ყველა წიგნს თავისი ბიოგრაფია აქვს...
არსებობს იღბლიანი, სკანდალური, ფუნდამენტური, პოპულარული, აკადემიური, საინტერესო, აქტუალური, მოდური, ტრაგიკული, რომანტიული... … ისტორიის მქონე წიგნები.
ზოგიერთ წიგნს რამდენიმე ბიოგრაფიაც კი აქვს, რადგან თარგმნისას წიგნი, თითქოს, "თავიდან იბადება".
სულ ახლახან ქართველი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გახდა ძალიან საინტერესო წიგნი "მოაზროვნის სახელმძღვანელო", რომელიც ითარგმნა და გამოიცა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ.
ვინ არიან წიგნის ავტორები?
საყოველთაოდ ცნობილი ჰოვარდ გარდნერი – ჰარვარდის უნივერსიტეტის განათლების უმაღლესი სკოლის წარმომადგენელი.
დოქტორი ლინდა ელდერი განათლების ფსიქოლოგიის სპეციალისტია. იგი კოლეჯში ფსიქოლოგიასა და კრიტიკულ აზროვნებას ასწავლის. არის კრიტიკული აზროვნების ფონდის პრეზიდენტი და კრიტიკული აზროვნების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. დოქტორი ელდერის განსაკუთრებული ინტერესის სფეროა:
აზრისა და ემოციის, კოგნიტიური და აფექტური სფეროების ურთიერთობა.
მან ჩამოაყალიბა კრიტიკული აზროვნების განვითარების ეტაპების ახალი თეორია. ლინდა ელდერი კრიტიკული აზროვნების თემაზე დაწერილი ოთხი წიგნისა და თვრამეტი სახელმძღვანელოს ავტორია. იგი დინამიკური მომხსენებელია და დიდი გამოცდილება აქვს კრიტიკული აზროვნებისათვის მიძღვნილი სემინარების ჩატარებაში.
დოქტორი რიჩარდ პოლი კრიტიკული აზროვნების მიმდინარეობის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია. იგი კრიტიკული აზროვნების ცენტრის კვლევის განყოფილების დირექტორი და კრიტიკული აზროვნების ხელოვნების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეა. კრიტიკული აზროვნების თემაზე დაწერილი აქვს 200-ზე მეტი სტატია და შვიდი წიგნი. დოქტორ პოლს ჩატარებული აქვს ასეულობით სემინარი კრიტიკული აზროვნების სფეროში და შექმნილი აქვს რვა ვიდეო-პროგრამა საზოგადოებრივი სატელევიზიო არხისთვის (PBS). მისი შეხედულებები კრიტიკული აზროვნების შესახებ განხილული იყო გაზეთებისა და ჟურნალების [New York Times, Education Week, The Chronicle of Higher Education, American Teacher, Educational Leadership, Newsweek, U.S. News and World Report, Reader’s Digest] ფურცლებზე.
ავტორები ბევრ საინტერესო საკითხს განიხილავენ - განსაკუთრებითაა აღწერილი გონების კრიტიკული და შემოქმედებითი ფუნქციების მნიშვნელობა. რადგან ისინი ერთმანეთში ისეა გადახლართული, რომ მათი განცალკევება თითოეული მათგანისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარეშე შეუძლებელია... არც არის გასაკვირი, რამეთუ კრიტიკულობა აფასებს, შემოქმედებითობა კი წარმოშობს.
ფაქტია, ადამიანის გაჩენის დღიდან მნიშვნელოვანია და ფასეულია აზროვნება, რომელიც საგნების ლოგიკას სწვდება.
შეფასებისა და აღიარებისთვის ყველა ინტელექტუალურ პროდუქტს გარკვეული ლოგიკა, თანმიმდევრულობა, გასაგები და რაციონალური არგუმენტებით გამყარებული სტრუქტურა სჭირდება. ეს ეხება როგორც ლექსებსა და ესეებს, ნახატებსა და ქორეოგრაფიას, ისტორიას ან ანთროპოლოგიურ ანგარიშს, ექსპერიმენტებსა და მეცნიერულ თეორიებს, ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიას, ისე კონკრეტული მოვლენების ანგარიშს, ზოგად ფენომენებსა და კანონებს.
ძნელია, მოიძებნოს ანტითეზა ისეთი მნიშვნელოვანი თეზისა, რომლის მიხედვითაც მსჯელობა უნდა განვიხილოთ, როგორც შემოქმედებითი აქტი.
ფართო გაგებით ყოველგვარი აზროვნება გარკვეულ სისტემაში აზროვნებაა. თუ ჩვენ მოცემულ სისტემას არ ვიცნობთ, მაგალითად:
Øარ ვიცნობთ შიდაწვის ძრავის მუშაობის,
Øმართკუთხა სამკუთხედის თვისებებს,
Ø დელფინის ქცევის ლოგიკას,
ჩვენმა გონებამ ეს სისტემა თავად უნდა შექმნას, მას ხორცი შეასხას და მისცეს იმ სტრუქტურის სახე, რომელიც აზროვნების ჩვენეულ გზას შეესაბამება.
ამგვარად, როცა რაიმეს შესახებ ფიქრს ვიწყებთ, ვქმნით ჩვენთვის ადვილად გამოყენებად და ჩვეულ ლოგიკას, ვაყალიბებთ ახალ კავშირებს მიზნებსა და არგუმენტებს შორის, ვაყალიბებთ ახალ ვარაუდებს და კონცეფციებს, ვსვამთ ახალ კითხვებს, ვაკეთებთ ახალ დასკვნებს და რაიმე საგანზე სრულიად ახალი მიმართულების წარმოდგენას გამოვიმუშავებთ.
წიგნში საინტერესოდაა განხილული თუ რა დამოკიდებულება არსებობს თანდაყოლილ ნიჭს, გარემოსა და თვითმოტივაციას შორის.
ცნობილია, რომ მისტიფიკაციის გარეშე შემოქმედებითობის აღქმა ყველაზე უფრო ადვილი მარტივი, ყოველდღიური აზრების კონტექსტშია.
წიგნი მოგვითხრობს როგორ აზროვნებდნენ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, მარი კიური, ლეონარდო და ვინჩი, გალილეო, მიქელანჯელო, ნიუტონი, დარვინი, აინშტაინი...
ჰოვარდ გარდნერი ოცდამეერთე საუკუნის "მომავლის" აზროვნების ხუთ ტიპს განიხილავს:
1.დისციპლინირებული აზროვნება
2.სინთეზური აზროვნება
3.შემოქმედებითი აზროვნება
4.ატივისცემის გამომხატველი აზროვნება
5.ეთიკური აზროვნება
წიგნში საინტერესოდაა განხილული, როგორი უნდა იყოს კრეატიული აზროვნება... Aამ საკითხზე საუბრისას აუცილებელია, შევეხოთ აზროვნების სიცხადეს, აკურატულობას, სიზუსტეს, რელევანტურობას. აზროვნების შეფასება ხომ მხოლოდ ინტელექტუალური სტანდარტების შექმნისა და გამოყენების შემთხვევაშია შესაძლებელი... სახელმძღვანელოში განხილულია კითხვები ინტელექტუალური სტანდარტების შესახებ.
1. სიცხადე შეგიძლიათ, ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ?
შეგიძლიათ, მაგალითი დამისახელოთ?
შეგიძლიათ, იმის ილუსტრირება, რასაც გულისხმობთ?
აკურატულობა ამის შემოწმება როგორაა შესაძლებელი?
როგორ შეიძლება იმის გაგება, ეს სიმართლეს შეესაბამება თუ არა?
როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის დადასტურება ან გადამოწმება?
სიზუსტე შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად ისაუბროთ?
შეგიძლიათ, მეტი დეტალი მომაწოდოთ?
შეგიძლიათ, უფრო ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ?
2.რელევანტურობა როგორაა ეს ინფორმაცია დაკავშირებული პრობლემასთან?
როგორაა ეს ინფორმაცია დაკავშირებული კითხვასთან?
როგორ დაგვეხმარება ეს ინფორმაცია საკითხის გარკვევაში?
3.სიღრმე რომელი ფაქტორები განაპირობებს ამ საკითხის სირთულეს?
თუ შეიძლება, ჩამოთვალეთ რამდენიმე სირთულე, რომლებიც ამ საკითხს უკავშირდება.
თუ შეიძლება, ჩამოთვალეთ ის სირთულეები, რომლებზე მუშაობაც მოგვიწევს.
4.სიფართოვე საჭიროა თუ არა ამ საკითხის სხვა კუთხით განხილვა?
საჭიროა თუ არა სხვა თვალსაზრისის გათვალისწინება?
საჭიროა თუ არა ამ საკითხის გადაჭრის/მოგვარების სხვა გზით განხ¬ილვა?
5.ლოგიკა რამდენად გასაგებია ეს ყველაფერი?
შეესაბამება თუ არა თქვენი პირველი და ბოლო აბზაცი ერთმანეთს?
გამომდინარეობს თუ არა მტკიცებულებებიდან ის, რასაც ამბობთ?
6.მნიშვნელობა არის თუ არა განსახილველი პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი?
არის თუ არა ცენტრალური იდეა ის, რომელზეც კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ?
ამ ფაქტებიდან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი?
7.სამართლიანობაარის თუ არა დაკავშირებული ამ საკითხთან ჩემი პირადი ინტერესი?
პატივისცემით წარმოვადგენ თუ არა სხვათა თვალთახედვას?
სახელმძღვანელოს ავტორები აღნიშნავენ _ თუკი ჩვენ დასაბუთებული აზროვნებისა და ანალიზის მეშვეობით პრობლემების ინტელექტულურ განხილვას ვისწავლით, მაშინ აზრების ბუნებისა და ხარისხის გონიერი კრიტიკოსები გავხდებით. გამოვა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კრიტიკულად კრეატიული და კრეატიულად კრიტიკული ადამიანები და მოაზროვნეები გავმხდარიყავით.
წყარო: მასწავლებელი
წიგნის წაკითხვა PDF ფორმატში
Комментариев нет:
Отправить комментарий