დარვინიზმის თანახმად, თანამედროვე ადამიანი მაიმუნისმაგვარი არსებიდან წარმოიშვა. ვარაუდობენ, რომ 4-5 მილიონი წლის წინ დაწყებული პროცესში არსებობს მაიმუნისგან ადამიანისკენ “გარდამავალი ფორმები”. ჩამოვთვალოთ ამ შეთხზული სცენარის 4 ძირითადი კატეგორია:
- Australopithecus (ავსტრალოპითეკი)
- Homo habilis (უნარიანი ადამიანი)
- Homo erectus (გამართულად მოსიარულე ადამიანი)
- Homo sapiens (მოაზროვნე ადამიანი)
ევოლუციონისტებმა ადამიანის პირველი მაიმუნისმაგვარი ეგრეთ წოდებული წინაპარი, Australopithecines–ად, ანუ “სამხრეთის მაიმუნად” მონათლეს. სინამდვილეში, ის სხვა არაფერია, თუ არა გადაშენებული მაიმუნი. Australopithecines-ები სხვადასხვა სახისა გვხვდებიან: ერთნი მოსულები, ზორბა აღნაგობისა არიან, მეორენი – უფრო ჩია და სუსტი ტანისა. ადამიანის ევოლუციის შემდგომ სტადიებს ევოლუციონისტებმა “Homo”, ანუ “ადამიანი” დაურთეს. მათი მტკიცებით, Homo-ს სერიაში შემავალი არსებები უფრო განვითარებულნი არიან, ვიდრე Australopithecines –ი. ბოლო სტადიაში კი დგას Homo sapiens, რომელიც თანამედროვე ადამიანის მოდელია. ნამარხებში აღმოჩენილი “ადამიანი Iava, “ადამიანი Pekin“, “Lucy”, რაც ხშირად გვხვდება ევოლუციონისტურ გამოცემებსა თუ სახელმძღვანელოებში, ერთ-ერთ ჩამოთვლილ სახეობას განეკუთვნება. გავრცელებულია აზრი, რომ ეს სახეობები ქვესახეობებადაც იყოფა.
ევოლუციონისტები ამ თანმიმდევრობის: Australopithecines - Homo habilis - Homo erectus – Homo sapiens წამოყენებით ცდილობდნენ შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს ამ მწკრივში წინ მდგარი მომდევნოს წინაპარი იყოს. თუმცა, ანთროპოლოგიის უკანასკნელი მონაცემები მოწმობენ, რომ Australopithecines, Homo habilis და Homo erectus ერთსა და იმავე დროს არსებობდნენ, ოღონდ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამასთან ადამიანებმა, რომლებიც Homo erectus –ის კლასს მიაკუთვნეს, თანამედროვეობამდე მოაღწიეს და Homo sapiens neandertalensis –ისა და Homo sapiens sapiens –ის (თანამედროვე ადამიანი) გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. ანუ, მოყვანილი ფაქტი ცხადად და ნათლად უარყოფს მოსაზრებას შესახებ იმისა, რომ ეს არსებები ერთმანეთის წინაპრები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ.
ერთი სიტყვით, ყველა სამეცნიერო მონაცემი და გამოკვლევა ამ სფეროში მეტყველებს იმაზე, რომ ევოლუციონისტთა მიერ მაგალითად მოყვანილი ნაშთები არასდროს ყოფილა ევოლუციური პროცესის შედეგი. ამ ნაშთების ნაწილი მაიმუნებისაა, ნაწილი კი სხვადასხვა რასის ადამიანებისა. მაგრამ ამ ნაშთებიდან რომელია ადამიანებისა და რომელი – მაიმუნებისა? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ეს კატეგორიები თანმიმდევრულად განვიხილოთ.
ევოლუციონისტთა შთაგონების ერთადერთი წყარო – ყბის ძვალი
| ||
რამაპითეკის (Ramapithecus) პირველი აღმოჩენილი ნამარხი ორი ნაწილისგან შემდგარ ყბის ნაწილს წარმოადგენს. მხატვარმა-ევოლუციონისტებმა, ყოვლად ურცხვად, სასწრაფოდ შექმნეს რამაპითეკის სახე ოჯახურ გარემოში, ეყრდნობოდნენ რა ამ ორ აღმოჩენილ ძვალს. როგორც კი ცხადი გახდა, რომ რამაპითეკის მსგავსი პოტენციური პრეტენდენტები “გარდამავალი ფორმის” წოდებაზე, მხოლოდ ჩვეულებრივი მაიმუნები იყვნენ, ევოლუციონისტებმა უხმაუროდ ამოშალეს ისინი ადამიანის გენეალოგიური ხიდან.
|
ავსტრალოპითეკი: მაიმუნის ერთ-ერთი სახეობა
ავსტრალოპითეკი, რომელიც პირველ კატეგორიას განეკუთვნება “სამხრეთულ მაიმუნს” ნიშნავს. ითვლება, რომ ეს არსებების აფრიკაში 4 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და არსებობა შეწყვიტეს ჩვენს ერამდე 1 მილიონი წლის წინ. ავსტრალოპითეკებს შორის განსხვავებებიც არსებობს. მათ შორის უძველესად Australopithecus afarensis ითვლება, მერე მოდის Australopithecus africanus შედარებით წვრილი ძვლებით და ბოლოს უფრო მსხვილძვლიანი Australopithecus robustus. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ Australopithecus boissei ბოისსეი ცალკე სახეობაა, მეორენი კი მას Australopithecus robustus-ის ქვესახეობად თვლიან.
Australopithecus-ის ყველა სახეობა თანამედროვე მაიმუნების მსგავსი გადაშენებული მაიმუნებია. ყველა ამ სახეობის ტვინის მოცულობა შიმპანზეს ტვინის ტოლი, ან მასზე ნაკლებია. კიდურებზე აქვთ შვერილი, რაც ხეებზე ცოცვის საშუალებას იძლევა, უკანა თათები შეჭიდების უნარით გამოირჩევა, მათი სიმაღლე 130 სანტიმეტრს არ აღემატება. თანამედროვე მაიმუნების მსგავსად ავსტრალოპითეკის მამრი მდედრზე მსხვილია. თავის ქალის აგებულების ბევრი თავისებურება, ახლომდებარე თვალის ფოსოები, წამახული ძირითადი კბილები, ყბების ფორმა, გრძელი ხელები და მოკლე ფეხები – ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ისინი თანამედროვე მაიმუნებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ.
ამ შემთხვევაში ევოლუციონისტები ეყრდნობიან იმ გარემოებას, რომ ავსტრალოპითეკებს ანატომიური აგებულება მაიმუნებისა აქვთ, და მაინც ადამიანების მსგავსად გამართულად დადიოდნენ, რაც სხვა მაიმუნებს არ ახასიათებთ. “გამართულად მოსიარულე” მაიმუნების ვერსიას ათწლეულების მანძილზე იცავდნენ ისეთი ევოლუციონისტი – პალეონტოლოგები, როგორც რიჩარდ ლიკი ან დონალდ ჯოჰანსონი არიან.
თუმცა ბევრი მეცნიერის მიერ ჩატარებულმა Australopithecus–ის ჩონჩხის გამოკვლევებმა ევოლუციონისტთა მტკიცებულებები გააბათილეს. მსოფლიოში სახელგანთქმულმა ინგლისელმა და ამერიკელმა ანატომებმა – ლორდმა სოლი ცუკერმანმა და პროფესორმა ჩარლზ ოქსნარდმა, Australopithecus-ის ნაშთების საგულდაგულო გამოკვლევის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ეს არსებები ისევე დადიოდნენ, როგორც თანამედროვე მაიმუნები. ინგლისის მთავრობის ხელშეწყობით, ჩამოყალიბდა ხუთკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყო ლორდი ცუკერმანიც, ვინც ამ არსების ძვლების შესწავლას 15 წელიწადი მოანდომა. მიუხედავად იმისა, რომ თვით ცუკერმანიც ევოლუციონისტების რიგებს განეკუთვნებოდა, ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ Australopithecus- ი მხოლოდ და მხოლოდ მაიმუნის ერთ-ერთი ქვესახეობა იყო, რომელსაც გამართული სიარული არ ახასიათებდა. ხოლო ამ სფეროში თავისი გამოკვლევებით ცნობილი ევოლუციონისტი-ანატომი ჩარლზ ოქსნარდი ხაზს უსვამს Australopithecus–ისა და თანამედროვე ორანგუტანგის ჩონჩხებს შორის მსგავსებას.
1944 წელს ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა Australopithecus–ის ჩონჩხის უკანასკნელი ფართო გამოკვლევა ჩაატარა, რათა საბოლოო დასკვნა გამოეტანა ამ საკითხის ირგვლივ. ეს დასკვნა ასეთია – “ავსტრალოპითეკები ოთხზე დადიოდნენ.” ერთი სიტყვით, ავსტრალოპითეკი სხვა არაფერია, თუ არა მაიმუნის გადაშენებული სახეობა, რომელსაც ადამიანთან არავითარი კავშირი არა აქვს.
უნარიანი ადამიანი (Homo habilis): მაიმუნი, რომლის ადამიანად გადაქცევას ცდილობენ
ავსტრალოპითეკის თავის ქალის შიმპანზეს თავის ქალასთან მსგავსებამ, აგრეთვე ამ არსებების “ორ ფეხზე დგომის” ვერსიის გაბათილებამ ევოლუციონისტი პალეონტოლოგები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. წარმოსახვით ევოლუციონურ სქემაში AA–ს ხომ Homo erectus მოჰყვებოდა. Homo erectus, სადაც Homo ნიშნავს “ადამიანს”, ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება და გამართული (ვერტიკალური) ჩონჩხით გამოირჩევა. მისი თავის ქალის მოცულობა ორჯერ მეტია, ვიდრე ავსტრალოპითეკისა.. გარდაქმნა მაიმუნის ერთ-ერთი სახეობის - Australopithecus-ისა Homo erectus-სად, რომლის ჩონჩხის აგებულება არაფრით განსხვავდება თანამედროვე ადამიანისგან, ევოლუციის თეორიის მიხედვითაც კი შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა “ურთიერთკავშირი”, ანუ “გარდამავალი ფორმა”. სწორედ ამ აუცილებლობამ გამოიწვია “Homo habilis”-ის ცნების გაჩენა.
კლასიფიკაცია Homo habilis 1960 წელს ლიკის – “არქეოლოგიურ ნამარხებზე მონადირეთა” ოჯახმა წამოაყენა. ლიკის ოჯახის აზრით, წარმომადგენელს ამ ახალი სახეობისა, რომელსაც Homo habilis ეწოდა, გამართული სიარული შეეძლო. იგი შედარებით დიდი მოცულობის ტვინით გამოირჩეოდა და ქვისა და ხის შრომის იარაღების მოხმარება შეეძლო. ასე რომ, შეეძლო, ადამიანის წინაპარიც ყოფილიყო.
თუმცა, ოთხმოციან წლებში აღმოჩენილმა ნაშთებმა სრულიად შეცვალა ეს წარმოდგენები. ამ ნაშთების გამოკვლევის საფუძველზე ბერნარდ ვუდი და ლორინგ ბრეისი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ Homo habilis ანუ “ადამიანი, რომელსაც შრომის იარაღებით სარგებლობა შეუძლია”, სინამდვილეში უნდა მოიხსენიებოდეს, როგორც Australopithecus habilis, ანუ “სამხრეთაფრიკული მაიმუნი, რომელსაც შრომის იარაღებით სარგებლობა შეუძლია” რადგან Homo habilis –ს უამრავი რამ აქვს საერთო მაიმუნ Australopithecus –სთან: გრძელი ხელები, მოკლე ფეხები და მაიმუნისმაგვარი ჩონჩხი. ხოლო ტვინის მოცულობა – 550 კუბური სანტიმეტრი, საუკეთესო ნიშანია იმისა, რომ რომ ყველა ეს არსება მაიმუნებს განეკუთვნება. Homo habilis, რომელიც ზოგიერთი ევოლუციონისტის მტკიცებით, ცალკე სახეობაა, სინამდვილეში ისეთივე მაიმუნია, როგორც სხვა Australopithecus–ები.
შემდგომ წლებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა Homo habilis–ისა და Australopithecus–ის მსგავსება დაადასტურა. 1984 წელს ტიმ უაიტმა აღმოაჩინა ჩონჩხისა და თავის ქალის ნაშთი OH62, რომელსაც მაიმუნის ყველა თვისება ახასიათებდა–მცირე მოცულობის ტვინი, გრძელი ხელები, რომლებიც ხეზე აცოცების საშუალებას აძლევდა, და მოკლე ფეხები.
ამერიკელი ანთროპოლოგის ჰოლი სმიტის 1994 წელს ჩატარებულმა უფრო დაწვრილებითმა ანალიზმაც დაადასტურა, რომ Homo habilis ადამიანი კი არა, მაიმუნია. ლაპარაკობს რა Australopithecus–ის, Homo habilis-ის, Homo erectus-ისა და Homo neandertalensis–ის კბილების გამოკვლევაზე, სმიტი აღნიშნავს:
“კბილების განვითარებისა და აგებულების კრიტერიუმებზე დაყრდნობით ჩატარებული ანალიზი მეტყველებს, რომ Australopithecus და Homo habilis აფრიკული მაიმუნების ერთსა და იმავე კატეგორიას მიეკუთვნებიან. თუმცა, Homo erectus და Homo neandertalensis, თავიანთი აგებულებით თანამედროვე ადამიანს ემსგავსებიან.”
უნარიანი ადამიანი (Homo habilis): მაიმუნის კიდევ ერთი სახეობა
ევოლუციონისტები დიდი ხნის მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ არსება, რომელსაც ისინი უნარიან ადამიანს (Homo habilis) უწოდებდნენ, გამართული დადიოდა. ასე რომ, მათი ვარაუდით, ბოლოს და ბოლოს, აღმოჩენილ იქნა მაიმუნიდან ადამიანზე გარდამავალი ეტაპის დამადასტურებელი რგოლი, რაც ასე აკლდათ ევოლუციონისტებს. თუმცა, პალეონტოლოგ ტიმ უაიტის მიერ 1986 წელს აღმოჩენილმა – Homo habilis-ის ნაშთმა, რომელსაც მან OH62 უწოდა, სრულად გააბათილა ეს დებულება. ნაშთის ამ ნაწილმა აჩვენა, რომ Homo habilis ისეთივე არსება იყო, გრძელი წინა კიდურებითა და კარგად განვითარებული მოკლე ფეხებით, როგორიც თანამედროვე მაიმუნია. ამ ნამარხმა ნაშთმა ბოლოს და ბოლოს, გააბათილა ის მოსაზრება, რომ Homo habilis ორ ფეხზე მდგარი, გამართულად მოსიარულე არსება იყო. Homo habilis სხვა არავინ იყო, თუ არა, ჩვეულებრივი მაიმუნი.
ფოტოზე ასახულია “OH 7 Homo habilis”-ის ყბა, რაზეც ნათლად ჩანს ამ ტიპის მაიმუნების თავისებურებები: კარგად განვითარებული საკბეჩი კბილები და წვრილი ძირითადი კბილები, ასევე ყბის ძვლის კვადრატული ფორმა. ყველა ეს თავისებურება თანამედროვე მაიმუნებისთვისაც არის დამახასიათებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Homo habilis-ის ყბამ დაამტკიცა, რომ ეს არსება ჩვეულებრივი მაიმუნი იყო.
იგივე წელს, გამოიყენეს რა კვლევის სრულიად განსხვავებული მეთოდი, ფრედ სპური, ბერნარდ ვუდი და ფრანს ზონეველდი იგივე დასკვნებამდე მივიდნენ. ეს მეთოდი წონასწორობის დამცველი მექანიზმის - შიდა ყურის ნახევრადმრგვალი არხების შედარებით ანალიზზეა დაფუძნებული. გამართულად მოსიარულე ადამიანისა და ნახევრად წელში მოხრილი მაიმუნის არხებს შორის კონკრეტული განსხვავევები არსებობს. ამ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ Australopithecus–ისა და Homo habilis-ის შიდა ყურის არხები თანამედროვე მაიმუნების მსგავსია, ხოლო Homo erectus–ის იგივე სტრუქტურა თანამედროვე ადამიანის არხების ანალოგიურია.
ამ აღმოჩენის საფუძველზე ორი უმნიშვნელოვანესი დასკვნის გაკეთება შეიძლება:
Homo habilis–ის სახელით ცნობილი ნაშთები განეკუთვნება არა Homo–ს, ანუ ადამიანის, არამედ Australopithecus–ის, ანუ მაიმუნის კლასიფიკაციას.
ადამიანი რუდოლფენსისი (Rudolfensis): სახის მცდარი რეკონსტრუქცია
შიდა ყურის აგებულების ანალიზის შედეგი: მაიმუნიდან ადამიანისკენ გადასვლა არ არსებობს
ადამიანისა და მაიმუნის შიდა ყურის ნახევრადმრგვალი არხების შედარებითი ანალიზით დადგინდა, რომ ცოცხალი არსებები, რომლებიც ადამიანების წინაპრებად მოიხსენიებოდა, სინამდვილეში მაიმუნები იყვნენ. ავსტრალოპითეკისა და Homo habilis–ს შიდა ყურის არხებს მაიმუნებისთვის დამახასიათებელი თავისებურებები გამოარჩევს ისევე, როგორც Homo erectus–ს – ადამიანისა.
ტერმინი Homo Rudolfensis მიესადაგა ნაშთს, რომელიც 1972 წელს კენიაში, მდინარე რუდოლფის სიახლოვეს იქნა აღმოჩენილი. იგივე სახელი დაერქვა სახეობას, რომელსაც თითქოს ეს ნაშთი ეკუთვნოდა. მრავალი პალეონტოლოგი იზიარებს იმ აზრს, რომ Homo Rudolfensis სხვა სახეობას კი არა, Homo habilis-ს, ანუ მაიმუნებს მიეკუთვნება.
ნამარხის აღმომჩენმა რიჩარდ ლიკიმ, ასაკი თავის ქალისა, რომელსაც მან “KNM- ER 1470” დაარქვა, 2,8 მილიონი წლით განსაზღვრა და ეს ამბავი წარმოაჩინა, როგორც უდიდესი მოვლენა არქეოლოგიის ისტორიაში, რითაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. ნაპოვნ არსებას თავის ქალის მოცულობა ისეთივე მცირე ჰქონდა, როგორც ავსტრალოპითეკს, ხოლო სახე ადამიანისას მიუგავდა. ლიკის აზრით, სწორედ ეს არსება იყო დაკარგული რგოლი ავსტრალოპითეკსა და ადამიანს შორის. თუმცა, მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ თავის ქალა “KNM- ER 1470” –ის “ადამიანური” სახე რეკონსტრუქციის პროცესში დაშვებული შეცდომის, (იქნებ წინასწარგანზრახული შეცდომის) შედეგი იყო. პროფესორი ტიმ ბრომეიჯი, რომელიც ადამიანის სახის ანატომიურ კვლევას აწარმოებდა, გვიზიარებს იმ ჭეშმარიტებას, რაც 1992 წელს კომპიუტერული სიმულაციის შედეგად დადგინდა:
“KNM- ER 1470-ის რეკონსტრუქციისას, სახე მოთავსდა თითქმის თავის ქალის პარალელურად, ისე, როგორც ეს თანამედროვე ადამიანს ახასიათებს. მაგრამ ამ შემთხვევაში სახე თავის ქალასთან უფრო დამრეცად უნდა მოეთავსებინათ. ასეთი განლაგებით ჩვენ ვიღებთ მაიმუნისმაგვარ სახეს, ისეთს, როგორიც ავსტრალოპითეკს აქვს.”
ამ საკითხზე ევოლუციონისტი-პალეონტოლოგი ჯ. კრონინი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს:
“უხეშად ფორმირებული სახე, თავის ქალის მცირე სიგანე და მსხვილი ძირითადი კბილები - KNM- ER 1470 -ის თავის ქალის თავდაპირველი თავისებურებები ავსტრალოპითეკის თავის ქალისთვისაც არის დამახასიათებელი... KNM- ER 1470-ს ისევე, როგორც Homo-ს უფრო ადრეულ ნიმუშებს, ბევრი რამ აქვს საერთო წვრილძვალა ავსტრალოპითეკების აგებულებასთან. ეს თავისებურებები არ ჩანს Homo–ს გვიანდელ ნიმუშებში (ანუ, Homo erectus-ში).”
მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორმა ჩ. ლორინგ ბრეისმა KNM- ER 1470–ის ყბებისა და კბილების ანალიზების სერია ჩაატარა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ:
“მსხვილი ყბა და სივრცე, რომელიც ძირითად კბილებს უჭირავს, მეტყველებს იმაზე, რომ KNM- ER 1470-ს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ავსტრალოპითეკის სახე და კბილები აქვს”.
ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, პალეონტოლოგი ალან უოლკერი, რომელმაც KNM- ER 1470–ის ანალიზს არანაკლები ძალისხმევა მოახმარა, ვიდრე ლიკიმ, ამტკიცებს, რომ ეს არსება უნდა მიეკუთვნოს არა Homo habilis-ს ან Homo Rudolfensis-ს, ანუ ადამიანის სახეობას, არამედ Australopithecus-ების კლასს.
ერთი სიტყვით, მსგავსი კლასიფიკაციები, რომლებითაც ცდილობენ Homo habilis ან Homo Rudolfensis Australopithecus–სსა და Homo erectus–სს შორის გარდამავალ ფორმად წარმოადგინონ, ფანტაზიის შედეგია. ყოველი ეს არსება Australopithecus-ის ჩვეულებრივი წარმომადგენელია, რასაც დღეს მკვლევართა უმრავლესობა ეთანხმება. ამ არსებათა ანატომიური თავისებურებები ადასტურებს, რომ ისინი მაიმუნთა კლასს ეკუთვნიან. ხოლო მათი მომდევნო “Homo”-ს ნაშთები მართლაც ადამიანებისაა.
გამართულად მოსიარულე ადამიანი (Homo erectus) და მისი მომდევნო სახეობები: ადამიანების რეალური ტიპები
ევოლუციონისტთა მიერ მოგონილი სქემის თანახმად, სახეობა H –ს შიგნით ევოლუცია ასე წარიმართა – ჯერ Homo erectus, მერე Homo sapiens archaic, Nეანდერტალ, ჩრო-მაგნონ და თანამედროვე ადამიანი... თუმცა, ასეთი კლასიფიკაცია სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა სხვადასხვა რასას წარმოადგენს. მათ შორის იმაზე მეტი განსხვავება არ არის, ვიდრე ესკიმოსსა და ზანგს, ან ევროპელსა და პიგმეის შორის.
თავდაპირველად განვიხილოთ Homo erectus, რომელიც, ევოლუციონისტთა თვალსაზრისით საწყის სახეობას წარმოადგენს. ტერმინი “ერეცტ” აღნიშნავს “გამართულს”, ხოლო “Homo erectus” “გამართულ ადამიანს”. ევოლოუციონისტები იძულებულნი გახდნენ გამოეყოთ ეს ადამიანები მათი წინაპრებისგან ტერმინით – “ერეცტ”, რადგან Homo erectus–ის ნაშთებს სწორი (ვერტიკალური) ჩონჩხი ახასიაათებს, რაც არ შეინიშნება Australopithecus-სა ან Homo habilis-ში. Homo erectus–ისა და თანამედროვე ადამიანის ჩონჩხი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება.
700 000 წლის წინანდელი ინჟინერ-გემთმშენებლები
ფოტო კომენტარით:
ანტიკური ხანის მეზღვაურები: “პირველად მოხდა, რომ ადამიანები უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ, ვიდრე ვვარაუდობდით...” ამ სათაურით ჟურნალ “New Scientist”-ის 1998 წლის 14 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში ლაპარაკია იმაზე, რომ ევოლუციონისტების მიერ Homo erectus-ად მონათლული ადამიანები ჯერ კიდევ 700 000 წლის წინ გემთმშენებლობას მისდევდნენ. მაშ, შეიძლება “პირველყოფილი” ეწოდოს იმ ადამიანს, ვინც გემთმშენებლობისთვის აუცილებელ ცოდნასა და ტექნოლოგიებს ფლობდა?
ევოლუციონისტები Homo erectus-ს საწყის სახეობად შემდეგი მოსაზრებებით თვლიან – თავის ქალის მოცულობა (900-1100 სმ3), რაც ადამიანის თავის ქალის მოცულობაზე ნაკლებია და სქელი სქელი წარბზედა ბორცვები. ამავდროულად, მსოფლიოში დღესაც სახლობენ ადამიანები, რომელთაც Homo erectus–ის ტოლი თავის ქალის მოცულობა, (მაგალითად, პიგმეებს), ან ანალოგიური წარბზედა ბორცვები, (მაგალითად ავსტრალიელ აბორიგენებს) აქვთ.
თავის ქალის მოცულობა არაფრით მეტყველებს უნარსა თუ ჭკუაზე. ეს საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა. ჭკუა დამოკიდებულია არა ტვინის მოცულობაზე, არამედ მის შინაგან ორგანიზაციაზე.
Homo erectus–ის სახელწოდებით ცნობილი ნამარხი ნაშთები აღმოჩნდა აზიაში და მათ “ადამიანი Pekin” და “ადამიანი Iava” უწოდეს. თუმცა, დროთა ვითარებაში აღმოჩნდა, რომ ამ ორი ნაპოვნის ნდობაც არ შეიძლებოდა. ადამიანი Pekin თაბაშირისგან იყო გაკეთებული და შედგებოდა მოდელებისგან, რომლის ორიგინალები დაიკარგა; ადამიანი Iava –სგან კი თავის ქალის ნამსხვრევი და მენჯის ძვალი იყო დარჩენილი და ეკუთვნოდა თუ არა ეს ძვლები ერთ არსებას, ვერ დადგინდა. ამიტომაც, აფრიკაში აღმოჩენილი Homo erectus სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Homo erectus–ის ნაშთების ნაწილი ევოლუციონისტებმა სხვა კლასიფიკაციაში Homo ergaster –ის სახელით შეიტანეს, რამაც მათ შორის უთანხმოება გამოიწვია. ამ მაგალითებს Homo erectus–ის კლასიფიცირების დროს განვიხილავთ).
Homo erectus–ის ყველაზე ცნობილი ნიმუში, რომელსაც “Narikotome homo erectus” ანუ “ბიჭიTurkana” ეწოდა, კენიაში, ტბა Turkana-ს ნაპირზე იქნა აღმოჩენილი. დადგინდა, რომ ეს ნამარხი ნაშთები ეკუთვნოდა თორმეტი წლის მოზარდს, რომელიც ზრდასრულ ასაკში 183 სანტიმეტრი სიმაღლისა იქნებოდა. მისი ჩონჩხი არაფრით განსხვავდება თანამედროვე ადამიანის ჩონჩხისგან.
გამართულად მოსიარულე ადამიანი (Homo erectus): ნამდვილი ადამიანი
Homo erectus “გამართულად ფეხზე მდგარ ადამიანს” ნიშნავს. ყველა ნამარხი ნაშთი კაცობრიობის სხვადასხვა რასის წარმომადგენლებისაა. Homo erectus–ის ნამარხ ნაშთებს მკვეთრად გამოხატული საერთო მახასიათებლები არ აღენიშნებათ და ამიტომ, მხოლოდ თავის ქალაზე დაყრდნობით ადამიანის გარეგნობის განსაზღვრა საკმაოდ ძნელია. ამიტომაც, ბევრ სწავლულ ევოლუციონისტს ამ ნაშთთა სხვადასხვა კლასიფიკაცია და დასახელება მოჰყავდა.
მაღლა მარცხენა სურათზე წარმოდგენილია Homo erectus–ის ყველაზე დამახასიათებელი თავის ქალა, რომელიც აფრიკაში, დასახლება კოობი ფორას შემოგარენში აღმოჩნდა. მარჯვენა ფოტოზე კი ვხედავთ Homo Ergaster KNM-ER 3733-ის თავის ქალას, რომელიც თავის ქალის არცთუ მკვეთრად გამოხატულ თავისებურებებს ასახავს.
Homo erectus–ის ყველა ამ ნამარხი ნაშთის თავის ქალის მოცულობა 900-დან 1100 კუბური სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. ეს მაჩვენებლები თანამედროვე ადამიანისას უტოლდება.
ჩონჩხი KNM WT 1500-ისა, რომელიც “ტურკანის ბიჭის” სახელწოდებით უფროა ცნობილი, დღესდღეობით აღმოჩენილ ნამარხ ნაშთებს შორის ყველაზე სრული და ძველია. ამ ნაშთის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ეს იყო 12 წლის ყმაწვილი, რომლის სიმაღლე 180 სანტიმეტრს აღწევდა. ეს ნამარხი ნაშთი ნათლად ადასტურებს თანამედროვე ადამიანისა და ნეანდერტალელი ადამიანის ჩონჩხის სრულ იდენტურობას. “ტურკანის ბიჭი” არის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში, რომელიც მითური ადამიანის ევოლუციის ყველა არგუმენტს აბათილებს.
ევოლუციონისტი დონალდ ჯონსონი ასე ახასიათებს ამ ნაშთს:
“ის იყო მაღალი და გამხდარი. მისი აღნაგობა და პროპორციები ეკვატორული აფრიკის თანამედროვე მცხოვრებთა აღნაგობას ესადაგება. ხოლო სხეულის ორგანოთა ზომები ჩრდილო ამერიკის თეთრი რასის წარმომადგენელი ზრდასრული მამაკაცის ზომების ანალოგიურია”.
ამერიკელი პალეოანთროპოლოგი ალან უოლკერი წერს:
“პალეონტოლოგიაში მომუშავე საშუალო დონის სპეციალისტსაც კი გაუჭირდება ამ ჩონჩხის თანამედროვე ადამიანის ჩონჩხისგან გარჩევა.”“რაც შეეხება თავის ქალას, ის ნეანდერტალელის თავის ქალის ანალოგიურია”.
ნეანდერტალელები თანამედროვე ადამიანების ერთ-ერთი რასაა. ეს ესე იგი, Homo erectus-იც ადამიანის ერთ-ერთი რასაა. ევოლუციონისტი რიჩარდ ლიკიც კი აღიარებს, რომ Homo erectus-სა და თანამედროვე ადამიანს შორის განსხვავება რასობრივი განსხვავებულობის ფარგლებს არ სცილდება:
“ყოველ ადამიანს შეუძლია შეამჩნიოს განსხვავება: თავის ქალის ფორმა, სახის კუთხე, უხეში წარმსზედა ბორცვი და ა.შ. თუმცა ეს განმასხვავებელი თავისებურებები დღესაც გვხვდება სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში მცხოვრებ ადამიანებში. ეს ვარიაციები წარმოიქმნება, როცა ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებულ პირობებში ცხოვრობენ.”
კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორმა დიდი დრო და ძალისხმევა მოანდომა ესკიმოსებისა და ალეუტის კუნძულებზე მცხოვრები ხალხების შესწავლას და Homo erectus-სა და ამ ადამიანებს შორის საოცარი მსგავსება აღმოაჩინა. ის შემდეგ დასკვნამდე მივიდა – ეს არის სხვადასხვა რასა, რომელიც სინამდვილეში ერთ სახეობას “Homo sapiens”-ს მიეკუთვნება:
“თუ გავითვალისწინებთ დიდ განსხვავებას ერთმანეთისგან დაცილებულ ისეთ ჯგუფებს შორის, როგორებიცაა ესკიმოსები და ავტრალიის აბორიგენები, რომლებიც Homo sapiens-ის სახეობას მიეკუთვნება, ლოგიკურად უნდა მივიდეთ დასკვნამდე, რომ Homo erectus-იც Homo sapiens-ია, და მათ შორის არის განსხვავებებიც.”
Homo erectus, (ერთ-ერთი ადამიანური რასა) მკვეთრად განსხვავდება მაიმუნებისგან (Australopithecus, Homo habilis, Homo Rudolfensis), რომლებიც ევოლუციური სცენარის მიხედვით მას წინ უსწრებენ. ანუ აღმოჩენილი პირველი ადამიანები გაჩნდნენ მყისიერად და ერთდროულად, ყოველგვარი ევოლუციური პროცესის გარეშე. და შექმნის დამამტკიცებელი ამაზე უტყუარი და საფუძვლიანი საბუთი არ შეიძლება არსებობდეს.
მაგრამ ამ ჭეშმარიტების გაზიარება ევოლუციონისტთა დოგმატურ ფილოსოფიასა და იდეოლოგიასთან დაპირისპირებას ნიშნავს. ამის გამო, ისინი ცდილობენ, Homo erectus ნახევრადმაიმუნის მსგავს არსებად წარმოგვიდგინონ. ის კი სინამდვილეში ადამიანთა ერთ-ერთი რასის წარმომადგენელია და სხვა არაფერი. Homo erectus-ის რეკონსტრუქციებში დაჟინებით ცდილობენ, მას მაიმუნის გარეგნობა მისცენ. მეორე მხრივ, მათ “ადამიანური თავისებურებებით” დაასაჩუქრეს ისეთი მაიმუნები, როგორებიც არიან Australopithecus ან Homo habilis. სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების – მაიმუნებისა და ადამიანების ასეთი “დაახლოებით”, ისინი ცდილობენ მიჩქმალონ მათ შორის არსებული განსხვავება.
ნეანდერტალელები: ზორბა ადამიანთა რასა
ნეანდერტალელები ევროპაში 100 000 წლის წინ უცებ გაჩნდნენ და 35 000 წლის წინ ასევე სწრაფად და უხმაუროდ გაქრნენ სხვა რასებთან ასიმილირების შედეგად. ერთადერთი, რაც მათ ადამიანებისგან განასხვავებს, უფრო მტკიცე ჩომჩხი და მსხვილი თავის ქალაა. ნეანდერტალელები ადამიანთა რასაა. ამ დებულებას დღეს ყველა იზიარებს. ევოლუციონისტებმა დიდი ძალისხმევა შეალიეს იმას, რომ ეს ადამიანები “საწყის სახეობად” წარმოედგინათ, მაგრამ ყველა ფაქტი მეტყველებს – ნეანდერტალელი არაფრით განსხვავდება დღეს მცხოვრები ნებისმიერი მოსული ადამიანისგან. ნიუ მექსიკოს ერთ-ერთი წამყვანი არქეოლოგი ერიკ ტრინკაუსი ამ საკითხზე მსჯელობისას აღნიშნავს:
“ნეანდერტალელის ნამარხ ნაშთსა და თანამედროვე ადამიანის ძვლების შედარებითი ანალიზით დადგინდა, რომ ნეანდერტალელის ანატომიურ აგებულებასა და მოძრაობებში, ინსტრუმენტების მოხმარების უნარში, გონებრივი დონესა და მეტყველების უნარში არაფერია ისეთი პრიმიტიული, რაც თანამედროვე ადამიანისგან მის ჩამორჩენილობას დაადასტურებდა.”
(მარცხნივ) ოცდაექვსათასწლოვანი ნემსი: საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც მოწმობს, რომ ნეანდერტალელმა ტანსაცმლის კერვა ჯერ კიდევ რამდენიმე ათიათასეული წლის წინ შეეძლო.( D.Iohanson, B. Edgar, “From Lucy to Language”, გვ.99)
ცრუ ნიღბები: ნეანდერტალელი, რომელიც პრაქტიკულად თანამედროვე ადამიანისგან არაფრით განირჩევა, ევოლუციონისტთა მიერ წინასწარგანზრახვით მაიმუნისმაგვარ არსებად არის გამოსახული.
ამიტომაც დღესდღეობით ბევრი მეცნიერი ნეანდერტალელს ადამიანის ქვესახეობად მიიჩნევს და განსაზღვრავს, როგორც” Homo sapiens neandertalensis”-ს. არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ ნეანდერტალელები მკვდარს მარხავდნენ, იცოდნენ მუსიკალური ინსტრუმენტების გაკეთება და საერთოდ, იზიარებდნენ განვითარებულ კულტურას Homo sapiens sapiens-ისა, რომლებიც დროის იგივე მონაკვეთში ცხოვრობდნენ. ერთი სიტყვით, ნეანდერტალელები წარმოადგენდნენ რასას “ზორბა” ადამიანებისა, რომელიც დროთა ვითარებაში გადაშენდა.
ნეანდერტალელები: ზორბა აღნაგობის ადამიანები
ზემო სურათზე წარმოდგენილია Homo Sapiens neanderthalensis–ის თავის ქალა, რომელიც ისრაელში აღმოაჩინეს და ამუდი დაარქვეს. ნეანდერტალელები არცთუ ძალიან მაღალ, მაგრამ ჩასკვნილ ადამიანებად ითვლებოდნენ, თუმცა ამ ნამარხი ნაშთის პატრონი სიმაღლით 180 სანტიმეტრი იყო. მისი ტვინის მოცულობა 1740 კუბურ სანტიმეტრს შეადგენდა, რაც დღეს აღმოჩენილ არსებათა ტვინის მოცულობას აღემატება. ამ გარემოებამ საბოლოოდ დაასამარა ევოლუციონისტთა მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც ნეანდერტალელები პრიმიტიულ ადამიანთა სახეობას განეკუთვნებოდნენ. მარცხენა სურათზე ხედავთ ნამარხ ნაშთს – კებარას (მოშე). ეს დღესდღეობით ნეანდერტალელის ყველაზე სრული და კარგად შენახული ჩონჩხია. ამ ადამიანის სიმაღლე 170 სანტიმეტრი იყო და მისი აგებულება თანამედროვე ადამიანის ჩონჩხისგან არაფრით განსხვავდებოდა. საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც ამ ჩონჩხთან ერთად აღმოაჩინეს, საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ადამიანთა საზოგადოება, რომელსაც ეს ინდივიდი განეკუთვნებოდა, Homo Sapiens-თან ერთ გეოგრაფიულ არეალში ცხოვრობდა და იგივე კულტურას წარმოადგენდა.
გონიერი ადამიანი (Homo Sapiens Archaic), ჰაიდელბერგელი ადამიანი (Homo Heilderbergensis), კრომანიოლელი (Cro-Magnon)
Homo Sapiens Archaic გამოგონილ ევოლუციურ ჯაჭვში ადამიანის წინამორბედია. ევოლუციონისტებს ბევრი არაფერი აქვთ სათქმელი ამ ადამიანებზე, რადგან ისინი თანამედროვე ადამიანისგან არაფრით განსხვავდებიან. ზოგი მკვლევარის აზრით კი, ამ რასის წარმომადგენლები დღესაც არსებობენ, მაგალითად, ავსტრალიელი აბორიგენების სახით. აბორიგენებს, ისევე, როგორც ამ რასის წარმომადგენლებს, მსხვილი წარბსზედა ბორცვები, ყბები ნიკაპის შვერილის გარეშე და ტვინის ოდნავ უფრო მცირე მოცულობა ახასიათებს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები (Homo Sapiens Archaic) დღევანდელი უნგრეთისა და იტალიის ტერიტორიაზე სახლობდნენ.
Homo Sapiens და კლასიფიკაცია, რომელიც ევოლუციონისტურ ლიტერატურაში Homo Heilderbergensis–ის სახელით მოიხსენიება, სინამდვილეში ერთი და იგივეა. ადამიანის ერთი და იგივე რასის განსაზღვრისთვის ორი მცნების შემოღების მიზეზი ევოლუციონისტთა შორის შექმნილი აზრთა სხვადასხვაობაა. Homo Heilderbergensis–ის კლასიფიკაციას მიკუთვნებული ნამარხი ნაშთები მოწმობს, რომ 500 000 და 740 000 წლის წინათაც კი ინგლისისა და ესპანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც ანატომიურად თანამედროვე ევროპელებს ჰგვანან.
ხოლო კლასიფიკაცია Cro-Magnon არის რასა, რომელიც სავარაუდოდ 30 000 წლის წინ არსებობდა. ამ ადამიანებს გუმბათისებრი თავის ქალა და ფართე შუბლი გამოარჩევდათ. თავის ქალის მოცულობა – 1600 სმ3 თანამედროვე ადამიანის საშუალო მოცულობას აღემატებოდა. ჰქონდათ ზარბსზედა ბორცვები და თავის ქალის უკანა ნაწილზე ნეანდერტალელისა და Homo erectus -სთვის დამახასიათებელი ძვლოვანი წამონაზარდი.
მეტიც, აფრიკისა და საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში (Salute და Dorgonya) ცხოვრობენ ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც კრომანიონელებს ჰგვანან. ასეთი ჯგუფები გვხვდება პოლონეთსა და უნგრეთშიც.
ტიპები ადამიანებისა, რომლებიც თავიანთ წინაპრებთან ერთ დროში ცხოვრობდნენ
ყველაფერი, რაც აქამდე განვიხილეთ, გვარწმუნებს, რომ ევოლუციის თეორიის სცენარი თითიდან გამოწოვილი და უსაფუძვლო დასკვნების მწკრივია და სხვა არაფერი. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ის ფაქტი, რომ ასეთი გენეალოგიური ხის არსებობისთვის აუცილებელია მაიმუნისგან ადამიანის ევოლუციის დამამტკიცებელი არქეოლოგიური მასალები. ეს მაშინ, როცა მაიმუნსა და ადამიანს შორის გადაულახავი უფსკრულია. ამ უფსკრელს ქმნის ისეთი თავისებურებები, როგორებიცაა ჩონჩხის აგებულება, თავის ქალის მოცულობა და სიარული. (1994 წელს ჩატარდა შიდა ყურის ვესტიბულარული აპარატის გამოკვლევები, რომელთა შედეგად Australopithecus და Homo habilis მიეკუთვნენ მაიმუნების კლასს, ხოლო Homo erectus – ადამიანთა კლასს). ამ ორი სახეობის თანაცხოვრება, რომელთაც ერთიმეორის წინაპრად გვისახავდნენ, მოწმობს, რომ მათ შორის არ შეიძლებოდა რაიმე ნათესაური კავშირი ყოფილიყო. Australopithecus რომ გადაქცეულიყო Homo habilis– ად, ის კი თავის მხრივ Homo erectus–ად, როგორც ამას ევოლუციონისტები ამტკიცებენ, შესაბამისად, მათი არსებობის პერიოდებიც თანმიმდევრული იქნებოდა. სინამდვილეში კი პირიქითაა – არავითარი ქრონოლოგიური თანმიმდევრობა არ აღინიშნება. თბით ევოლუციონისტების გამოთვლებით, Australopithecus არსებობდა ოთხიდან ერთი მილიონი წლის წინათ, Homo habilis-ად კლასიფიცირებული არსებები – 1,7-1,9 მილიონი წლის წინ, ხოლო ასაკი Homo rudolfensis-ისა, რომელიც ევოლუციონისტთა აზრით, Homo habilis-ზე უფრო განვითარებული იყო, 2,5-2,8 მილიონი წლით განისაზღვრება. ანუ, Homo rudolfensis თავის ეგრეთწოდებულ “წინაპარზე” - Homo habilis-ზე თითქმის ერთი მილიონი წლით უფროსია. მეორე მხრივ, Homo erectus-ის ასაკი 1,6-1,8 მილიონი წლით განისაზღვრება. ესე იგი, Homo erectus- ისა და მისი “წინაპრის” - Homo habilis-ის გამოჩენა ერთდროულად მომხდარა.
ამ ფაქტს ალან უოლკერიც ადასტურებს:
“არსებობს უტყუარი მტკიცებულებები Australopithecus–ის, Homo habilis-ისა და Homo erectus–ის თანაცხოვრებისა აღმოსავლეთ აფრიკაში”
ხოლო ლუის ლიკიმ Australopithecus–ის, Homo habilis-ისა და Homo erectus–ის ნამარხ ნაშთებს ერთმანეთის გვერდიგვერდ, ოლდუვაის ხეობის Bed II შრეში მიაგნო.
რასაკვირველია, ასეთი გენეალოგიური ხე არ შეიძლება იყოს. პალეოანთროპოლოგი სტეფან ჯეი გოულდი, მიუხედავად თავისი ევოლუციონისტობისა, დარვინის თეორიის ჩიხში მომწყვდევის ფაქტს შემდეგნაირად აღიარებს:
“თუ არის სამი სხვადასხვა ჰომინიდი (ანუ ადამიანისმაგვარი), რომლებიც ერთდროულად არსებობდნენ, ჩვენს გენეალოგიურ ხეს რა ემართება? ცხადია, რომ მათ არ შეეძლოთ ერთიმეორისგან წარმოქმნა. ამასთან, მათი შედარებისას არავითარი ევოლუციური პროცესის არ შეინიშნება.”
განვიხილავთ რა გადასვლას Homo erectus–დან Homo sapiens–ამდე, ჩვენ იქაც დავრწმუნდებით, რომ არავითარი გენეალოგიური ხე არ არსებობს. ნამარხი ნაშთები მოწმობს, რომ Homo erectus და Homo sapiens archaic ჩვენს დრომდე 27 000 და 10 000 წლის წინადაც კი არსებობდნენ. Homo erectus–ის თავის ქალები აღმოჩენილია ავსტრალიის ჭაობში Kოწ და კუნძულ იავაზე და მათი ასაკი შესაბამისად 13 000 და 27 000 წლით განისაზღვრება.
გონიერი ადამიანის (Homo sapiens) გაუხმაურებელი ამბავი
ჩვენს მიერ განხილული ფაქტების გარდა არსებობს ერთი უკიდურესად მნიშვნელოვანი და საოცარი ჭეშმარიტება, რომელიც ძირშივე აცამტვერებს გამოგონილ გენეალოგიურ ხეს: Homo sapiens-ის, ანუ თანამედროვე ადამიანის ისტორია უშორეს წარსულში იღებს სათავეს. პალეონტოლოგიური აღმოჩენები ამტკიცებს, რომ თითქმის მილიონი წლის წინ დედამიწაზე ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც ჩვენგან არაფრით განსხვავდებოდა - Homo sapiens.
ჟურნალი “Discover” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ევოლუციონისტურ გამოცემებს შორის. 1997 წლის დეკემბრის ნომრის გარეკანზე გამოქვეყნებულია 800 000 წლის წინანდელი ადამიანის სახე ასეთი წარწერით: “ეს არის ჩვენი წარსულის სახე?” ეს იყო სწორედ ის კითხვა, რომელიც ევოლუციონისტთა აშკარა გაოგნებას გამოხატავდა.
ამ თემაზე პირველი აღმოჩენები ეკუთვნის ცნობილ ევოლუციონისტ პალეოანთროპოლოგს ლუის ლიკის. 1932 წელს კენიაში, ტბა ვიქტორიასთან ახლომდებარე რაიონ Kანჯერა-ში მან აღმოაჩინა რამდენიმე ნამარხი ნაშთი, რომლებიც ანატომიურად თანამედროვე ადამიანის ანალოგიური იყო და შუა პლეიცოსტენის ხანას განეკუთვნებოდა. მაგრამ შუა პლეიცოსტენის ხანა დედამიწაზე 1 მილიონი წლის წინ იყო. საბოლოოდ, ევოლუციონისტმა-პალეოანთროპოლოგებმა უარყვეს ამ აღმოჩენის ფაქტი, რადგან იგი ყოველგვარ საფუძველს აცლიდა მათ მიერ მოგონილ გენეალოგიურ ხეს. თუმცა, ლიკი ყოველთვის იცავდა თავისი გათვლების სისწორეს. ის იყო, ამ საკითხის ირგვლივ კამათი ოდნავ დაცხრა, როცა 1995 წელს იტალიაში აღმოჩენილმა ნამარხმა ნაშთმა ცხადად აჩვენა, რომ Homo sapiens–ს სინამდვილეში გაცილებით უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული. ზემოთაღნიშნული ნაშთი მადრიდის უნივერსიტეტის სამმა პალეოანთროპოლოგმა Atapeurca-ს რაიონში, გამოქვაბულ გრან დოლინაში აღმოაჩინა. ეს იყო თერთმეტი წლის ბავშვის ნაშთი, რომელიც თანამედროვე ადამიანის ანალოგიურია. ეს ბავშვი კი 800 000 წლის წინ არის გარდაცვლილი. ჟურნალმა “Discover” თავის 1997 წლის დეკემბრის ნომერში ამ თემას დიდი ყურადღება დაუთმო.
ამ ნაშთმა მნიშვნელოვნად შეურყია “ადამიანის ევოლუციის” თეორიისადმი რწმენა თვით ა. ფერარესს, რომელიც გრან დოლინაში მკვლევართა ჯგუფს ხელმძღვანელობდა:
“ჩვენ ველოდით, რომ გადავაწყდებოდით რაიმე დიდს, უზარმარმაზარს, უხეშს, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, პირველყოფილს. 800 000 წლის წინანდელ ბავშვი რაღაც “ბიჭი Turkana “-ს მსგავსად წარმოგვედგინა. თუმცა ის, რაც ვნახეთ, სრულიად თანამედროვე სახე იყო... ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ადამიანი სახტად რჩება! აქ გაქვავებულ ნაშთებზე არ არის ლაპარაკი. რა თქმა უნდა, გაქვავებული ნაშთების აღმოჩენაც ასევე ყოველთვის მოულოდნელია და სასიამოვნო, მაგრამ ეს ნორმალური მოვლენაა. ყველაზე საოცარია, როცა წარსულში პოულობ იმას, რაც მხოლოდ დღევანდელობის კუთვნილება გგონია. ეს იმას ჰგავს, გრან დოლინაში მაგნიტოფონი აღმოაჩინო. რაღა თქმა უნდა, ეს განსაცვიფრებელი ამბავია! ჩვენ პლეისტოცენის ხანაში მაგნიტოფონის პოვნის იმედი არა გვაქვს, მაგრამ აღმოჩენა 800 000 წლის წინანდელ ფენაში “თანამედროვე” სახისა თითქმის იგივეა. გაოგნებულები დავრჩით ამის დანახვისას.”
ეს აღმოჩენა Homo sapiens–ის ისტორიას 800 000 წლით უკან სწევდა. თუმცა ევოლუციონისტებმა, თავი დააღწიეს რა პირველ გაოგნებას, გადაწყვიტეს, რომ ეს ნაშთები სხვა სახეობას ეკუთვნის. ეს იმიტომ, რომ გენეალოგიური ხის თანახმად Homo sapiens 800 000 წლის წინ არ უნდა არსებულიყო. ამ მიზეზით გამოგონილ იქნა სახეობა სახელწოდებით “Homo antecessor”, რომელშიც Atapeurca–ში აღმოჩენილ თავის ქალასაც გამოეყო ადგილი.
1,7 მილიონი წლის წინანდელი ქოხი და თანამედროვე ნაფეხურები, რომელთა ასაკი 3,6 მილიონი წელია
დღემდე მოძიებული მრავალრიცხოვანი ნამარხები მოწმობს, რომ Homo sapiens–ის ისტორია 800 000 წელზე გაცილებით მეტს ითვლის. ერთ-ერთი მათგანი აღმოჩენილია იგივე ლუის ლიკის მიერ 1970 წელს ოლდუვაის ხეობაში. აქ, არქეოლოგიურ შრეში Bed II ლიკიმ დაადგინა, რომ, Australopithecus, Homo habilis და Homo erectus ერთდროულად არსებობდნენ. თუმცა, კიდევ უფრო საინტერესოა, რომ იგივე შრეში (Bed II), ლიკიმ აღმოაჩინა ნაგებობა –ნაშთი ქვის ქოხისა, რომლის ასაკი 1,7 მილიონი წლით განისაზღვრა. მთავარი კი ის იყო, რომ ქოხი, რომლის მსგავსსაც დღესაც შეხვდებით აფრიკის ზოგიერთ კუთხეში, მხოლოდ Homo sapiens–ს შეეძლო აეგო! ესე იგი, ლიკის აღმოჩენა გვამცნობს, რომ Australopithecus, Homo habilis, Homo erectus და თანამედროვე ადამიანი დაახლოებით 1,7 მილიონის წლის წინ ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ.
ნაშთი სადგომისა, რომლის ასალი 1,7 მილიონი წელია. სწორედ ასეთ ქოხებში დღესაც მრავალი აფრიკელი აბორიგენი სახლობს
რაღა თქმა უნდა, აღნიშნული ფაქტი სრულიად აბათილებდა ევოლუციის თეორიას, რომელსაც ადამიანის მაიმუნ Australopithecus–სგან წარმოშობის იდეა ეკუთვნის. პრინციპში, არსებობს აღმოჩენები, რომლებიც თანამედროვე ადამიანის ისტორიას 1,7 მილიონი წლით ახანგრძლივებს.
ერთ-ერთი ასეთი აღმოჩენაა ფეხის ნაკვალევი, რომელსაც მერი ლიკიმ 1977 წელს ტანზანიის დასახლება Laetoli–ში მიაგნო. ეს ნაფეხურები აღმოჩნდა ფენაში, რომლის ასაკი 3,6 მილიონი წელია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არაფრით გამოირჩევა თანამედროვე ადამიანის ნაფეხურებისგან.
მერი ლიკის მიერ ნაპოვნი ნაფეხურები გამოიკვლიეს საყოველთაოდ ცნობილმა პალეოანთროპოლოგებმა დონ ჯოჰანსონმა და ტიმ უაიტმა. დასკვნები იგივეა. უაიტი წერს:
“არც კი შეგეეჭვოთ... ისინი არაფრით განსხვავდება თანამედროვე ადამიანის ნაფეხურებისგან. ეს ნაკვალევი სადმე კალიფორნიის პლაჟზე რომ აღმოგეჩინათ და ნებისმიერი ბავშვისთვის გეკითხათ – “ეს რა არის?”, ის უეჭველად გიპასუხებდათ – “აქ ადამიანმა გაიარა.” ის ამ ნაფეხურს ასობით სხვა ნაფეხურისგან ვერ გაარჩევდა. ისევე, როგორც თქვენ ვერ გაარჩევდით.”
ჩრდილოეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ლუის რობინსმა ამ ნაფეხურების გულდასმით შესწავლის შემდეგ განაცხადა:
“ტერფის თაღი მაღალია; ამ პატარა ადამიანს ტერფის თაღი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე მე. ესე იგი, მისი თითები მიწას ეხება ისე, როგორც ადამიანისა. ცხოველებში ეს არ არსებობს.”
ნაფეხურების მორფოლოგიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ისინი ადამიანს ეკუთვნის, თანაც თანამედროვე ადამიანს (Homo sapiens-ს) ეკუთვნის. რასელ ტატლი, ვინც ეს ნაფეხურები შეისწავლა, წერს:
“როგორც ჩანს, ეს ნაფეხურები ფეხშიშველმა Homo sapiens–მა დატოვა... ყველა მორფოლოგიური ანალიზი ადასტურებს, რომ ეს ნაფეხურები თანამედროვე ადამიანის ნაკვალევის იდენტურია.”
ყბა თანამედროვე ადამიანისა, რომლის ასაკიც 2,3 მილიონი წელია
კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ევოლუციონისტების მიერ შეთხზული გენეალოგიური ხის მითს აქარწყლებს: ყბა თანამედროვე ადამიანისა (Homo sapiens), რომელიც 2,3 მილიონ წელს ითვლის. ამ ძვალს, კოდური სახელწოდებით A.L.666-1, რომელიც ხადერში (ეთიოპია) ევოლუციონისტები “ფრიად განსაცვიფრებელ აღმოჩენად” იხსენიებენ, თუმცა კი ცდილობენ, მასზე ნაკლები ილაპარაკონ. (D. Johanson, Blake Edgar, “Frov Lucy to Language”, p.169)
ნეიტრალურმა გამოკვლევებმა ნაფეხურების ნამდვილი პატრონი დაადგინა: 20 ნაფეხური 10 წლამდე ასაკის თანამედროვე ადამიანისა და 27 გაქვავებული ნაკვალევი უფრო პატარა ბავშვისა. უდავოა, რომ ისინი ჩვენსავით ადამიანები იყვნენ. ამ მიზეზით Laetoli–ს ნაკვალევი ათწლეულების მანძილზე გაცხარებული კამათის საგანი იყო. ევოლუციონისტი პალეოანთროპოლოგები ვერაფრით ეგუებოდნენ იმას, რომ 3,6 მილიონი წლის წინ დედამიწაზე თანამედროვე ადამიანი დააბიჯებდა და ცდილობდნენ, ეს მოვლენა რამენაირად აეხსნათ. ოთხმოცდაათიან წლებში ეს “ახსნა” შემდეგნაირად ჩამოყალიბდა.
ევოლუციონისტებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ნაკვალევი ეკუთვნის ავსტრალოპითეკს მხოლოდ იმიტომ, რომ ევოლუციის თეორიის თანახმად, 3,6 მილიონი წლის წინ Homo-ს რაგინდარა სახეობის არსებობა შეუძლებელი იყო. რასელ ტატლი თავის 1990 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს:
“ასეა თუ ისე, Laetoli-ს რაიონში 3,5 მილიონი წლისწინანდელი ნაფეხურები ძალიან ჰგავს თანამედროვე ადამიანის ნაკვალევს. არსებები, რომლებმაც ეს ნაკვალევი დატოვეს, ჩვენ არაფრით ჩამოგვივარდებოდნენ და, როგორც ეს ნამარხიდან ჩანს, ჩვენსავით დადიოდნენ. ეს ნაფეხურები ასეთი ძველი რომ არ იყოს, დავეთანხმებოდით იმ აზრს, რომ ისინი რომელიმე Homo–ს ეკუთვნის... მაგრამ, მათი ასაკის გამო, იძულებულნი ვართ ჩავთვალოთ, რომ ეს ნაფეხურები დატოვა Australopithecus afarensis –ის რომელიმე ნაირსახეობამ, რომელთაც ეკუთვნის Lucy–ც.”
ერთი სიტყვით, 3,6 მილიონი წლისწინანდელი ნაფეხურები არ შეიძლება Australopithecus–ისა იყოს. მიზეზი კი, რის გამოც ეს ნაფეხურები ავსტრალოპითეკს მიაწერეს მხოლოდ ისაა, რომ ნამარხი აღმოჩნდა ვულკანურ შრეში, რომლის ასაკი 3,6 მილიონი წელია. რადგან, მათი ვარაუდით, ადამიანის იმ დროს არსებობა გამორიცხულია, ეს ნაკვალევი Australopithecus–ისაა! ამ ნაფეხურის გარშემო გამოთქმული ნააზრევი ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებაზე მეტყველებს: ევოლუციონისტები თავიანთ თეორიის დაცვას სამეცნიერო არგუმენტებზე დაყრდნობით კი არა, მათი იგნორირების გზით ცდილობენ. სახეზეა ბრმა თაყვანისცემა თეორიისა, სადაც ყოველი ახალი აღმოჩენა, თუ მის ჭეშმარიტებას არ ამტკიცებს, თვალთმაქცობისა და დამახინჯების მსხვერპლი ხდება.
გამართული სიარული – ევოლუციის თეორიის ჩიხი
არქეოლოგიურ აღმოჩენებთან ერთად, გადაულახავი ანატომიური განსხვავებები ადამიანსა და მაიმუნს შორის აბათილებს ადამიანის ევოლუციის ზღაპარს. ერთ-ერთი ასეთი განსხვავება სიარულის სტილია.
ადამიანს გამართული სიარული ახასიათებს. ეს გადაადგილების განსაკუთრებული ხერხია, როგორიც სხვა ცოცხალ არსებებში არ გვხვდება. ზოგიერთ ცხოველში კი ეს უნარი ფრიად შეზღუდულია. ისეთი ცხოველები, როგორებიც არიან დათვი ან მაიმუნი ზოგჯერ ორ ფეხზე დგებიან (მაგალითად, რომ საკვებს მისწვდნენ). მათ წახრილი ჩონჩხი აქვთ და ოთხ კიდურზე გადაადგილდებიან.
საინტერესოა, შეიძლებოდა, ადამიანის გამართული სიარულის საფუძველი ოთხფეხთა გადაადგილების საშუალება ყოფილიყო, როგორც ევოლუციონისტები ამტკიცებენ?
ჩატარებული გამოკვლევებით გამოირიცხა ევოლუციის შესაძლებლობა მაიმუნის ჩონჩხისა, რომელიც ოთხ კიდურზე სიარულისთვის არის გათვალისწინებული, გამართულად მოსიარულე ადამიანის ჩონჩხამდე.
არა! გამოკვლევებო ადასტურებს, რომ გამართულ სიარულს არასდროს განუცდია ევოლუცია, რისი განხორციელებაც საერთოდ შეუძლებელია. უპირველეს ყოვლისა, ორფეხიანობა ევოლუციური უპირატესობა არ გახლავთ. რადგან მაიმუნები ოთხ ფეხზე გაცილებით მსუბუქად, სწრაფად და ნაყოფიერად გადაადგილდებიან, ვიდრე ადამიანები. ადამიანს არ შეუძლია, ტოტიდან ტოტზე მაიმუნივით იხტუნაოს, ან გეპარდივით საათში 125 კილომეტრი სიჩქარე განავითაროს.
პირიქით. ადამიანი, რომელიც ორ ფეხზე დგას, გაცილებით ნელა გადაადგილდება და, მაშასადამე, ყველაზე უფრო დაუცველი არსებაა ბუნებაში. ამიტომ, თვით ევოლუციის თეორიის თანახმად, მაიმუნებისთვის არავითარი აზრი არ ჰქონდა, ორიენტაცია ორ ფეხზე დგომიდკენ მიემართა. პირიქით. იგივე თეორიის მიხედვით, თვით ადამიანები უნდა დადგნენ ოთხ ფეხზე.
მეორე ჩიხი, რომლისკენაც ევოლუციის თეორიას შევყავართ, ეს არის გამართული სიარულის დარვინიზმის მოდელთან, ანუ ეტაპობრივი განვითარების მოდელთან სრული შეუსაბამობა.
ეს მოდელი, რომელიც ევოლუციის საფუძველია, მოითხოვს “შერეული” სიარულის წესს ოთხფეხათა ორფეხებამდე ევოლუციის გარდამავალ ეტაპზე. ამასობაში კი რობერტ კრომპტონმა 1996 წელს კომპიუტერული გამოკვლევებით დაამტკიცა, რომ ამ “შერეული: სიარულის შექმნა არარეალურია. კრომპტონის დასკვნით ცოცხალ არსებას შეუძლია იაროს ან გამართულად ორ ფეხზე ან ოთხზე. მოძრაობის ამ ორი სტილის შერწყმა შეუძლებელია, რადგან მკვეთრად ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ დანახარჯებს. ამიტომაც “ნახევრადორფეხას” არსებობა გამორიცხულია. განსხვავება ადამიანსა და მაიმუნს შორის მხოლოდ მოძრაობის ხერხით არ ამოიწურება. ტვინის დონე, მეტყველების უნარი და სხვა თავისებურებები ევოლუციონისტებს ჯერაც ვერ აუხსნიათ. ევოლუციონისტი პალეოანთროპოლოგი ე. მორგანი აღიარებს:
“ადამიანის (ადამიანის ევოლუციის) ირგვლივ ოთხი მნიშვნელოვანი საიდუმლო არსებობს: 1. რატომ დგას ადამიანი ორ ფეხზე? 2. რატომ გაქრა ტანის ბალნიანი საფარი? 3. ტვინი ასე ძლიერ რატომ განვითარდა? 4. რატომ ისწავლა ლაპარაკი? ამ კითხვებზე სტანდარტული პასუხებია – 1. ჯერ არ ვიცით. 2. ჯერ არ ვიცით. 3. ჯერ არ ვიცით. 4. ჯერ არ ვიცით. კითხვების რაოდენობა შეიძლება გავზარდოთ, მაგრამ პასუხები იგივე დარჩება.”
ევოლუციის თეორია: ფსევდომეცნიერული რწმენა
ლორდი სოლი ცუკერმანი, ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და პატივცემული სწავლულია ინგლისში. ეს არის ადამიანი, რომელმაც უამრავი უმნიშვნელოვანესი გამოკვლევა ჩაატარა და მეცნიერებაში დაუფასებელი ღვაწლისთვის ლორდის წოდებაც კი მიიღო. ცუკერმანი ევოლუციონისტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ევოლუციის თეორიაზე მის ახსნა-განმარტებებში ამ თეორიის წინააღმდეგ წინასწარგანზრახულ უარყოფით დამოკიდებულებას არ უნდა ველოდეთ. თუმცა, არქეოლოგიური გათხრების ათწლეულობით შესწავლის შედეგად იგი მივიდა დასკვნამდე: გენეალოგიური ხე არ არსებობს!
ცუკერმანმა შეადგინა ფრიად საინტერესო “სამეცნიერო სკალა”, სადაც თანმიმდევრობით ჩამოთვალა მეცნიერული დარგები, რომელთაც მეცნიერულად ან არამეცნიერულად თვლიდა. ამ ცხრილის თავში მან ყველაზე “მეცნიერული”, ანუ კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობილი დარგები – ქიმია და ფიზიკა მოაქცია. შემდეგ მოდის ბიოლოგია და საზოგადოებრივი მეცნიერებები. ამ ცხრილის ბოლოშია ტელეპათია, მეექვსე გრძნობის ცნება და “ადამიანის ევოლუცია” მოათავსა, ანუ, ცუკერმანის აზრით, ყველაზე არასამეცნიერო დარგები. ამას იგი შემდეგნაირად ხსნის:
“თუ ობიექტურ რეალობას გავცდებით და ისე შევხედავთ მეცნიერების ისეთ სფეროებს, როგორებიცაა იქითური ძალების აღქმა და ადამიანების ნამარხების ახსნა, რაც, ამავდროულად საბუნებისმეტყველოდაც ითვლება, შევამჩნევთ, რომ ყველასთვის, ვისაც კი თეორიისა სჯერა, შეუძლებელი არაფერია. ასე რომ ადამიანებს, ვისაც ღრმად სწამთ რომელიმე თეორიისა, შეუძლიათ, წინააღმდეგობრივი მოსაზრებების არსებობაც კი უყოყმანოდ დაუშვან.”
რატომ ხდება, რომ ამდენი მეცნიერი ასე დაჟინებით იცავს ამ დოგმას? როგორ ხდება, რომ ამდენი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება უყოყმანოდ მიიღება, ხოლო თვითონ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებანი თეორიის კეთილდღეობას ეწირება?
პასუხი ერთია - ამ ადამიანებს ეშინიათ ჭეშმარიტებისა, რომელიც ევოლუციის თეორიის მიტოვების შემდეგ მათ წინაშე აღიმართება. ევოლუციის უარყოფით ისინი ერთადერთი ჭეშმარიტების – ღმერთის პირისპირ აღმოჩნდებიან. ეს კი სრულიად მიუღებელია მატერიალისტური ფილოსოფიის თვალსაზრისით, რომლისაც მათ ღრმად სწამთ და შეუძლებელია არსებობდეს, მათი წინასწარაკვიატებული აზრის გამო.
ევოლუციონისტთა მცდარი დასკვნები
Комментариев нет:
Отправить комментарий