вторник, 25 ноября 2014 г.

ტოტალიტარული ცნობიერება და იდეოლოგიზირებული რწმენა




ტოტალიტარული რეჟიმის არსი მდგომარეობს სახელმწიფოს ყოვლისმომცველ კონტროლში საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. სისტემა ემყარება კოლექტივიზმს. პიროვნების უფლებები მკაცრად იზღუდება. საზოგადოების ცხოვრება მთლიანად იდეოლოგიზირებულია. მონოპოლური იდეოლოგიის გარშემო ხდება მასების დარაზმვა რაღაც ზეამოცანის, უტოპიური მიზნის მისაღწევად.
   ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი საერთო სახლი, “ხალხთა საპყრობილე” – საბჭოთა კავშირი. საბჭოეთის შემთხვევაში, ამგვარ გამაერთიანებელ იდეად გამოცხადებული იყო მიწიერი სამოთხის – კომუნიზმის მშენებლობა. მოსახლეობაში იდეოლოგიის დანერგვა და რეჟიმის ფუნქციონირება ხორციელდებოდა ტოტალური ზედამხედველობით და ძალადობით – ურჩთა დაშინება-განადგურებით.
   ...70 წლიანი საბჭოური ციხე დასრულდა, ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. 2010 წელს  საქართველოს პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოაცხადა. ამ აქტით ჩვენმა საკანონმდებლო ორგანომ ფაშიზმისა და კომუნიზმის ტოტალიტარული რეჟიმები გაათანაბრა. ილუზია - “კომუნიზმი ადამიანური სახით” – სახელმწიფოებრივ დონეზე მაინც, საბოლოოდ გაიფანტა. დავტოვეთ კი “ციხეში” ტოტალიტარული წარსული, გაქრა ის ჩვენი ცნობიერებიდან უკვალოდ?

I. მითოლოგიიდან ძალადობამდე
   ქართული ურაპატრიოტული იდეოლოგიის ძირითად არგუმენტს, დღესაც, ფსევდორელიგიური ფასეულობების მეომრული სულისკვეთებით „დაცვა” და საზოგადოების დაშინება წარმოადგენს. სწორედ შავრაზმული შეხედულებების ადამიანთა აგრესიულობა ხდის პრობლემას მეტად აქტუალურს.
   საუბარია ჩვენში გამჯდარ საბჭოურ შეხედულებათა სისტემაზე და მისგან ნაშობ “სიამის ტყუპებზე”: ტოტალიტარულ ცნობიერებაზე და იდეოლოგიზირებულ რწმენაზე. ამგვარი აზროვნების ინერტულობა კი, წელში გვხრის და არ გვაძლევს წინსვლის საშუალებას. გამოვყოფ ტოტალიტარული შეგნების ოთხ ძირითად მახასიათებელს: 1. აზროვნება – უკრიტიკო; 2. ცნობიერება – მითოლოგიური; 3. მენტალიტეტი – ბატონყმური; 4. მორალი – ფარისევლური.
   ადამიანს მუდმივად უწევს სხვა ერის (გასხვავებული შეხედულებებისა თუ სექსუალური ორიენტაციის) წარმომადგენლებთან ურთიერთობა. შესაბამისად, პირველი რიგის ამოცანა, რომელიც მის წინაშე დგება, ამ უცხოსთან საკუთარი თავის შედარებაა. არსებობს ორი გზა, გაუტოლდე შეფასების ობიექტს: პირველი – ჩაიხედო სარკეში და თქვა, მე არათუ არ ვარ სრულყოფილი, არამედ ჩამოვრჩი კიდეც, ამიტომ დიდი გარჯა მომიწევს, რათა დავეწიო სხვას; მეორე, ადვილი გზა – მდგომარეობს უცხო ადამიანის ნეგატიურ წარმოჩენაში, მისგან მტრის ხატის შექმნაში. სომეხი, ამერიკელი, ებრაელი – გაიძვერაა, გარყვნილი, მასონი და ურჯულო. ამ შემთხვევაში, შენ ავტომატურად, უშრომლად ხდები სხვაზე კარგი. ეს უკანასკნელი მეთოდი აქვს არჩეული ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს.
   უცხოტომელზე უპირატესობა რომ დამაჯერებლად გამოიყურებოდეს, საჭიროა შესაბამისი თეორიული დასაბუთება. სწორედ აქ ვაწყდებით ჩვენი ცნობიერების დიდი ხნის ავთვისებიან სენს – მითოლოგიური აზროვნების პრობლემას. მითის საშუალებით ძველმა ადამიანმა მოახერხა დაპირისპირებულ წინააღმდეგობათა გადალახვა: კაცი ამაღლდა ღმერთამდე, სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე, ჩია ტანისამ სძლია გოლიათს, ხოლო ღარიბი გამდიდრდა. ერთი ერის მეორეზე მოჩვენებითი უპირატესობის წარმოჩენაც მსგავსი გზით ხდება. „უძველესი გადმოცემების” საფუძველზე, ზედა ფენა, ანუ მმართველი ელიტა და რელიგიური ავტორიტეტები თხზავენ ისტორიულ-რელიგიურ მითებს. წარმოებს სამოქალაქო და რელიგიური ისტორიის თვითნებური გადაკეთება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდებით მანიპულირება, რათა სამარცხვინო მიიჩქმალოს, ხოლო გმირული დარჩეს და ზღაპრულად გაზვიადდეს. შემდეგ ხორციელდება ამგვარად შელამაზებული წარსული დიდების მასებში დანერგვა. მდაბიოთა უკრიტიკო გონებაც ზემოდან მოწოდებული ზღაპრებით იკვებება და ისტორიული მონაგონი, ყოველდღიური მოხმარების ყოფით მითებად გარდაიქმნება. ასე შენდება „ეროვნული სიამაყის” მთავარი საყრდენი - „ჩვენ ქართველები დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი ისტორიისა და მართალი სარწმუნოების ერი ვართ!”. მისგან იჩეკება შვილობილი მითები - „ყველაზე ძველი, გმირული წარსულის მქონე!”, „ყველაზე ტოლერანტული!”, „ყველაზე კულტურული და განათლებული!”, „ყველაზე უმანკო, კდემამოსილი ქალებით!”, „ყველაზე ინდივიდუალურები!” და სხვა უამრავი „ყველაზე!” - მითი, რომელთა საერთო პათოსია: „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!”.
   ამ სახის „გადმოცემათა” რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ძნელია გაერკვე, სად მთავრდება რეალობა და იწყება მითი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ: „საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა”, „მეორედ მოსვლის ჟამს, ღმერთი ქართულად იქადაგებს”, „მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებლების ხელში გადმოდის”, „დავით აღმაშენებელმა 60-ათასიანი ჯარით, ნახევარ მილიონ ურჯულოს მუსრი გაავლო”, „საქართველო გაბრწყინდება, ხოლო ინგლისი დაიძირება”, „სტალინი ცხონდა” – ამ რიგის მითებია და ისინი სხვაზე უსაფუძვლო აღმატებულობისკენ მოგვიწოდებს. აღნიშნულის გამო, მე მათ „წარმოსახვითი უპირატესობის ქართული მითები” ვუწოდე. საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებიდან ძალადობამდე კი ერთი ნაბიჯიღაა. სხვა – ცუდია, შენ – კარგი! შეფასების ეტაპის შემდეგ მოქმედების დრო დგება. მასებში წარმოებს პიროვნებების, ერების საბჭოურ-რუსული გემოვნებით არჩევითი დემონიზაცია. ჩვენ ძველთაგან დაგვარწმუნეს, რომ სომხებისთვის ღვთაებრივი ცეცხლი არ გადმოდის და ამის გამო ღმერთმა სვეტიც კი გააპო. დღეს კი ასევე „დამაჯერებლად” გვაფრთხილებენ: „მასონები მართლმადიდებლობას ებრძვიან, ამერიკა გვიპყრობს, ხოლო რუსები ერთმორწმუნე ძმები არიან; მალე ჩატარდება მამათმავლების აღლუმი და ერი საბოლოოდ გაირყვნება!”. ყმაც ბატონივით კატეგორიულია და რადიკალური. შესაბამისად, საბჭოური მენტალიტეტი გვკარნახობს, დაუნდობლად ვებრძოლოთ უცხოს, ისე, როგორც მტერს! ხოლო ძალადობა სულაც არ მოდის ჩვენს ქრისტიანულ მორალთან წინააღმდეგობაში, რადგან ორმაგი სტანდარტების ფარისევლური მორალით ვხელმძღვანელობთ.
   ამიტომ იქ, სადაც საუბარი იწყება ქართველების აღმატებულობაზე, საზოგადოება ძალზე ფხიზლად უნდა იყოს, რადგან ამ „ისტორიულ ფაქტებს”, როგორც წესი, მოსდევს სხვისი არასრულფასოვნად აღქმა და ცემა-ტყეპა. უბედურების საწყისი კი, ის, სულის მანუგეშებელი, ერთი შეხედვით, უწყინარი მითია. ასე შეუმჩნევლად იქცევა გამონაგონი დიდი უბედურების საბაბად - აგრესიულ ფაშიზმად! 

II. ახალი “ტაძრული რწმენა - ტოტალიტარული იდეოლოგია
   კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას შემდეგსაქართველოს ეკლესიის იერარქიაში პროსაბჭოურმა ფრაქციამ გაიმარჯვა. კომუნისტური პარტიისადმი ლოიალურად განწყობილმა სამღვდელოებამ გამოაცხადასოციალიზმი ქრისტიანობისთვის სანატრელი ფორმაციააამგვარისავალალო შედეგი გამოიღო ბოლშევიკურმა მმართველობამრომელიც ქართველ ხალხს ძალად მოახვიეს თავს.  
   პოსტსაბჭოური ოცი წლის უკიდურეს გასაჭირში, სამოქალაქო ომში, ჩვენ სულის მანუგეშებელ ნავთსაყუდელს ვეძებდით. მისი როლი ეკლესიამ წარმატებით შეასრულა. ათეიზმში გაზრდილმა თაობებმა აღმოაჩინეს სხვა, არამიწიერი ცხოვრება – “ზეციური იერუსალიმი”, გაჩნდა აქამდე არნახული საქმე – სულის ცხონება! იმავდროულად, ქართველებს გვწყუროდა ერის გამაერთიანებელი ნაციონალური დოქტრინა, რომელიც შეცვლიდა “ველიკორუსულ შოვინიზმს”. მოხდა ჩანაცვლება – კომუნისტური იდეოლოგიისა სარწმუნოებით.
   ტოტალიტარულმა უკრიტიკო და პასიურმა ცნობიერებამ სარწმუნოებაც შესაბამისი აბერაციით მიიღო. ჩვენ შევუდექით “პრაქტიკულ ქრისტიანობას”: 1.შაბლონური აზროვნებით – სიყვარულის გარეშე და აქედან გამომდინარე, გაქვავებულ დოგმებზე და წეს-ჩვეულებეზე დამყარებული, ე.წ. “ტაძრული” რწმენით; 2.ორმაგი ფარისევლური მორალით – ერთის აღიარებით ეკლესიაში და მეორეს კეთებით გარეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში; 3.”უზენაესი ავტორიტეტისადმი” უკრიტიკომონური მორჩილებით.
   ამჯერად, კომუნიზმის მაგივრად, საქართველოს გაბრწინება გამოცხადდა უზენაეს მიზნად, კერძოდ კი, სულების საყოველთაო, კვლავ “კოლექტიური” ცხონება! რათა გარედან ახლადშემოსულ, აშკარად უპირატეს ცხოვრების დასავლურ წესს, რაციონალური აზროვნების და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში არ გაემარჯვა, საჭირო გახდა მტრის ხატის შექმნა. დაიწყო დასავლეთის დემონიზაცია, ამუშავდა “წარმოსახვითი უპირატესობის მითების” წარმოების პრორუსული იდეოლოგიური მანქანა. ჩვენ ყველგან მასონები, იეღოველები და სისხლში შეყვანილი ჩიპები გველანდებოდა. ერი დაირაზმა ერთი ამოცანით – სულის გადარჩენა და ერთი სიძულვილით – მასონების თუ იეღოველების ექსპანსიიდან საქართველოს ხსნა! ეკლესიას უამრავი ხალხი მიაწყდა, მისმა გავლენამ საყოველთაო, სახელმწიფოებრივი ხარისხი შეიძინა. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი იერარქების საბჭოურ მენტალობას, ადვილი გასაგებია, თუ როგორ მოხდა ის, რაც მოხდა – სარწმუნოებამ არა მხოლოდჩაანაცვლა კომუნისტური იდოლოგიაარამედ თვით იქცა ტოტალიტარულ იდეოლოგიად.
    ახლა უკვე ეს, იდეოლოგიად ქცეული “მართლმადიდებლობა”, აღარ კმაყოფილდება ხალხის სულიერი წრვთნით, ის იჩენს ცხოველ ინტერესს და ერევა პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ცხოვრების ყველა სფეროში. დაწესებულებისა თუ კერძო პირის საზოგადაებრივი მსჯავრდადებით, ეკლესია უკვე იძენს რეპრესიულ ფუნქციას. რელიგიური ლიდერები იდეოლოგიურად აკონტროლებენ მოქალაქეების პირადი ცხვოვრების წესს, კულტურას და ხელოვნებას, ერევიან თეატრებისა და ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაში. ასე გამოიყურება სარწმუნოებრივ-იდეოლოგიური წნეხი საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ყველაზე ცუდი კიცალკეული ადამიანის “პრევენციული” შიში გახლავთრათა თავს არდაატყდეს ეკლესიის რისხვა - ასეთია რეპრესიების სავალალო შედეგი!
   ასე თანდათან, იერარქების მცდელობით და ჩვენი წაყრუებით, “მართლმადიდებლობა” თვით გარდაიქმნა ტოტალიტარულ იდეოლოგიად. ყველას კარგად გვახსოვს საბჭოეთის ლოზუნგი: “Партия –  наш рулевой!” –  აი, ზუსტად ასე! მრევლის და სამღვდელოების გაუნათლებლობამ და მისგან გამომდინარე რელიგიურმა ფანატიზმმა საბოლოოდ დაასრულეს სარწმუნოების იდეოლოგიზაციის პროცესი.
   ყველა დახურული სისტემა უფსკრულისკენ მიექანება, რადგან ის უკრიტიკო ველში ექცევა და ამიტომ იხრწნება. განვლილმა წლებმა დაგვანახა, რომ ეს კანონი უნივერსალურია და ის არა მხოლოდ ეკლესიას, არამედ ხელისუფლებას, ციხესა თუ სხვა “დახურელ სისტემებზეც” ვრცელდება. ასეთ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი საპატრიარქომაც, რომელიც “მუდამ მართალის” პოზიციაში აღმოჩნდა – ის პოლიტიკური მოთამაშეცაა და, იმავდროულად, უკრიტიკო ველში ცხოვრობს. განსჯის გარეშე დარჩენილი იერარქები, უზენაესი არბიტრის და შეუცდომელი ადამიანების სტატუსს ადვილად ინარჩუნებენ. შესაბამისად, დაბალი წოდების სამღვდელოებამ, ღმერთის შესახებ ხალხს ყოველივე “გაუიასნა”, ქრისტეს ღვთაებრივი სწავლება თავგანწირულ სიყვარულზე, წეს-ჩვეულებების მშრალ კრებულად აქცია და შეუდგა “ბაბილონის გოდოლის” შენებას. ამგვარი მდგომარეობა პირველ რიგში თვით ეკლესიას, მის ავტორიტეტს ვნებს და კულტის მსახურთ უკიდეგანო ამპარტავნებაში აგდებს.

III. რუსული შეფუთვა -  Mადე ინ Uშშღ
   დღეს, ვლადიმერ პუტინთან ერთად, საბჭოთა კავშირის დაშლას, რუსეთის პატრიარქი კირილიც მისტირის. ის რუსებს ნაციონალური ღირსების გაღვივებისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, სსრკ-ს დაცემის მიზეზი სწორედ ნაციონალური თვითშეგნებისა და სიამაყის, ისტორიის აღქმის დეფიციტი იყო. რითიც მთავრდება “ნაციონალური ღირსების” ამაღლება იმპერიული მითებით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ კარგად დაინახა 2008 წლის აგვისტოს დღეებში.
   ერთ სარწმუნოებას, მისი “სიწმინდის დაცვისთვის” შექმნილ მტრის ხატს და საზიარო მითოლოგიას საფუძვლად საერთო პოლიტიკური და რელიგიური მიზნები უდევს. “მესამე რომის” იდეოლოგიის თანახმად, რუსეთის იმპერია დედამიწის ზურგზე ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც გლობალური მასშტაბით, “მსოფლიო მასონიზმი ებრძვის”, კერძოდ კი, “ინგლის-ამერიკა ცდილობს მის განადგურებას”! ამ სახელმწიფოებში ხედავს რუსეთის იმპერია ძირითად ისტორიულ კონკურენტს მსოფლიო ჰეგემონობაზე. თუ გავითვალისწინებთ “ერთმორწმუნე ძმებთან” მჭიდრო ეკლესიურ კავშირს, ქართველი იერარქების ზაგორსკისეულ განათლებას, ჩვენი სამღვდელოების დიდი ნაწილის სულიერ და მენტალურ ერთობას რუსეთთან, საკმაოდ ადვილი შესამჩნევია ამ მითების და მათგან წარმოებული მტრის ხატის არა მხოლოდ რუსული ფესვები, არამედ მათი მიზანმიმართული “პედალირება” რუსეთის იდეოლოგიური მანქანის მიერ. გაუგებარია მხოლოდ ერთი რამ – ჩვენ რას გვარგებსცივილიზებულ სამყაროსგან გამიჯვნარას აძლევს ქართველ ხალხს რუსეთიდან სარწმუნოების იმპორტი და ამერიკასთან მტრობასაკითხავი აი ეს არის.

გაზეთი „პრემიერი“. ზურაბ ოდილავაძე


წყარო

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий