The Great Controversy Between Christ and Satan During the Christian Dispensation
ელენა უაითი - დიადი ბრძოლა ქრისტესა და მის ანგელოზთა და სატანასა და მის ანგელოზთა შორის
წინასიტყვაობა
ელენე უაითი (1827-1915) ცნობილია რელიგიურ წრეებში როგორც მწერალი და მქადაგებელი. იგი დაიბადა და ბავშვობა გაატარა ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მეინის შტატში. 1885 წლიდან 1887 წლამდე ცხოვრობდა და შრომობდა დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში, სადაც უზარმაზარი აუდიტორიების წინაშე გამოდიოდა ლექციებით რელიგიურმორალურ თემაზე, ამავე დროს აგრძელებდა თავის ლიტერატურულ მოღვაწეობას. მოგვიანებით შვიდი წელი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გაატარა. ელენე უაითმა დაწერა რელიგიური შინაარსის მრავალი დიდი და პატარა ნაწარმოები, აგრეთვე წიგნები განათლების, ჯანმრთელობის, ცოლქმრული ურთიერთობების, აღზრდისა და პრაქტიკული ქრისტიანობის თემაზე. მისი ყველაზე უფრო ცნობილი ნაწარმოებებია: ,,ქრისტესკენ მიმავალი გზა~, ,,საუკუნეთა კონფლიქტი~ (5 ტომად), ,,მოწმობანი ეკლესიისათვის~ (9 ტომად), ,,ქრისტეს თვალსაჩინო გაკვეთილები~, ,,აღზრდა~, ,,საკვები და კვება~, ,,ქრისტიანული სახლი~, ,,უწყებანი ახალგაზრდობისათვის~ და სხვ. როგორც ცნობილია, ქალბატონი ელენე უაითი ლიტერატურის ისტორიაში მეოთხეა, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველთაგანი, როგორც მწერალი ქალი, ხოლო ამერიკაში _ პირველი იმ ავტორთა შორის, ვისი ნაწარმოებებიც ყველაზე ხშირად ითარგმნება სხვა ენებზე.
წიგნის წაკითხვა PDF ფორმატში ( ქარ )
წიგნის წაკითხვა PDF ფორმატში ( ქარ )
Комментариев нет:
Отправить комментарий