Показаны сообщения с ярлыком იაკობ გოგებაშვილი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком იაკობ გოგებაშვილი. Показать все сообщения

суббота, 23 мая 2015 г.

იაკობ გოგებაშვილი სამოქალაქო აზროვნების შესახებ



დაბალი ღობე ერთა შორის

"მზე და მთვარე რომ ჩემსკენ იყვნენ, ვარსკვლავებს სულაც არ შევეპოვებიო", ძველად უთქვამს ჩვენს ქართველებსა და თავისი ცხოვრებაც თანახმად ამ ანდაზისა მოუწყვიათ. წინანდელი ქართველი არც ერთს ვარსკვლავს ნებას არ მისცემდა წაერთმია მისთვის რომელიმე უფლება, მზისა და მთვარისაგან მონიჭებული. რასაც-კი მას ხელმწიფე და კანონი არგუნებდა, მტკიცედ, შეუპოვრად იცავდა, თუნდა მთელი გუნდი მოხელეებისა მოწადინებული ყოფილიყო ხელიდგან გამოეგლიჯა მინიჭებული უფლება და დაებრიყვებინა.ახლა რაღასა ვხედავთ? სრულიად წინააღმდეგს სურათსა: ყოველს ბჟუტა ვარსკვლავს შეუძლიან ხმა ამოუღებლივ წაართვას ჩვენის დროის ქართველს უფლება, ნაბოძები მზისა და მთვარისაგან, დაიბრიყოს იგი, დაბალ ღობედ გახადოს და ქელოს. და განა მარტო ვარსკვლავსა? რომელსამე უკანასკნელს ცთომილსა, მოკლებულს საკუთარს სინათლესა და ძალასა, ადვილად შეუძლიან ესევე ოინი დაგვიწიოს.

ქართველთა ტოლერანტობის შესახებ საუბრობს იაკობ გოგებაშვილი



იაკობ გოგებაშვილის პუბლიცისტური წერილის ამ  ნაწყვეტმა, სადაც ავტორი საქართველოს ისტორიას აანალიზებს  ჰუმანისტური და ლიბერალური ფასეულობების პერსპექტივაში, არ უნდა გამოიწვიოს ჩვენში უსაფუძვლო ამპარტავნება. არაერთხელ მომიკრავს ყური ასეთი გამონათქვამებისთვის, "ევროპელები სად იყვნენ, ჩვენში რომ ტოლერანტობა არსებობდა". სამწუხაროდ, ჩვენს ყოფაში, ლიტერატურასა და, ზოგადად, კულტურაში შეუწყნარებლობის მაგალითებიც ბევრია. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც თანამედროვე პედაგოგიკაშია მიღებული, ჩვენ კარგ ნიმუშებს წარმოგიდგენთ, ცუდზე რატომ უნდა  გავამახვილოთ ყურადღება... :)

суббота, 7 сентября 2013 г.

იაკობ გოგებაშვილი - მთავარი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა




ნუგზარ პაპუაშვილი

ამ დღეებში, თანახმად ყოვლად უსამღვდელოესის ექსარხოსის ვლადიმირის განკარგულებისა, თბილისში მოიყრიან თავსა წარმომადგენელნი მთელი საქართველოს სამღვდელოებისა. ამგვარი საყოველთაო კრება დიდი ხანია აღარა ღირსებია ჩვენს სამღვდელოებასა. არც არქიეპისკოპოსის პავლეს დროსა და არც ყოვლადუსამღვდელოესი პალლადის ყოფნის ჟამს ესრედ წოდებული საეპარქიო კრება არ ყოფილა მოწვეული. ამისთანა სასულიერო კრება მოხდა მხოლოდ მიტროპოლიტის იოანნიკეს ექსარხოსობაში.

იაკობ გოგებაშვილის რეკომენდაციები სამღვდელოთა კრებას



„სარწმუნოება მოკლებული განათლებას, ხშირად იქცევა ვიწრო ფანატიკოსობად, ან აღმერებს გარეგანს, დროებითს ფორმებს ეკლესიისას და ივიწყებს შინაგანს მხარეს, ცხოველმყოფელს ზნეობრივ პრინციპებს, დედააზრებს სახარებისას“.
იაკობ გოგებაშვილი