четверг, 30 апреля 2015 г.

ნ.ბერდიაევი – “საკითხი ებრაელთა შესახებ, როგორც ქრისტიანული საკითხი”


ნიკოლაი ალექსიშ სქი ბერდიაევი (  Никола́й Алекса́ндрович Бердя́ев) (დ. 18 მელახი, 1874 წ. - ღ. 24 მელახი, 1948) რდჷ რუსი რელიგიური დო პოლიტიკური ფილოსოფოსი.

რუსი მოაზროვნეა, რომელმაც ექსისტენციალიზმის მოთხოვნილებებთან ქრისტიანული ხედვის მიახლოვება სცადა. მის ნაშრომთაგან აღსანიშნავია: შემოქმედების არსი (1916 წ.); სული და თავისუფლება (1934 წ.); ხუთი მოსაზრება არსებობის შესახებ (1936 წ.). ბერდიაევი მიიჩნევს, რომ ფილოსოფიის ღირებულება სიცოცხლის წინაშე თავისი არასაკმარისობის აღიარებასა და მტკიცებაში მდგომარეობს. გონება არ უნდა გამოირიცხოს, მაგრამ უნდა გადაილახოს რწმენისა და თავისუფლების საშუალებით, რომლებიც ღმერთის სიცოცხლეში თანამონაწილეობას გვაძლევენ. არსებობა სწორედ ღმერთის აბსოლუტურ თავისუფლებაში ადამიანური თავისუფლების მზარდი მონაწილეობაა.



როდესაც მე ვკითხულობდი კრებულს „რუსეთი და ებრაელები“, მწვავედ ვგრძნობდი იმ რუსი ებრაელების თვითცნობიერების ღრმა ტრაგიზმს, რომელთაც უყვართ რუსეთი, არ უყვართ რუსული რევოლუცია და სურთ იყვნენ რუსეთის პატრიოტები.
მე ამ კრებულში წამოყენებულ აზრებს მრავალ რამეში არ ვეთანხმები, მაგრამ პატივს მივაგებ მასში გაერთიანებული ჯგუფის ძალისხმევას, გაამყარონ რუსი ებრაელების ღირსება იმ აზრით, რომ ეს უკანასკნელნი არ იყენებენ რევოლუციას ებრაელთა ინტერესებისთვის. ეს მიგვანიშნებს მოსაზრებისკენ ებრაული საკითხის ღრმა, შეისაძლოა, უიმედო ტრაგიკულობაზე. რუსებს შორის ანტისემიტური განწყობა, რუსეთში თუ მის საზღვრებს მიღმა, იზრდება სტიქიურად და იღებს რუსული გამოხდომებისთვის დამახასიათებელ ფორმას. შესაძლოა დადგეს დრო, როცა ეს ანტისემიტიზმი გამოხატულ იქნება ველური და სისხლიანი ძალადობით, როცა რევოლუციით დამცირებულ-გასრესილი უბედური რუსი ხალხი, მკაცრად იძიებენ შურს თავიანთი ტანჯვისა და დამცირების გამო, დააკისრებენ რა მთელ პასუხისმგებლობას სწორედ ებრაელებს. ებრაელთა მტრებიც, მეგობრებიც და თავად ებრაელებიც უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ბოლშევიზმის მხრიდან ებრაელებზე თავდასხმა განხორციელდება ებრაელთა გაუგონარი და საშინელი ჩაწიხვლით. რუსი ებრაელები რომ ბოლშევიზმისა და დარბევის წნეხს შუა მოექცნენ, ეს უნდა აწუხებდეთ და აშფოთებდეთ პირველ რიგში თავად ებრაელებს. ასეთი ვითარება პროტესტს იწვევს ჰუმანური, ლიბერალური, დემოკრატიული, კაცობრიობის „პროგრესირების“ და ცივილიზაციის ბედის თვალსაზრისითაც. თუმცა არის კიდევ ერთი თვალსაზრისი, რომელსაც იშიათად ეხებიან და რომელიც მე მესახება ყველაზე არსებითად და საფუძველმდებლურად ამ ტრაგიკული საკითხის განხილვისთვის, — ესაა ქრისტიანული თვალსაზრისი. საკითხი ებრაელთა თაობაზე არის აგრეთვე ქრისტიანული საკითხიც, ქრისტიანული ცნობიერებისთვის შინაგანი საკითხი. არ ისმის ხმა ამ სკითხზე, საკითხზე რომელიც იწვევს ვნებათაღელვას და იუნჯებს კატასტროფებს სწორედ ქრისტიანული სამყარო წიაღში, ხმა ქრისტიანული სინდისისა. ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ორმა თვალასაზრისმა ჰპოვა ფართო გავრცელება — დარბევით-ანტისემიტისტური და ჰუმანურ-ლიბერალურ-დემოკრატიული. არადა ამ დროს, ისინი, ვისგანაც ებრაელები შიშით ელიან დარბევას ბოლშევიკური ლიკვიდაციის ჟამს, ითვლებიან მართლმადიდებელ ქრისტიანებად. ძალზე ბევრი ებრაელი ხედავს ხიფათს და საშიშროებას რუსული ქრისტიანობის, მზარდი მართლმადიდებლური მოძრაობის მხრიდან. ძალგვიძს ჩვენ, რუს ქრისტიანებს, მშვიდად და გულგრილად ავიტანოთ ასეთი ვითარება? ნუთუ არ უნდა გაისმას ჩვენი ხმაც, როგორც ქრისტიანული სინდისის ხმა?
თორმეტი წლის წინ მე დავწერე „რუსულ აზრში“ სტატია სათაურით „ნაციონალიზმი და ანტისემიტიზმი ქრისტიანული ცნობიერების სამსჯავროს წინაშე“. იქ მე მქონდა მცდელობა მესაუბრა ებრაულ საკითხზე არსებითად, როგორც შინაგანად ქრისტიანულ საკითხზე. უკვე მაშინ ვიგრძენი, თუ რაოდენ რთულია ამ სკითხზე მსჯელობა არსებითად და უტაქტიკოდ. რუსეთში არასოდეს ჰქონია ადგილი აზრის ზნეობრივ თავისუფლებას ებრაული საკითხის განხილვასთან მიმართებაში. ადრე ასე ხდებოდა იმის გამო, რომ საბჭოთა კომისრებს შორის აღმოჩნდა ძალზე ბევრი ებრაელი და მათი დიდი როლი იწვევდა დაუნდობელი და მშფოთვარე რეაქციის საშიშროებას. დამრბევები იყვნენ მაშინაც და ეხლაც. სასურველია, რომ ოდესღაც ითქვას სიმართლე არსებითად. ებრაული საკითხის ირგვლივ წაროიქმნა ერთობ მოჩვენებითი და საეჭვო ატმოსფერო. ერთნი ყოველმხრივ ხედავენ „მასონურ შეთქმულებას“, მეორენი — ანტისემიტიზმს. ამ ატმოსფეროში აზრისა და სინდისის თავისუფლება მთლიანად დათრგუნულია საპასუხო სიძულვილით და მტრობით. ებრაელთა ებრაელი თუ სხვა დამცველები იმ ზომამდე იჭვნეულები არიან, რომ თუ თქვენ შეგნებით ხართ ქრისტიანი და მართლმადიდებელი, თუ თქვენ ვერ ხედავთ დემოკრატიაში ქმნადობის საწყისს და არ ხართ რევოლუციის მომხრე, უკვე ამის გამო დაინახავენ თქვენში იდუმალ ანტისემიტს.
ეს ისეთივე გარყვნილება და ტერორია, როგორც ყოველგვარი ბოროტებისა და უბედურების წყაროს დანახვა ებრაელში. ბოლოს და ბოლოს აღიარებულ უნდა იქნეს დეკლარაცია ებრაული სკითხის ისევე თავისუფლად განხილვის უფლებაზე, როგორც ნებისმიერი სხვა საკითხისა. მასზე, ვინც თავისუფლად გამოთქვამს ამა თუ იმ მოსაზრებას ამ საკითხზე, არ უნდა გახდეს სპეციფიკური ზიზღის ობიექტი. ეს წინაპირობა ებრაულ საკითხზე მსჯელობისა წარმოადგენს ძირითად განმსაზღვრელს ქრისტიანთა მხრიდან ებრაელთა დაცვის შესაძლებლობისა.
შეიძლება გამოვყოთ ანტისემიტიზმის ოთხი ტიპი: საყოფაცხოვრებო, პოლიტიკური, რასობრივი და რელიგიური. განვიხილოთ ყველა ეს ტიპი ქრისტიანული ცნობიერების თვალსაზრისით. ანტისემიტიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმა სყოფაცხოვრებო ტიპია. ის არ საჭიროებს ცნობიერ იდეოლოგიურ დაფუძნებას, არის სტიქიური და ემყარება უშუალო ინსტინქტს. სიტყვა „ჟიდ“-ი (ებრაელის სინონიმი ძველ სლავურ ენებში) ჩაისახა მის წიაღში. ინსტინქტური, უშუალო ანტიპატია და განდგომა ებრაელის მიმართ ისეთივე ურყევი და მტკიცეა, როგორც ყოველგვარი გემოვნება ან სიმპათია და ანტიპათია. იგი არად დაგიდევთ მსოფლმხედველობას და რაიმე „მოძრაობას“. მე ვიცნობდი ძალიან „მემარცხენე“, დემოკრატიულად და რევოლუციურად განწყობილ ადამიანებს, რომელნიც იყვნენ საყოფაცხოვრებო ანტისემიტები. არსებობენ საყოფაცხოვრებო ანტისემიტები კომუნისტებს შორისაც. ასევე, პირიქით, არიან „მემარჯვენეებს“ შორის ადამიანები, რომელნიც ძალიან კარგ დამოკიდებულებაში არანიან ებრაელებთან. მხოლოდ ერთი შეიძლება ითქვას: ქრისტიანული საქმე არაა ანტიპატიისა და სიძულვილის კულტივირება მთლელი ერის მიმართ. ასეთი რამის არსებობა სულიერი განწყობა-მიმართულობის არასიჯანსაღის მანიშნებელია. ზიზღის განცდა ებრაელთა, გერმანელთა, პოლონელთა თუ სომეხთა მიმართ წარმოადგენს არაღირსეულ მიმართებას საერთოდ ადამიანისადმი. ქრისტიანული ცნობიერებით შეუძლებელია საყოფაცხოვრებო ანტისემიტიზმის გამართლება, ისევე როგორც შეუძლებელია გამართლება საერთოდ სიძულვილისა და ზიზღისა, გარდა ბოროტებისადმი სიძულვილისა და ზიზღისა. რუსები არიან ხოლმე საყოფაცხოვრებო ანტისემიტები არ მთლად იმის გამო, რომ თავს განიცდიან ძალიან ქრისტიანებად, ყოველ შემთხვევაში, არა იმის გამო, რომ თავს განიცდიან კარგ ქრისტიანებად. სიძულვილის გრძნობაზე უნდა მოვინანიოთ აღსარებისას.
პოლიტიკური ანტისემიტიზმი ჩვეულებრივ დაფუძნებულია შეჯიბრებითობასა და კონკურენციაზე, ცხოვრებაზე ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლაზე. ამ საწყისებს არფერი საერთო არ გააჩნიათ ქრისტიანობასთან. პოლიტიკური ანტისემიტიზმი აშკარად „კეისრის“ სასუფევლის კუთვნილებაა და მისი ვნებათაღელვაც ამაქვეყნის კუთვნილებაა და არა ქრისტეს სასუფევლისა. ამ სფეროში ანტისემიტებიც და ებრაელებიც ერთ ნიადაგზე დგანან და მოძრაობენ ერთგვარი მოტივებითა და ინტერესებით. პოლიტიკური ანტისემიტიზმის ნიადაგზე არ შეიძლება ებრაულ იდეას დავუპირისპიროთ ქრისტიანული. პოლიტიკურ უფლებებში ებრაელთა შეზღუდვა წარმოადგენს ჩვეულებრივ წუთისოფლურ ჭიდილს ძალაუფლებისთვის. პოლიტიკურ ანტისემიტიზმს გააჩნია ჩვეულებრივი ეკონომიკური ბაზისი და გვესახება ებრაელების ეკონომიკური უპირატესობის მოპოვების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლის ფორმად. ხშირად ის თითქოს ცდილობს დაიცვას ეკონომიკურად უფრო სუსტები. ანტისემიტიზმის ეს ფორმა ებრაული სკითხის სიღრმეებს საერთოდ არ ეხება.
უფრო სიღრმისეულია რასობრივი ანტისემიტიზმი. მას გააჩნია საკუთარი იდეოლოგია. ის მთელი იდეური მიმდინარეობაა. რასობრივი ანტისემიტიზმის იდეოლოგებად უპირატესად გერმანელები გვევლინებიან. გერმანულ ცნობიერებას უყვარს არიული და სემიტური რასების შეპირისპირება და გერმანელებში ხედავს წმიდა არიულ სულს. რასობრივი ანტისემიტიზმის ძალზე ნიჭიერი წარმომადგენელია ჩემბერლენი. გერმანულ სულიერ კულტურაში ღრმადაა გამჯდარი ეს არიულ-ანტისემიტური მიმართულება. ეს ანტისემიტიზმი ახასიათებდა ფიხტეს, ვაგნერს და ბევრ დიდ გერმანელს. რასობრივი ანტისემიტიზმის იდეოლოგიას არ სურს ებრაული სულის მიღება არიული კულტურის წიაღში, აღიარებს რა, ებრაელობას მდაბალ, მტრულ, უცხო რასად.
შეიძლება თუ არა, რომ ქრისტიანი იყოს რასობრივი ანტისემიტი? რასობრივი ანტისემიტიზმი, თავის უკიდურესობაში, გადაიქცევა ქრისტიანობისადმი მტრობადაც, მან უნდა აღიაროს ქრისტიანობა არიული კულტურის სემიტურ აცრად და მიმართოს წმინდა არიული რელიგიურობის ფესვებს, ინდოეთს. ქრისტანს არ შეუძლია რასობრივი ანტისემიტიზმის ქადაგება, რამეთუ შეუძლებელია, რომ ძე ღვთისა კაცობრიობისთვის იყოს ებრაელი, რომ დედა ღვთის იყოს ებრაელთთათვის, რომ წინასწარმეტყველნი და პირველ-ქრისტიან-წამებულნი იყვნენ უბრალოდ და მხოლოდ ებრაელები. რასა, რომელიც წარმოადგენდა ჩვენი რელიგიის აკვანს, არ უნდა გამოცხადდეს მდაბალ და მტრულ რასად. ჩემბერლენის მცდელობები, აღიაროს ქრისტე სისხლის მიხედვით არაებრაელად სრულიად მიუღებელია ქრისტიანული ცნობიერებისთვის. მეცნიერული თვალსაზრისით კი ეს მცდელობები ერთობ ქარაფშუტულია. ქრისტიანები იძულებულნი არიან ირწმუნონ, რომ ებრაელი ხალხი ღმერთის რჩეული ხალხია. ამას უკავშირდება ჩვენთვის ებრაული საკითხის ტრაგიკულობა და სიღრმისეულობა. ასე მივდივართ რელიგიური ანტისემიტიზმის ტიპთან.
ქრისტიანობა თავისი სიღრმისეული აზრ-გაგებით, წარმოგვიდგება რელიგიურ ანტისემიტიზმად ან, უფრო ზუსტად, ანტიიუდაიზმად. ისევე, როგორც სრულიად დაუშვებელია ქრისტიანული ცნობიერებისთვის და სრულიად უცხოა სიყვარულის რელიგიისთვის საყოფაცხოვრებო ან პოლიტიკური სიძულვილი ებრალთადმი, ასევე რელიგიური ანტიიუდაიზმიც შედის ქრისტიანულ სარწმუნოებაში მისი შემადგენელი ნაწილის სახით. ქრისტიანული ანტიიუდაიზმია სწორედ ებრაელი ხალხის ღვთისრჩეულობისადმი რწმენის მედლის მეორე მხარე. ვულგარული ანტისემიტიზმი, მსუნთქავი ძალადობისა და სიძულვილის სულისკვეთებით, უძლურია გამოყენებადი გახადოს ეს რელიგიური ანტიიუდაიზმი, რამეთუ ის არ დგას ებრაული საკითხის რელიგიურ საკითხად განხილვის სიმაღლეზე. ანტისემიტებს რომ ერთი წამით მაინც შეეძლოთ ებრაელი ხალხის რელიგიური ბედის საიდულმოს გაგება-გაზიარება, მათი ანტისემიტიზმიც, როგორც მდაბალი და ანგარებიანი განცდა, იმწამსვე გაქრებოდა. ასეა, რადგან ებრაელი ხალხის რლიგიური ბედის საიდუმლო ესა საიდუმლო მსოფლიო ისტორიისა. იგი დაუნჯებულია ებრაელი ხალხის მესიანისტურ ძიებებში, მესიის ხატის ორადობაში. სასუფეველის აღრეულ მოლოდინში არა იმქვეყნად, არამედ ამქვეყნად. ამქვეყნიური სასუფეველი წარმოადგენს ებრაულ ჰილიასტურ იდეას, რომლის სხელითაც უკუგდებულ იქნა ქრისტე თავისი ჯვარცმის რელიგიით. მაგრამ, არიან კი მსოფლიოს ანტისემიტები ჯვარცმული ჭეშმარიტებისა და იმქვეყნიური სასუფევლის ერთგულნი და სწორედ ამიტომ ვერ იტანენ ისინი ებრაელებს? ამაში მდგომარეობს ებრაული საკითხის არსი. ანტისემიტები აბრაელებზე ნაკლებ როდი არიან ებრაული მესიანისტური იდეის მომხრენი; მათაც ასევე სურთ ძალაუფლება, სიძლიერე, წარმატება, ნეტარება ამქვეყნად, ყოველგვარი ჯვარცმისა და მონანიების გარეშე; მეტიც, ისინი ებრაელებზე მეტად მიეჩვივნენ ამქვეყიურ ბატონობას. ამქვეყნიური ბატონობისა და ნეტარების, მოუნანიებელი ცოდვის ანტიქრისტიანულ-იუდაისტური იდეა მისაღებია არა მხოლოდ ებრაელებისთვის, მისით შეპყრობილნი არიან არიელებიც, და, პირიქით, ყველა ებრაელი როდი ემსახურება ამ იდეას, მრავალი მათგანი ელტვის იმქვეყნიურ მარადიულ სასუფეველში დავანებას. ქრისტიანობისთვის არ არსებობს ელინი და იუდეველი, არსებობს მხოლოდ დაპირისპირება იდეასა და მრწამსს შორის, და არა რასებსა და ნაციონალობებს შორის. ებრაულმა გონმა ითამაშა განუზომელი როლი სოციალიზმისა და კაპიტალიზმის შექმნაში, რომელნიც წარმოადგენენ თანამედროვე ადამიანის „ამა ქვეყნისადმი“ უშუალო მიჯაჭვულობის ორ ფორმას. როტშილდთაგან პირველი და კ.მარქსი ერთნაირად ებრაელები არიან ( ამას არ შეუშლია ხელი მარქსისთვის, ყოფილიყო ანტისემიტი და ემტკიცებინა, რომ ებრაელები არიან კაპიტალისტური ექსპლუატატორული სულისკვეთების მატარებელნი). მაგრამ, ყველა ნაციონალობის არიელებიც, რომელნიც მიეკუთვნებიან ქრისტიანულ სამყაროს, ხომ მოხიბლულნია არიან ამ სულისკვეთებით და ებრაელთა წინააღმდეგ ამაოძრავებთ მხოლოდ კონკურენციის გრძნობა?! მეორეს მხრივ ებრაელობაც განაგრძობს არაერთი განდგომილი იდეალისტის აღიარება-წინწამოწევას. მასზედ, რომ გაგვაჩნდეს რელიგიური უფლება ვისაუბროთ ებრაული გონზე უპირატესობის ქონის წინააღმდეგ, თავად უნდა გაგვაჩნდეს სხვაგავრი გონი. ეს სხვაგავარი გონი, გონი ქრისტიანული განდგომილებისა იშვიათად თუ გააჩნიათ ანტისემიტებს. მათ სურთ თავად იყვნენ ცხოვრების ერთმპყრობელი ბატონები და ებრაელებს დევნიან როგორც ამ საქმეში ყველაზე უფრო ნიჭიერ კონკურენტებს. არ შეიძლება, რომ ასაეთ ადამიანები მოგვევლინონ იუდაისტური იდეის საწინააღმდეგოს, ქრისტიანული იდეის მატარებლად.
მათი ანტისემიტიზმი განისაზღვრება ანგარებიანი პოლიტიკური და საყოფაცხოვრებო მოტივებით, ცხოვრებისეული უპირატესობისთვის ბრძოლის ინტერესებით. მას გააჩნია ისეთივე ბუნება, როგორც კლასობრივ ბრძოლას. ქრისტიანი ანტისემიტი ებრაელზე უარესია, რამეთუ, როგორც ვ.სოლოვიოვი მიუთითებდა, ებრაელის დამოკიდებულება ქრისტიანისადმი გამომდინარეობს მისი მრწამსიდან და არაა ვალდებული, მისი ეს დამოკიდებულება იყოს ქრისტიანული, ქრისტიანების დამოკიდებულება კი ებრაელებისადმი გამომდინარეობს არა მათი მრწამსიდან, ქრისტიანობიდან; ისინი ღალატობენ თავიანთი სარწმუნოების მცნებებს. ის, ვისაც გაჩნია გამბედაობა ატკიცოს, რომ მის ანტისემიტიზმის წყარო ქრისტიანობაშია, ვალდებულია ქრისტიანულად მოეპყროს ებრაელს, ვალდებულია, რომ თავისი ქრისტიანობა დაამტკიცოს საქმით. ქრისტიანულ ანტისემიტიზმზე სულიერი უფლება აქვს, მხოლოდ მას, ვისაც ეყვარება ებრაელი, ვისაც შეეძლება, რომ ებრაულ გონს შეეწინააღმდეგოს მხოლოდ თავისი ქრისტიანული გონის სულისკვეთებით. ასეთი პარადოქსულია ებრაული საკითხი, თუკი მას ქრისტიანულად განვიხილავთ.
მიმართება ებრაელობისადმი ესაა ქრისტიანული გონის ძალმოსილების გამოცდა. ეს გამოცდა უდიდეს წილად ერგო რუს ხალხს. დიდი სიმწრით უნდა უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსი ხალხი ამ გამოცდას ძალინ ცუდად აბარებს. ჩვენს ანტისემიტებს ტყუილად ჰგონიათ, თითქოს ეს გამოცდა მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ არ დავნებდეთ ებრაელთა მიმართ ანტიქრისტიანულ სიძულვილს და არ დავდგეთ ბრძოლის გზაზე ბრაზითა და ძალადობით. რუსი ერი შემთხვევით არ აღმოჩნდა ებრაელ ერთან ისტორიულად დაკავშირებული და ვალდებული, რომ მიეცა თავშესაფარი ღმერთის რჩეული ხალხისათვის, რომელთაც დაატყდათ წყევლა თავიანთ წიაღში შობილი მხსნელის ვერცნობის გამო. ებრაული საკითხი არის რუსი ხალხის ქრისტიანული მოწოდების საკითხი. ამ ორ ხალხს შორის არსებობს ერთგვარი მსგავსება მესიანური ცნობიერების მხრივ. ამიტომ არც ის იყო შემთხვევითი, რომ უკიდურესი კომუნიზმი აღმოჩნდა უპირატესად რუსულ-ებრაული იდეა, რუსულ-ებრაული ანტიქრისტიანული რწმენა. რუსულ ქრისტიანობასა და რუსულ გონით სტიქიაში ძლიერი იყო იუდაისტურ-ჰილიასტური, ნაციონალურ-მესიანისტური ელემენტები. „მიწიერი სამოთხის“, აბსოლუტური სამართლიანობის სასუფევლის განხორციელება ამქვეყნად, რუსებს უნდა მოეხდინათ ებრაელებთან ერთად. და თუ რუსი ერი კომუნიზმის ჯოჯოხეთისა და საშინელების გადალახვის დროს მოაწყობს ებრაელთა სისხლიან დარბევას, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ რუსი ერი არ განკურნებულა სულიერ-გონითად, არ გათავისუფლებულა მისი მტანჯველი დემონებისაგნ. ჩვენთვის, რუსი ქრისტიანებისათვის ესაა ძალზე საპასუხისმგებლო და საშიში საკითხი. ყოველმა ჩვენთაგანი, რომელშიც არ იქნება ჩამქრალი ქრისტიანული სინდისიერება და ცნობიერება, ვალდებულნი იქნებიან დაიცვან ებრაელები მოსალოდნელი ძალადობისა და შურისძიებისგან. ებრაული საკითხი, როგორც ჩვენი შინაგანი ქრისტიანული საკითხი, არის კითხვა მასზე, სურს თუ არა რუს ხალხს იყოს ქრისტიანი ერი და ქრისტიანულად მიემართებოდეს ცხოვრებას. ჩვენ უნდა გვაშფოთებდეს არა მხოლოდ ებრაელი ხალხის ფიზიკური ბედი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავდ რუსი ერის, როგორც ქრისტიანი ერის სულიერი ბედ-იღბალი. დამარბეველი ანტისემიტიზმი იქნება რუსთა სულიერი სიკვდილის მაუწყებელი, ქრისტიანობის მეორედ ღალატი დამარბეველი ბელშევიზმის შემდგომ. ქრისტიანობა შეუთავსებადია სიძულვილისა და ბოროტების კულტთან. ჩვენი ეპოქა იღრჩობა ბოროტების მორევში, იმიტომ, რომ განუდგა ქრისტიანობას. ჩვენ, რუსებმა, თუკი კვლავაც ქრისტიანები ვართ, უნდა გავაცნობიეროთ საკუთარი ბრალეულობა და მოვინანიოთ საკუთარი ცოდვები, არ ვადანაშაულოთ ყველაფერში სხვები და, უწინარესად, ებრაელები. არაქრისტიანული საქმიანობაა ბრაზმორეულად და შურისმაძიებლურად ყველგან დამნაშავეთა ძებნა. დამარბეველი ანტისემიტიზმი წარმოადგენს რუსული ხასიათის სისუსტის გამოვლინებას, უუნარობას — მამაცურად დაიცვას საკუთარი იდეები და სულიერება. არაფერია იმაზე დამამცირებელი ვიდრე ბრაზიანი დაჩივლებანი იმის თაობაზე, რომ ებრაელები თანამედროვე კულტურის ყველა სფეროში თამაშობენ ზედმეტად დიდ როლს. ებრაელთა როლი მართლაც უპროპორციოდ მაღალია, მგრამ რა ვქნათ? პრეტენდენტობის დაწყება აინშტაინის მიერ აღმოჩენილ ფარდობითობის თეორიაზე უბრალოდ სასაცილო იქნებოდა.
თუ ჩვენც, რუსებს, გერმანელებს, ფრანგებს, ინგლისელებს, გვსურს დიდი როლის თამაში, უნდა გამოვავლინოთ უფრო მძლავრი სულიერი ძალა, ნიჭი, საკუთარი იდეისადმი და სარწმუნოებისადმი მეტი ერთგულება, მეტი აქტივობა. სხვა უფრო ღირსეული გზა არ არსებობს. პრეტენზიები კიდევ მასზე, რომ ებრაელებს ახასითებთ შეკრულობა, სოლიდარობა, მზაობა ურთიერთდახმარებისთვის, სრულიად უადგილოა. რადგან ჩვენ ძალზე მცირედ ვართ მიდრეკილნი შეკრულობისადმი, სოლიდარობისადმი და დიდად გამოვირჩევით ერთმანეთის დაჭმის მზადყოფნით, ისღა დაგვრჩენია, გამოვავლინოთ უძლური ბრაზი და შური. ეს ყველაფერი ახდენს ჩვენი რუსული ცოდვების გამომზეურებას. ჩვენს უბედობაში დამნაშავენი ვართ თავად თვითოეული ჩვენგანი, არც — ებრაელები და ბოლშევიკებიც კი. ამის გაცნობიერებიდან უნდა დაიწყოს აღორძინება. ჩვენ ისტორიულად ვხოვრობთ დიდმარხის დღეებში. ასეთ დროს რეკომენდირებული არაა ბრაზი და სიძულვილი. ებრაული საკითხი ქრისტიანულ-რელიგიური თვალსაზრისით ობიექტურად გადაუჭრელია და ის რჩება ტრაგიკული დროის აღსასრულამდე. გამოჩენილმა კათოლიკე მწერალმა ლეონ ბლუამ ძალიან მწვავედ გამოხატა ქრისტიანობისა დ ებრაელობის ტრაგედია. ქრისტე გარდამოვა ჯვრიდან, როცა მას ებრაელები იწამებენ, ხოლო ებრაელები იწამებენ მას, როცა იგი გრდამოვა ჯვრიდან. თუმცა სუბიექტურად ებრაული საკითხი წყდება ყოველთვის როგორც ვალდებულება — ქრისტიანულად მოვეპყროთ ებრაელს. ვ. სოლოვიოვმა შეახსენა ქრისტიანებს თავიანთი ვალდებულებანი. მისი სიკვდილისწინა ლოცვა ებრაელ ხალხზე გვესახება ღრმად ამაღელვებელ ფაქტად, რომელიც ჩვენ უნდა დავიხსომოთ. ჩვენ შეიძლება გვძულდეს არაჭეშმარიტი იდეა, მაგრამ სრულიად გვეკრძალება სიძულვილი ადამიანებისა და ერებისა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღმოჩნდებოდა, რომ „სიონელი ბრძენების პროტოკოლები“ ნამდვილია და ამხილებენ ებრაელთა მსოფლიო როლს (თავად მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ პროტოკოლთა სიყალბეში — ფალსიფაკიცია საგრძნობია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც არ გააჩნია წინასწარი ცრურწმენები), არ შემცირდებოდა ჩვენი ვალდებულება — ქრისტიანულად მოვეპყროთ ებრაელებს.
ებრაული საკითხის ქრისტიანული გადაწყვეტა არაა დამოკიდებული ქრისტიანული და ზოგადკაცობრიული საკითხის ებრაულ გადწყვეტაზე. დაე იყოს ებრაელი ხალხის უბედური და ტანჯული ბედი ისტორიაში ღმერთის რჩეული ხალხის მიერ რელიგიური შეცოდების გამოსყიდვა, ნება ცათა სასუფევლის მიწად დამკვიდრებისა გოლგოთის ცნობიერი მიღების გარეშე. მაგრამ ჩვენი, ქრისტიანების საქმე არაა გავზარდოთ ებრაელი ხალხის მიერ ნატვირთი ისტორიული ჯვრის სიმძიმე. ჩვენი ვალია ვზიდოთ საკუთარი ჯვარი და შევუმსუბუქოთ მისი ზიდვა სხვებს.


წყარო





Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий