Показаны сообщения с ярлыком რასისზმი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком რასისზმი. Показать все сообщения

понедельник, 6 апреля 2015 г.

მსოფლიო პატრიარქის, უწმინდესი ბართლომეოსის განცხადება რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მსგავსი შეუწყნარებლობის შესახებ



მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I

ფენერი, კონსტანტინოპოლი,
17 მარტი 2001 წელი
ბართლომეოს I (ერისკაცობაში დიმიტრი არქონტისი) დაიბადა თურქეთში, კუნძულ იმბროსზე. სასულიერო განათლება ჰალკის საღვთისმეტყველო სკოლაში მიიღო. 1963-68 წლებში სწავლობდა რომის გრიგორიანული უნივერსიტეტის ორიენტალურ ინსტიტუტში. საეკლესიო სამართლის სპეციალობით სწავლა განაგრძო შვეიცარიაში, ბოსეის ეკუმენურ ინსტიტუტში და მიუნხენის უნივერსიტეტში. ფლობს შვიდ ენას - ბერძნულს, ინგლისურს, თურქულს, იტალიურს, ლათინურს, ფრანგულსა და გერმანულს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია და არის „აღმოსავლურ ეკლესიათა სამართლის საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი.
1969 წლის 19 ოქტომბერს მღვდლად იქნა ხელდასმული, ხოლო ექვსი თვის შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა ათენაგორამ იგი წმ. ანდრიას სახელობის საპატრიარქო ტაძრის არქიმანდრიტად აკურთხა.

суббота, 19 апреля 2014 г.

ადამიანის უფლებები და რელიგიური ტოლერანტობა – მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს I



მსოფლიო საპატრიარქოს (კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია) რთულმა ისტორიამ, აგრეთვე მისმა ადგილმდებარეობამ, რომელიც ითვლება კონტინენტებისა და ცივილიზაციების შეხვედრის ადგილად,განაპირობა ის რომ მსოფლიო საპატრიარქო ძალიან სერიოზულად ეკიდება რელიგიური ტოლერანტობის პრობლემას. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები მოწოდებულნი ვართ გვერდში დავუდგეთ და დავიცვათ რასიზმის, შეუწყნარებლობისა და რელიგიური რეპრესიების უდანაშაულო მსხვერპლი. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რათა ვიღვაწოთ მშვიდობის დამკვიდრებისათვის მსოფლიოს ყველა კუთხეში. მართლმადიდებლური საღმრთო ლიტურგია იწყება შემდგომი სიტყვებით : „მშვიდობისათვის უფლისა მიმართ ვილოცოთ“ , მას მოსდევს ლოცვა „მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა….“. ჩვენ ვალდებულნი ვართ პასუხი გავცეთ ძმათამკვლელ ომებს და მის შედეგად მიღებულ გაუცხოებას. უნდა შევახსენოთ ადამიანებს ტოლერანტობის მნიშვნელობა, რომელსაც თან ერთვის ადამიანის თავისუფლების და სამართლიანობის პატივისცემა.

среда, 26 июня 2013 г.

ტერიტორიული იურისდიქცია მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების მიხედვით




 ეთნოფილეტიზმის ფენომენი დღევანდელობაში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა იყოს ეროვნებით ქართველი

გთავაზობთ მეტად მნიშვნელოვან ნაშრომს ამ საკითხზე, რომელიც განიხილავს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე მდგომ მეტად სერიოზულ პრობლემას – ეთნოფილეტიზმს (ბერძნ. έθνος ეთნოს– “ერი” + φυλετισμός ფილეტიზმოს – “რასიზმი”). სტატიის დედანი განთავსებულია მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ⇒
ნაშრომი წარმოდგენილი იყო კანონიკის საერთაშორისო კონგრესზე (ბუდაპეშტი, უნგრეთი, 2-7 სექტემბერი, 2001). სტატია www.orthodoxtheology.ge ბლოგისათვის საგანგებოდ თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ.