ზუსტად 50 წლის შემდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქი და რომის პაპი კვლავ იერუსალიმში ხვდებიან ერთმანეთს.
ამ ღრმადსიმბოლური, მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი შეხვედრის შესახებ გთავაზობთ ამონარიდს ოლივიე კლემანის წიგნიდან „საუბრები პატრიარქ ათინაგორასთან“, სადაც ავტორი, მონაწილე 50 წლის წინადელი ამბებისა არაჩვეულებრივი ობიექტურობით გვაცნობს იმ ურთულეს გზას, რომელიც დაიწყეს პატრიარქმა ათინაგორამ და პაპმა პავლემ, სწორედ იერუსალიმური შეხვედრის შემდეგ და რომელიც დაგვირგვინდა 1964 წელს ორ ეკლესიათა შორის ანათემათა მოხსნით. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს შეხვედრაც, რომლის მოწმენიც ვხდებით, ასეთივე მოულოდნელ და სასიხარულო ნაყოფს მოუტანს ქრისტეს ერთიან ეკლესიას და კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება “ქრისტეს სხეულზე მეექვსე ჭრილობის მოშუშებისკენ” გადაგმული.
თარგმანი მოცემულია Microsoft Office Word Document-ის სახით და წასაკითხად მოგიწევთ ჩამოტვირთვa. ჩამოსატვირთად დააწექით: ჩამოტვირთე ანათემათა მოხსნა
სპეციალურად ბლოგისთვის ( http://jtheologians.wordpress.com ) მოამზადა ბექა ებრალიძემ
Комментариев нет:
Отправить комментарий