პროტოპრესვიტერი მარკოზ ტყემალაძე (1859-1937)
” ხშირათ გაიგონებთ, რომ ეს და ეს სწავლული, მეცნიერი ურწმუნო კაცი არისო. მაგრამ სცდებიან, ურწმუნოებას ხედავენ მის ნაწერებში, როდესაც ის მეცნიერულად იკვლევს ამა თუ იმ სარწმუნოების საფუძვლიანობას, სიჭეშმარიტეს; ცდილობს, როგორმე დაასაბუთოს, ყველას გააგებიოს, მართალნი არიან, თუ შემცდარნი, მისი აღმასრულებელნი, მიმდევარნი. რა არის მისაღები ამა თუ იმ სარწმუნოების სწავლა-მოძღვრებისაგან და რა არ არის მისაღები. ასეთი მეცნიერული გამოკვლევა სრულებითავ არ ნიშნავს კაცის ურწმუნოებას, არამედ პირიქით, მისი შრომა სწარმოებს ღრმა გონივრულ რწმენის გავლენის ქვეშ.
ზოგს დაებადება ეჭვი იმ სარწმუნოების სწავლა-მოძღვრებაზე, რომელსაც თვითონ აღიარებს მემკვიდრეობით (ე.ი. მისი დედ-მამა რა სარწმუნოებისაც იყვნენ, ისიც იმ სარწმუნოების არის), უნდა მიხვდეს, გაიგოს, რამდენად მართალია იგი; ჭეშმარიტებას ქადაგებს, თუ კაცს ატყუებს; ანვითარებს, თუ გონებას უხშობს და ზნეობით რყვნის. თუ სასიკეთოდ, სასარგებლოდ ვერ დაინახა თავისთავისათვის, ამ სარწმუნოებას თავს ანებებს, მაგრამ სამაგიეროდ ხდება აღმსარებელი სხვასარწმუნოებისა, სცვლის სხვაზე, რომელიც მასზე მაღლა დგას. ამნაირი გამოკვლევა, გამოძიება საგნისა, სრულებითაც არ გვაძლევს ჩვენ საბუთს, ვუწოდოთ ამ პირს ურწმუნო კაცი, პირიქით სიყვარული ღვთისადმი და სურვილი დაიმკვიდროს სასუფეველი ცათა, ატანს ძალას, ასე მოიქცეს. ასე რომ არ იყოს, სრულებითაც თავს მიანებებდა და არც ერთი სარწმუნოების მიმდევარი არ გახდებოდა. ”
პროტოპრესვიტერი მარკოზ ტყემალაძე (1859-1937)
დაიბადა 1859 წელს მღვდლის ოჯახში,
სწავლა-განათლება
1874-78 წწ. ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი
1878-84 წწ. თბილისის სასულიერო სემინარია
1884- 88 წწ. კიევის სასულიერო აკადემია.
სასულიერო მოღვაწეობა
1889 წ. – დიაკვნად კურთხევა, მღვდლად ხელდასხმა
1890 წ. – თბილისის კუკიის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი
1897 წ. – ქაშვეთის ტაძრის წინამძღვარი
1897-98 წწ. თბილისისა და ბორჩალოს მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველი
1889 წ. – დაჯილდოებულ იქნა სამკერდე ოქროს ჯვრით
1902 წ. – აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, სიონის ტაძრის მღვდელმსახურია
1916 წ. 25 დეკემბერი პირველად საქართველოში მარკოზ ტყემალაძეს თეთრ სამღვდელოებაში მიენიჭა მიტრის ტარების უფლება.
მონაწილეობდა საქ. მართ. ეკლესიის III, IV და V საეკლესიო კრებებში.
1932 წელს კათოლიკოს- პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) პროტოპრესვიტერის პატივით შემოსა.
1935 წელს მარკოზ ტყემალაძემ ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამსახურს და პენსიაზე გავიდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий