пятница, 24 апреля 2015 г.

სიახლე მედიცინაში: ყავისფერი თვალების ლურჯად გარდაქმნა უკვე შესაძლებელია



მეცნიერებმა მედიცინაში უახლესი ტექნოლოგია წარმოადგინეს. ლაზერული ქირურგიული ჩარევის შედეგად შესაძლებელია ყავისფერი თვალების ნაცვლად საოცნებო ლურჯი თვალების პატრონი გახდეთ. 
ტექნიკა პირველად განხორციელდა კალიფორნიაში და ახლა რამდენიმე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით, მექსიკასა და კოსტარიკაში 37 პაციენტმა გაიარა ეს პროცედურა, რომელთა ყავისფერ თვალის ფერი სამუდამოდ გახდა ლურჯი. თუ თქვენ ოცნებობთ ლურჯ თვალებზე, საუკეთესო დროა გადაინახოთ ფული პროცედურისთვის, რომელსაც დაახლოებით 5000 დოლარი სჭირდება. მათ ვისაც ფინანსური მდგომარეობა არ აძლევს პროცედურის ჩატარების საშუალებას, შეუძლიათ მხოლოდ ფერადი კონტაქტური ლინზებით ისარგებლონ.

ეს პროცედურა არ ვრცელდება ლურჯი ფერის თვალზე, როდესაც სურვილი მისი გამუქებაა. ყავისფერი თვალის მქონე ინდივიდებთან, თვალის წინა შრე, სახელად სტრომა, შეიცავს დიდი რაოდენობით მელანინს, პიგმენტს, რომელიც ასევე ფერს აძლევს კანს და თმას. მისი დიდი რაოდენობით შეწოვა და მცირე რაოდენობით არეკვლაა მიზეზი, რის გამოც იგი ყავისფერია. იმისათვის, რომ გადავიდეთ ყავისფერიდან ლუჯ თვალზე, საჭიროა მელანინის ამოღება ირისიდან.
 Stroma Medical -ის თავმჯდომარემ, დოქტორმა გრეგ ჰომერმა აუხსნა CNN-ს მისი მუშაობის სისტემა: „ფუნდამენტური პრინციპი ისაა, რომ ყოველი ყავისფერი თვალის ქვემოთ არის ლურჯი ფერის თვალი. ერთადერთი განსხვავება ყავისფერსა და ლურჯ თვალს შორის არის ძალიან თხელი პიგმენტების შრე ზედაპირზე. თუ ამოვიღებთ პიგმენტებს, მაშინ სინათლე შეაღწევს სტრომაში და როდესაც იგი გაიფანტება, ის აირეკლავს უმოკლეს ტალღის სიგრძეებს და მივიღებთ სპექტრის ლურჯ დაბოლოებას.“
ჰომერის მიხედვით, ლაზერულ პროცედურას სჭირდება მხოლოდ 20 წამი, თუმცა შედეგი არ გამოჩნდება რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ მკვდარი პიგმენტების შრე არ ალაგდება თვალიდან. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა არ მუშაობს ჯერჯერობით აშშ-ში, წინასწარი კვლევების მიხედვით ეს პროცედურა უსაფრთხოა, მაგრამ დასჭირდება რამდენიმე წელი საბოლოო წარმატების მისასღწევად.
მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა საკმაოდ ძვირია, მასზე დიდი მოთხოვნა იქნება. მსოფლიოს პოპულაციის 17 %-ს აქვს ლურჯი თვალები და მათი რაოდენობა თანდათან მცირდება.

წყარო:
IFL SCIENCE

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი "დოქტრინა"



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий