არსებობენ ფანატიკოსი ათეისტებიც, რომელთა შეუწყნარებლობა მსგავსია რელიგიური ფანატიკოსების შეუწყნარებლობისა და იმავე წყაროდან იღებს სათავეს. ისინი გვანან მონებს და კვლავაც გრძნობენ ჯაჭვების სიმძიმეს, რომლებიც გადააგდეს მძიმე ბრძოლის შედეგად. ისინი არიან ქმნილებანი, რომლებიც ბრაზობენ ტრადიციული "ხალხის ოპიუმის" წინააღმდეგ.
ალბერტ აინშტაინი
ალბერტ აინშტაინი
(Цит. по: Max Jammer, Einstein and Religion: Physics and Theology, Princeton University Press, 2002, 97).
დუსელდორფში ათეისტებმა „DüsseldorferAufklärungsdienst“ ორგანიზაციიდან მოუწოდეს ქრისტიანული ეკლესიების მრევლს უარი ეთქვათ ეკლესიის წევრობაზე 17 აპრილს, დიდი ხუთშაბათის დღეს. ყოველ ადამიანს, ვინც მიყვება ამ რჩევას, ათეისტები დაპირდნენ 30 ევროს, იუწყება ტელეარხ Вера 24-ის კორესპონდენტი „სედმიცა“-ზე დაყრდნობით.
ორგანიზაციამ მორწმუნეებს შესთავაზა სწორედ ასეთი „საჩუქარი“, რადგან ამ რაოდენობის თანხა არის დაწესებული გამოსვლისათვის იმ დეპარტამენტში, რომელიც არეგულირებს ამ პროცედურას. რთულია, არ შეამჩნიო დიდი ხუთშაბათის „საჩუქარში“ საშინელი დაცინვა: ამ დღეს იუდამ გასცა ქრისტე 30 ვერცხლის მონეტის სანაცვლოდ.
აქცია ტარდება დევიზით „Hoppel dich frei“ რომელიც ითარგმნება, როგორც „გადახტი“ ან „გაიქეცი“, რაც არის მცდელობა, რომ აღდგომის დღესასწაული მოექციათ ჩრდილში და გადაეტანათ აქცენტი „კურდღლების დღესასწაულზე“. ეს აგრეთვე იწვევს ასოციაციას ათეისტების მტკიცებულებასთან იმის შესახებ, რომ რელიგია ნარკოტიკია („გადახტი“ – უარი თქვი დამოკიდებულებაზე).
ადგილობრივი მასმედია ათეისტების მოქმედებას აფასებს, როგორც პროვოკაციულს და განხეთქილების წარმომქმნელს.
Комментариев нет:
Отправить комментарий