пятница, 4 июля 2014 г.

რელიგიური თავისუფლება დაფუძნებულია ჭეშმარიტებაზე


რელიგიური თავისუფლება დაფუძნებულია ჭეშმარიტებაზე

04/07/2014
ავტორი: სერგო ფარულავა

ამერიკისა და კანადის ავტოკეფალური მართლმადიდებელური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის ენციკლიკა:
რელიგიური თავისუფლება დაფუძნებულია ჭეშმარიტებაზე
4 ივლისი, 2014 წელი
დამოუკიდებლობის დღე


ღრმად პატივცემულ იერარქებს, პატივცემულ მღვდლებს და დიაკვნებს, მამა და დედა მონაზონთ, ბერძნული მართლმადიდებელი სამრევლოების თავმჯდომარეთ და წევრებს, მსოფლიო საპატრიარქოს გამორჩეულ წინამძღვრებს, სამრევლო სკოლებს, გლახაკთმოყვარე დედათა გაერთიანებებს, ახალგაზრდა ელინურ ორგანიზაციებს, და სრულიად ბერძნულ მართლმადიდებლურ ოჯახს ამერიკაში.
ქრისტეში საყვარელო ძმებო და დებო.
დამოუკიდებლობის ამ დღეს ჩვენ მადლობას ვწირავთ ღმერთს და ვადიბთ მას იმ თავისუფლების გამო, რაც ჩვენ გვაქვს როგორც ადამიანებს შექმნილთ მის ღვთიურ ხატად და როგორც მოქალაქეებს იმ ერის, რომელიც აფასებს, იცავს და განავრცობს თავისუფლებას როგორც არსებითს ადამიანური ცხოვრებისათვის, მისი კეთილდღეობისათვის და პოტენციალისათვის. როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ჩვენ ვიცით და ვადასტურებთ, რომ ღმერთი არის ჩვენი თავისუფლების სათავე, რამეთუ იგი არის სრულიად თავისუფალი და შემოქმედი ნამდვილი თავისუფლებისა.
ამ ძირეული ჭეშმარიტების გათვალისწინებით ჩევნ ვაცნობიერებთ მნიშვნელობას ჩვენთვის ძვირფასი რელიგიური თავისუფლებისა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენს მხარდაჭერას რელიგიური თავისუფლებისა მთელ მსოფლიოში. რელიგიური თავისუფლება განამტკიცებს თავისუფლებას როგორც ადამიანისთვის დამახასითებელ ფუნდამენტალურ თვისებას და ქმნის სათანადო პირობებს ღვთისმსახურებისათვის.
გამოკვეთა რელიგიური თავისუფლებისა როგორ ღვთის საბოძვარის ასევე უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ჩენ შექმნილი ვართ ურთიერთობისთვის – ურთიერთობისთვის ღმერთთან და ერთმანეთთან. ჩვენ ვართ სოცალური არსებები, და აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ ღმერთმა შეგვქმნა რათა საზოგადოებაში გამოვხატოთ ჩვენი რწმენა ჩვენი ღვთისმსახურების მეშვეობით. როგორც რწმენის საკრებულოები ჩვენ ვიკრიბებით თავისუფლად შევიწროებისა და დევნის შიშის გარეშე. ჩვენ ვცხოვრობთ და ვემსახურებით ერთმანეთს და ვიწვევთ სხვებს, რომ მოისმინონ სახარების ჭეშმარიტება. ჩვენ თავისფლად მივსდევთ ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების საფუძვლებს და სხვებს ვუზიარებთ ჭეშმარიტებას ყოველგვარი აკრძალვებისა და შეზღუდვების გარეშე, ისე რომ სხვებსაც შეეძლოთ მიიღონ მადლის კურთხევა და ქრისტეში ცხოვრების სიუხვე.
დასასრულ, ჩვენ ვუწყით, რომ თავისუფლება, განსაკუთრებით რელიგიური თავისუფლება, ეფუძნება ჭეშმარიტებას და აუცილებელია ჩვენი ადამიანური და ერთობლივი ყოფიერებისათვის, რადგან ღმერთმა შეგვქმნა ჩვენ თავისუფალი ნების მინიჭებით. ჩევნ გვაქვს თავისუფლება გვწამდეს ის ან უარვყოთ მისი რწმენა. ჩვენ გვაქვს თავისუფლება მივიღოთ და ვიცხოვროთ მის მიერ გაცხადებულ ჭეშმარიტებაში ან უარვყოთ ის. რელიგიური თავისუფლება უზრუნველყოფს სივრცეს ძიებისთვის, კითხვების წამოჭრისთვის და მსჯელობისთვის. ჩვენ ძალგვიძს ვეძებოთ ჭეშმარიტება ძალდატანების გარეშე. ჩვენ არ გვემუქრება რაიმე ძალა, როელიც დამძიმებულია ტანჯვის მუქარით და ტკივილით, ან თავსმოხვეულია შეუწყნარებელი და დისკრიმინაციული კანონმდებლობით. ჩევნ ვარ ჭეშმარიტად თავისუფალი როგორც ეს განზრახულია ღვთის მიერ, რომ დავსვათ კითხვები, ვეძებოთ, ვიპოვოთ და ავირჩიოთ.
ამ დღეს ჩვენ ვუერთდებით მრავალთ მთელ ამ ქვეყანაში თავისუფლების ზეიმში და პატივი მიგებაში მათდამი, ვინც მსხვერპლად გაიღეს თავიანთი სიცოცხლე მის დასაცავად. როგორც ჩვენი რწმენა მიგვიძღვის თავისუფლების სასიცოცხლო მნიშვნელობის გააზრებაში, ჩვენ ვადასტურებთ რელიგიური თავიუფლების არსებით ღირებულებას. ჩვენ ვმოწმობთ, რომ კურთხეულია ეს თავისუფლება. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს დაუღალავ მცდელობებს რელიგიური თავისუფლებისათვის მსოფლიო საპატრიაქოს სახელით. და ჩვენ ვაღიარებთ, რომ თავისუფლება არის აუცილებელი უფლება ნებისმიერი ადამიანისთვის დედამიწაზე.
დაე, ვისარგებლოთ ჩვენი თავისუფლებით პასუხიმგებლობით და გავაძლიეროთ ჩვენი მოწმობა თავისუფლების წყაროსადმი, და შევთავაზოთ ყველას სახარების ჭეშმარიტება და ქრისტეს სიყვარული.
ქრისტეში მამობრივი სიყვარულით,
დემეტრიოსი
მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა, მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий