пятница, 11 апреля 2014 г.

გაზეთი "ივერია", 1891 წელი.

"ხალხი რაც იყო, ისევ იმ ხალხად დარჩა, ბუნებრივ არც ზნე უცვლია და არც ფერი. დიდს დღესასწაულს ფიტა გამოეცალა, შინაგანი აზრი გაუქარწყლდა და კუჭის ზეიმადღა გადაიქცა. კუჭის მრწამსი ჯერ ისეც გამეფებული იყო, და ნააღდგომევს ხომ თავს აიშვებს და აიგდებს ხოლმე, ფრთებს გაიფარფარებს, გვერდებს გაიდგამს, თავს გაიწურბელებს და ძღომის, ნადიმისა და ლხინის მეტი არარა სწამს-რა: აქაო და იესო ქრისტე მკვდრედით აღსდგა, ჩვენ ვსვათ და ვჭამოთო. რაკი მაცხოვარმა თავი ცოდვილთათვის გასწირა, ჩვენ ნუნუას დავატანოთ ძალა და რუმბებს სულ სიქა გამოვაცალოთო. ქრისტე რომ ეწამა და იგვემა, იმ დღეს მართლ-მორწმუნე ქრისტიანე ერი დიდს ხორაგისა და სურსათის ყიდვა-შეძენაშია; შაბათს, როცა მაცხოვარი საფლავს მიაბარეს, ჩვენი დიასახლისები ლორებს აკეთებენ, კვერცხებს ჰღებავენ და საკვირაო სამზადისში არიან. გათენდება დღეის სწორი და დაიწყება მუცლის მეფობა: მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგება, ისასწაულთ-მოქმედებს, მოწაფეებს დაარიგებს და შეაგონებს... მისი მორწმუნე ერი კი ამ დროის განმავლობაში ამაღლებამდე სულ ზეიმობს და ლხინობს, იმისი დღესასწაული ის არის, რომ თავის ოდენა კოლოტს გამოაცარიელებს და ასის კაცის სამყოფს მარტო თვითონ არ იკმარებს".
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий