воскресенье, 24 мая 2015 г.

არჩილ შარვაშიძე - როდესაც ღმერთებს ეძინათ



მოთხრობა შესულია კრებულში ,,სიბნელე სინათლისა", რომელიც განთავსებულია ამავე საიტზე. 
,,როდესაც ღმერთებს ეძინათ" არის ვრცელი ნაწარმოები, რომლის ღრმა შინაარსი, ადამიანის მიერ ღმერთის ძიების, იმედგაცრუების, შემოქმედთან პაექრობის, პარადოქსებით აღსავსე სასწაულების ზღვარზე გადის.  მოთხრობას რამდენიმე გამოკვეთილი გმირი ჰყავს, რომელნიც ცალკ-ცალკე ადამიანის განსხვავებულ პროტოტიპებს განასახიერებენ:
 კალინიკე- უთვისტომო  იაკობსავით მებრძოლი  მეამბოხე, შეურიგებელი გმირი.
 მოხუცი-სულით ხორცამდე ღმერთს მინდობილი, ყველაფრით მადლიერი, ბიბლიურ იობსავით მოთმინებითა და რწმენით აღსავსე მათხოვარი.
 ქალი- საინტერესო და მაძიებელი პერსონაჟი
 მოთხრობას ასევე ჰყავს რამდენიმე ეპიზოდური, მაგრამ მკაფიოდ გამოკვეთილი სახეები,მაგალითად , მამა ნაზარი-  სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ადამიანის სახით, რაც მთლიანობაში ღრმა შინაარსის, საინტერესო სიუჟეტის და წარმოუდგენლად მძაფრი დინამიკის ერთიანობას ქმნის.
 მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, შეუძლებელია ადამიანს არ გაახსენდეს გულში გადამალული, სადღაც სიღრმეში დაგუბებული, უპასუხოდ დატოვებული შეკითხვები!






წიგნი PDF ფორმატში








Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий