Показаны сообщения с ярлыком ილია ჭავჭავაძე. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ილია ჭავჭავაძე. Показать все сообщения

суббота, 30 апреля 2016 г.

ილია ჭავჭავაძე: სააღდგომო წერილი



ქრისტე აღზდგა! აღზდგა მაცხოვარი კაცობრიობისა! მთელის ქვეყნის ქრისტიანობა ჰგალობს დიდებულს საგალობელს ქრისტეს აღზდეგისას. დიდი და პატარა სიხარულით ჰღაღადებს: “ქრისტე აღზდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მომნიჭებელი”. ქრისტიანობამ იცის  –  რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღზდგა ქრისტე და აღადგინა თვისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, თვისი ახალი ცხოვრების მომნიჭებელი აღთქმა.

вторник, 16 июня 2015 г.

ილია ჭავჭავაძე: ბუნებური მოვლენა, ღვთის წყრომა და აუხილველი თვალი გონებისა




ტფილისი, 9 ივლისი
ჩვენს გაზეთში ზედიზედ მოწერილი ამბავია დაბეჭდილი: ერთი სოფელ კვათანიდამ და მეორე ლანჩხუთიდამ, ორივ ეს სხვადასხვა ადგილიდამ მოწვდილი ამბავი ერთსა და იმავე მიზეზს იძლევა, კაცი დაუკვირდეს ერთგვარს მოვლენას, რომელიც, ჩვენში რომ ვსთქვათ, “არ ახალია, ძველია” და მით, რასაკვირველია, არანაკლებ საყურადღებოა და ათასჯერ სათქმელი და სამოძღვრებელი.
ამ წერილების დამწერნი გულმართლად მოგვითხრობენ თუ რა, ზედმოქმედება იქონია სოფლელებზედ ოთხის ივლისის მიწისძვრამა.

суббота, 23 мая 2015 г.

ილია ჭავჭავაძე - ბავშვთა უფლებებისა დაცვა



ობლებზე ზრუნვა დიდი და მძიმე ვალდებულებაა 

ერთი დიდი და ფრიად მძიმე ვალდებულება სახელმწიფოსი ის არის, რომ მზრუნველობა, მფარველობა და პატრონობა გაუწიოს იმას, რომელსაც ან ბუნებითად, ან მცირეწლოვანებით, ან უთაურობით მოვლა და პატრონობა თავის თავისა და თავის ქონებისა არ შეუძლიან.

среда, 22 апреля 2015 г.

ილია ჭავჭავაძე – ბედნიერი ერი”


ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?

понедельник, 6 апреля 2015 г.

კრიტიკული აზრის უქონლობა – ილია ჭავჭავაძე



თუ ჩვენს მწერლობასა და საზოგადოებას ჩაუკვირდებით, შენიშნავთ ერთს არასასიამოვნო გარემოებას, რომელიც ხელს უშლის ერთის და მეორის წარმატებასაც. არც მწერლობასა და არც საზოგადოებას არ აღმოუჩენია ნამდვილი გზა, რომლითაც უნდა მსვლელობდეს აზრი და გონება, არ დაუდგენია ნამდვილი აზრი ჩვენის წარსულ და აწმყოს ვითარების შესახებ და სამართლიანად ვერ დაგვიფასებია, ვერ გამოგვიკვლევია ჩვენი ყოფა-ცხოვრება. ჯერჯერობით ვერ შევთანხმებულვართ და ვერ აღმოგვიჩენია ის ცენტრალური წერტილი, სადაც გადანასკვულია ცხოვრების სხვადასხვა მიმდინარეობა. ერთის სიტყვით, დღემდის ვერ დაგვიდგენია სამართლიანი კრიტიული აზრი ჩვენის ცხოვრების შესახებ. ეს გარემოება ამით არის უსიამოვნო, ჩვენის წარმატების დამაბრკოლებელი, და გვიჩვენებს ჩვენის გონების გაუწრთვნელობას, ჩვენს გაუფრთხილებლობას და დაუკვირებლობას. აი, აქ არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ყოველი კეთილი საზოგადო საქმე ჩვენში ერთობ ნელის ნაბიჯით მიდის წინ…

суббота, 13 декабря 2014 г.

გურამ თევზაძე – “ილია ჭავჭავაძე და ახალი აზროვნება”


ილია ჭავჭავაძე, 1860 წ




გურამ თევზაძე – Guram Tevzadze (1932)
გურამ თევზაძე – “ილია ჭავჭავაძე და ახალი აზროვნება”

воскресенье, 16 марта 2014 г.

ილია ჭავჭავაძე - დედათა ემანსიპაციის შესახებ




ერთს დროს დიდი და გაცხარებული ლაპარაკი ჰქონდა ევროპიის ლიტერატურას და ნამეტნავად რუსეთისას ეგრეთწოდებულ "დედათა ემანსიპაციის" თაობაზედ. მომხრენი ამ საქმისა ჰხედავდნენ, რომ ეხლანდელი ურთიერთობა მამათა და დედათა სქესისა ვერ არის სამართლიანად მოწყობილი და აშენებულია უმართლო მოძღვრებაზედ, ვითომ დედაკაცი მამაკაცთა ტყვე და მონა არისო და ამის გამო ბევრში უფლებას თავისუფალის ადამიანისას მოკლებულიაო. ამის მიხედვით დაჩაგრულთა დედათა მომხრენი სწერდნენ და ჰქადაგობდნენ, რომ ქალებს უნდა მიენიჭოთ ყოველივე უფლება, რაც მამაკაცთა აქვთ მინიჭებული, ასე რომ ამ ორ სქესთა შორის ურთიერთობა სამართლიანის თანასწორობით დადგენილ იქმნას კაცთა ცხოვრებაშიო.

среда, 28 августа 2013 г.

ილია ჭავჭავაძე – მაჰმადიანთ გაქრისტიანება

                                                                         
                        


ილია ჭავჭავაძე – მაჰმადიანთ გაქრისტიანება
შემოგვიერთდნენ თუ არა ბათომის მაზრის მაჰმადიან ქართველები, ზოგიერთებმა იმთავითვე ქადაგება და დამტკიცება დაიწყეს, რომ ყველაზე პირველად ჩვენ ის მაჰმადიანი ქართველები უნდა მოვნათლოთ, გავაქრისტიანოთო; მხოლოთ როცა მოინათლებიან, მაშინ შეიქნებიან ისინი ნამდვილ ჩვენ მოძმეებად, მხოლოთ მაშინ ქრისტიანობას შეუძლიან ამათი დამშვიდება და ჩვენთან მოთავსებაო.
ამ დღეებში მივიღეთ ჩვენ ახლად ქართულს ენაზე გამოცემული წიგნი მღვდლის სიმეონ ბეგიევისა, სახელად “პოლემიკური საუბარი მღვდლისა ინგილოთ ეფენდისთან”. მთელი ამ წიგნის აზრი არის, დაამტკიცოს, რომ ქრისტიანობას უპირატესობა აქვს მაჰმადიანობაზედაო, ჩვენი სახარება სჯობიან თქვენს ყორანსაო, ერთის სიტყვით, ვისაც სააქაოს კეთილი ცხოვრება ჰსურს და საიქაოს ცხონება, უნდა ქრისტიანი იყოსო და ამიტომ ჩვენებურ მაჰმადიანებს ურჩევს გაქრისტიანდითო. ავტორი პირდაპირ ასახელებს ინგილოებსა და ბათომის მხარის მაჰმადიან ქართველებს, – ამათთვის დავწერე ეს წიგნიო.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი უმაღლესი მთავრობა ამ აზრის არ არის. იმას კარგათ ესმის, ქადაგება, ლაპარაკი და ცდა, რომ მაჰმადიანი ქართველები გააქრისტიანონ, ვნების მეტს, არაფერ სიკეთეს არ მოიტანს.

пятница, 9 августа 2013 г.

ილია ჭავჭავაძე და მე-19 საუკუნის სამღვდელოება




ილია ჭავჭავაძემ თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით ღრმა კვალი დაამჩნია ქართული კულტურის, ლიტერატურის, ისტორიის, ყოფის, ეკონომიკის, აზროვნების მრავალ მხარეს.

пятница, 19 апреля 2013 г.

ილია ჭავჭავაძის სამართლებრივ-პოლიტიკური შეხედულებები და სამართლის ფილოსოფია (დემოკრატიის ქართული ნიმუში)




წინამდებარე ნაშრომი მოიცავს ილია ჭავჭავაძის სამართლებრივ-პოლიტიკური შეხედულებების კონცეპტუალურ ანალიზს. კვლევა ძირითადად აგებულია სამართლის ფილოსოფიის საკვანძო დებულებებთან ილიასეული ხედვის შედარებაზე და გამოჰყოფს მას როგორც ქართული დემოკრატიული აზროვნების ფუნდამენტურ ნიმუშს. განკუთვნილია სამართლის ფილოსოფიით, კონსტიტუციური სამართლითა და სამართლის ისტორიით დაინტერესებული მკითხველებისთვის.



Authors:კუტალია, რუსუდან
DDC Subject:Law
Table Of Contents:წინათქმა; თავი I სახელმწიფოს წარმოშობა; § 1. „ტრადიციული“ მოძღვრება; § 2. ხელშეკრულების თეორია (ზოგადი ასპექტი); § 3. პლატონი; § 4. სოკრატე. არისტოტელე; § 5. ფოიერბახი. რუსო; § 6. ლოკი; § 7. ჰობზი; § 8.კანტი; § 9. ჰეგელი. ფოიერბახი; § 10. ვოლტერი; § 11. ნ. ნიკოლაძე; § 12. დემოგრაფიული დეტერმინიზმი; თავი II დემოკრატიული სახელმწიფოს მიზანი; § 1. ჩვეულებითი სამართალი; § 2. ბუნებრივი სამართლიანობა. ვოლტერი; § 3. სოციალური კეთილდღეობა. § 3. 1. ჰეგელი. ნ. ნიკოლაძე; § 3. 2. კანტი; § 4. საერთო ნების უზენაესობა (ნებისა და ინტერესის ერთიანობის პრინციპი); § 4. 1. თვითმოქმედება; § 4. 2. კანტი; § 4. 3. ჰეგელი, პლატონი; § 4. 4. ჰობზი; § 4. 5. ფიხტე; § 4. 6. რუსო; § 4. 7. დიდრო; § 4. 8. პასკალი. ვოლტერი; თავი III დემოკრატიის არსი; § 1. სამართლებრივი თანასწორობა; § 1. 1. უმრავლესობის პრინციპი; § 1. 2. არისტოტელე; § 1. 3. ჰეგელი; § 1. 4. კანტი. ლაიბნიცი; § 1. 5. სამართლებრივ-პოლიტიკური რეალიზმი; § 2. „უშუალო დემოკრატია“; თავი IV დემოკრატიული მმართველობა; § 1. მმართველობის ტრადიციული განშტოებები; § 1. 1. მონარქია; § 1. 2. რესპუბლიკის სათავეებთან; § 1. 2. 1. საყოველთაო საარჩევნო უფლება; § 1. 2. 2. ორპალატიანი პარლამენტი; § 1. 2. 3. საყოველთაოობისა და თანასწორობის ერთიანობა; § 2. ხელისუფლების დანაწილება და საჯარო პასუხისმგებლობა; § 2. 1. თვითმმართველობა; § 2. 2. ექსკურსი: სამართლებრივი თანასწორობის კონკრეტიკა; § 2. 3. თანამდებობის პირთა არჩევითობა და “იერარქიული” პასუხისმგებლობის უარყოფა; § 2. 4. ცენტრალური ხელისუფლების არჩევითობა; § 2. 5. მონტესკიე; § 2. 6. არჩევითობისა და საჯარო პასუხისმგებლობის ზოგადი კორელაცია; რეზიუმე ქართულ ენაზე; რეზიუმე ინგლისურ ენაზე; გამოყენებული ლიტერატურა.
Date of Issue:2004
Source:ილია ჭავჭავაძის სამართლებრივ-პოლიტიკური შეხედულებები და სამართლის ფილოსოფია=Legal and political conception of Ilia Chavchavadze and philosophy of law : (დემოკრატიის ქართული ნიმუში); (Georgian model of democracy) / [რედ.: გიორგი გოგიაშვილი] - თბ. გამომცემლობა "სამართალი," 2004 - 70გვ. ISBN 99940-703-5-5. UDC: UDC: 340.12 + 32.001 + 821.353.1(092ჭავჭავაძე ილია)
Language:Georgian; English
Extent Format:70 გვ.
Created:2008-05-15
Modified:2008-05-30



    


წიგნის გადმოწერა PDF ფორმატში 


რესურსი 2