пятница, 24 апреля 2015 г.

ბგერითი ტალღებით ორგანიზმიდან კიბოს უჯერედების გამოყოფა უკვე შესაძლებელია



მეცნიერებმა აღმოაჩინეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც  კიბოს უჯრედებს სისხლიდან იაფად და ეფექტურად გამოდევნიან.   ტექნოლოგია, რომელსაც  „აკუსტიკური პინცეტი“ უწოდეს ეყრდნობა ბგერით ტალღებს და ერთჯერად ჩიპს,  რომელიც გამოჰყოფს კიბოს უჯრედებს სისხლის უჯრედებისგან. როგორც წესი,  პირველადი დაზიანების შემდეგ კიბოს უჯრედები ორგანიზმში სისხლის მეშვეობით გამოიყოფა და  გადადგილდება. მისი აღმოჩენა ძალიან რთულია იმის გამო,  რომ მილიარდობით სისხლის  უჯრედში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი კიბოს უჯრედი.  არსებული მეთოდები მოითხოვს დიდი რაოდენობით ანტისხეულებს, რომლებიც უკავშირდება კიბოს უჯრედებს და ეხმარება მათ იზოლირებაში.  ამ მიზნით ანტისხეულები წინასწარ შესწავლილი უნდა იყოს, სხვა მეთოდებიკი  გამოირჩევა თავისი სირთულით.  ხმოვანი ტალღა, თავის მხრივ მუშაობს სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით. დაახლოებით 5 საათი სჭირდება მცირე მოწყობილობას, რათა პაციენტის ორგანიზმიდან  გამოიყოს კიბოს უჯრედები. 

კვლევითმა ჯგუფმა პენსილვანიის,  მასაჩუსეტსისა და  კარნეგ მელონის უნივერსიტეტიდან  წარმოადგინეს მოწყობილობა სამი პაციენტის კიბოს უჯრედებიანი სისხლის ნიმუშით. ტესტმა აჩვენა ახალი მეთოდის მაღალი ეფექტურობა.  სისტემა მუშაობს ორი ერთნაირი სიგრძის ბგერითი ტალღის პრინციპით, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით ვრცელდებიან. ბგერითი ტალღები გადაადგილებენ სასურველ უჯრედებს იმ წერტილში სადაც ფორმირდება ნაკადი. კვლევაში წარმატებით გამოიყო 83 % - ზე მეტი კიბოს უჯრედები. მეცნიერები ახალი მეთოდის დიდ ეფექტურობაზე საუბრობენ.
უჯრედების აკუსტიკური გამოყოფა არ არის ინვაზიური, არ ცვლის და არ აზიანებს უჯრედებს. სისტემის მუშაობამ 20-ჯერ გადააჭარბა ყველა წინა მიღწევას.  ზედაპირული აკუსტიკური ბგერები  გამოყოფს უჯრედებს, რომლებიც ხარჯავენ დიდი რაოდენობით ენერგიას. მათ არ მოაქვთ არანაირი ზიანი, რადგან ისინი გვანან ულტრაბგერებს. გამოძიების შდეგები გამოქვეყნდა ამერიკულ ჟურნალში „Proceedings of the National Academy of Sciences“.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი "დოქტრინა"



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий