суббота, 3 мая 2014 г.

რას ნიშნავს იყო ქართველი?


რას ნიშნავს იყო ქართველი, რა არის ჩვენი ეროვნული იდენტურობის და ძლიერების ნიშანი და კრიტერიუმი? გონება მაშინვე მოგვაწვდის გამზადებულ, ბავშვობიდანვე ჩანერგილ პასუხს:
ენა, მამული, სარწმუნოება!
ამ ლოზუნგით მოვდივართ მას მერე, რაც ეს ილიამ წარმოსთქვა და ალბად მანამდეც.
თითქოს ცუდი ამაში არაფერია,  მაგრამ ფაქტია, რომ არ მუშაობს. “ქართველობას გვართმევენ!” გაიძახიან ქართველები, თუმცა რას ნიშნავს ეს ქართველობა, ხეირიანად არავინ იცის. ვნერვიულობთ, როდესაც გვართმევენ მამულს, როდესაც “გვიჩაგრავენ” მამაოებს და ხანდახან ვნერვიულობთ, როდესაც ინგლისური და რუსული სიტყვები მრავლდება ქართულში.  ვნერვიულობთ, ვყვირით, ვცვლით მთავრობებს, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ფაქტია, რომ ვექტორი და ორიენტირები აგვერია.
მე ვფიქრობ, რომ ეს სამი რამ;  ენა, მამული, სარწმუნოება უფრო შედეგია, ხოლო მიზეზთა მიზეზი სხვაა.
რა არის ეს სხვა? ძალიან მარტივი რამ, რაც ასე ძალიან არ გვიყვარს ქართველებს: პატიოსნება, შრომისმოყვარეობა, განათლება.
თუ ეს სამი რამ გექნება, ენაც გექნება, მამულიც და სარწმუნოებაც გექნება, არა ფარისევლურ-ფასადური, არამედ რეალურად მოქმედი. ქართველობას კი არ წაგართმევენ, აქეთ სხვებს მოუნდებათ ქართველობა.
აბა, ვის გინდათ პატიოსნება, შრომისმოყვარეობა, განათლება? … არავის ხომ?
ასეც  ვიცოდი. წადით, საპროტესტო მიტინგზე გაგვიანდებათ. ქართველობას გვართმევენნნ!!!!
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий