კაცობრიობის ისტორიაში ყველა დიდმა ადამიანმა იცოდა, რომ არსებობს გარკვეული ფსიქოლოგიური კანონები, რომელთა საშუალებითაც ადამიანს შეუძლია თავისი ოცნებები რეალობად აქციოს. მიზიდულობის კანონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონია, რომელიც უნდა გავიგოთ და გამოვიყენოთ. ის ყველაზე მარტივად შეგვიძლია ასე განვმარტოთ - „მსგავსი იზიდავს მსგავსს“. რაზეც ფოკუსირებული ხართ, უმეტესწილად იმასვე იზიდავთ საკუთარ ცხოვრებაში. ერთი შეხედვით ეს შეიძლება მოგეჩვენოთ არასწორ განაცხადად, რადგანაც ყველა ჩვენთაგანი ვფიქრობთ ჯანმრთელობაზე, სიმდიდრეზე, სრულფასოვან, ბედნიერ ცხოვრებაზე, თუმცა ეს ყველაფერი არა გვაქვს.
სამწუხაროდ, ყველაფერი არც ისეთი მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. თქვენ ცხოვრებაში იზიდავთ იმას, რაზეც მიმართავთ ყურადღებასა და ენერგიას, მიუხედავად იმისა გსურთ თუ არა ეს თქვენ. მიზიდულობის კანონმა შეიძლება იმოქმედოს, როგორც თქვენს სასარგებლოდ, ასევე საწინააღმდეგოდაც. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. რაზეა უპირატესად მიმართული თქვენი ფიქრები: მიზნებზე, წარმატებაზე, მიღწევებზე, სიბრძნეზე, სიმართლესა და სიყვარულზე?
კვლევები აჩვენებენ, რომ შინაგანი დიალოგების 90% წარმოადგენს ნეგატიურ ფიქრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, მთელი დღის განმავლობაში თქვენ ავსებთ თქვენს გონებას უარყოფითი აზრებითა და არაპროდუქტიული გრძნობებით. და რა თქმა უნდა, ამას ღებულობთ საკუთარ ცხოვრებაში! მიზიდულობის კანონი ვერ არჩევს როგორია თქვენი აზრები, კარგი თუ ცუდი. თქვენ იზიდავთ იმას, რაზეც ფიქრობთ! თუკი გადაწყვეტთ რომ იცხოვროთ უფრო წარმატებული ცხოვრებით, კითხეთ საკუთარ თავს: „ესეც ასე, რა მსურს სინამდვილეში?“ გამოყავით დრო იმისთვის, რომ განსაზღვროთ თქვენთვის იდეალური ცხოვრების სტილი, ყველა ასპექტის გათვალისწინებით: ოჯახი, ბიზნესი, ფინანსური თავისუფლება და ა.შ. და მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ მიზნებს, დაიწყეთ თვითდარწმუნებისა და ვიზუალიზაციის მეთოდების გამოყენება, აავსეთ თქვენი გონება პოზიტიური, მამოტივირებელი აზრებითა და გრძნოებიბით.
ფიქრობთ რომ კაცობრიობის იმ მცირე ნაწილი, რომელიც წარმატებული და მდიდარია, იღბლიანები არიან? სინამდვილეში ძალიან ბევრი ადამიანი ქმნის „ჩივილებისა“ და „საყვედურების“ ვიბრაციებს. ეს ხდება იმიტომ, რომ მათ არ სურთ 100%-ით აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. „ნებისმიერ ადამიანს ჩემზე მეტად უმრთლებს“ ამბობენ ისინი. მაგრამ გამართლება მხოლოდ ნაწილია თქვენს ცხოვრებაში მიზიდულობის კანონის გამოყენებისა. თქვენ შეიძლება იყოთ იმაზე უფრო იღბლიანები, ვიდრე სხვა ნებისმიერი ადამიანი. აი რამოდენიმე მარტივი ნაბიჯი, რომელსაც გეტყვით ნებისმიერი ძალიან წარმატებული ადამიანი: დაისახეთ მიზნები, იოცნებეთ უფრო მეტზე, აავსეთ თქვენი გონება პოზიტიური ფიქრებით და ემოციებით მის შესახებ და მიეცით საშუალება მიზიდულობის კანონს, რომ იმუშაოს თქვენთვის.
თქვენ მიიღებთ იმას, რაზეც ფიქრობთ!
თქვენი რეალობა იქნება იმის ასახვა, რაც ხდება თქვენს გონებასა და ქვეცნობიერში. თქვენი რეალობა ასახავს იმ ურთიერთობებს, რომლებიც ყოველდღიურად თქვენს ირგვლივაა. თუკი თქვენ პოზიტიურები და ოპტიმისტები ხართ თქვენს ირგვლივ იქნებიან პოზიტიური და ოპტიმისტი ადამიანები!
მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ განმარტება: „მიზიდულობის კანონის გავლენით თქვენ იზიდავთ საკუთარ ცხოვრებაში იმას, რაზეც მიმართავთ საკუთარ ყურადღებასა და ენერგიას, მიუხედავად იმისა, გსურთ ეს თუ არა.“ მიზიდულობის კანონი მუშაობს გამუდმებით, მთელს სამყაროში და თქვენ შეგიძლიათ მისი გამოყენება საკუთარი მიზნეიბსთვის. დაისახეთ მიზნები და აივსეთ გონება პოზიტიური და მამოტივირებელი ფიქრებითა და გრძნობებით. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ წარამტებას, ყველაფერი თქვენს ხელთაა!
ავტორი:
Комментариев нет:
Отправить комментарий