გოეთეს შემოქმედების მწვერვალია "ფაუსტი"( I ნაწ. 1801, გამოქვეყნდა 1808, II ნაწ. 1832), რომელსაც იგი თითქმის მთელი სიცოცხლე წერდა. "ფაუსტში" გარდამავალი ეპოქის მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობაც ჯამდება და მომავალ ისტორიულ ეტაპთა პროფილიც ისახება. მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთი უღრმესი რეალისტური ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული სტილის ნაწარმოებია; სახეთა და ეპოზოდთა უმეტესობა სიმბოლური ხასიათისაა და ორ აზრს შეიცავს ― პირდაპირსა და გადატანითს, რომელიც ღრმა ფილოსოფიურ აზრს გამოხატავს. ჭარბად გვხვდება ალეგორიული, ქარაგმული სახეები, რომლებიც უზოგადეს იდეებსა და მოვლენებს მიანიშნებენ (მაგ., ტრაგედიის ექსპოზიცია და ფინალი, რომელთა ერთიანობა ნაწარმოების დედააზრს გამოხატავს); ფაუსტი განასახიერებს ადამიანის სულის კადნიერ ლტოლვას თავისი ემპირიული ყოფის შეზღუდულობათა დასაძლევად. მაღალი ჰუმანისტური იდეალისათვის, ახლისათვის ჭიდილი მიმდინარეობს "უკანასკნელ საზღვარზე", "ყოფიერების კიდეზე".
ფაუსტის ძალთახმევა მოქმედებს ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, მთელი სისრულით, აბსოლუტური მასშტაბებით. ფაუსტის ანტაგონისტურად გვევლინება ბოროტი სული მეფისტოფელი. მისი სამყარო ცინიზმისა და უნაყოფო გონებამახვილობის, ნიჰილიზმისა და უსულგულობის ნიშნითაა დადაღული. მეფისტოფელის ერთადერთი ღირებულება ისაა, რომ მისი ნეგატიურობა ფაუსტს იმპულსად ექცევა პოზიტიურისაკენ სწრაფვაში. ნაწარმოების I ნაწილში ფაუსტი ინდივიდუალისტად გვევლინება, რომელიც თვითდადგინებისაკენ სწრაფვას საკუთარი სურვილით საზღვრავს. II ნაწილში ფაუსტს ცდომილებათა დაძლევის გზაზე თანდათანობით მოთხოვნილებად ექცევა "საზოგადო თავისუფლების" პრინციპი. მას ბუნებისა და საზოგადოების გარდაქმნის იდეა მოიცავს. ამ "დიადი საქმის" განხორციელების ჟამს ფაუსტს აუცილებლობად ექცევა რადიკალური ზომების მიღება (ბავკიდასა და ფილემონის ეპიზოდი).
ფაუსტის "მშვენიერი წამის" პოტენციურ არსად გვევლინება "თავისუფალ მიწაზე თავისუფალი შრომის" დამკვიდრება. ტრაგედიის I ნაწ. ხალასი პოეზიით, ემოციურობითა და დინამიკით აღსავსე შედევრია ხელოვნებისა; II ნაწ., თ. მანის თქმით, სანახევროდ ფეერიას წარმოადგენს და სანახევროდ მსოფლიო ეპოსს, რომელშიც გერმანული ენის ყველა წყარო ჩქეფს. მისი ყოველი ეპიზოდი გასაოცარია და ბრწყინვალე, ღრმა აზრითა და დიდებულებით გამორჩეული. სცენა ფარსალიის ველებზე და პენეისზე, ელენეს ლეგენდის ჰუმორისტული წარმოდგენა ისეთი მხიარულებითა და სიმსუბუქით ბრწყინავს, რომ ამ ნაწარმოებთან ყოველი შეხება აღგვაფრთხოვანებს, ხელოვნების წყურვილს გვიღვიძებს.
ფაუსტი (პირველი ნაწილი)
რესურსი ( 2 )
ფაუსტი (პირველი ნაწილი)
რესურსი ( 2 )
Комментариев нет:
Отправить комментарий