воскресенье, 27 апреля 2014 г.

როგორ გავთავისუფლდეთ კომპლექსებისგან?




კომპლექსები, ისევე როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ფსიქოლოგიისთვისაც ყოველთვის აქტუალური და საინეტერესო თემაა. ზოგადად, კომპლექსის ცნებას ფსიქოლოგები ასე განმარტავენ : "ესაა ქვეცნობიერი, მენტალური ფაქტორების ერთობლიობა ინდივიდის შეგნებაში, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ საგნებთან ან თემებთან და არსებით გავლენას ახდენს ინდივიდის ქცევებზე მათ მიმართ." ხშირ შემთხვევაში ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ პიროვნების განვითარებას და მის წარმატებისკენ სწრაფვას ეჭვქვეშ აყენებს.
აუცილებელია, სწორად მოხდეს მისი აღმოჩენა და შემდგომში რეაბილიტაციის სახით მათი გონებიდან განდევნა. თუმცა როგორ? კომპლექსებისაგან გათავისუფლება შესაძლებელია. ამაში ადამიანებს ხშირად ფსიქოლოგი ეხმარება. ზოგჯერ კი უბრალოდ გარკვეულ გარემოში მოხვედრა გვაძლევს საშუალებას დროებით მაინც დავივიწყოთ ისინი. თუმცა არსებობს კომპლექსები, რომლებიც ისეთი მცირე ასაკიდან ჩაიბეჭდა ჩვენს ქვეცნობიერში, რომ მათი აღქმა კომპლექსის სახით შეუძლებლად მიგვაჩნია, პირიქით, ჩვენთვის ისე ბუნებრივი მდგომარეობაა რომელიც არ საჭიროებს ხაზგასმას, და მითუმეტეს ვინმეს ჩარევას. ამ შემთხვევაში რთულია ივარაუდო, რომ რაიმე სიტუაცია შეძლებს "განკურნებას", რადგან მთავარი - რეაბილიტაციის პროცესში, პრობლემის სწორი ჭვრეტაა, და შემდეგ უკვე მასზე მუშაობა.
კომპლექსი შეიძლება იყოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სოციალური. ფიზიკური კომპლექსი, განსაკუთრებით სუსტ სქესს ახასიათებს. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ საქმე გვაქვს ქალების ისეთ კატეგორიასთან, რომლებსაც ცხოვრების წესად აქვთ ქცეული "მომაკვდინებელი" დიეტები, პლასტიკური ოპერაციები და ა.შ. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ქალების 30 პროცენტს არ მოსწონს საკუთარი გარეგნობა. საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილების კომპლექსი შეიძლება დაიძლიოს პლასტიკური ქირურგიით. თუმცა, თუ კომპლექსი თავიდან მოდის და არა გარეგნობიდან, შეიძლება ადამიანმა უამრავი ოპერაცია გაიკეთოს მხოლოდ იმიტომ, რომ თავი მახინჯი ჰგონია. ამას კი ხშირად სავალალო შედეგამდე მიყავს ისინი. ფსიქოლოგიური კომპლექსი ვლინდება საკუთარი ინტელექტით, აღზრდით ან გონიერებით უკმაკოფილებაში. ამ შემთხვევშიც, საქმე გვაქვს არასრულფასოვნების კომპლექსთან, რომელიც ყველაზე ხშირად სწორედ იმ ადამიანთა რიცხვს აწუხებს, რომლებსაც წესით საწუწუნო არ უნდა ქონდეს საკუთარ გონებრივ მონაცემებზე. სოციალურ კომპლექსებს იწვევს ფინანსური პრობლემები, ასევე, წარმოშობის ან პროფესიის გამო სირცხვილის გრძნობა, რაც საბოლოო ჯამში ძლიერ კომპლექსში გადაიზრდება. უმეტესობა ადამიანებისა ცდილობს პირდაპირ ან ირიბად შენიღბოს საკუთარი კომპლექსები და ამის შესახებ მხოლოდ მან იცოდეს, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სწორედ იმას ვუსვამთ ხაზს, რის დამალვასაც ვცდილობთ. კომპლექსები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადამიანის ცხოვრებაზე. ამიტომ სასურველია, მოვძებნოთ გზა მათ უგულვებელსაყოფად. ამისთვის კი მხედველობაში უნდა მიოვიღოთ შემდეგი:
1) გავაცნობიეროთ თავად კომპლექსის არსებობა
2) გავაცნობიეროთ, რა მიზანს ემსახურება ეს კომპლექსი.
3) მოვახდინოთ მისი ტრანსფორმირება ცნობიერი და ემოციური ძალისხმევით
4) გავაფართოვოთ ჩვენი პიროვნება კომპლექსთა ინტეგრაციის გზით.
ავტორი: ნუცა ხრიკული
ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის ფსიქოლოგიის კომიტეტი
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий