სავარაუდოდ, ძალიან მალე ვისარგებლებთ ელემენტით, რომელიც იქნება იაფი, ხანგრძლივად გამოყენებადი და ასევე თქვენს მობილურს ძალიან სწრაფად დატენის. ელემენტი დამზადებული იქნება ალუმინისგან, ახალი ელემენტი იქნება უსაფრთხო ალტერნატივა ჩვეულებრივი ლითიუმ-იონური და ტუტის შემცველი ელემენტისა, რომელსაც დღესდღეობით მილიონობით მომხმარებელი იყენებს.
ათწლეულების განმავლობაში, მკვლევარები ყურადღებით აკვირდებოდნენ ალუმინს (რომელიც გვხდება ფოლგასა თუ ლუდის ქილაში), როგორც ელემენტის მასალას: იაფია, დრეკადი, აქვს დაბალი აალების და სწრაფი დატენვის უნარი. მაგრამ კომერციულად სიცოცხლისუნარიანი ალუმინ-იონური ბატარიის განვითარების მცდელობები ყოველთვის წარუმატებელად მთავრდებოდა. როგორც სხვა ელემენტები, ეს უკანასკნელიც შედგება ორი ელექტროდისგან: უარყოფითად დამუხტული ანოდი (აქ, ალუმინი) და დადებითად დამუხტული კათოდი. კათოდისთვის შესაბამისი მასალის პოვნა დიდი გამოწვევა იყო, რომელსაც შეეძლებოდა საკმარისი ძაბვის წარმოება დატენვისა და დაცლის განმეორებითი ციკლის შემდეგ.
ახლა, საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა Hongjie Dai-ს ხელმძღვანელობით შემთხვევით აღმოაჩინა გრაფიტის გამოყენების მარტივი გამოსავალი, რომელიც, ძირითადად ნახშირბადისგან შედგება. მათ განათავსეს ალუმინის ანოდი, გრაფიტის კათოდი და იონური თხევადი ელექტროლიტები (მარილიანი სითხე, არსებითად) პოლიმერით დაფარულ მოქნილ პარკში.
გუნდი იმედოვნებს, რომ მათი ახალი ელემენტი ჩაანაცვლებს ტუტის ბატარეას, რომელიც გარემოსთვის მავნებელია და ლითიუმ-იონურ ბატარეას, რომელიც მარტივად შეიძლება აალდეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარკვეულწილად ცეცხლსაშიშია, ლითიუმ-იონური ელემენტები ხშირად გამოიყენება ლეპტოპებსა და სმარტფონებში.
გარდა ამისა, გუნდი აღნიშნავს, რომ მათი ელემენტიარის ულტრა-სწრაფი და ძალიან გამძლე. განსხვავებით ჩვენი ტელეფონების ან ლეპტოპების ელემენტებისა, რომელსაც საათები სჭირდება დასატენად, იგი იტენება 1 წუთში. მას შეუძლია გაუძლოს 7,500 დატენვა-დაცლის ციკლს მისი უნარიანობის შემცირების გარეშე. ტიპიური ლითიუმ-იონური ელემენტი, შედარებისთვის, გამოიყენება დაახლოებით 1,000 ციკლისთვის.
„კათოდური მასალის გაუმჯობესებით გაიზრდება ძაბვა და ენერგეტიკული ხვედრითი წონა, „განმარტავს Dai. „სხვა მხრივ, ჩვენს ელემენტს აქვს ყველაფერი, რაც საოცნებო ელემენტს შეიძლება ჰქონდეს: იაფი ელექტროდები, კარგი უსაფრთხოება, სწრაფი დატენვის უნარი, მოქნილობა და ხანგრძლივი არსებობის ციკლი.“
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი "დოქტრინა"
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი "დოქტრინა"
Комментариев нет:
Отправить комментарий