ბოლნისის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა ილია ჭიღლაძე მიიჩნევს, რომ სასულიერო პირს არ უნდა ჰყავდეს ათიათასობით დოლარის ღირებულების მანქანა და მომხრეა, რომ წმინდა სინოდმა სასულიერო პირის კუთვნილი მანქანის ღირებულების ზედა ზღვარი დააწესოს.
ამის შესახებ მამა ილია ჭიღლაძემ საგამომცემლო სახლ „ქართულ ელიტასთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, როცა სასულიერო პირი ძვირადღირებულიმანქანით დადის, გარედან კი დამშეული საზოგადოება შესცქერის, ამორალურია:
„ვფიქრობ, არცერთი საღი ჭკუის ადამიანი არ იტყვის რომ სასულიერო პირს არ ყავდეს ავტომობილი, იგი ხომ სწრაფი და პრაქტიკული გადაადგილების საშუალებაა, ე.წ. ჯიპის ტიპის მანქანა კი განსაკუთრებით პრაქტიკულია მთიან ადგილებში სასიარულოდ, სადაც ძირითადად არის მონასტრები და სხვა ძველი ტაძრები. ვფიქრობ, პრობლემა ჯიპში კი არაა, არამედ იმაში, რომ ზოგიერთი სამღვდელო პირის საკუთრებაში ზედმეტად ძვირი მანქანები აღმოჩნდა.
სრული სინდისით ქრისტეში, შემიძლია ვთქვა, რომ სასულიერო პირი არ შეიძლება ათიათასობით დოლარის ღირებულების მანქანით დადიოდეს და მას გარედან დამშეული საზოგადოება შესცქეროდეს, ეს ამორალიზმია! ვფიქრობ წმინდა სინოდმა უნდა განსაზღვროს ზედა ზღვარი სასულიერო პირის მანქანის ღირებულებისა“, - ამბობს მამა ილია ჭიღლაძე.
მისივე თქმით, სასულიერო პირებს არა აქვთ უფლება, მდიდარი კომერსანტივით, ან სახელმწიფო ჩინოვნიკივით იცხოვრონ:
„სამღვდელო პირი ვალდებულია იყოს უფალ იესო ქრისტეს მიმბაძველნი, მისი ხატი და მსგავსი. ამდენად, ჩვენ არ გავქვს უფლება ისე ვიცხოვროთ, როგორც, მაგალითად, მდიდარი კომერსანტი, ან დიდი სახელმწიფო ჩინოვნიკი. უბრალოება და სიწმინდე უნდა იყოს სასულიერო პირის სახე და ქონება, და არა ძვირადღირებული მანქანები, თუ სხვა ქონებრივი აქსესუარები.სამწუხაროა, რომ ამაზე განმარტება გვიწევს“, - აცხადებს ინტერვიუში მამა ილია ჭიღლაძე.
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий