воскресенье, 2 марта 2014 г.

სამედიცინო პროგრესი - ნასას კვლევების ლაბორატორიის მხარდაჭერით ახალი მეთოდი დაინერგება


მთელ მსოფლიოში ორგანოების ტრანსპლატანცია ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად მიღებული მეთოდია. გადასანერგ ორგანოებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, მაგრამ, სამწუხაროდ, დონორთა რაოდენობა - ცოტა.
2013 წელს აშშ-ში 26,517 ორგანოს გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა. 120,000 პაციენტი ჯერ კიდევ თავის რიგს ელოდება. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ორგანოების შენახვა ძალიან ცოტა ხნით არის შესაძლებელი. ამჟამად აპრობირებული მეთოდით ორგანოს 0°C-ზე ერთი ან ორი დღით ინახავენ, მაგრამ ხშირად ამ მცირე დროში შესაფერისი პაციენტის პოვნა შეუძლებელია.
თუ მეცნიერები თვეების განმავლობაში ორგანოების გაყინვას და დაუზიანებლად შენახვას მოახერხებენ, აღნიშნული პრობლემაც მოგვარდება. მეთოდის დანერგვას „ორგანოების კონსერვაციის ალიანსი“ ნასას კვლევების ლაბორატორიის მხარდაჭერით გეგმავს.
მეცნიერები ბოლო 40 წლის განმავლობაში ადამიანის უჯრედს, კვერცხუჯრედს და ემბრიონულ უჯრედებს ყინავენ. ისინი ცდილობენ თავი აარიდონ გაყინვის დროს უჯრედში ყინულის კრისტალების წარმოქმნას. კვერცხუჯრედი და ემბრიონული უჯრედის კრიოდამცავი საშუალება გლიცეროლიპიდს შეიცავს, რომელიც უჯრედის შეკუმშვას, კვდომასა და ყინულის კრისტალების წარმოქმნას ხელს უშლის. ეს მეთოდი ადამიანის ორგანოებზე არ ვრცელდება, რადგან ქსოვილოვანი უჯრედები ყინულის კრისტალების მიმართ ძალიან სენსიტიურია.
ყინულის კრისტალები ქსოვილოვან უჯრედებს შორის წარმოიქმნება, რომელიც უჯრედულ დეფორმაციას იწვევს. თავდაპირველად ყინულის კრისტალების წარმოქმნა უნდა შეჩერდეს. გაყინვის მეთოდი 2000 წელს ჩარლსტონის, აშშ-ს „უჯრედისა და ქსოვილის სისტემების“ კვლევის ცენტრმა გამოსცადა. მაიკლ ტეილორმა და მისმა კოლეგებმა 5 სმ სიგრძის კურდღლის ვენა გაყინეს. გადანერგვის შემდეგ ვენას თავისი ფუნქცია ჩვეულებრივად აღუდგა. მისი თქმით, ეს ექსპერიმენტი 10 წლის წინ ჩაატარეს, როდესაც სამედიცინო აღჭურვილობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. ახლა კი ტექნიკა და საამედიცინო აღჭურვილობა განვითარების უმაღლეს დონეზეა.
ორი წლის შემდეგ „21-ე საუკუნის მედიცინის“ კოლეგებმა გრეგ ფეტის მეთაურობით კურდღლის თირკმელი გაყინეს -122°C-ზე 10 წუთით. გადანერგვის შემდეგ კურდღელმა 48 დღე იცოცხლა სანამ მეცნიერების მორიგ ექსპერიმენტს არ ემსხვერპლა. ფეტიმ განაცხადა: „ სასიცოცხლო ორგანოს გაყინეს და გადანერგვა პირველად მოხდა. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ორგანოების გაყინვა და შემდეგ გადანერგვა რეალობას შეესაბამება.
ამჟამად უჯრედის გაყინვა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ორგანოების გასაყინად საჭიროა გაყინვისგან/კრიო დამცავი საშუალებების გაუმჯობესება, რომელიც ქსოვილში ყინულის კრისტალების წარმოქმნას ხელს შეუშლის.
ბოლო 12 თვის განმავლობაში ამ სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. „უჯრედისა და ქსოვილის სისტემების“ კვლევითი ცენტრის მეცნიერი მაიკლ ტეილორი პიცბურგის უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერთან თანამშრომლბს. მის მიერ შექმნილ ახალ მოწყობილობას მაღალი რეზოლუციებით დიდი მოცულობის ქსოვილების ფერადი თერმული გამოსახულების მიღება შეუძლია. პენსილვანიის მილანოვას უნივერსიტეტის მეცნიერმა ჯინ კარლსონმა ქსოვილის ულტრა ნელი მოძრაობის მიკროსკოპული ვიდეო ჩაიგდო ხელში, რომელიც შემაერთებელ ქსოვილში ყინულის კრისტალების შეღწევას და კრისტალიზაციის პროცესის შეჩერებას აფიქსირებს.
კარლსონის განცხადებით, ეს ორი მიღწევა ქსოვილის გაყინვისა და ლღობის პროცესის მართვაში დაეხმარებათ. ის გაყინვის პროცესში კომპიუტერული სიმულაციის გამოყენებას მიესალმება. პროგრესის დასაჩქარებლად ეს აუცილებელი საშუალებაა. შეზღუდული რესურსებით ამ სფერომ აჩვენა, რომ უჯრედების ყინულის კრისტალების გარეშე გაყინვა შესაძლებელია, ჯერ-ჯერობით გადაულახავ ბარიერად ორგანოები რჩება, მაგრამ სამედიცინო პროგრესმა შესაძლოა ქსოვილების და ორგანოების ცხოველქმედების შენარჩუნება ე.წ. ღრმა გაყინვის საშუალებით მოახდინოს.

http://www.sazogadoeba.ge/index.php?post_id=1394
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий