пятница, 11 апреля 2014 г.

კვლევები ადასტურებენ რომ ტექნოლოგია კიბოს რადიაციის გარეშე გამოვლენის საშუალებას იძლევა



რადიაციის გარეშე კიბოს გამოვლენის მიზნით ახალგაზრდა პაციენტების ორგანიზმის შესწავლის საშუალებები განვითარდა. ტექნოლოგიას შეუძლია პაციენტებში მეორადი კიბოს განვითარების შესაძლებლობა შეამციროს გვიან ასაკში. ახალი მიდგომა წარმოადგენს მაგნიტორეზონანსული გამოსახულების მოდიფიცირებულ მეთოდს რაც იყენებს ახალ, არასტანდარტულ კონტრასტულ ნივთიერებას კიბოს დასადგენად. MRI მეთოდი ეფექტურია როგორც კიბოს გამოსავლენი საშუალება რაც იყენებს იონიზებულ რადიაციას, კონკრეტულად პოზიტრონის ემისირებულ ტომოგრაფიულ-გათვლით ტომოგრაფიას - ადასტურებენ კვლევები.
სტენფორდის მედიცინის სკოლის უნივერსიტეტის და სტენფორდის ლუსილ პაკარდის ბავშვთა საავადმყოფოს კვლევებმა განავითარეს ახალგაზრდა პაციენტების ორგანიზმის კვლევების გზები კიბოს გამოსავლენად რაც გამორიცხავს რადიაციას. ტექნოლოგიას შეუძლია პაციენტებში მეორადი კიბოს განვითარების შესაძლებლობა შეამციროს გვიან ასაკში. სამეცნიერო ჟურნალებში აღწერილი ახალი მეთოდი რომელიც გამოქვეყნდება 18 თებერვალს The Lancet Oncology-ში წარმოადგენს მაგნიტორეზონანსული გამოსახულების მოდიფიცირებულ გზას რაც იყენებს ახალ კონტრასტულ ნივთიერებას კიბოს აღმოსაჩენად. MRI მეთოდი ეფექტურია, როგორც კიბოს გამოსავლენი საშუალება რაც იყენებს იონიზებულ რადიაციას კონკრეტულად პოზიტრონის ემისირებულ ტომოგრაფიულ-გათვლით ტომოგრაფიას - ადასტურებენ კვლევები. ასევე მთლიანი სხეულის PET-CT ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას მოვიპოვოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია კიბოს დასადგენად, მას გააჩნია ერთი დიდი წინაღობა: ერთი სკანირება პაციენტზე ახდენს ისეთივე ოდენობის რადიაციის ზეგავლენას როგორც 700 რენტგენის სხივი. ეს ზეგავლენა განსაკუთრებით სარისკოა ბავშვებისა და თინეიჯერებისათვის, რომლებიც უფრო მოწყვლადნი არიან რადიაციის მიმართ ვიდრე მოზრდილები ვინაიდან ისინი ზრდის პროცესში არიან. ასევე ბავშვებს ახალგაზრდა ასაკის გამო უფრო მეტი შანსი აქვთ ხელმეორედ განუვითარდეთ კიბო. „მე მოხარული ვარ რომ მაქვს იმ პაციენტთა ტესტიტების სურათები რომლების ნულოვან რადიაციას საჭიროებენ," თქვა ჰეიკე დალდრაფ-ლინკმა, მეცნიერებათა დოქტორმა, სტენფორდში რადიოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა და საავადმყოფოს დიაგნოსტიკოს რადიოლოგმა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია." ჯგუფმა რომელიც კვლევაზე მუშაობდა მოდიფიცირებული MRI ტექნიკა სტანდარტულ PET-CT ტექნიკას შეადარა 8-დან 33 ასაკის 22 პაციენტში რომელთაც ჰქონდათ ლინფომა და სარკომა. კიბოს ეს სახეობები წარმოიშობა იმუნურ სისტემასა და ძვლებში შესაბამისად. ორივე კიბო შესაძლოა გავრცელდეს ისეთ ქსოვილებში როგორიცაა ძვლის ტვინი, ლიმფური კვანძი, ღვიძლი და ელენთა.
რამდენიმე ბარიერმა ხელი შეუშალა ფიზიკოსებს გამოეყენებინათ მთელი სხეულის MRI ტექნიკა კიბოს აღმოსაჩენად. სკანირებას ორი საათი სჭირდება, მთელი სხეულის PET-CT-ს კი მხოლოდ რამდენიმე წუთი. (იგი აერთიანებს PET გამოსახულებას რომელიც მიღებულია CT გამოსახულების მეშვეობით რადიოაქტიული კლუკოზის მეტაბოლიზმის მონიტორინგით, რაც არსებითად სხვადასხვა კუთხეებიდან გამოშვებული რენტგენის სხივების ციკლს წარმოადგენს). უფრო მეტიც ბევრ ორგანოში MRI ვერ ახერხებს ჯანმრთელი ქსოვილის გამორჩევას კიბოიანი ქსოვილისაგან. არსებული კონტრასტული ნივთიერებები - ეს არის ქიმიური ნივთიერება რაც ორგანიზმში ხვდება ინექციის მეშვეობით და რაც ხელს უწყობს კიბოს ვიზუალიზაციას - ქსოვილებს საკმაოდ სწრაფად ტოვებენ იმისათვის რათა გამოყენებულ იქნენ მთელი სხეულის MRI-სათვის. MRI-ის მეშვეობით კიბოს აღმოსაჩენად სტენფორდის გუნდმა გამოიყენა ახალი კონტრასტული ნივთიერება რაც შეიცავს რკინის ნანონაწილაკებს. რკინის ამ ნანონაწილაკების ინექცია დამტკიცებულია საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ ანემიის სამკურნალოდ და მკვლევარებმა მოიპოვეს FDA ნებართვა მისი ექსპერიმენტალური გამოყენებისათვის. ნანონაწილაკები სხეულში მრავალი დღის განმავლობაში რჩებიან. MRI-ს მეთოდის გამოყენებისას ნანონაწილაკების მეშვეობით სისხლძარღვი უფრო ნათელი ჩანს, და ქმნის ანატომიურ საზღვრებს. ნანონაწილაკების მეშვეობით ჯანმრთელი ძვლის ტვინი, ლიმფური კვანძები, ღვიძლი და ელენთა ჩანს უფრო მუქი, რისი მეშვეობითაც კიბოს უჯრედები გამოკვეთილია. MRIის მეთოდის მეშვეობით მიღებულმა ექპერიმენტულმა გამოსახულებამ მოგვცა საშუალება მიგვეღო PET-CT სკანირებასთან შედარებული ინფორმაცია. PET-CT 174 კიბოდან აღმოაჩინა 163 22 პატიენტში; ხოლო MRI-მ 174-დან 158 აღმოაჩინა. ორივე მეთოდს სენსიტიურობის, სპეციფიურობის და დიაგნოსტიკური სიზუსტის ერთიდაიგივე ხარისხი აქვთ. „ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ ახალი გზა რათა მოვახდინოთ MRI-ის ანატომიური და ფიზიოლოგიური ინფორმაციის ინტეგრირება და გავხადოთ ის უფრო მეტად ეფექტური," თქვა კრისტოფერ კლენკმა, მეცნიერებათა დოქტორმა, პოსტდოქტორანტურის მკვლევარმა და ჟურნალების წამყვანმა ავტორმა. არც ერთ პაციენტს არ ჰქონია უკუ რეაქცია რკინის ნანონაწილაკებზე, თუმცა FDA-მ წინასწარ აღნიშნა ნანონაწილაკების საფარზე ალერგიული რეაქციების მცირე რისკის შესახებ. (ასევე იშვიათია პაციენტებში სხვა კონტარსტულ ნივთიერებებზე უკურეაქციაც).
რამდენიმე აკადემიურ საავადმყოფოებში რადიოლოგები ეძებენ ბავშვებში რადიაციის ზემოქმედების შემცირების გზებს, დალდრაფ-ლინქმა თქვა, რომ ის უზიარებს ახალ ტექნოლოგიებს კოლეგებს ქვეყნის მასშტაბით. „RMI გამოსახულების ტესტირების ზოგი ტიპი ბევრ დიდ ბავშვთა საავადმყოფოებშია ხელმისაწვდომი," მან თქვა და დაამატა რომ იმისათვის რათა ასეთი ტექნოლოგიები ფართოდ იქნეს იმპლემეტირებული ექიმები მოითხოვენ მტკიცებულებას რომ მთელი სხეულის MRI ეფექტურია. „იგი ნელნელა ინერგება კლინიკურ პრაქტიკაში, მაგრამ ექიმები ფრთხილობენ და სურთ იყვნენ დარწმუნებულნი," თქვა მან. MRI ტექნიკაზე დაფუძნებული ტესტის ფართოდ ადაპტაციისათვის კიდევ ერთი ბარიერი არსებობს ეს არის საინვენტარო კოდის არ არსებობა, ბარიერი რაც მკვლევარების აზრით მალე მოიხსნება. მაგრამ არ არსებობს ტექნოლოგიური ბარიერი რაც ამ ახალი ტექნიკის გამოყენებას ხელს შეუშლის. „ეს მართლაც შესანიშნავია რომ ეს მალე კლინიკურად გამოყენებადი იქნება," თქვა დალდრაფ-ლინკმა. მომავალი კვლევის მიზანი იქნება რათა მოხდეს MRI -ზე დაფუძნებული მეთოდის რატიფიცირება კიბოიანი პაციენტების უფრო ფართო და განსხვავებულ ჯგუფებში, და ამავე დროს გამოიცადოს მისი შესაძლო გამოყენება კიბოს მკურნალობის კურსის განმავლობაში კიბოს მონიტორინგისათვის. MRI -ზე დაფუძნებულ მეთოდის გამოყენება ასევე შესაძლებელია პაციენტებში მას შემდეგ რაც მათი მკურნალობა უკვე დასრულებულია, მაშინ როცა რადიაციის გარეშე მათი მონიტორინგის შესაძლებლობა განსაკუთრებით ღირებულია.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий