ზიგმუნდ ფროიდმა უდიდესი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის დასაწყისის ხელოვნებაზე. არც ერთი მეცნიერისა თუ ფსიქოლოგის პორტრეტი არ შექმნილა იმდენჯერ,რამდენიც ფროიდის. ფროიდი როგორც ფსიქოანალიზის დამაარსებელი, საზოგადო მოღვაწე და სკანდალური პიროვნება, მაგნიტივით იზიდავდა არა მხოლოდ საკუთარ კოლეგებს, არამედ ხალხს და, მათ შორის,რა თქმა უნდა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებსაც. ბევრმა მათგანმა ფროიდში თავისი შთაგონების წყაროც კი იპოვა.
ფროიდის პოპულარობის ზრდასთან ერთად მისი პორტრეტები სულ უფრო და უფრო ხშირად იქმნებოდა ცნობილი და არცთუ ისე ცნობილი მხატვრების მიერ. თვითონ ფროიდი მხატვრებს ჩვეულებრივ ნევროტულ ადამიანებად აღიქვამდა, რომლებიც წარმატებით ახდენდნენ თავიანთი სექსუალური და დესტრუქციული ფიქრების სუბლიმაციას.
სალვადორ დალი "ფროიდის პორტრეტი" (1937 წ.) ნახატი შესრულებულია ტუშით საშრობ ქაღალდზე.
სალვადორ დალი "ზიგმუნდ ფროიდის თავის ქალის მორფოლოგია" (1938 წ.) ფროდის ბიოგრაფების ცნობით ეს სურათი მხატვარმა თავად ზიგმუნდ ფროიდთან აუდიენციის დროს დახატა.
დალისთვის ფროიდი იდეური შთაგონების წყარო იყო, მაგრამ ფროიდი მას მხოლოდ როგორც დაკვირვებისთვის და ანალიზისთვის საინტერესო ეგზემპლარად აღიქვამდა, ანუ როგორც მოსიარულე ფსიქოპათოლოგიურ შემთხვევას.
"ეს ბიჭი ფანატიკოსს ჰგავს და თუ თუ მთელი მოსახლეობა მისნაირია, მაშინ არ არის გასაკვირი, რომ ესპანეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებს“ _ ასე მოიხსენია ფროიდმა თავისი უცნაური სტუმარი.
ამბობენ, როდესაც დალიმ ეს ნახატი დაამთავრა და ფროიდის მისაღებში დატოვა, ვერ გაბედეს ამ ნახატის ფროიდისთვის ჩვენება, რომელიც იმ დროისთვის პირის ღრუს კიბოთი იტანჯებოდა.
სალვადორ დალი "ზიგმუნდ ფროიდის პორტრეტი" (1938 წ.)
სალვადორ დალი "ზიგმუნდ ფროიდის პორტრეტი" (1938 წ.)
აი თვითონ სალვადორ დალი ერთ-ერთ კარიკატურაზე ზიგმუნდ ფროიდთან. "ფროიდი - ეს ადამიანი არ არის. იგი არც წინასწარმეტყველია. ეს არის თანამედროვეობის ოკეანის ლევიათანი" _ წერდა მხატვარი თავის გმირზე.
ენდრიუ უორჰოლი "ზიგმუნდ ფროიდი" (1980 წ.) ნახატი სერიიდან "მეოცე საუკუნის 10 ებრაელი". 2006 წელს ნახატი ლონდონში სოთბის აუქციონზე გაიყიდა.
მხატვარმა ნაციონალობით ებრაელი და მოქალაქეობით ავსტრიელი ფროიდი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ებრაელების სიაში შეიყვანა. ეს გავლენა 21 საუკუნეშიც იგრძნობა.
საინტერესო ნახატი გოგენის სტილში სახელად "ფროიდი და მისი ქალიშვილი". ავტორი - ბიბორი.
ნამუშევარი შესრულებულია იმ სტილში, რომლითაც თვითონ ფროიდი ხატავდა. ფროიდის თავზე რორშახის ლაქა. ავტორი - კარლ ფრეი.
ფანქრით შესრულებული ფროიდის პორტრეტი. ავტოი რობერტ კასტორი (1925 წ.)
ჩვეულებრივი მარკერით შესრულებული ფროიდის პორტრეტი. გალერეა MDE ART, (2004 წ.)
ფროიდის კიდევ ერთი პორტრეტი, მხატვრისაგან უცნაური ფსევდონიმით ნერილიკონი, მექსიკა (2008 წ.) „ფროიდის თავში მცხოვრები ფროიდი“. ფროიდი პირველი მივიდა ადამიანის ფსიქიკის დუალიზმის დაკვნამდე _ პიროვნებაში ორი საწყისია: ცნობიერი და არაცნობიერი. მის მიერ შექმნილი მეცნიერება, სახელწოდებით ფსიქოანალიზი, გახდა ინსტრუმენტი არაცნობიერის წვდომისა.
უცნობი ავტორის მიერ შესრულებული ფროიდის პორტრეტი. შესრულებულია ზეთის საღებავით.
ფროიდის თავის ფარული გამოსახულება. ერთ დროს პოპულარული ჟანრი. მასში მუშაობდა აგრეთვე სალვადორ დალიც, მაგრამ მოცემული პორტრეტი მას არ ეკუთვნის.
სიმბოლური ნამუშევარი. ფროიდი საუბრობს მონსტრთან, სავარაუდოდ საშინელებათა ჟანრის დამაარსებელ ჰოვარდ ფ. ლავკრაფტის ყველაზე საშინელ ქმნილებასთან კტულხუსთან, რომელიც „იგის“ ბნელ მხარეს განასახიერებს.
აკვარელით შესრულებული მორიგი ნახატი, რომელიც ისევ ფსიქიკის დუალიზმს განასახიერებს. ყველა ადამიანს აქვს დათრგუნული და არაცნობიერში განდევნილი სექსუალური აზრები, რომლებიც იქ თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ და ადამიანს საკმაოდ უცნაური სახით უბრუნდებიან უკან. თავისებური მისტერ ჰაიდი.
ნახშირით შესრულებული ფროიდის კლასიკური პორტრეტი.
ცოტა საშიში ფროიდის პორტრეტი, რომელიც შესრულებულია ტუშით. სახის მარცხენა ნახევარი თითქოს ამოგლეჯილია, მარჯვენა კი სიძულვილს ასხივებს.
რუსი მხატვრის ს.კუზნეცოვის კარიკატურა (1989 წ.) ეს ნახატიც შესრულებულია დუალისტურ სტილში. ფროიდის სახე თუ შიშველი ქალის სხეული? ფსიქოანალიზის აზრით თუ სურათზე პირველად ქალის სხეულს ვხედავთ ეს ნორმალურია, მაგრამ თუ ვხედავთ ფროიდის თავს რა ხდება მაშინ? J
გავრილ გლიკმანის ფროიდის პორტრეტი
ფროიდის უცნობი პორტრეტი, თავისი სახელგანთქმული ტახტის გვერდით.
ფროიდი რომელიც საკუთარ თავს უტარებს ანალიზს. სინამდვილეშიც ფროიდს ფსიქოანალიზი საკუთარ გამოცდილებაზე აქვს აგებული: საკუთარი სიზმრების ინტერპრეტაციაზე, საკუთარ წამოცდენებზე, საკუთარ შეცდომით ქმედებებზე, საკუთარ ურთიერთობებზე მშობლებთან და შვილებთან.
ინსტალაცია. ფროიდს შუბლზე აქვს მიმაგრებული კალათბურთის ფარი. მაგრამ ვინ გაბედავს ბურთის ფარში ჩაგდებას, თუ ფსიქოანალიზი მას სექსის ქვეცნობიერ სურვილად აღიქვამს. ფროიდის სახეს რა სიმბოლური დატვირთვა უნდა ჰქონდეს, ალბათ, ყველა მიხვდება J
ფროიდი ძალიან ცნობილი ჟურნალის, „თაიმსის“, გარეკანზე.
ფროიდი, რომელსაც ხელში ფალოსური სიმბოლო უჭირავს. ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა ოდესმე კოშკი იყოს მარტო კოშკი? J
ფროიდი მაჩო-ნარკობარონის ამპლუაში. სავარაუდოდ მისი კოკაინისადმი მიდრეკილების გამო
ვარდისფერი ფროიდი. ავტორი დან ბიშოფი. ფროიდს ხელში სიგარის ნაცვლად, რომელთანაც განუყრელი იყო, ჰამბურგერი უჭირავს. განმეორებით ისიმის კითხვა: შეიძლება თუ არა სოსისი ნიშნავდეს მხოლოდ სოსისს? J
ფროიდი თავისი ტახტით ხელში, რომელიც ნანგრევებზე დგას. კარიკატურა სიმბოლოა იმისა, თუ როგორ შეიჭრა ფროიდის მოძღვრება წყნარ ბურჟუაზიულ ყოფაში და თავდაყირა დააყენა იგი.
Комментариев нет:
Отправить комментарий