вторник, 17 марта 2015 г.

რუსიანობა



„გამუდმებული  ომიანობით  დაუძლურებულ,    „ექვსი  ბნელი  საუკუნის“  ჯოჯოხეთურ  ქარტეხილებში  პოლიტიკურად  დაქუცმაცებულ  და  ნიადაგ  ისტორიული  დილემის  წინაშე  მდგარ  საქართველოს  XVIII  ს-ის  მიწურულიდან  „თეთრი  ჭირი“  მოევლინა      რუსული  ექსპანსიონიზმის  სახით“.  ასე  იწყებს  თავის  ნაშრომს  --  „რუსიანობა(რუსობა)“  --  დოც.  ვახტანგ  ითონიშვილი.
ვფიქრობ,  ამ  წერილის  გაცნობა  ჩვენი  საზოგადოებისთვის,  დღეს  განსაკუთრებით  საშურია,  რადგან  ივანიშვილის  ჩაფლავების  შემდეგ  კრემლი  არანაკლებ  მზაკვრულ  გეგმას  ამზადებს    საქართველოს  მოსახლეობის  ხელახალი  დაბოლებისთვის.
მე  შევეცდები  აღნიშნული  ნაშრომის  ცალკეული,  მნიშვნელოვანი  ამონარიდები  მოგაწოდოთ:
„რუსიანობა(რუსობა)  სწორედ  ქართველი  ერის  ხანგრძლივი  ეთნოპოლიტიკური  ევოლუციის  ამ  ორსაუკუნოვან...  ქრონოლოგიურ  მონაკვეთთან  მისადაგებული  ტერმინია,  რომელიც  თავისი  ფრიად  სუსხიანი  სემანტიკით  „გვერდს  უმშვენებს“  ისეთ  ავბედითი  ჟღერადობის  ცნებებს,  როგორიცაა  „არაბობა“,  „თურქობა“,  „თათრობა“  ან  „თათრიანობა“,  „ყიზილბაშობა“,  „ურუმობა“,  „ოსმალობა“,  „ლეკიანობა“  ან  „ლეკობა“  და  „ოსიანობა“  ან  „ოსობა“.
ეს  ტერმინები,  რომელიც  შებამის  პერიოდებში  ფართოდ  იყო  გავრცელებული ჩვენში,  შიდაკავკასიურ  დაპირისპირებასაც  მოიცავს,  რაც  სამწუხაროდ,  შესანიშნავად  გამოიყენა  რუსეთის  იმპერიამ.
ავტორი  იქვე  განმარტავს,  რომ:   
„რუსიანობა(რუსობა)  სულაც  არ  წარმოადგენს  ვისიმე  რუსოფობური  ფანტაზიის  ნაყოფს,  ან  ანტირუსული  ისტერიის  უხეირო  გამონასხლეტს,  როგორც  ეს,  ე.  წ.  ნაკლები  ბოროტების,  მემტალურად  აწყობილმა  რიგითმა  ობივატელმა,  ან  მავანმა  გაქანებულმა  რუსეთუმემ  შეიძლება  იფიქროს.  ის  „მესამე  რომის,  ტრადიციული  გონორისა  და  მართლმადიდებლობის  დიადი  ბურჯის“    ხუთსაუკუნუვანი  ამბიციების  მქონე  რუსეთის  მხრიდან  ქართველი  ხალხის  „მოყვარულად  მტრობის“,  ანუ  მისი  გეგმაზომიერი  ეთნოციდის  იმ  პერიოდის  ამსახველი  ხისტი  რეალიონიმია,  რომელიც,  უნდა  ვაღიაროთ,  ჯერაც  არ  ქცეულა...  ზედმიწევნით  ობიექტური  ძიების  საგნად“.
ეს  მხოლოდ  საქართველოს  პრობლემა  არ  არის.  ეს  მთელი  კავკასიის  პრობლემაა  და  რაც  უფრო  მალე  გააცნობიერებს  ამას  კავკასიელი  ხალხი  და  გაერთიანდება  საერთო  მტრის  წინააღმდეგ,  მით  უფრო  ახლოს  იქნება  გამარჯვება.
ისევ  ციტატა:
„...სულ  ცოტა  ორი  საუკუნეა,  რაც  სრულიად  კავკასიის  უცილობლად  პყრობისა  და  სამხრეთის  თბილ  ზღვებზე  ბატონობის  იდეა  რუსული  გეოპოლიტიკური  დოქტრინის  უმტკიცეს  დუღაბს  წარმოადგენს.  XIX  საუკუნის  60-იანი  წლებისთვის  რუსეთმა  ხანგრძლივი  სისხლისმღვრელი  ომებისა  და  ვეება  მსხვერპლის  ფასად  (დაახლ.  1  მლნ.  დაღუპული  მეომარი)  შეძლო  მთელი  კავკასიის  დაპყრობა,  რაც  რუსული  ეთნოცენტრიზმის  შემდგომი  გაძლიერებისა  და  „რუსული  სულის“  («Русский  дух»)  აღზევების  მძლავრ  ბერკეტად  იქცა.  თქმულის  ნათელ  ილუსტრაციად  გამოდგება,  თუნდაც,  1904  წელს  გამოცემულ  წიგნში    «Покоренный  Кавказ»    მოცემული  შემდეგი  ლაპიდარული  ფორმულირება:  «Отечественная  война  укрепила  в  русском  народе  уверенность  в  своей  непобедимости,  а  Кавказ,  с  его  более  чем  шестидесятилетнею  борьбой,  непрерывно  поддерживал  эту  уверенность...  На  Кавказе  люди  приучились  любить  Россию...  Кавказ  для  Руси  являетя  отводным  клапаном,  через  который  сбывался  весь  избыток    ее  народных  сил.  Буйство  и  возмущение  нетерпимы  в  благоустроенном  обществе,  а,  между  тем  они  заложены  в  самой  природе  человека.  Те,  у  кого  в  натуре  их  было  черезчур  много,  всегда  могли  сбыть  избыток  сил  под  черкесскими  пулями,  чеченскими  кинжалами,  лезгинскими  шашками.  И  уходили  на  Кавказ  все  буйные  элементы,  а  в  недрах  России  оставались  и  трудились  на  пользу  родины  те,  кому  по  сердцу  был  мирный  труд.  А  буйяны  и  ушкуйники  порастрясши  на  Кавказе  свою  силушку,  поустав,  возвращались  назад  шелковыми  и  не  о  чем,  кроме  отрадного  покоя  не  думали.  Но  они  возвращались  назад  с  великой  добычею  –  с  пламенной  любовью  к  родине  за  которую  они  и  силы  свои  не  пологали  и  хизнью  жертвовали:  ведь  всегда  особенно  дороги  становиться  нам,  людям  то,  над  чем  мы  потрудились,  чему  мы  жертвы  принесли,  и  чем  более  жертва,  тем  дороже  кумир,  которому  она  приноситься...  Кумир  же  русских  людей  –  Россия-мать,  так  было  всегда,  так  и  вечно  будет».
დაუკვირდით,  კავკასია  „ბუინი“ რუსისთვის  სავარჯიშო  ობიეტია,  აქ  მოდიან,  რათა  მოჭარბებული  აგრესიისგან  განთავისუფლდნენ  და  ამავე  დროს  მათთვის  უფრო  ძვირფასი  ხდება  რუსეთი.  ხოლო  მშვიდობიანი,  შრომისმოყვარე რუსი ადამიანები  სამშობლოსთვის  იღწვიან.  კავკასიელ  ხალხს  კი  მშვიდობიანი    და  ნორმალური  ცხოვრების  უფლებები  ჩამორთმეული  აქვს  და  მისი  დაღვრილი  სისხლი  მშობლიური  მიწის  დასაცავად,  როსია-მატუშკასთან  რა  მოსატანია...
ახლა,  რუსული  შოვინისტური  ისტორიოგრაფიის  კიდევ  ერთი  „უბრწყინვალესი“  წარმომადგენლის  პ.  კოვალევსკის  ნააზრევი    მოვისმინოთ:
«Кавказ  был  вполне  завоеван  и  стал  достоянием  России.  Но  сколько  крови,  сколько  жизней,  скольких  эатрат  он  стоил  России.    И  кто  смеет  сказать,  что  он  не  ея  собственность...  Наш  долг  сохранить    Кавказ  эа  собою  во  всей  его  полноте, целокупности  и  безраздельности...  Это  долг  нашей  жизни  перед  державностью  нации.  И  мы  это  сделаем  вопреки  слов  безстыдных  инородцев»
ბ-ნი  ვახტანგ  ითონიშვილი  თავის  წერილში  აღნიშნავს,  რომ  საქართველოსთვის,  როგორც  ქრისტიანი  ქვეყნისთვის,  მუდამ  ძნელი  აღსაქმელი  იყო  „ერთმორწმუნე“  ქვეყნისგან  „მოყვრობითი  მტრობა“,  ანუ  შეფარული,  ცინიზმით  აღსავსე  ძალადობა. 
პარადოქსია,  რომ  თვით  „რაფინირებული  რუსი  ინტელიგენტები“  რუსიზმის  იდეით  არიან  გაჟღენთილნი.
განვაგრძობთ  ბ-ნი  ვახტანგის  წერილის  ციტირებას:
„ასე,  მაგალითად,  პუშკინისეული  მქუხარე  სტრიქონი  --  «смирись,  Кавказ,  идет  Ермолов!»    ჩვენი  აზრით,  იმავე  რუსიზმის  ძალზე  ექსპრესიული  პოეტური  კვინტესენციაა...    ა.  პ.  ერმოლოვი    ველიკორუსული  აგრესიული  შოვინიზმის  ულტრარადიკალური  ფრთის  უთვალსაჩინოესი  წარმომადგენელია,რომელიც  თავისი  ულმობელი  ქმედებების  გამო  ჩრდილო-აღმოსავლეთ  კავკასიის  მკვიდრთა  მიერ  „ეშმაკად“  იქნა  შერაცხული...  მას  თავის  დროზე  გოროზად  განუცხადებია:  «Кавказ  –  это  огромная  крепость,  защищаемая  полумиллионным  гарнизоном,  надо  штурмовать  ее  или  овладеть  траншеями,  штурм  будет  стоить  дорого,  так  поведем  же  осаду».  და  მისივე  გამონათქვამი  ჩეჩენი  ხალხის  მიმართ:  «Чеченцы,  народ  дерский  и  опасный...  смирить  чеченцев  надобно  необходимо...  Прежде  войска  ходили  к  ним,  в  землю  неизвестную...  туда,  где  весь  народ  соединился  для  защиты  жен,  детей  и  собственности...  Сего  народа,  конечно,  нет  под  солнцем  не  гнуснее,  не  коварнее,  не  преступнее,  у  них  и  чумы  не  бывает».  „აი,  ასეთ  ადამიანს    ერთ-ერთ  სოლიდურ  პუბლიკაციაში  შემდეგ  დითირამბებს  უძღვნიან:  «Ермолов  принадлежит  к  числу  тех  немногих,  на  которых  во  все  грядущие  века,  с  удивленным  вниманием  и  глубоким  сочувствием,  остановится    взор  каждого,  кому  дорога  русская  национальная  слава»  («Утверждение    русского  владычества  на  Кавказе»,  т.  2,  ч.  1,  п/р.  Потто,  Тифлис,  1904г.).
ახლა  ისიც  ვნახოთ,  როგორ  აქვს  გადაწყვეტილი  კავკასიის  ხალხთა (მათ  შორის  ქართველთა)  ბედი  XIX  ს-ის  რუსული  ინტელექტუალური  ელიტის  კიდევ  ერთ  „სასიქადულო“    წარმომადგენელს    --  დეკაბრისტ  პესტელს,  რომლის  მიერ  დაწერილ  «Русская  правда»-ში  (1906  г.  стр  48.)  --  რუსეთის  ისტორიაში  პირველ  რესპუბლიკურ  კონსტიტუციაში  ვკითხულობთ:  1.  Решительно  искоренить  все  народы  живущие  и  все  земли  лежащие  к  северу  от  границы  имеющей  быть  протянутой  между  Россией  и  Персией,  ровно  и  Турцией,  в  том  числе  и  приморскую  часть,  ныне  Турцией  принадлежащей;  2.  Разделить  все  сии  Кавказские  народы  на  два  разряда:  мирные  и  буйные,  первых  оставить  в  их  жилищах  и  дать  им  россиское  правление  и  устройство,  а  вторых  силою  переселить  во  внутренность  России,  раздробив  их  малыми  количествами  по  всем  русским  областям;  3.  Завести  в  Кавказской  земле  селения  и  русским  переселенцам  раздать  все  земли,  отнятые  у  прежних  буйных  жителей,  дабы  сим  способом  изгладить  на  Кавказе  все  признаки  прежних  (т.  е.  теперешних)  ея  обитателей  и  обратить  сей  край  в  спокойную  и  благоустроенную  область  Русскую»  აი,  რუსული  სიმართლის,  თუ  გნებავთ  რუსული  სამართლის  მთელი  ანატომია!!!“
ავტორი  ამ  დოკუმენტს  ფაშისტთა  მიერ  1941  წელს  შედგენილ  ეთნოპოლიტიკურ  რუკებს  ადარებს,  რომელთაგან  ზოგიერთს  ჰიტლერის  ხელით  აწერია:  „განთავისუფლდეს  ხალხისგან“. 
რუსეთის  იმპერიამ  არაერთხელ  განახორციელა  კავკასიელი  ხალხების  გადასახლება.  „ავადსახსენებელი  მუჰაჯირობა...    ჩეჩენ-ინგუშთა  ძალადობრივი  დეპორტაცია  შუა  აზიაში,  აფხაზეთის  და  შიდა  ქართლის  ტერიტორიების  მკვიდრი  მოსახლეობისგან  სტერილიზაცია  და  სხვა,    იმის  უტყუარი  მოწმობაა,  რომ  რუსეთის  პროგრამა-მაქსიმუმია  კავკასიის  ხილვა  მშფოთვარე  და  ურჩი  კავკასიელების  გარეშე“.  მათი  მიზანი  მკვიდრი  მოსახლეობის  ამოძირკვაა  («решительно  искоренить»).    აქ  უნებურად  გვახსენდება  მაქსიმ    გორკის  სიტყვები:  „  რუსული  ეროვნული  ხასიათის  უმთავრესი  თვისებაა  სისასტიკე“.
ვფიქრობთ,  აგრეთვე,    მეტად  საგულისხმოა  ნიკო  მარის  ციტატა:
„Кавказ  тот    край,  где  русские  люди  учились  нарушать  русские  же  законы  во  имя,  якобы,  государственных  интересов,  где  взгляд  на  культурные  народности  Кавказа,  как  на  безответных  «туземцев»  или  «инородцев»  всасывался  в  плоть  и  кровь  целыми  поколениями  русских  людей  во  имя,  якобы,    русских  национальных  идеалов“  ...(  Н.  Марр,  История  Грузии,  СПБ,  1906,  стр.  43)“.


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий