пятница, 11 апреля 2014 г.

ჰარვარდის უნივერსიტეტი: სახარება ქრისტეს ცოლისგან - ნაყალბევი არ არის



ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, 2012 წლის სექტემბერში აღმოჩენილი პაპირუსის ფრაგმენტი, რომელზეც წერია: „და უთხრა ქრისტემ მათ: ჩემი ცოლი, ის იქნება ჩემი მოწაფე” - ნაყალბევი არ არის. პაპირუსის ფრაგმენტს აღმოჩენისთანავე შეარქვეს ”სახარება ქრისტეს ცოლისგან”. 
პაპირუსი ჰარვარდის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორმა კარენ კინგმა იპოვა. ორწლიანი ანალიზის შემდეგ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ის მეექვსე საუკუნიდან მეცხრე საუკუნემდე უნდა შექმნილიყო, მეტიც, არსებობს მოსაზრება, რომ ის მეოთხე საუკუნით უნდა დათარიღდეს.
კინგი აღნიშნავს, რომ ნაპოვნი პაპირუსი ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი უძველესი ტექსტია, სადაც ქრისტე საკუთარ ცოლზე საუბრობს. თუმცა დოკუმენტი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომ ქრისტიანთა რელიგიის დამაარსებელი, როგორც ისტორიული პერსონა, დაქორწინებული იყო.  
პაპირუსის ფრაგმენტი 33 სიტყვისგან შედგება, რომლებიც 14 არასრულ ხაზზეა დაწერილი, რაც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა



ჰარვარდის მკვლევარების დასკვნაში არ არის დამტკიცებული ის, რომ ქრისტეს გარემოცვის ხელნაწერი ან მის მიერ წარმოთქმული ფრაზაა. კვლევაში  საუბარია  იმაზე.. რომ  უცნობმა ავტორმა  ზემოაღნიშნული ტექსტი ნამდვილად დაწერა IV-IX საუკუნეების შუალედში. ის ფაქტი რომ ავტორს ჰქონდა უფლის პერიფრაზირების პრეტენზია, სულაც არ ადასტურებს ტექსტის ჭეშმარიტებას, რადგან ეს შეიძლება იყოს ავტორის შეცდომა (უკეთეს შემთხვევაში), მიზანმიმართული პროვოკაცია (გარკვეული მოტივაციით) ან თავისი რწმენით (ურწმუნოებით) დანახული ქრისტე (მისი ფანტაზია ან სულაც ალეგორია). 
განა ახალი აღთქმა ამაზე არ საუბრობს? ქრისტეს "ცოლი" ბევრჯერ არის სახარებაში ნახსენები, როგორც: სარძლო, ეკლესია, საპატარძლო, კრავის ქორწილი. პავლე ეუბნება კორინთელებს: დაგნიშნეთ ერთ კაცზე რომელიც არის ქრისტე. ბევრად სწორი მოსაზრებაა ის, რომ  პაპირუსზე დაწერილი სიტყვებიც იგივე აზრს ატარებს.

სწორედ ამიტომაც აღნიშნავს მეცნიერი,რომ ფრაგმენტი იძლევა ფართო ინტერპრეტაციების საშუალებას და კონკრეტულს მხოლოდ იმას,რომ უცნობმა ავტორმა ნამდვილად დაწერა IV-IX საუკუნეების შუალედში.  


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий