четверг, 1 мая 2014 г.

უნდა იღებდეს თუ არა ეკლესია მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში?




ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალაურია კითხვა „უნდა იღებდეს თუ არა ეკლესია მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში?“ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილს მიაჩნია,რომ ეკლესია უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ მოვლენებში(ეს ცხადად გამოაჩინა ერთ-ერთი სატელევიზიო თოქ-შოუს ინტერაქტიურმა გამოკითხვამ,სადაც ამ აზრს ემხრობოდა გამოკითხულ  რესპოდენტთა დაახლოებით 80%).
რას გვეუბნება წმიდა წერილი ამ საკითხთან დაგკავშირებით?
მარკოზ მახარობელი სახარებისმე-13 თავში  მოგვითხრობს თუ როგორ გამოცდიდნენ ფარისევლები იესოს:„მოძღვარო, ვიცით, რომ წრფელი ხარ და ყველას მიმართ მიუკერძოებელი, რადგან კაცთა მდგომარეობას არ უყურებ, არამედ სიწრფელით ასწავლი ღვთის გზას. უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?“  მან იცოდა მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო.“მიუტანეს და მაშინვე უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ კეისრისაო, უთხრეს მას. იესომ უთხრა მათ: „მიეცით კეისარს კეისრისა და ღვთისა — ღმერთს.“(მრკ.12.13-17) ისრაელი იმ დროს იყო რომის იმპერიის პატარა ნაწილი(ანუ დაპყრობილი იყო რომის მიერ) და ებრაელები  კეისრისთვის სისტემატიურად იხდიდნენ ხარკს,რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევდა.ფარისევლების ეს შეკითხვა საკმაოდ მზაკვრული იყო,უნდოდათ ქრისტე დაეჭირათ სიტყვაში.ერთის მხრივ, იესოს დადებით პასუხს ხარკის გადახდის თაობაზე, მონობის ლეგიტიმაციის გამოხატულებად ჩათვლიდნენ,  ხოლო მეორეს მხრივ , უარყოფითი პასუხის შემთხვევაში - ბუნტის, ურჩობისა და კონფლიქტის. ქრისტემ საოცარი პასუხი გასცა მათ,რასაც არ ელოდნენ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ კეისრისაო, უთხრეს მას. იესომ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა — ღმერთს.“ეს სიტყვები არა მხოლოდ იმ სიტუაციისთვის იყო მისაღები,არამედ ზოგადი სახარებისეული ჭეშმარიტებაა.ქრისტიანობამ არ იცის ამაზე უკეთესი ფორმულა,თუ რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ეკლესიას კეისრის სამეფოსთან.კეისრის სამეფო არ არის მხოლოდ რომის იმპერია,არამედ ნებისმიერი ამქვეყნიური მმართველობა,თავისი ცოდვითი ბუნებიდან გამომდინარე.ეს შეიძლება იყოს როგორც აბსოლიტური და კონსიტუციური მონარქია,ასევე სოციალისტური სახელმწიფო ან დემოკრატიული რესუბლიკა.
წმინდა წერილიდან  ჩვენ შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ წმ.პავლე მოციქულის მოსაზრება მმართველთა მორჩილებასთან დაკავშირებით-„ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი.“(რომ.13.1) „უმაღლესი ხელმწიფის დამორჩილება“ეხებოდა არა მხოლოდ ერისკაცებს,არამედ სასულიერო პირებს და თავად მოციქულებსაც. ეს  ნიშნავს იმ კანონების და კონსტიტუციის დაცვას,რომელიც სახელმწიფოში მოქმედებს, რომლის წინაშე ყოველი მოქალაქე ერთნაირად თანასწორია - სახელმწიფო მოხელე , ეკლესიის წარმომადგენელი თუ საზოგადოების ნებისმიერი წევრი.ეს კი   არანაირად არ აკნინებს ადამიანის სულიერ სათნონებებს.
როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში,როდესაც  ხალისუფალი ბოროტად იყენებს თავის ძალაუფლებას და ამით  ზიანს აყენაბს მოქალაქეებს?აუცილებელია ბრძოლა ბოროტების, უსამართლობის წინააღმდეგ,თუნდაც სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს- ეს ხომ, უპირველესად, ჩვენი ვალდებულებაა. აქ  გამოგვადგება იოანე ნათლისმცემლის მაგალითი,რომელმაც უშიშრად ამხილა ისრაელის მმართველი ჰეროდე,რომელმაც თავისი ძმის ცოლზე -ჰეროდიადაზე უკანონოდ იქორწინა. „ხოლო ჰეროდემ, მეოთხედ მთავარმა, რომელსაც ამხილებდა იოანე ჰეროდიადას, მისი ძმის, ფილიპეს ცოლისა და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა,ყველაფერს ისიც მიუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იოანე“(ლუკა 3.18-19), შემდეგ კი თავი მოჰკვეთა მას(მთ.14.1-13).
    ქრისტიანობა შემოვიდა სამყაროში როგორც სასიხარულო ამბის მომტანი სულის გადარჩენასა და მარადიულ ცხოვრებაზე : ”რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?“(მთ.16.25.), „ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისა „(იოანე 18.36), „თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“.(მთ.6.33) -გვესმის სახარებიდან უფლის სიტყვები.
„კეისრის საქმიანობაში“ ეკლესია არ უნდა იღებდეს მონაწილეობას, მას ბევრად უფრო დიდი დანიშნულება მიანიჭა უფალმა. ეკლესია არის ცოცხალი ღმერთკაცობრივი ორგანიზმი(ქრისტეს სხეული),ხოლო ისინი ვინც ქრისტეს სახელით ერთიანდებიან,არიან ამ სხეულის ნაწილები. ეკლესია  ზრუნავს ნებისმიერი ადამიანის გადარჩენაზე, რომლის მეშვეობითაც ისინი უნდა გადავიდნენ ამქვეყნიური ცხოვრებიდან მარადიულ,ზეციურ სასუფეველში.

დეკანოზი ილარიონ შენგელია


წყარო





Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий