თამაზ ბუთხუზი (დ. 1946, თბილისი, საქართველო) — ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რამდენიმე გამოგონების ავტორი, რაც მოიცავს ნახევარგამტარებში არაწონასწორულ პირობებში დეფექტთა წარმოქმნის თეორიას. მისი რადიკალურ-სხივური ჰეტერირებადი კვაზიეპიტაქსიის მეთოდის გამოყენებით პირველადაა მიღებული როგორც თუთიის ოქსიდის უნიკალური, უდეფექტო იზოლარული, ასევე პ-ტიპის ფენები. ამ თეორიის გამოყენებით მსოფლიოში პირველად იქნა შესაძლებელი თუთიის ოქსიდის ელექტრო-ოპტიკური თვისებების მართვა. რეალურად მიღებული იქნა დროში ტემპერატურის და რადიაციის მიმართ მედეგი თუთიის ოქსიდი. ეს შედეგი ახალი თაობის მართვის სისტემების შექმნის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, თამაზ ბუთხუზს გამოქვეყნებული აქვს რიგი ნაშრომებისა სოციალურ ფილოსოფიაში.
ბუთხუზი თამაზ
პალადიუმი
პალადიუმი
თუ თქვენთვის ადამიანი საშუალებაა და არა მიზანი;
- თუ თქვენ ქვეყნის მომავალი არ გაფიქრებთ;
- თუ თქვენ შვილების ღალატის გარდა აღარაფერი შეგიძლიათ;
- თუ თქვენ დანაშაულამდე მხოლოდ იმიტომ არ მისულხართ, რომ არც შემთხვევა გქონდათ და არც გამბედაობა გეყოთ;
- თუ თქვენ იჯერებთ მხოლოდ იმას, რაც თქვენთვის სასურველია;
- თუ თქვენ განსხვავებას ვერ პოულობთ ზრდილსა და ბრიყვს შორის;
- თუ თქვენ პატიოსნებაში ზნეობის გარდა რაციონალიზმს ვერ ხედავთ;
მაშინ თქვენ ეს ნაშრომი არ დაგაინტერესებთ, შესაბამისად, არ მაინტერესებს თქვენი შეხედულება, ჩვენს შორის დისკუსია საფუძველს მოკლებულია. . .
სურვილი ძლიერი იყო _ გრძნობდე საყრდენს, გახდე იმაზე მეტი, ვიდრე ხარ. ალბათ, ეს მისთვის ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ უდაბნოს სიცხე, წყურვილი, შიმშილი აღარ აშინებდა. სრულად
ჩამოტვირთეთ
ჩამოტვირთეთ
Комментариев нет:
Отправить комментарий