოყრა და ეფექტური ბაზის/პორტალის შექმნა, რომელიც მომავალშიც გააერთიანებს და დაეხმარება დაინტერესებულ ადამიანებს არათანაბარი ძალის პროპაგანდისტულ მანქანასთან დაპირისპირებაში.
პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ. ამ მიმართულებით აქტივობის მსურველთათვის საინფორმაციო ბაზისა და ტექნიკური პლატფორმის შექმნა.
პლატფორმა ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიაში ჩართვა.
წყარო: ლიბერალი
წყარო: ლიბერალი
Комментариев нет:
Отправить комментарий