როგორ და ვისი მეშვეობით ახდენს რუსეთი საქართველოში საკუთარი ინტერესების პოპულარიზაციასა და გავლენის შენარჩუნებას? რა არგუმენტები აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ანტიდასავლური მესიჯებით გამოდიან და რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან? არის თუ არა გამოსავალი ათობით ადამიანის რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებებში? როგორ უნდა იბრძოლოს სახელმწიფომ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო 200 წლის მანძილზე ემტერება საქართველოს დამოუკიდებლობას?
გადაცემა „მთავარი თემა“ ორი ნაწილისგან შედგება. თავდაპირველად ნახავთ ლელა დუმბაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ამ საკითხებზე. ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ დისკუსიას, რომელშიც მონაწილეობენ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია და ისტორიკოსი ემზარ კახიძე.
წყარო: ნეტგაზეთი
Комментариев нет:
Отправить комментарий